"დღეს ის დროა, როცა ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება" - კვირის პალიტრა

"დღეს ის დროა, როცა ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება"

ზურაბ აბაშიძე, ყოფილი  ელჩი ნატოში, ევროკავშირსა და რუსეთში: - ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთადერთ სუპერსახელმწიფოსთან - ამერიკის შეერთებულ

შტატებთან  სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება ძალზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელოვანესიც, რაც კი საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში გაუფორმებია. ეს ხელშეკრულება კი არა, ქარტიაა და ამიტომაც მასში ვადებით განსაზღვრული არც კონკრეტული ვალდებულებებია პუნქტებად ჩამოყალიბებული, მაგრამ პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებული შტატები მაინც იღებს, რაკიღა ქარტიას მოაწერა ხელი. ვალდებულებებს იღებს საქართველოც. ეს დოკუმენტი სტიმულად უპირველესად ჩვენთვის უნდა იქცეს, რომ შევასრულოთ ის ვალდებულებები, რომელთაც ქარტია გვაკისრებს. ვგულისხმობ დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც ლაპარაკია დემოკრატიაზე, სასამართლო რეფორმაზე, სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფაზე. რამდენად იქნება ეს ქარტია ევროპელებისთვის სტიმულის მიმცემი, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ვფიქრობ, ეს მათთვისაც მნიშვნელოვანი მინიშნებაა.