მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
24-03-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
გაბუტვა თუ დაპირისპირება?!

მაშ, ასე, ბიძინა თავის ფავორიტს შემოსწყრა! გასრულდა ესე სიამტკბილობის ეპოქა პრეზიდენტსა და "პირველ მოქალაქეს" შორის (ტერმინი "პირველი მოქალაქე" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანი მიროტაძეს ეკუთვნის და მოდი, ჩვენც გამოვიყენოთ, რამეთუ კარგად გამოხატავს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას).

60 წლის ვხდები და ადამიანის ასეთი სახეცვლილება ჯერ არ მინახავს, არჩევნების შემდეგ გამოავლინა ხასიათი მარგველაშვილმაო, გამოაცხადა "პირველმა მოქალაქემ". ივანიშვილს დაახლოებით ისე დამართნია, კაცი საკუთარი ცოლის ნამდვილ ხასიათს ქორწილის შემდეგ რომ აღმოაჩენს, ან
პირიქით, მარგველაშვილი მოქცეულა იმ ქალივით, ხასიათს ქორწილის შემდეგ რომ ავლენს. ასეა თუ ისე, ფაქტია, ისინი "განქორწინდნენ". შევთანხმდით, რომ ურთიერთობაც აღარ გვქონდესო. იმედია, "ბავშვებს" მაინც აჩვენებენ ერთმანეთს, ანუ ცივილიზებულ ურთიერთობას შეინარჩუნებენ, რამეთუ პოლიტიკური განქორწინებაც ზოგჯერ ისეთივე მტკივნეულია, როგორიც ჩვეულებრივი, ზოგჯერ კი - უფრო უარესიც და მერე
ხოცავენ ერთმანეთს. თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ამის ნიშნები არ ჩანს.

ამ ყველაფერს დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევთ, უფრო - გაბუტვაა. ივანიშვილი მარგველაშვილს გაებუტა და აღარ ელაპარაკება, გაბუტვის მიზეზი კი თურმე ის ყოფილა, რომ პრეზიდენტს თავის ჭკუაზე დაუწყია სიარული. აბა, როგორ გაბედა! გაინაღდა სკამი და ახლა აღარ უნდა, არა, ივანიშვილის მოსმენა?! ისე, თუ სერიოზულად ვიტყვით, ძალიან კარგია, თუ პრეზიდენტი სხვის ჭკუაზე აღარ დადის. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტია და აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იმუშაAვებს - რეზიდენციაში თუ კანცელარიის ორ ოთახში, ვინ დანიშნოს თავის მრჩევლად და რომელ კანონპროექტს დაადოს ვეტო! ეს გადაწყვეტილებები კარგია თუ ცუდი, ეს უკვე სხვა საკითხია. ისე, ამ განცხადებით ივანიშვილმა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ნარმანია დააზარალა: არ იტყვის ხალხი, მარგველაშვილი შენი ხათრით ავირჩიეთ და აღარ მოგწონს და მერის კანდიდატურაზე როგორღა გენდოთო?

ივანიშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, ქართველები უცნაური ხალხი ვართ, ელექტროსაქონელს რომ ვყიდულობთ, ინსტრუქციას არც კი ვკითხულობთ, პირდაპირ შტეფსელში ვაერთებთო. ჰოდა, რა გამოდის - მანაც მარგველაშვილი ისე შეაერთა შტეფსელში, ინსტრუქცია არ წაუკითხავს? თუ წაიკითხა და ვერ გაიგო?

მიადგნენ!!!

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებამდე მივიდოდა საქმე. მეგონა, ეს ხელისუფლება ამას ვერ გაბედავდა, რადგან დასავლეთის რეაქციის შეეშინდებოდა. მოგეხსენებათ, ევროპამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი გადმოსწია და არის საშიშროება, ამ ყველაფერს პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მიეცეს, შეიძლება ევროინტეგრაციაც შეჩერდეს, თუმცა რუბიკონი უკვე გადალახულია, უკან ვეღარაფერს დავაბრუნებთ - ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზეა დაბარებული და თუ არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება, ხოლო თუ ჩამოვა, ალბათ, ბრალს წაუყენებენ... და მაინც, როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება? ჩემი აზრით, ისე, როგორც მოიქცა. თუ ყველაფერი კანონიერად მოხდება, არა მგონია, ევროპა კანონის უზენაესობის წინააღმდეგი იყოს. რა თქმა უნდა, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ღარიბაშვილს აზრი არ ჰკითხეს.

სააკაშვილის აქამდე არდაბარება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მისი დაბარება კი არის კანონის მოთხოვნას პლუს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც პირველ ვარიანტს სჯობია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა მოეკითხოთ პასუხი პირველ პირებს. ჩვენ გამსახურდიას ჩამოგდებაც უნდა გამოვიძიოთ, შევარდნაძის დანაშაულიც და სააკაშვილისაც. სხვანაირად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ახლა მთავარია, ყველაფერი კანონის დაცვით მოხდეს, იყოს ყველა ბრალდება არგუმენტირებული და თუ მიშა ჩამოვიდა (რაც მაინცდამაინც არ მჯერა), პროკურატურამ სასამართლო პროცესების დასრულებამდე აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვოს.  ისე, პროკურატურამ იმდენი საქმე ჩამოთვალა, სააკაშვილი დაკითხვაზე კი არა, პროკურატურაში დროებით საცხოვრებლად უნდა დატოვონ.

