24-03-2014
"კვირის პალიტრა" ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მამუკა არეშიძეს, გოგლა ჟვანიას, გიგი წერეთელსა და ხათუნა ხოფერიას ესაუბრა. მამუკა არეშიძე: "პირველ სერიაში გარდაცვალების ადგილი გაირკვევა, შემდეგ სერიაში კი დამნაშავეები"
"ოფიციალურ ვერსიაზე მეტი ინფორმაცია არ მქონია და ჩემი ეჭვები სხვა ფაქტებმა ჯერჯერობით ვერ გადაწონა"
"მიშა მაჭავარიანს და მისნაირ მატყუარებს ისტერიკა აქვთ"
გოგლა ჟვანია: "გავრცელებული ფოტოების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფოტოებიც და მასალაც არსებობს"
ხათუნა ხოფერია: - გამკვირვებია იმ პირთა არაადეკვატურობისა, რომლებიც თავს ზურას


იმ ავბედითი დილის 4 საათზე რატომ დაურეკა სააკაშვილმა გიორგი ბარამიძეს, ავარიაში მოვყევი და მოდიო.
ამით არ მისცა საშუალება, ჟვანიას სანახავად წასულიყო. უნდა დაჰკითხონ შავნაბადის დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზუსტად აღწერენ, იყო თუ არა იმ ღამეს სააკაშვილი შავნაბადაზე. უნდა დადგინდეს მისი იმღამინდელი მარშრუტი. თუკი გამოძიებამ არ იცის, ვინ იყვნენ შავნაბადის დაცვის ეს წევრები, მკითხონ და დავუსახელებ...
- ეჭვობთ, რომ პრემიერი შავნაბადაზე მოკლეს?
- მაქვს შეკითხვები და მათზე პასუხის გაცემას ვითხოვ.
- ხომ არ დაგვისახელებთ შავნაბადის დაცვის სამსახურის იმ წევრთა გვარებს, ვის დაკითხვასაც ითხოვთ?
- გამოძიებას ვეტყვი...

- მერაბიშვილმა პირველი კომენტარისას ახსენა, რომ გაზით გარდაცვლილი პრემიერი სავარძელში იჯდა, პიჯაკი ეცვა და თავი გვერდით ჰქონდა გადაგდებული. სურათებში კი ცხედრები იატაკზეა. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს არ გამორიცხავს?
- მახსოვს ეს განცხადება, სწორედ ეს მიმყარებს აზრს, რომ ჟვანია და იუსუპოვი იქ არ დახოცილან. ცხედრებს ძალადობის კვალი აშკარად ემჩნევა. ამ საქმეში სააკაშვილს ცენტრალური როლი აკისრია. გასარკვევია, რატომ მიიტანეს გვამები მაინცდამაინც ამ ბინაში, რა მიზანი ჰქონდა მათ გადაადგილებას?
- ფიქრობთ, რომ სააკაშვილს შეეძლო, ადამიანი, პოლიტიკური ფიგურა საკუთარი ხელით მოეკლა?
- მეეჭვება, უფრო შეკვეთის ვერსიას ვემხრობი. ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ ჟვანია იარაღით მოკლეს და სავარაუდო მკვლელზეც საუბრობს. სააკაშვილი ბევრი რამის გამკეთებელია, მაგრამ ჟვანია რომ მოეკლა, ძალიან აფექტურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. მას ყოველთვის ერჩია სხვისი ხელით რამის კეთება.
- იმასაც ამბობენ, ჟვანიასა და თემურ ალასანიას შორის ბიზნესწილების გამო რაღაც უკმაყოფილება იყოო...
- ვიცი, რომ აეროპორტთან დაკავშირებით ნამდვილად გადაიკვეთა მათი ინტერესები. ჟვანიას სხვებთანაც უხსენებია ეს საკითხი, შესაძლოა, ეს ცუდად დამთავრდესო.

