"ევროპელ დამკვირვებელთა ხელმძღვანელობა დაბნეულია" - კვირის პალიტრა

"ევროპელ დამკვირვებელთა ხელმძღვანელობა დაბნეულია"

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: - რუსეთის დიპლომატიური გამარჯვება იმაში მდგომარეობს, რომ  საკამათო თემად და ვაჭრობის საგნად იქცა

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობის საკითხი და არა ცალკეული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ანუ, მეორე ადგილას გადაინაცვლა დამოუკიდებლობის თემამ, რადგან ნატო სამხედრო ბაზების ამ ტერიტორიებზე განთავსებამ უფრო შეაშფოთა. როდესაც კავკასიის ქედის შემყურე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ელემენტარულ მოთხოვნილებებს ვერ დაიკმაყოფილებს, ეცდება ძარცვითა და ყაჩაღობით სარჩო რუსეთის მიერ მოზომილი ტერიტორიის გარეთაც მოიპოვოს. ამიტომაც რაკიღა საომარ შეტაკებებს არ აქვს ადგილი, არ შეიძლება, ეს პერიოდი მშვიდ პერიოდად იქნას აღქმული. უნდა გამოირიცხოს გატაცებული ტვირთისა თუ ადამიანების ცხინვალის რეგიონში მოხვედრა, შესაბამისად, ჩვენი სამართალდამცავების გააქტიურების საკითხი დგას...