"რა თქმა უნდა, ყველაფერზე, რაც ქვეყანაში მოხდა, პასუხს აგებს ხელისუფლება" - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, ყველაფერზე, რაც ქვეყანაში მოხდა, პასუხს აგებს ხელისუფლება"

ბატონი  პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ელჩი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში: - საქართველოში მოუთმენლობის

ელემენტი ძალზე ძლიერია და ყოველთვის არის მოთხოვნილება იმისა, შედეგები მაქსიმალურად მალე იქნეს მიღწეული. ცხადია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფრით კმაყოფილები ვართ და შენიშვნა არ შეიძლება გვქონდეს. რა თქმა უნდა, ასე არ არის. არ უნდა არსებობდეს რისკი და საფრთხე იმისა, რომ მოხდება ჟურნალისტების მოსყიდვა თუ დაშინება. კონკრეტულ, ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული მასალის ხარისხსა და ობიექტურობაზე კონკრეტული ჟურნალისტი და რედაქტორი უნდა იყოს პასუხისმგებელი. ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი მესაკუთრეზე. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობასაც. დაუშვებელია, ჟურნალისტიკა მესაკუთრის იდეოლოგიისა და იდეების გავრცელება-პოპულარიზაციას ემსახურებოდეს...  ამ საკითხთან დაკავშირებით იმასაც აღვნიშნავ, რომ პოლიტიკოსთა მხრიდან არ უნდა იყოს ცდუნება მედიის გაკონტროლებისა - მნიშვნელობა არა აქვს, ეს ხელისუფლების მხრიდან იქნება თუ ოპოზიციისა. რა თქმა უნდა, საქართველოში მედიის თავისუფლების ცნება კარგადაა ცნობილი, მაგრამ ამ მხრივ, მაინც ძალზე მწირი გამოცდილება არსებობს, რაკიღა თავისუფალი მედია დიდი ხნის არ არის.