"ჯერ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და მერე მის პირნათლად შესრულებას" - კვირის პალიტრა

"ჯერ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და მერე მის პირნათლად შესრულებას"

პიტერ სემნები, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი: - ვიტყვი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ წესებს ჰქვია კონსტიტუციის ცვლილება, საარჩევნო სისტემის რეფორმირება, როდესაც მიღწეული იქნება კონსენსუსი. ეს უნდა იყოს მთავარი - როდესაც მხარეები აღწევენ შეთანხმებას, შემდეგ ეს შეთანხმება პირნათლად სრულდება და ცვლილება სახელმწიფოს საფუძვლად იქცევა. ეს ისეთი ცვლილება უნდა იყოს, რომელიც გადახედვას ან მანიპულაციებს აღარ დაექვემდებარება. კონსენსუსით მიღწეული თამაშის წესები სტაბილური უნდა იყოს. საქართველოს არ შეუძლია, ყოველი არჩევნების წინ, ერთი წლის განმავლობაში უმკაცრეს დისკუსიას მართავდეს საარჩევნო კოდექსის შესახებ. არ შეიძლება, ყოველწლიურად საკონსტიტუციო ცვლილებები ხდებოდეს - სტაბილური სახელმწიფოს ფორმირება ასე ვერ მოხერხდება. სახელმწიფოებრიობა სწორედ სასამართლოს და მედიის თავისუფლება გახლავთ.

”საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საზოგადოებაში მის მიმართ არსებული მაღალი ნდობისა და პატივისცემის გათვალისწინებით, ბევრის გაკეთება შეუძლია”