"ამ ემოციებში, ვინც პირველი გადააბიჯებს ზღვარს, წაგებულიც ის იქნება" - კვირის პალიტრა

"ამ ემოციებში, ვინც პირველი გადააბიჯებს ზღვარს, წაგებულიც ის იქნება"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - დასავლეთმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინა  საქართველოს სინამდვილეში - ჩვენ საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ქვეყანა კი ვართ და იმ დროში რუსეთსაც ვემორჩილებოდით, მაგრამ პატივისცემა არ იყო ამ მორჩილებაში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა პირველივე დღეებში, როგორც კი საქართველოში სიტყვა ”თავისუფლება” გაისმა. ჩვენ შეიძლება დღეს დასავლეთს დავემორჩილოთ, ვინაიდან ეკონომიკურად სხვა გზა არა გვაქვს. მაგრამ თუ დასავლეთისადმი, როგორც პარტნიორისადმი, ხალხმა ნდობა დაკარგა, ერთ დღეს ძალზე კრიტიკული განწყობა შეიძლება დაგვეუფლოს მის მიმართაც. ეს ჩვენს ხასიათში ზის. ამიტომ, დასავლეთისადმი ამგვარ დამოკიდებულებაში დიდი როლი შეასრულა თვითონ დასავლეთმა თავისი შეცდომებით...