"ნაციონალები" უკვე აყვირდნენ, ეს პუტინის დაკვეთააო, ჭორებს ავრცელებთ, აბა, სად არის სააკაშვილის დანაშაულის მტკიცებულებებიო...

ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა მოხდება...
რაც შეეხება ევროპის რეაქციას, ყირიმის გამო დასავლეთი ისეა გამწარებული რუსეთზე, სააკაშვილი კი არა, პან გი მუნი რომ დავიბაროთ დაკითხვაზე, მაინც მოგვიწერენ ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზე. ტიმოშენკო იანუკოვიჩმა არ გამოუშვა, მაგრამ ევროკავშირი მაინც იქით ეხვეწებოდა უკრაინას ხელის მოწერას, თან მიშა ტიმოშენკო ვერ გახდება, რამეთუ ეგ აქ ჩამომსვლელი არ არის...
ana
31 მარტი 2014 03:44
ვეტანხმები ქეტის კომენტარს,მან ყველაფერი ტქვა ტიტქმის ტავის კომენტარში..და კიდევ დავამატებდი ერტს,,ტეტრი მელა,, უნდა გასამარტლდეს ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილისატვის. მაგ დროს ის რუსეტისატვის უმნიშვნელო ფიგურა არ იყო.. რუსეტს კი დღევანდელმა მტავრობამ ყველაფერტან ერტად საქარტველოს ანექსიის ბრალდება და ქიმიური იარაღის გამოყენებაში უნდა დადოს ბრალი ჯერ კიდევ 1989წლის 9 აპრილს,და და არა 2 ადამიანის გარადცვალება რომ მოყვა ამ ამბავს,,როგორც რუსეტი წერს..არამედ 20 ადამიანია დაღუპული,და დღემდე არიან კიდევ ცოცხლები მოწამლულებიც,ვინც დღემდე იმკის 9 აპრილის შედეგებს.. ასე რომ პასუხი ბევრ რამეზე აქვს გასაცემი გასაცემი ნატლიასაც და ნატლულის ოჯახსაც..ტუ ეს ასე მოხდება მაშინ საქარტველოს მტავრობა მარტლა სახელს მოიპოვებს რიგიტ ადამიანებისა და ევროპის ტვალში..და ვეღარავინ ჩაგვტვლის უსუსურებად დატიტსაც ნაკლებად დაგვიქნევენ.
@@@
28 მარტი 2014 22:00
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წამებით მოკვდინების შემდეგ ყველაზე საშინელი დანაშაული არის რაფაელიანცის ბავშვის საქმე, შემდეგ სხვა დანაშაულებები ბოლო სამი ხელისუფლების ზეობისას ჩადენილები, მაგრამ პირველი ორის გამოძიება რატომღაც არ ხდება! დღეს კი თავთუხაშვილის ძალიან მძიმე საქმეზეც პროკურატურა აპრიორი აცხადებს, რომ ახლობლებს რაღაცეები ელანდებათ!
qetiq
27 მარტი 2014 19:58
ასეთ ტენდენციურობას არ ველოდი:
შევარდნაძის გასამართლებაზე კი არა,მისი დროის დაბრუნებაზეა ივანიშვილის ლოზუნგი"...აღდგენა",თორემ აგერ არ არის შევარდნაძე და მისი, ბიუჯეტის გამომხვრელი მთავრობის წევრების უმრავლესობაც! რატომ არავის(არც თქვენ) არ წამოგიწევიათ ეს საკითხი ამდენი წლების განმავლობაში?
რაც შეეხება ჩამოთვლას,წინ რა უდგას,თუნდაც ერთი მაგდენის მოფიქრებას,შენ საქმის გამოძიება მითხარი(!).
ან სააკაშვილის დაკითხვამ რა უნდა მისცეს გამოძიებას,გარდა იმისა,რომ ისეთივე სასაცილო ბრალდებებით,როგორითაც "ასობით ადამიანის ამომჟლეტი და მწამებელი" ნერაბიშვილი და ახალაია დაიჭირეს,ციხეში ჩააყუდონ პირველის ბრძანებით,თორემ რაიმე საქმის გამოძიება რომ შეეძლოთ(ჟვანიას,რაფალიანცის,რობაქიძის,გვირგვლიანის,ლაფანყურის...)ყველა მომქმედი პირი და მასალები ხელთა აქვთ.
როგორ ფიქრობთ,პროკურატურამ აზრი ღარიბაშვილს ჰკითხა თუ ივანიშვილს?
ამ სტატიაში ისეთი ოპტიმიზმი გამოსჭვივის,რომ მივხვდი,მიშა განწირულია,პოლიტიკურ თავშესაფარსაც არ მისცემს არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ქვეყანა.

რედაქტორის რჩევით