"კეზერას" შერჩა?!
03-03-2014
"კეზერას" შერჩა?!
მაგის თქმას წულუკიანს ჯობდა არაფერი ეთქვა!..

26 თებერვალს საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სასამართლომ საქართველოში დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მას ელექტრონული სამაჯურიც მოხსნეს და ოთხივ კუთხივ გზა გაუხსნეს. სასამართლო პროცესების დაწყებამდე კეზერაშვილი ქართველ ჟურნალისტებს ირონიულად ეკითხებოდა, - რა, აღდგა სამართლიანობა საქართველოშიო?..”


ამ ყველაფრის მერე და განსაკუთრებით ჩვენი პროკურატურის გადამკიდე, თქვენს მონა-მორჩილს მართლაც ეშინია–- ემანდ, ისე არ გაგვიხადონ საქმე, რომ სასამართლომ ჩვენ, ყველას, კეზერების, ქარდავების, მასტერებისა”და ახალაიების წინაშე ბოდიშის მოხდა დაგვაკისრონო.
საფრანგეთის
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისეთი კომენტარი გააკეთა, ჯობდა, არაფერი ეთქვა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო
კონკურენცია ვერ გაუწია(?!). ფრანგ პროკურორს, ქართველი სამართალდამცველების სახელით, ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი".”

ჯერ ერთი, საინტერესოა, პროკურატურაში ან იუსტიციის სამინისტროში ვინმეს ეგონა, რომ კეზერაშვილი ადვოკატად სტაჟიორს აიყვანდა? მეორე და მთავარი - ფრანგი პროკურორი უნდა დაყრდნობოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებულ მასალებს, თან სასამართლოს ქართველი პროკურორებიც ესწრებოდნენ. რას აკეთებდნენ ისინი პროცესზე? საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც კეზერაშვილის პროცესებს ესწრებოდა, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებდა: "კეზერაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე აკეთებდნენ აქცენტს და საქართველოს პროკურატურა ამ დროს ელემენტარულ კითხვებზე ვერ პასუხობდა. მოსამართლემ იკითხა, რატომ აღიძრა "იმედის" გასხვისებაზე საქმე 4 წლის შემდეგო. პროკურორმა უპასუხა, - ეს მე არ მეხება. თუ გნებავთ, თბილისში დავრეკავ და პასუხს მოგახსენებთო(!)". წულუკიანის ლოგიკით, თურმე ფრანგ პროკურორს უნდა დასიზმრებოდა და მოსამართლისთვის ეთქვა, - 4 წლის შემდეგ საქმე იმიტომ აღიძრა, რომ მანამდე ხელისუფლებაში კეზერაშვილის პარტია იყო, რომლის დაფინანსების საკითხებს სწორედ "კეზერა" აგვარებდაო.
გასაგებია, რომ კეზერაშვილის ციხიდან გამოსახსნელად "ნაცმოძრაობამ" მთელი თავისი საზღვარგარეთული კავშირები ჩართო. ისიც გვახსოვს, რომ სააკაშვილმა ფრანგულ მხარეს კეზერაშვილის საკითხზე ვრცელი წერილით მიმართა. თუმცა ვერავინ დამარწმუნებს, ჩვენს პროკურატურას პროფესიონალურად რომ ემუშავა და მყარი მტკიცებულებები წარედგინა, ფრანგ მოსამართლეს კეზერაშვილი გაეშვა. ამიტომ ახლა ის თავისუფლად რომ დასეირნობს საფრანგეთში და მისი ხელმეორედ დაკავების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, მთავარმა პროკურატურამ თავის თავს უნდა დააბრალოს.

