ნინო ქადაგიძე-ჟვანია: "საქმის “დელიკატური ნაწილის” გამო სულ შანტაჟის ქვეშ ვართ"
26-03-2014
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: "საქმის “დელიკატური ნაწილის” გამო სულ შანტაჟის ქვეშ ვართ"
"მიშამ მითხრა, - მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეო"

"ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილს თანხებზე ველაპარაკე"

"მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, - ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. მითხრა, აბა, მოიტანეთ ფოტოებიო. როცა მოიტანეს, ეს ფოტო იქ აღარ იყო..."


ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სააკაშვილის განცხადებებს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა, რომელსაც ყოფილი პრემიერის დედა რემა ჟვანია და გოგლა ჟვანიაც ესწრებოდნენ.


"ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება
გადატანილ იქნას სკანდალურ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუშლის გამოძიებას. ახდენენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რათა მერე გაიკეთონ ფარი, რომ ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს. რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი იყო დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის. ჩვენ
მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია, შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა: მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე. ეს არის მისი სიტყვები.

რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, როდესაც ვცდილობდი, სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო - რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო… მით უფრო, ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც სეიფებში ინახებოდა, დაკარგული იყო. სულ ეს იყო, რაც თანხაზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაც, ეს თამარ დეკანოსიძის, გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და დასძინა, რომ ის არ განეკუთვნება "იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ".

მისი თქმით, თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაციაზე თანახმაა: "ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც გავრცელდა,  მე გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, იყო ის, სადაც ტუჩზე სისხლჩაქცევები ჩანს. ეს ფოტო რომ ვნახე, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი – ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. ადეიშვილმა მითხრა, აბა მოიტანეთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მითხარით ახლა, რა უნდა მექნა?!", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
"მე გაკვეთას არ დავსწრებივარ... როდესაც ზურას ძებნა დავიწყე, 3 საათიდან ვრეკავდი და ბუნდოვან პასუხს მაძლევდნენ: 5 წუთში, 10 წუთში… მე არ მქონდა ჩემს ქმართან ის ურთიერთობა, რომ გადავტრიალებულიყავი და დამეძინა. ზამთარი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან. გზაში  დამირეკეს… ჩამსვეს მანქანაში და მიმიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – რას დავინახავდი მე იქ?.. დავინახე, რომ ზურა აღარ არის ცოცხალი, დანარჩენი არაფერი მახსოვს", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძეს ასევე დაუსვეს კითხვა ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირის განცხადებებიდან გამომდინარე, თითქოს საქმის მასალების განსაჯაროება იმიტომ არ მოხერხდა, რომ ამ საქმეში დელიკატური მომენტებია…
"ეს დელიკატური ნაწილი ის ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავმირებულები…", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
simartle
28 მარტი 2014 11:46
lalo-ს

არ გეყოთ ეს დაზეპირებული ფრაზები-ჰიტლერსა და პინოჩეტზე(ისე სხვათა შორის,ამ უკანასკნელმა ჩილე ამოიყვანა იმ ჭაობიდან რომელშიც ჩააყვინთა ქვეყანა ალიენდემ და მისმა საძმომ)Mე სულ სხვა რამეს ვიძახი.გეყოთ,გეყოთ...სულ ასე უკან რატომ უნდა ვიყუროთ.მაშ დაიწყეთ სათავედან,ვინ გვიღალატა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ძალით შეგვათრია რუსეთის უღელში,ვინ დაიწყო სამოქალაქო ომი 90-იან წლებში,ვინ დაგვაკარგინა აგხაზეთი და ოსეთი,ვინ შექმნდა მხედრიონი,ვინ ჩახოცა ხალხი ფილარმონიასთან და ასე შემდეგ....რა მარტო გირგვლიანი და ჟვანია გახსოვთ?მთავარი ისაა რომ დღეს რაც ხდება ეგ აღარ გაინტერესებთ.
lalo
28 მარტი 2014 09:16
simartle, როგორ გისურვო, მაგ სიმართლით გევლოს-მეთქი... შეიძლება საღად მოაზროვნე კაცმა ხოტბა შეასხას ჰიტლერს, პინოჩეტს, კიმ ჩენ ირს?... ვიმეორებ, საღად მოაზროვნე კაცმა-მეთქი, თორემ ამათაც ჰყავთ თავიანთი ფანკლუბები. ვის რაში სჭირდება საწარმოები და გზები, ან ის უაზრო კონსტრუქციები, თუ ახალგაზრდები ქუჩებში ჩაიხოცებიან და თანამდებობის პირები ,,გაზით, ან ,,თვითმკვლელობით,,ასრულებენ სიცოცხლეს... შენ თუ უამრავ დანაშაულში ბრალდებული მთავრობის მხარდამჭერი ხარ, მაშინ იმ ქართველების რაღა უნდა გიკვირდეს, გუშინ რუსული დროშები რომ აფრიალეს და დაღუპულ რუს ჯარისკაცებს მისტიროდნენ... ჰო, მართლა, მიშას დროს მე და შენ ასე ვილაპარაკებდით, როგორ ფიქრობ?)))
simartle-s
28 მარტი 2014 00:36
"simartle"-ს

გენაცვალე, ეს თემა არის ჟვანიაზე და კომენტრებიც სათანადო კეთდება.


აბა, თემა თუ გალაქტიკაზე იქნება, იქ ვინ დაწერს ჟვანიასთან დაკავშირებულ კომენტარებს?


რედაქტორის რჩევით