გოგა ხაინდრავა: "ეს ჟესტი მათი სიმბოლოა, რომლითაც მოვიდნენ და იხმარეს მთელი საქართველო..."
21-04-2014
გოგა ხაინდრავა: "ეს ჟესტი მათი სიმბოლოა, რომლითაც მოვიდნენ და იხმარეს მთელი საქართველო..."
რეზო ამაშუკელი: "ვინც საქართველოს და ეკლესიას ებრძვის, მათ გვერდით ჩემი პრეზიდენტის დანახვა არ გამიხარდება"

სოსო ცინცაძე: "მარგველაშვილის თამაშს ადვილად გამოიყენებენ "ნაციონალები"

სალი მახარაშვილი: "ისეთი აღმშენებელი პრეზიდენტის სასახლეში, როგორიც სააკაშვილი იყო, მარგველაშვილი არ უნდა იჯდეს"

13 აპრილს, ევროპის მოედანზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა აქცია-კონცერტი "ჩვენ ვირჩევთ ევროპას". პარალელურად - კანცელარიის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამართეს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია. ორივე აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა, ალბათ იმიტომ, რომ იმ დღეს ბზობას
ზეიმობდნენ მართლმადიდებლები. კანცელარიასთან შეკრებილი "ნაციონალები" მოგვიანებით რიყეზე გამართულ აქცია-კონცერტს შეუერთდნენ. გამოჩნდა გიორგი მარგველაშვილიც, რასაც არც საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღუფრთოვანებია და არც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები. ზოგმა ბრაზი ვერ დამალა და შუათითიც კი აჩვენა ტრიბუნაზე შემდგარ ქვეყნის პირველ პირს. ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ სოსო ცინცაძეს, კინოდოკუმენტალისტ
გოგა ხაინდრავას, მწერალ რეზო ამაშუკელსა და აქციის მონაწილეს, უხამსი ჟესტის მაჩვენებელ, "თავისუფალი ზონის" წევრ სალი მახარაშვილს დაუკავშირდა.


სალი მახარაშვილი: - ტრიბუნასთან ზურგით ვიდექი. მარგველაშვილის ხმა რომ გავიგონე, მივბრუნდი და ამ ჟესტის გაკეთება მომინდა. ეს ჩემი შინაგანი პროტესტი იყო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, დამიჯერეთ, არავის დაუვალებია, ასე მოიქეციო...

- მსგავსი რამ 3 წლის წინ ვინმეს მიხეილ სააკაშვილისთვის რომ გაეკეთებინა, როგორ მოექცეოდნენ მას სახელმწიფო დაცვის სამსახური და შს სამინისტროს თანამშრომლები?

- მიშას დროს იყო სწორედ დემოკრატია. "კარვების ქალაქი" გაიხსენეთ, რამდენიმე თვით პარალიზებული რუსთაველი, თავაშვებული ღამის მთევლების მიერ დაბინძურებული სადარბაზოები. ალბათ გახსოვთ რესტორნებში შევარდნილი ახალგაზრდები, რომლებიც პრეზიდენტს აგინებდნენ. თუ შუათითის ჩვენების გამო არ დამსაჯეს, მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს დემოკრატიას.

- რა თქმა უნდა, დემოკრატიას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებასა და შსს-ში არსებული მდგომარეობაც, რაც ძალიან ცუდად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას.
- იმ დანაშაულებზე მელაპარაკებით, რომლებიც ვერავის დაუმტკიცეს? არარსებული როგორ უნდა დაამტკიცონ?! ბედუკაძისა და დღევანდელი მთავრობის მიერ დადგმულმა შოუმ ხალხი გადარია. დანაშაული, ციხის კადრების ჩათვლით, მათი გამოგონილია.

- მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომელსაც "ნაციონალებიც" ემხრობოდნენ. მაშ, რატომ დაგჭირდათ ასეთი ჟესტი?
- ეს აქცია არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული. მარგველაშვილისა და ჩვენი ლიდერების სიახლოვე სისულელეა, თორემ იმ დღეს ამ ჟესტს ვერ ნახავდით. ისეთი ღირსეული და აღმშენებელი პრეზიდენტის სასახლეში, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი, მარგველაშვილი არ უნდა იჯდეს.

რეზო ამაშუკელი: - კანცელარიასთან პირწავარდნილი "ნაციონალები" შეიყარნენ, შესაბამისად, ჩემთვის ყველა დამნაშავეა. იმ დღეს რიყეზეც შეიკრიბნენ. ვითომ ცალ-ცალკე გამართეს აქცია, სინამდვილეში ერთ თამაშს თამაშობენ. ხალხი ყველაფერს გრძნობს და ვურჩევდი, არ გამოცადონ ჩვენი მოთმინება.

- როგორ აფასებთ აქციაზე პრეზიდენტის გამოჩენას?

- ვინც მთელი სიცოცხლე საქართველოს და ეკლესიას ებრძვის, მათ გვერდით ჩემი პრეზიდენტის დანახვა არ გამიხარდება. რა მიზანიც უნდა ჰქონოდა ამ აქტს, მისი საქციელი მიუღებელია.

- შეიძლება, რომ "ნაციონალებმა" მაიდნის მიბაძვა მოინდომონ და მოკავშირეები არსებულ ხელისუფლებაშიც გაიჩინონ?
- რას ჰქვია მოინდომონ!.. ამას პირდაპირ აცხადებს მორბენალი მძორი მიხეილ სააკაშვილი. ხალხის შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. უკრაინის ამბავი ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ყველას კისერი უტეხია, თუ ჩვენი ქვეყანა არ იქნება კარგად.

სოსო ცინცაძე: - ჩვენი პრეზიდენტი უსაქმურია და პლეიბოის როლი აქვს მინიჭებული. უცხოეთში დადის, როგორც ნახევრად სახელმწიფოს წარმომადგენელი და ნახევრად - ტურისტი. ხვდება უცხოელებს და ელაპარაკება ყველაფერზე, გარდა პოლიტიკისა. აქციაზე მისვლა, მისი ხასიათის მიხედვით, ჩვეულებრივი მოვლენაა. არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარად 17 მაისს დაგეგმილ აღლუმზეც შეიძლება გამოჩნდეს და პოლიციასთან ერთად დაიცვას უმცირესობები. ის ცდილობს, იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მაგრამ პოლიტიკისგან დაცლილ თამაშს თამაშობს, რასაც ადვილად გამოიყენებენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.

- ხომ არ დაიწყო მარგველაშვილმა საკუთარი თამაში მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა თავისი პროტეჟე?

- უფრო აქტიურ მარგველაშვილს ჩვენ ვერ მივიღებთ, რადგან არა აქვს პოლიტიკური გამოცდილება და სააკაშვილის თავზეხელაღებულობა, არც ფინანსური რესურსი გააჩნია, არც ქარიზმა და ზურგს უკან არ უდგას პოლიტიკური ძალა. ვის შეიძლება დაეყრდნოს მარგველაშვილი? მაგის ვაჟკაცობის ზენიტი პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა იყო.

- ნაწყენი მარგველაშვილი ხომ არ გადაიხრება თავისი ძველი, თავისუფლების ინსტიტუტის დროინდელი მეგობრებისკენ?
- საინტერესოა ერთი ფაქტი: მიშას ხელდასხმული უნივერსიტეტის რექტორი მარგველაშვილი როგორ იჯდა ხუთი თვე ეთერში და უშვერი პირით ლანძღავდა სააკაშვილს? მაშინ ხომ ლანძღვა-გინებას კი არა, კბილის გაკვრასაც არავის აპატიებდნენ. რასაკვირველია, იცოდა, რომ ხელს ვერავინ მოჰკიდებდა. ჯიპა, რომლის რექტორიც მარგველაშვილი გახლდათ, დააარსა თემურ იაკობაშვილმა. ის თავიდანვე სააკაშვილის კადრების სამჭედლო იყო.

გოგა ხაინდრავა:
- ადამიანებმა, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობას იჩემებენ, არ იციან, რომ ბზობის დღესასწაულზე სხვა ღონისძიების დაგეგმვა გაუმართლებელია.

ამ ხალხს დაკარგული აქვს ერთობა ქართულ რეალობასთან. ორგანიზაციებმა, რომლებიც ვითომ ევროპას ირჩევენ, არ იციან, რომ ევროპული არჩევანი საქართველომ 2000 წლის წინ გააკეთა და არასდროს შეუცვლია ორიენტაცია. ამ ხალხის აჩემება იმ მძიმე ვითარებაში, რაშიც დღეს ქვეყანაა, უფრო სახიფათოა. გაჰყვირიან, - საქართველოში მეხუთე კოლონააო. რამდენიმე სულგაყიდული რუსული დროშით თუ დარბის, ეს მეხუთე კოლონას არ ნიშნავს. მეხუთე კოლონა "ნაციონალური მოძრაობაა", იგი ყოველთვის რუსების დასაყრდენი ძალა იყო.

- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის გამოჩენას "ნაციონალური მოძრაობის" ფარული და აშკარა მხარდამჭერების აქციაზე?
- მარგველაშვილი მივიდა ევროპის დღეზე, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელიც გამოდიოდა სიტყვით. თვითმარქვია ევროპელი "ნაცმოძრაობის" ლიდერები რომ გამობუნძულდნენ კანცელარიის არაფრისმთქმელი აქციიდან და რიყეზე ჩამოვიდნენ, ამისთვის მარგველაშვილი არ უნდა ვაკრიტიკოთ. "ნაციონალები" ცდილობენ, იტივტივონ წყლის ზედაპირზე, თუმცა წყალზე ტივტივი რისი მანიშნებელიც არის, კარგად ვიცით.

- მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალების" აქტივისტმა პრეზიდენტს შუათითი აჩვენა. როგორ შეაფასებდით ამ საქციელს?

- "ნაციონალები" რომ შუათითს გვაჩვენებენ, ეს რა გასაკვირია - მთელ საქართველოს აჩვენეს შუათითი... ეს ჟესტი მათი სიმბოლოა, რომლითაც მოვიდნენ და იხმარეს მთელი საქართველო...

უტა ბიწაძე
ira
26 აპრილი 2014 21:28
გლახუნას-არ მოგბეზრდა სულ ერთიდაიგივე სისულელეების ჩმახვა?დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე რააა? სალის-ჯერ წერა-კითხვა ისწავლე,თუმცა სამი თითის კომბინაციას რა წერა-კითხვა უნდა?
nuciko
26 აპრილი 2014 12:37
რა შეიცვალა ამ მთავრობის მოსვლით?
ხმის ამოღების უფლებას ყველას აქვს და მაგისთვის არავის იჭერენ..იმის შიში არ გვაქვს რომ თუ რაიმეს ვიტვით ამათ სალანძღავს დაგვიჭერენ..
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას... 3.6.7.8 პროცენტიანი სესხები ნაციონალების დროს არავის დაგსიზმრებიათ საქართველოში.. ამათ ეს გააკეთეს... სოფლებში უმრავლესობა სარგებლობას ამ სესხებით... ნაციონალების დროს კი 68 პროცენტიან სესხებსაც კი სიამოვნებით იღებდა ხალხი... ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ძალიან სამწუხაროა.. მჯერა რომ კიდევ ბევრი გაკეთდება.. იმათ 9 წელი ვუცადეთ და ამათ 2 წელიც არაა რაც ხელისუფლებაში არიან და ვერ მოგვიცდია..
რაც შეეხება ჯანდაცვის დაფინანსებას..სასწრაფო,გადაუდებელლ ოპერაციებს აფინანსებენ 80 პროცენტით..(ჩემს თავზე გამოვცადე)... არც ასეთი ფუფუნება გვქონია წინა ხელისუფლების დროს..ნელ ნელა კეთდება რაღაც და ვაცადოთ და იქნებ გაგიმართლდეთ ყველას იმედები.. რაც შეეხება ბიძინას ლანძღვას ეს უბრალოდ შურიანი ხალხის სტილიაა.. იმ კაცს რომ აქვს ეხმარება კიდევაც ხალხს,მაგრამ ყველას სახლევბში ვერ ჩამოგივლით და ფულს ვერ დაგირიგებთ...
რაც შეეხება დაბა ანაზღაურებად თანამშრომლებს იმათაც დაუბრუნეს დაბეგრილი თანხა უკან.. 2 წელში მეტი რა უნდა მოასწროო?? თუ ვინმემ ამაზე ბევრი გააკეთა,მაშინ ის ავირჩიოთ მომავალში :)
qeti
25 აპრილი 2014 19:32
სალი,ძალიან მიხარია,რომ შენ და შენნაირი პატრიოტი და სწორად მოაზროვნე ახალგაზრდები რომ არსებობთ ამ მოღალატეებით გაჭედილ ქვეყანაში.

რედაქტორის რჩევით