"საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე"

ალექსანდრე თვალჭრელიძე, პოლიტოლოგი: - რასაკვირველია, ზედიზედ ამდენჯერ პრემიერ-მინისტრის შეცვლა ქვეყნის მდგრადობისთვის არასასურველია. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე ყველანაირი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას გვისპობს.  როგორც წესი, ყველა პრემიერს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა უნდა ჰქონდეს. ახლა, როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია წელიწადში სამჯერ რომ შეიცვლება, აქ ინვესტორი თავს მყარად და უსაფრთხოდ იგრძნობს? ცხადია, არა... დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ არამდგრადია - ჯერ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს ზარ-ზეიმით, შემდეგ ხდება ამ გადაწყვეტილებების უბოდიშოდ შეცვლა და გაუთავებელი სირბილი ერთი კუთხიდან მეორეში. ბატონ ნიკა გილაურს პირადად ვიცნობ და მისი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს - პირიქით, ამ თანამდებობაზე მეცოდება კიდეც.