"ენერგეტიკის სამინისტრო სიცრუეს გვაბრალებს, არადა, თვითონ ტყუიან!"
10-02-2014
"ენერგეტიკის სამინისტრო სიცრუეს გვაბრალებს, არადა, თვითონ ტყუიან!"
სახალხო დამცველისა და ენერგეტიკის სამინისტროს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველის ოფისმა 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, თითქოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ინვესტორმა კომპანიამ "ხუდონჰესის" პროექტის შესახებ ხაიშელებთან დიალოგზე უარი განაცხადეს, რასაც კახა კალაძემ სიცრუე უწოდა. სახალხო დამცველმა ენერგეტიკის მინისტრს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რის შემდეგაც სამინისტრომ საკმაოდ მკვახე წერილი გამოაქვეყნა: "სამწუხაროდ, ბოლო აღარ უჩანს სახალხო დამცველის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას. გულისტკივილით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში ენერგეტიკის
სამინისტროს დაუმსახურებელ კრიტიკას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის - "ხუდონჰესის" ირგვლივ, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და მას დაემატა სამინისტროს დადანაშაულება ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე უარის თქმაში. სოფელ ხაიშის მოსახლეობასთან დიალოგზე და კონსტრუქციულ დისკუსიაში მონაწილეობაზე სამინისტროს არასოდეს უარი არ უთქვამს და ჩვენთვის ამის მითითება უბრალოდ ზედმეტად მიგვაჩნია".


უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი:
- 3 თებერვალს ხუდონჰესის მშენებლობაზე სასაუბროდ ხაიშისა და სხვა სოფლების მცხოვრებლებს შევხვდი, ვილაპარაკეთ მოსალოდნელ საფრთხეზე. შეხვედრის მონაწილეებმა ხაიშისა და ზემო სვანეთის მოსახლეობის უფლებების დაცვა ითხოვეს. ასევე მთხოვეს, ყრილობის ჩატარებამდე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და ინვესტორთან შეხვედრაში დავხმარებოდი. ხაიშელებს უნდათ არა მოადგილეებთან, არამედ უშუალოდ ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრა.

ბუნებრივია, ამ საქმეში ჩავერთე, მაგრამ როგორც ინვესტორისგან, ასევე ენერგეტიკის სამინისტროსგან, შეხვედრაზე უარი მივიღეთ, თუმცა - დაუსაბუთებელი. ბუნებრივია, ეს გაიგეს ხაიშელებმაც და დანარჩენმა საზოგადოებამაც, რის შემდეგაც ენერგეტიკის სამინისტრო რატომღაც შეტევაზე გადმოვიდა და სიცრუე დაგვაბრალა.

- შეხვედრის გამართვის ინიციატივით ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორს წერილობით მიმართეთ?
- მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი ვარ, ამა თუ იმ თანამდებობის პირსა თუ უწყებასთან მუდმივად მიწევს ურთიერთობა და როგორც წესი, შეხვედრის გამართვას ოფიციალური წერილები და მიმართვები არ სჭირდება. ეს საკითხები სწორედ ზეპირი მოლაპარაკებით გვარდება. ენერგეტიკის სამინისტრო რა წერილის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, გაუგებარია. იმის მაგივრად, რომ დაესაბუთებინათ თავიანთი უარი, ეწევიან ჩვენს დისკრედიტაციას, გვაბრალებენ სიცრუეს, არადა, თვითონ ტყუიან, თითქოს ამგვარი რამ არ შეგვითავაზებია. ეს რატომ უნდა მომეგონებინა, რაში მჭირდებოდა? მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ თურმე საჯაროდ აზრის გამოხატვის უფლება არ მქონდა.

- ისინი, ალბათ, იმ ფოტოს გულისხმობენ, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ე.წ. ავატარად გამოაქვეყნეთ წარწერით: "მე მიყვარს ხაიში".

- კი, მაგრამ კალაძეს არ უყვარს ხაიში? ან თქვენ არ გიყვართ? სად არის აქ მიკერძოება ან ვინმეს საწინააღმდეგო აზრი?! თანაც სოციალურ ქსელში მომხმარებელი თავის გვერდზე რასაც უნდა, იმას დაწერს. როგორც უკვე გითხარით, სახალხო დამცველის ოფისი უკვე კარგა ხანია, ამ პრობლემაზე მუშაობს, მალე დასკვნასაც გამოვაქვეყნებთ. ხაიშელებთან ურთიერთობისას მათი უფლებები ირღვევა, რაც ხმამაღლა ვთქვი კიდეც. არ გამოვრიცხავ, ენერგეტიკის მინისტრის გაღიზიანება ამანაც გამოიწვია.

- რა დარღვევებს გულისხმობთ და დასკვნა როდის იქნება მზად?
- ვისაუბრებთ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც ჩანს როგორც ხაიშელთა განსახლების, ასევე კომპენსაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა, ამ აჟიოტაჟით წინსწრებით ცდილობდნენ ამ დასკვნის მიჩუმათებას.

P.S. შექმნილ პრობლემაზე გვსურდა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განმარტებები მოგვესმინა, თუმცა როგორც ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გაფრინდაშვილმა გვითხრა, სახალხო დამცველს ენერგეტიკის სამინისტრომ სპეციალური წერილით უკვე უპასუხა (ამ წერილიდან ამონარიდი სტატიის დასაწყისშია. - ავტ.) და მინისტრი ამ საკითხზე კომენტარს მეტად აღარ აკეთებს.

ნათია დოლიძე
ანა 123
15 თებერვალი 2014 12:17
1) სვანეთში ჰესი არ აშენდება: ეგ არის მსოფლიოში უნიკალური მხარე, ხალხიდან დაწყებული ბუნებით დამთავრებული. მისი არცერთი გოჯი მიწა წყლის ქვეშ არ მოექცევა.
2) თუ პატ კალაძე ვერ მოახერხებს ქვეყნის ელ ენერგიით მომარაგებას, გამოსავალი მარტივია, მისი გუნდი გადახალისდება. მის განათლებას რაც შეეხება, მეტყველებას დაუკვირდით , თავად მიხვდებით რაც უყრია თავში.
იმედი მაქვს საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი ბევრად მეტია და შევძლებთ, რომ საკუთარი მიწა დავიცვათ.
პ.ს. არც სვანი ვარ, არც ნაციონალი, მით უმეტეს არც მეოცნებე. უბრალოდ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყანა მიყვარს.
glaxuna
14 თებერვალი 2014 20:46


ვაა თამაზ...

არავის უთქვამთ თქვენთვის,ქალებს,რომ მაინც არ უნდა მიმართო შეურაცმყოგელად.


როგოორ...

,,...თორემ მოგიწევთ ისევ ლამფის და სანთლის შუქზე ჯდომა და მერე მაგაზე აწიწინდებით...,,

მაგ რომ ისედაც მოუწიოთ ,,მეოცნებეების,, კომპეტენტური ხელისუფლების პირობებში...
როგორც 2003 წლამდე იყო?!
რაც შეეხება სამ წერტილს...
ალბათ აზროვნება გეზარება,გგონია ყველაფერი იცით...
არაუშავს,
პოლიტიკური პარტიების (ნებისმიერის..) აქტიური მხარდამჭერების დამახასიათებელი თვისებაა!
tamaz
13 თებერვალი 2014 14:35
ვაჰ, glaxuna-ს კომენტარი რუს-მონღოლური იმპერიის ხსენებისა და უაზრო მრავალწერტილების გარეშე? :)))
აშკარა პროგრესია :))
ანას და დანარჩენებს, რა საკითხშიც არ ხართ გარკვეული, ენას ნუ ატლიკინებთ, თორემ მოგიწევთ ისევ ლამფის და სანთლის შუქზე ჯდომა და მერე მაგაზე აწიწინდებით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები