"თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა, თავს ჩაიყენებს მძიმე მდგომარეობაში"
25-03-2014
"თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა, თავს ჩაიყენებს მძიმე მდგომარეობაში"
"ყველა ექსპერტი თუ ექიმი ამბობს, რომ ეს სიცოცხლეში მიღებული ტრავმებია"

“ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციები გამაოგნებელია”


გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის   ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო.

-    მადანაშაულებენ, თითქოს "ჰაკიმ ფაშა" ვარ და თავდაჯერებით ვლაპარაკობ ჟვანიას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე. ამას ის ხალხი ამბობს, რომელთა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გამოვიდა და უაპელაციოდ განაცხადა, პრემიერი ბუნებრივი აირით მოწამვლით გარდაიცვალაო.
მერაბიშვილი ამას მაშინ ამბობდა, როდესაც ექსპერტიზაც კი არ იყო დაწყებული. მერაბიშვილმა დაკითხვისას გამაოგნებელი რაღაც თქვა,–ეს იმიტომ განვაცხადე, რომ იმ სახლში (სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები იპოვეს) ბუნებრივი აირის ნამწვის სუნი იდგაო. თურ
მე მერაბიშვილის ყნოსვაზე უნდა იყოს დამოკიდებული გამოძიება. აი, ამაზე ილაპარაკონ "ნაციონალებმა" და არა იმაზე, მე რა შთაბეჭდილება შემექმნა. არადა, მე ვთქვი ის, რაც ვიხილე, რომ ჟვანიას ცხედარზე ჩანს სისხლჩაქცევები და ყველა ექსპერტი თუ ექიმი ამბობს, რომ ეს სიცოცხლეში მიღებული ტრავმებია.

- სხვათა შორის, "საიამ" სწორედ ამის გამო გაგაკრიტიკათ, რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს პრემიერი სიცოცხლის დროინდელ დაზიანებებზე, როდესაც ექსჰუმაცია ჯერ არ ჩატარებულაო.
- საზოგადოდ, კარგია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ, მაგრამ ეს ხალხი სად იყო, როდესაც ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა?! ჩაჩუამ კი არ დაწერა დასკვნა, არამედ მერაბიშვილმა იმ წუთში თქვა, ჟვანია გაიგუდაო. მიხეილ სააკაშვილსა და მერაბიშვილს წლების განმავლობაში "განაჩენი" გამოჰქონდათ ადამიანებისთვის - ეს ბანდიტია, ის კი ავაზაკიო და თურმე ჩემი კითხვები, რომელიც შთაბეჭდილებებს ემყარებოდა, გახდა საეჭვო. როცა იუსუპოვს ვხედავთ დათხვრილი შარვლით, სხეულზე ნანემსრებით და ფეხსაცმლის გარეშე, როგორ შეიძლება, რომ პრემიერს, ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს, არ გაუჩნდეს კითხვა? თუ კითხვები არა მაქვს, გამოდის, სააკაშვილს ვაფარებ ხელს. მოკლედ, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციები გამაოგნებელია.

- "ნაციონალები" და მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას საქმის "დელიკატურ საკითხებზე" მიუთითებენ და ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის სახელს უფრთხილდებიან და ამიტომაც სათქმელს ბოლომდე არ ამბობენ.
- სააკაშვილი ასეთი განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებს ჟვანიას ოჯახს. ის სპეკულირებს და არა ჩვენ, ვინც დაინტერესებულნი ვართ სიმართლის დადგენაში, რა როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდა იუსუპოვი იმ ბინაში და ა.შ. სხვათა შორის, ლევან ჩაჩუა ამბობს, ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა საბოლოო დასკვნაში არ შევიტანეო. რატომ არ შეიტანა, ამას ჯერ არ ამბობს. მოკლედ, ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა და კეთილი ინებოს და ყოფილმა პრეზიდენტმა გასცეს პასუხი კითხვებს არა მხოლოდ ჟვანიას, არამედ "იმედის" დარბევის, ბიზნესების წართმევის, ხელოვნურად გაკოტრებისა და სხვა საქმეებზე. მიხეილ სააკაშვილი მთავარი მოწმეა, სწორედ მისი ხელდასხმით და ხელმოწერით ხდებოდა ბევრი რამ. თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა, თავს ჩაიყენებს მძიმე მდგომარეობაში და უფრო მეტი კითხვა გაჩნდება.
ემზარი
27 მარტი 2014 14:35
ხახვი არ დააჭრან ყურებზე!!! :)
dato
26 მარტი 2014 22:03
არ შეიძლება პრემიერმა ეს განცხადება გააკეთოს ეს უფრო ზიზღს გავს
Tremor
26 მარტი 2014 14:27
თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან!

რედაქტორის რჩევით