კეზერაშვილის გარდა, გვაქვს ბაჩანა ახალაიას გამართლების პრეცედენტები. ჰოდა, დროზე გაარკვიოს ხელისუფლებამ, პროკურორების მასობრივ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, თუ რამე სხვასთან.
კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურის მარცხი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მარცხიცაა. კერძოდ, "იმედის" საქმეზე კეზერაშვილი და უგულავა თანამონაწილეებად გადიან. ჰოდა, "ნაცმოძრაობამ"”ხელზე დაიხვია საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ კუთხით, რომ თუ ქართული სასამართლო უგულავას ამ საქმეზე გაამტყუნებს, პოლიტიკური დევნა იქნება(!).
მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამეა, საზოგადოება ღიზიანდება. მთავარი "ბიზნესრეკეტიორი"  საფრანგეთმა არ გადმოგვცა, ახალაია სასამართლომ ორ საქმეზე გაამართლა, უგულავაა და - 50 მილიონის მითვისებაში ბრალდებული თავისუფლად დასეირნობს... იმ ადამიანების მიმართ გამამართლებელ განაჩენთა კასკადი, რომელთა დამნაშავეობაში საზოგადოება დარწმუნებულია, იწვევს იმას, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას უსუსურად მიიჩნევს. იქ კი, სადაც უსუსურობის განცდაა, ადრე თუ გვიან, იწყება სამართლის თვითნებური აღსრულება. საქმე იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ უგულავებზე, კეზერაშვილებზე, ახალაიებზე თუ მათ ახლობლებზე ქუჩა-ქუჩა ნადირობა დაიწყოს. ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. სხვათა შორის, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შურს უკრაინელებისა, რომლებიც მათ გამამწარებელ ყოფილ ჩინოსნებს სახლებში აკითხავენ და პანღურებსაც ურტყამენ. გვახსოვდეს, რომ პანღური შეიძლება არა მხოლოდ გამამწარებელს მოხვდეს, არამედ იმასაც, რომელსაც სამართალი უნდა აღესრულებინა.
კოლოსი
10 მარტი 2014 11:15
აქ არც არის არაფერი გასაკვირი,ეს თავიდანვე ადვილად პროგნოზირებადი იყო,რომ ეს ამბავი ასე დამთავრდებოდა.აქ უბრალოდ ,რატომღაც ჩვენი პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი,მთელი სერიოზულობით ელოდებოდა როდის გადმოსცემდა ქართულ მხარეს კეზერაშვილს საფრანგეთი.ასეთი გულუბრყვილო და მიამიტური მოლოდინი ღარიბაშვილის,მიანიშნებს მის პოლიტიკურ სიბეცეზე,არაკვალიფიციურობაზე და დილეტანტობაზედ!
ana
10 მარტი 2014 03:54
საქარტველო სისხლისაგან დაიცალა 1989 წელის 9 აპრილს,რუსეტმა გენოციდი მოუწყო მომიტინგეებს,და ამ დროს სად იყო ტეტრი მელა?? მოსკოვიდან გადმოფრინდა და აეროპორტში ელოდა ტანამემამულეტა სისხლიტ გამაძღარ რუს ჯარის მტავარ სარდლის როდიონოვის პასუხს..შემდეგ..შემდეგ კი რატომღაც გაორებულმა ქარტველებმა მას დაუჩოქეს და სამშობლო და საკუტარი სიცოცხლე ზვარაკად შეწირეს მას, შემდეგ კი გათამაშდა შესანიშნავი სპექტაკლი ისევ რუსთაველზე და ნატლულის მცირე ასაკი გაითვალისწინა და მის მამიკოს გადაულოცა სავარძელე,მხოლოდ ჯერ კარგად გაიტამაშეს ომობანა და ჩაის დალევა,, დღეს კი ის ნებიერად და მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას ისე როგორცმისი გაწვრტნი მგლის ნაშიერი.. ხალხს იმედი მოგვეცა რომ მოვიდოდა ახალი მტავრობა ,,ოცნებად,, ქცეული დამოუკიდებლობა და სამარტლიანობა აღსდგებოდა..მაგრამ....სატავეში ისევ ხროვაა ძალიან მცირედი განსხვავები,ვიღაც სპორტსმენია და სვანეტს ტბორავს ტავის ინვესტიციების და ჯიბის გასქელებისატვი ისტორიულ ძეგლებსაც კი არ ზოგავს ხალხზე რომ არავთქვატ,, გენპროკურორი ნასამარტლევი და გაურკვეველი წარსულის მქონე პირი ყოფილა დაამაზე ყველამ ტვალები დახუჭა ,რადგა პაწა მატაც აქვტ ,,ჩასვრილი,,და გასვრილი წარსული..არ აქვტ ელემენტარული განატლება,ტანამდებობასტან შესაფერისი,ტორემ --აბა ქარტული პროკურატურის წარმომადგენელი რომ ვერ უპასუხებს კეზერაშვილის საქმის წამყვან პროკურორს საფრანგეტის მხრიდან შეკიტხვას ,და უაზრო პასუხს გასცემს,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს..სამარცხვინოა არა იმიტი მარტო რომ უცოდინარობას ამჟღავნებს,არამედ საერტოდ უკარგავს წარმოდგენას ყველას საქარტველოსადმი..სად არის ამ დროს ივანიშვილი?? რას ფიქრობს კაცი რომელსაც ენდო ხალხი?? ტუ ისიც ია ფარულავასავიტ ;;ჯიპიდან ,,არ ჩამოდის ძირს და დაბურულ ფანჯრებიდან კი არაფერი ჩანს?? დღეს რომ ტავის ადგილზე ყოფილიყო ,და ზეწოლა არ ქონოდა დღევანდელი პროკურორის წინამორბედს,ბევრი რამ გაკეტდებოდა,სხვარუარაფერი იტქვას მან კარგად იცოდა იურიტისა ენა,და არ დაჭირდებოდა პასუხი საფრანგეტიდან ედზებნა საქარტველოში დარეკვით.. არც ლოგიკა აქვს ცუდი და არც ,,ჩასვრილი,,და გასვრილია ჯერჯერობიტ დღემდე.. კარგი და სიმარტლის მტქმელი ვის ჭირდება?? ნაციონალებს ტუ ,,ონების ხალხს??
ფრანგი პროკურორი
08 მარტი 2014 01:43
"კეზერას შერჩა?"----კანეშნა.

რედაქტორის რჩევით