26 მაისი - კიდევ ერთი ბეწვის ხიდი - კვირის პალიტრა

26 მაისი - კიდევ ერთი ბეწვის ხიდი

ანდრო ბარნოვი, პოლიტოლოგი: - სამწუხაროდ, დღესაც ისევ ძველ სიმღერას ვისმენთ, რომ თითქოს 26-ში მოვა რამდენიმე ასეული ათასი კაცი და სააკაშვილს სახლში გაუშვებს. მეც ისევ ძველებურად ვიტყვი, რომ ეს არ არის რეალური. ორი თვეა მიტინგები მიმდინარეობს და ოპოზიციის ძალა ოდნავადაც არ გაზრდილა. არ ვიცი, რა ლოგიკით შეიძლება დაიჯეროს გამოცდილმა პოლიტიკოსმა, რომ რუსთაველზე ან ტელევიზიასთან გამაგრებით ხელისუფლებას შეცვლის, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ხელისუფლების შეცვლა თავისთავად არ უნდა ყოფილიყო ამ მოძრაობის ერთადერთი მიზანი.