"ნაციონალების" იყო "ქურქიცა და ტანცკლასიც!"
17-02-2014
"ნაციონალების" იყო "ქურქიცა და ტანცკლასიც!"
"დავით ბაქრაძის სიმამრი, ლერი მეტრეველი "ბელდი ინვესტის" დამფუძნებელია, რომელიც  სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. მას ამ საქმიანობით 27 მლნ-ზე მეტი ლარი აქვს მიღებული"

"ყველაფერი ის, რაც აჭარაში კეთდებოდა (მშენებლობები, ბულვარის გაფართოება და ა.შ.), სწორედ ვარშალომიძის კლანის ბიზნესინტერესებთანაა დაკავშირებული"

"ოლივ დიზაინს"  თურქეთიდან სამშენებლო ბეტონის ბლოკი და წებოცემენტი შემოჰქონდა. მისი დამფუძნებელი რუსუდან ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერიას ცოლისდაა. მას 13 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული"

"ცისკარიშვილს სამედიცინო აპარატურა შემოჰქონდა, ამას დაუმატეთ საოფისე ავეჯის ბიზნესიც, საიდანაც მრავალმილიონიან
მოგებას იღებდა. კომპანია "ვოიაჟერი" მისი მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული"

"შპს "ოპერა" საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით, საოფისე ინვენტარითა და ქს-ოვილებით ვაჭრობდა. ერთ-ერთი დამ-ფუძნებელი ეკა ჯაფარიძე, ბარამიძის მეუღლეა. მას ამ ბი-ზნესიდან 10 მლნ-ზე მეტი მოგება აქვს მიღებული"


"კვირის პალიტრა" აგრძელებს წინა ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას "ესენი ახლა იმიტომ "ყეფენ", რომ
ერთგული ძაღლებივით იცავენ საკუთარ კლანსა და ნაშოვნ ქონებას". ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე გვესაუბრა:


- არ დაგავიწყდეთ, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ამათ ამ მოკლე 9-წლიან პერიოდში "გააჩალიჩეს", დავიწყოთ: - პეტრე ცისკარიშვილს სამედიცინო აპარატურა შემოჰქონდა, ამას დაუმატეთ საოფისე ავეჯის ბიზნესიც, საიდანაც მრავალმილიონიან მოგებას იღებდა. კომპანია "ვოიაჟერი" მისი მეუღლის, ანა სურმავას სახელზე იყო გაფორმებული.

შპს "ოპერა" საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით, სხვადასხვა ნაკეთობით, საოფისე ინვენტარითა და ქსოვილებით ვაჭრობდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძის მეუღლეა. მას ამ ბიზნესიდან 10 მილიონზე მეტი მოგება აქვს მიღებული. შპს "ბიზნესაუდიტ კონსალტინგის" დამფუძნებელი კი დავით ბარამიძე, გიორგი ბარამიძის ძმაა. ეს უკანასკნელი შპს "ლობოს" ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის, რომელიც საფინანსო შუამავლობით გახლდათ დაკავებული. ყოფილი ჩინოვნიკების კლანების ბიზნესსაქმიანობას თუ განვიხილავთ, მივხვდებით, რომ ქორვაჭრები იყვნენ.…მათი იყო "ქურქიცა და ტანცკლასიც".

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიმამრი ლერი მეტრეველი, "ბელდი ინვესტის" დამფუძნებელია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. მას ამით 27 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული. დავით ბაქრაძის ცოლის, მაკა მეტრეველის სახელით დაფუძნებულ კომპანიებს: "ფეშენ გრუპს", "ზვარეს", "მოდის ასოციაციას" მოგება ასიათასობით ლარი ჰქონდა.
ციხეში გავიცანი ბიზნესმენი, მეტსახელად "ნულა" - ამ კაცმა საქმე ნულიდან დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია. "ნაციონალებმა" კომპანიაში ფინანსური პოლიცია შეუგზავნეს. "ნულას" დანაშაულის ნიშნები ვერ უპოვეს, მაგრამ ფული მაინც შეაწერეს. რისთვის უნდა გადავიხადოო, უკითხავს. "ფული რომ იშოვე, განსაბაჟებელი ხარო!" - უპასუხიათ.

"ბიზნესმენის განბაჟება" დამკვიდრებული ტერმინი იყო.
2008 წლის ომის შემდეგ "ნულას" ლტოლვილთა სახლები ააშენებინეს და ამ საქმისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან გროშიც არ აღირსეს. "ნულა" თანამშრომლებს ხელფასებს ვეღარ უხდიდა, ამის გამო ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელთან დაიჩივლა, რისთვისაც ციხეში უკრეს თავი.
გიგა ბოკერიას კლანთან ასოცირებული კომპანიებია: "ოლივ დიზაინი", რომელსაც თურქეთიდან სამშენებლო ბეტონის ბლოკი და წებოცემენტი შემოჰქონდა. მისი დამფუძნებელია რუსუდან ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერიას ცოლისდა. მას 13 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული. შპს "არქთრეიდის" დამფუძნებლები ბოკერიას მამის, ლევან ბოკერიას ბიზნესპარტნიორები არიან, რომლებიც დაკავებული იყვნენ მშენებლობა-რემონტით, ინტერიერების გაფორმებით. და ა.შ. მათ ეკუთვნის შპს "არქსტუდია პროექტ მენეჯმენტიც". შპს "ლებო" კი უშუალოდ ლევან ბოკერიამ დააფუძნა, ის საპროექტო საქმიანობით იყო დაკავებული. აღარაფერს ვამბობ გიგა ბოკერიას მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესებზე.

