"დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაშინება" - კვირის პალიტრა

"დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაშინება"

ლევან ალექსიძე, პოლიტოლოგი: - დასკვნა სკანდალურია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებს თავიანთი სუვერენიტეტის დაცვას უკრძალავს და ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აცხადებს. ტერმინოლოგია, მოყვანილი ფაქტები და შემდგომი შეფასებები აბსოლუტურად არ ეთანხმება ერთმანეთს. სხვათა შორის, თავად ქალბატონმა ტალიავინიმ, გაზეთ ""ნიუ-იორკ ტაიმსში"" დასკვნის პრეზენტაციის დროს, სიტყვასიტყვით ბრძანა, რომ დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაშინება, მუქარა და ძალის გამოყენება, რასაც 2008 წლის ომში ჰქონდა ადგილი, სამხედრო დანაშაულია და აკრძალული უნდა იყოსო..