"ტინგიცობის მოყვარული "ნაცხროვა" უკმაყოფილო დარჩა"
24-02-2014
"ტინგიცობის მოყვარული "ნაცხროვა" უკმაყოფილო დარჩა"
"ახლა დიპლომატიის ხელოვნება უნდა გამოვავლინოთ და არა - ტრიპაჩობა"

საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა პაპუაშვილი უკრაინელებს ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხთან სალაპარაკო ენას ვერ გამონახავს, დამნაშავეა.


- უკრაინელებს ვუსამძიმრებ თანამემამულეთა გარდაცვალებას, რომელთა შორის, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეებიც არიან. შეუძლებელია, გულგრილად უყურო იმას, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ხდება, რასაც იქ ხელისუფლება სჩადის, დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.  უკრაინას პრობლემები აქვს ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დაუბალანსებელი
სიტუაციის გამო, ამიტომაც აუცილებელია განსაკუთრებული გონიერება, რომ შეინარჩუნონ დაუნაწევრებელი ქვეყანა. რომ არ ყოფილიყო სროლა და მსხვერპლი, არა მგონია, ვინმეს ჰქონოდა უფლება, ჩარეულიყო მათ საქმეში, მაგრამ, როდესაც თავის ხალხზე ნადირობას აცხადებენ, ეს შიდა პრობლემა აღ
არ არის...
რუსეთი შეეცდება პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ ყველას უნდა ეყოს გონიერება, ანკესს არ წამოეგოს. რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით მოუწევს პოზიციის შეცვლა. ხალხის მისწრაფებებს ახლა სხვა ძალა აქვს და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ ხალხს ვეღარ გააჩერებს.

- გაიგებდით ალბათ, უკრაინის ტრაგედიის შემდეგ "ნაციონალ" გიორგი არველაძეს რცხვენია, რომ იმ ერის შვილია, რომელიც "მოდელირებული ქრონიკის" გამო პანიკამ შეიპყრო.
- არველაძე ვინ არის? ის არასოდეს ყოფილა საინტერესო და მნიშვნელოვანი არც როგორც ადამიანი, არც როგორც პოლიტიკოსი და არც როგორც  ტელევიზიის ხელმძღვანელი. მას თუ რცხვენია, რცხვენოდეს და იყოს  თავისთვის, მე კი მეამაყება ქართველობა.

- პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა არ ესწრებოდა და გოკა გაბაშვილმა განაცხადა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა პატივს არ სცემს პრეზიდენტსო.
- გაბაშვილი, ისევე როგორც არველაძე, "ნაცხროვის" წარმომადგენელია. პრეზიდენტი კი პარლამენტში გამოსვლისას იყო ღირსეული და არა - ისტერიკული,  ლაპარაკობდა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და არა - როგორც ერთი რომელიმე პარტიის ლიდერი თუ მხარდამჭერი. მარგველაშვილი მოვიდა პარლამენტთან სასაუბროდ და არა, როგორც წინა ხელისუფლებას სჩვევია, საკუთარი პიარისთვის. ამიტომაც გასაგებია, რომ ტინგიცობის მოყვარული "ნაცხროვა" უკმაყოფილო დარჩა.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  15 ივნისს დაინიშნა. რა შედეგებს ელით?
- გამარჯვებას. თვითმმართველობის კოდექსის მიღების შედეგად უკვე გაჩნდა 12 თვითმმართველი ქალაქი, სადაც პირდაპირი წესით აირჩევენ მერებს და გამგებლებს. საინტერესოა, წინა ხელისუფლებამ, პროგრესულს რომ უწოდებდა თავის თავს, რატომ არ გამოუცხადა ასეთი ნდობა მოსახლეობას, რატომ არ დაგვასწრეს და მსოფლიოში პირველად და უპრეცედენტოდ რატომ არ ჩაატარეს  არჩევნები, როგორსაც ჩვენ ვგეგმავთ თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე? მთავარია, დაინერგოს ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომ ადამიანს თავისუფლად შეეძლოს აზრის გამოთქმა და ამის გამო არ დაისაჯოს.

- თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია? ნამდვილად ნარმანია იბრძოლებს მერობისთვის?

- კანდიდატი უკვე დასახელებულია. სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს.

- ჩვენი სპორტული დელეგაციისთვის ოლიმპიადა, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა, რამაც თითქოს დაადასტურა მოსაზრება, რომ სოჭში არ უნდა წავსულიყავით.

- მიმაჩნია, რომ ეს იყო მართებული გადაწყვეტილება. მერე რა, რომ კარგი შედეგი ვერ აჩვენეს? არ მგონია, რომ ამით ღირსება შეგველახა და მუხლებზე დაჩოქილი მივფორთხდით რუსებთან. ამას ამბობს ის ხალხი, ვისაც მარგინალობის გარდა აღარაფერი დარჩენია. მათზე უკეთ ვიცით, ვინ არის პუტინი, მაგრამ ახლა დიპლომატიის ხელოვნება უნდა გამოვავლინოთ და არა - ტრიპაჩობა. რასაც ვერ გააკეთებ, იმას ენის ტლიკინი და ბაქიბუქობა არ უნდა. ამან მოგვიტანა მავთულხლართები ჩვენს მიწაზე, რაც "ნაციონალების" პოლიტიკის შედეგია.
kaci
26 თებერვალი 2014 15:33
კოცები და ნაცები:
-რა დონეზე ჩაბანძდა ქართული პრესა,აქტიური პოლიტიკოსები, რომ ამ სიტყვებით თავის საქმებს ქურდულ-ქუჩური ტერმინებით "აპრავებენ"/ალეგიმიტებენ, ხალხი კი როგორი ჩლუნგიც იყო, ისეთივე ჩლუნგიც უნდა დარჩეს, უფრო დააჩლუნგეს. გაზეთები კი რომ ასეთ ჟარგონს აქტუალური დროის დაკაკონებული გამოჩენილი ქართველების მიერ "და-გაბაზრებულ" ტერმინოლოგიას "აკანონებენ".

"ტინგიცობის მოყვარული "ნაცხროვა" უკმაყოფილო დარჩა"
- რა სათაურია, ეს კუჭის ენაა, ხალხს კი ეამება, რომ უსმენს ამ ბინძურ სიტყვებს!

ფუი ეშმაკს
aka
25 თებერვალი 2014 10:55
ჟირინოვსკი ამას წინათ გახარებული ამბობდა საქართველომ დაიჩოქაო.დაჩოქებაში გულისხმობს ეხლანდელი მთავრობის შერბილებულ რიტორიკას რუსეთის მიმართ, ოლიმპიადაში მონაწილეობას, ოკუპანტი რუსი მესაზღვრეების ქმედებებისადმი წაყრუებას, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ძლიერ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას მსოფლიოს თვალში. ახალი მთავრობა მოსვლამდე და შემდეგაც, აგინებდნენ და მიწასთან ასწორებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წევრებსა და წინა მთავრობას მიღწევებს . პ უ ტ ი ნ ი ს ოცნება აუსრულეს.
ისე შეტოპეს, რომ ეუხერხულებათ უკრაინის მოვლენებისადმი მხარდაჭერა. არ შეუძლიათ აღფრთოვანება გამოხატონ, უკრაინის გმირ, დავით ყიფიანის გმირულ სიკვდილზე, რომელსაც ხელში საქართველოს სიამაყე ხუთჯვრიანა დროშა ეკავა..
არ უნდათ ოკუპანტი რუსეთი ,,გააღიზიანონ“. გრცხვენოდეთ ქართველებო.
manana-s:
24 თებერვალი 2014 15:44
საქმე შემოგელია??? მაშინ გულწრფელად თანაგიგრძნობ.

რედაქტორის რჩევით