ეს ამბავი ამერიკაში გავიგე და შოკში ჩავვარდი. წარმოუდგენლად მეჩვენა პრემიერის ასეთ ვითარებაში დაღუპვა. ვიფიქრე, რუსეთის სპეცსამსახურების ჩადენილია-მეთქი, მაგრამ ოფიციალურ ვერსიაზე მეტი ინფორმაცია არ მქონია და ჩემი ეჭვები სხვა ფაქტებმა ჯერჯერობით ვერ გადაწონა.
- არასოდეს გიკითხავთ გუნდში, როგორ აღმოჩნდა მათ სხეულებზე ძალადობის კვალი და რატომ იყო ეს ფაქტები დღემდე დამალული?
- მე ამას ვერ ავხსნი. გამოძიებამ უპასუხოს, რატომ იყო ვიღაცის შარვალი დასვრილი ან დაზიანებები სხეულზე.
- ეს თუ გიკითხავთ ოდესმე თქვენი ლიდერებისთვის და რა უპასუხიათ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი იყო: დასკვნები არსებობს და დევს ოფიციალურ ვერსიად. ამ საკითხზე დისკუსია არ გამიმართავს.

- ამ ფოტოებზე ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვს ზუსტად ის აცვიათ, რაც წესით უნდა სცმოდათ, თუ ახალი ტანისამოსით არიან შემოსილი?
- არ მინდა, ამაზე საუბარი.
- არც იმას გვეტყვით, იუსუპოვს ორივე ფეხსაცმელი აცვია თუ

- თავს შევიკავებ, რადგან ეს არ შედის გამოძიების ინტერესებში. მე არ მსურდა, რომ ეს ფოტოები გამოქვეყნებულიყო. ახლა ისტერიული ფონი შეიქმნა, რაც სავარაუდოდ, მცირე კორექციას მაინც შეიტანს გამოძიების მსვლელობაში, რომელიც უკვე დასკვნით სტადიაზეა.
- როგორ შეაფასებთ ზურაბ ჟვანიას თანამოაზრეების განცხადებებს, რომლებსაც დღესაც სჯერათ პრემიერ-მინისტრის გაზით გაგუდვის ვერსია?
- სამარცხვინოა, როცა ვისმენ ტყუილებს, რომლებიც 5 წუთში იშიფრება. ახლახან მერაბიშვილი რომ დაჰკითხეს, მანაც თქვა, როცა ბინაში შევედი, გაზის სუნი ვიგრძენიო. ნუთუ მას ვახო კომახიძის ფილმი მაინც არ უნახავს, რომ მისი ნათქვამი შეუსაბამო არ გამოსულიყო? დავუშვათ, არ იცოდა, რომ სამის ნახევარზე, როცა მან (ჩვენების მიხედვით) სუნი იგრძნო, ბინაში ბუნებრივი აირი გამორთული იყო, მაგრამ დავიჯერო, ზურას დაცვის წევრის, ძაძამიას ჩვენებაც არასდროს წაუკითხავს?! ის აღწერს, რომ ფანჯარა ჩატეხა და ისე შევიდა ბინაში - თუკი ფანჯარა ჩატეხილი იყო, ბუნებრივი აირის სუნი იქ ხომ ვეღარ იქნებოდა?!
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა შოკირებულია და აღარ იციან, რას ლაპარაკობენ.
მიხეილ მაჭავარიანმა ბუნებრივი აირით გაგუდვის ვერსიის განსამტკიცებლად მოწმედ გარდაცვლილი თამარ დეკანოსიძე მოიყვანა, არადა, მაშინვე გაირკვა, რომ ეს ქალი ექსპერტიზას საერთოდ არ ესწრებოდა. ახლა მაჭავარიანს და მისნაირ მატყუარებს ისტერიკა აქვთ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, სად, რა ვითარებაში მოკლეს ზურაბ ჟვანია?
- ჩემი ვარაუდი მაქვს, თუმცა გამოძიება დასრულდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება. პროკურატურას სააკაშვილთან ამ საქმეზე აქვს კითხვები...
უტა ბიწაძე
იყავი პირველი!