ყველაფერი ის, რაც აჭარაში კეთდებოდა (მშენებლობები, ბულვარის გაფართოება და ა.შ.), სწორედ ვარშალომიძის კლანის ბიზნესინტერესებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, საინვესტიციო პროექტები, "გალფის" ავტოგასამართი სადგურები, სასტუმრო "შერატონი", ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და ა.შ. ვარშალომიძეს ხელვაჩაურის რაიონის ე.წ. სამრეწველო ზონაში ახლო ნათესავების სახელზე აქვს დარეგისტრირებული რამდენიმე ათასი კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, იქვე აქვს გზის გასწვრივ არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. წილებს სხვადასხვა ბიზნესიდანაც იღებდა. კერძოდ, ხელვაჩაურში არსებული შპს "ხელვაჩაურის პურიდან"; შპს "ბტმ ტექსტილიდან", სამრეწველო ზონაში არსებული ინერტული მასალების გადამმუშავებელი ქარხნებიდან (რამდენიმე მათგანი პირადად მისი ოჯახის საკუთრებაა), ერთ-ერთს, ამჟამადაც მისი ბიძაშვილი ელდარ ვარშალომიძე ხელმძღვანელობს; წილი ჰქონდა ასევე ასფალტის ქარხანაში. ვარშალომიძის ძმის, ირაკლი ვარშალომიძის სახელზე რეგისტრირებულია შპს "გილდო", ხოლო ვარშალომიძის მამას, გურამ ვარშალომიძეს, 40%-იანი წილი აქვს "ტოიოტას" ცენტრში.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ვინმე ნუგზარ ასლანის ძე მიქელაძე თურქ ინვესტორებს იზიდავდა და მათ ვარშალომიძესთან შუამავლობდა მსხვილი პროექტების განხორციელებაში. ის ამ შუამავლობისთვის თანხას თურქი ინვესტორებისგან იღებდა, შემდეგ კი ლევან ვარშალომიძეს უნაწილებდა. თუკი პროკურატურა ამ ინფორმაციით დაინტერესდება, თურქი ინვესტორები ყველაფერს იტყვიან.…ვარშალომიძის ხელდასხმული იყო ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გოგოტიშვილი, რომელიც შპს "ანაგს" განკარგავდა. ოფიციალურად ამ კომპანიის წილი გოგოტიშვილის მეუღლეზე იყო გაფორმებული. "ანაგი" ჩართული იყო მსხვილ საინვესტიციო პროექტებში, ისევე როგორც შპს "ლეგო", რომელიც ასევე გოგოტიშვილთან ასოცირებული კომპანია იყო. შესასწავლია სამშენებლო ჯგუფ "ორბის" საქმიანობაც. ამ კომპანიასაც ლევან ვარშალომიძე და ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე ლობირებდნენ; ბიზნესმენი ჯონი ბაკურიძე (ლევან ვარშალომიძის ძმასთან ერთად) სამრეწველო ზონაში არსებული ინერტული მასალების გადამმუშავებელი ქარხნიდან წილს იღებდა.
qetevani
23 თებერვალი 2014 21:08
არ მოგბეზრდათ ფულზე ლაპარაკი, ჭორაობა, ჭორაობა და ჭორაობა, სულ ფული, ფული, ფული. ვეთანხმები ალეკოს!
r.n
21 თებერვალი 2014 15:52
თურმე რატომ ყვირიან ნაციონალები რატომ გაჩერდა სამუშაოებიო მათ თავისი გაჭირვება ჰქონიათ თურმე თავიანთი ბიზნესები გაჩერებულა.ჩვენ გვეგონა ჩვენზე ზრუნავდნენ.ნადირაშვილი რას გვეტყვის ნეპოტიზმზე,
mixo
17 თებერვალი 2014 14:22
ჩვენი საშველი არ იკნება ყველა მოაბეს თავი ამ რუსებმა სულ სულ გარეკეს ერთI ჩVEN არ გვეშველა ადრე ნაცები სკდებოდნენ ეხლა ამათ დაიწყეს ნელ ნელა ყველა საკუთარ თავზე ფიკრობს .ერთ პაესტკაში 30000 რომ დახარჯავ საშვალო ხელფასი 400 ლარია მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის.ვის დავემსგავსეთ ასე როგორ გვეზიზღება ერთმანეთი რომ საკუთარი მუცლის იკით ვერაფერს ვხედავთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები