ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
05-05-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
საინფორმაციო ომები

როგორ მოხდა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან წელიწად-ნახევარში საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილში რუსეთი, როგორც მტრის ხატი, "დასავლურმა" ჩაანაცვლა და ბოლო სამი საუკუნის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე - რუსეთი - დღეს ქართული ტრადიციების "დასავლური გახრწნილებისგან" დამცველად მოგვევლინა? როგორ აქცია 20 წელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა და დასავლეთთან ინტეგრაციის მსურველმა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დასავლურ ფასეულობებს ზურგი?! ფაქტია, რომ რუსეთმა მთლიანად დაიპყრო საქართველოს საინფორმაციო სივრცე. სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?!
ხელისუფლებაში, რომელმაც თითქოს
ყველა მოსალოდნელი ბარიერი დასძლია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გზაზე და ხელმოწერამდე დარჩენილ თვე-ნახევარში თითქოს არ ჩანს, მთავრობამ არჩეულ კურსს გადაუხვიოს.„

დასავლეთში, რომელიც, შეუძლებელია, არ ხედავდეს, დღითი დღე როგორ კარგავს გავლენას საქართველოს საზოგადოებაში და რეალურად არაფერს თუ ვერაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს?! რატომ ვერ გამონახა
დასავლეთმა ამდენ ხანს ქართველებისთვის გასაგები და მისაღები სალაპარაკო ენა?!
საქართველოს საზოგადოების ასეთი ტრანსფორმაცია მხოლოდ განვლილ წელიწად-ნახევარს უნდა დავაბრალოთ, თუ დასავლეთით იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების ეს ტალღა სულ მცირე, ბოლო ათი წელი გროვდებოდა და ახლა ნახა სადინარი?!

სად წავიდა ის ასეულობით მილიონი, რომელსაც დასავლეთი ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოს საზოგადოებაში დასავლური ფასეულობების (რომელიც მიმდინარე საინფორმაციო ომის წყალობით ლამის საგინებელ სიტყვათწყობად იქცა), დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის დებდა; რას მოხმარდა ეს უზარმაზარი თანხები?! მხოლოდ ე.წ. ელიტარული და მცირერიცხოვანი ე.წ. სამოქალაქო სექტორის ფორმირებას, რომლის გავლენაც საზოგადოებაზე შეუდარებლად მცირეა ტრადიციულ ინსტიტუტებთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ ეკლესიის გავლენაზე, რომელთან ახლოსაც, გავლენით სახელისუფლებო ინსტიტუტებიც კი ვერ მიდის.
ეს რესურსი 20 წლის მანძილზე რომ ადრესატამდე მისულიყო, ანუ საზოგადოების რიგით წევრამდე, რომ წარმოებულიყო კვალიფიციური საინფორმაციო პოლიტიკა, ანუ რა არის რეალურად საქართველოსთვის დასავლეთი, რისთვის სჭირდება და რას ელის მისგან (დღეს ყველაფერი პრაგმატიზმზეა აგებული), რუსეთის საინფორმაციო ნაკადი დღეს ასე ერთბაშად, წელიწად-ნახევარში ვერ წალეკავდა საზოგადოებას.
რატომ არაფერს აკეთებდა ამ წლების მანძილზე დასავლეთი საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად მაშინ, როცა მისგან სხვადასხვა სახის დახმარების სახით შემოსული თანხები ამ ხელისგულისოდენა ქვეყანას ერთ-ერთ სანიმუშო ეკონომიკას შეუქმნიდა?!

რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება მიმდინარე თავსმოხვეული საინფორმაციო ნაკადების გასანეიტრალებლად?! საინფორმაციო სივრცე სრულიად კაპიტულანტურ მდგომარეობაშია რუსეთის საინფორმაციო ომის მიმართ. არ ჩანს არანაირი ნიშანწყალი იმისა, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს მიზანმიმართული, გრძელვადიანი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც რუსულ საინფორმაციო ნაკადებს გაანეიტრალებდა.
ის, რომ ამ საინფორმაციო ნაკადებს ალტერნატიული საინფორმაციო ნაკადები შეაგებო, არ ნიშნავს იმას, რომ შენ რუსეთს ბრძოლას უწყებ. არა, შენ იბრძვი საქართველოს სახელმწიფოდ არსებობისთვის, რაც დასავლეთთან ინტეგრირების გარეშე დაუძლეველი ამოცანაა. შესაძლოა, ეს რუსის გადმოსახედიდან ერთი და იგივეა, მაგრამ შეიძლება ამ საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება ისე, რომ რუსეთს სადგისივით კი არ გაერჭო, არამედ ამ საინფორმაციო პოლიტიკას ჰქონდეს სხვა რაკურსი - მე ვიბრძვი დასავლური სამყაროს წევრობისთვის არა რუსეთის გადავლით.

ის, რომ მე არ ვარ რუსეთისთვის ნელი მოქმედების ნაღმი, მაგრამ არც მისი გავლენის სფერო ვარ, მე მინდა ამ ქვეყანასთან ისეთი დამოკიდებულება, რომელიც არაფერს დამიშავებს. შესაბამისად, მეც უნდა ვიქცეოდე ისე, რომ მას არაფერი დავუშავო. ილუზია იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთს რას დაუშავებს, რუსეთის ხელისუფლება ამას ასე არ აღიქვამს.

პუტინი იდეოლოგიისგან დაცლილ დასავლურ სამყაროს სწორედ იდეოლოგიით სჯობნის ამ ეტაპზე. მან შემოიტანა კონსერვატიული იდეოლოგია, რომელიც ღირებულებით საწყისებსა და მორალურ სიმებს, ძალზე ფაქიზ, მოწყვლად და ლაბილურ თემებს ეხება, რომლის მთავარი მესიჯები არც სოციალიზმია, არც კომუნიზმი და არც დემოკრატია, არამედ ყველა ოჯახისთვის მტკივნეული და დამაფიქრებელი თემები: როგორ უნდა შეინარჩუნო ტრადიციები და როგორ დააზღვიო მომავალი თაობა განსაცდელისა და საფრთხეებისგან. ის თითქოს არ გეუბნება, რუსეთი აირჩიეო, მაგრამ გაიძულებს, დასავლეთი არ აირჩიო. ასეთ შემთხვევაში შენ განიარაღებული რჩები რუსეთის პირისპირ.
გამოდის, რომ განვლილი წლების მანძილზე სწორი მიმართულებით არ უმუშავია იმას, ვისაც უნდა ემუშავა - არც ხელისუფლებას და არც სამოქალაქო სექტორს. დღეს კი საერთოდ, გამაოგნებელია მათი დუმილი. კარგი, ბატონო, ხელისუფლება, დავუშვათ, ვერ აკეთებს იმას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის საინფორმაციო ომს. შენ, რომელიც დემოკრატიის ფორპოსტი ხარ ამ ქვეყანაში, რას აკეთებ?! უამრავი არასამთავრობო კოალიცია რომ არის ჩამოყალიბებული, ამ კუთხითაც შეიქმნას არასამთავრობოთა კოალიცია, რომელიც ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკის შექმნის და გატარების ინიციატივით გამოვა?!

ეს არ არის იაფი სიამოვნება და მარტივი პროექტი: განსაკუთრებით დიდი თანხები რუსეთს არ დასჭირვებია ამ საინფორმაციო პოლიტიკის საწარმოებლად, მაგრამ ახლა უკვე სიტუაციის მოსაბრუნებბლად არცთუ მცირე რესურსი იქნება საჭირო. ამ რესურსის მობილიზებაც შეიძლება, მთავარია, გაჩნდეს სურვილი, იდეა და იდეოლოგია, რომელიც ამ რუსულ საინფორმაციო ტალღას დააბალანსებს და საქართველოს მოქალაქეებს მიიყვანს კონსენსუსამდე - რას ეფუძნება მისი სახელმწიფოებრიობა.
ვინც კიდევ ჭოჭმანებს, მათთვის!
18 მაისი 2014 20:21
მეტი ობიექტურობისათვის:

1. საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკას არც ვახსენებთ;
2. ეს რუსებისვე გამოქვეყნებული ინფორმაციაა!

Россия: рекорды и антирекорды

Набрав в поисковых системах Yandex или Google ключевые слова: " Россия занимает место в мире ", можно обнаружить, что Россия занимает:

Рекорды
1-е место в мире по разведанным запасам природного газа (32% мировых запасов газа);
1-е место в мире по добыче и экспорту природного газа (35% мировой добычи газа);
1-е место в мире по добыче нефти и второе место по её экспорту;
1-е место в мире по разведанным запасам каменного угля (23% мировых запасов углей);
1-е место в мире по запасам торфа (47% мировых запасов торфа);
1-е место в мире по запасам лесных ресурсов (23% мировых запасов леса);
1-е место в мире по запасам поваренной соли и второе место по запасам калийной соли;
1-е место в мире по запасам питьевой воды и второе место по объёму пресной воды;
1-е место в мире по запасам минтая, крабов, осетровых в своей 200-мильной экономической зоне, и второе-третье место по запасам трески, сельдевых, мойвы, сайки, лососевых и др.;
1-е место в мире по разведанным запасам олова, цинка, титана, ниобия;
1-е место в мире по запасам и производству рудничного и рафинированного никеля;
1-е место в мире по разведанным запасам железных руд (около 28% мировых запасов);
1-е место в мире по экспорту стали и третье место по экспорту металлопроката;
1-е место в мире по производству и экспорту первичного алюминия;
1-е место в мире по экспорту азотных удобрений, второе и третье места по экспорту фосфорных и калийных удобрений;
1-е место в мире по запасам алмазов и второе место по их добыче;
1-е место в мире по физическому объему экспорта алмазов;
1-е место в мире по разведанным запасам серебра;
2-е место в мире по разведанным запасам золота;
2-е место в мире по разведанным запасам платины и первое место по её экспорту;
3-е место в мире по размерам государственных золотовалютных резервов;
3-е место в мире по разведанным запасам меди и свинца;
3-е место в мире по разведанным запасам вольфрама и молибдена;
1-е место в мире по протяженности электрифицированных железных дорог;
1-е место в мире по числу ежегодных запусков космических аппаратов;
1-е место в мире по количеству проданных на экспорт самолетов-истребителей;
1-е место в мире по поставкам на экспорт средств ПВО средней и малой дальности;
2-е место в мире среди стран, обладающих наибольшим количеством стрелкового оружия;
2-е место в мире по поставкам вооружения всех видов;
2-е место в мире по величине подводного флота;
1-е место в мире по величине национального богатства (при любом методе расчета, как по абсолютной величине, так и на душу населения).

Антирекорды
1-е место в мире по импорту китайских автомобилей;
62-е место в мире по уровню технологического развития (между Коста-Рикой и Пакистаном);
67-е место в мире по уровню жизни;
70-е место в мире по использованию по использованию передовых информационных и коммуникационных технологий;
72-е место в мире по рейтингу расходов государства на человека;
97-е место в мире по доходам на душу населения;
127-е место в мире по показателям здоровья населения;
134-е место в мире по продолжительности жизни мужчин;
159-е место в мире по уровню политических прав и свобод;
175-е место в мире по уровню физической безопасности граждан;
182-е место по уровню смертности среди 207 стран мира;
1-е место в мире по абсолютной величине убыли населения;
1-е место в мире по заболеваниям психики;
1-е место в мире по количеству самоубийств среди пожилых людей;
1-е место в мире по количеству самоубийств среди детей и подростков;
1-е место в мире по числу детей брошенных родителями;
1-е место в мире по количеству абортов и по материнской смертности;
1-е место в мире по числу разводов и рожденных вне брака детей;
1-е место в мире по потреблению спирта и спиртосодержащей продукции;
1-e место в мире по продажам крепкого алкоголя;
1-е место в Европе по числу умерших от пьянства и табакокурения;
1-е место в мире по потреблению табака и третье место по производству табачных изделий;
1-е место в мире по числу курящих детей и темпам прироста числа курильщиков;
1-е место в мире по смертности от заболеваний сердечно-сосудистой системы;
1-е место в мире по количеству ДТП;
1-е место в мире по количеству авиакатастроф (по данным Международной ассоциации воздушного транспорта уровень авиакатастроф в России в 13 раз превышает среднемировой);
1-e место в мире по объемам поставок рабов на международный черный рынок;
1-е место в мире по темпам роста числа долларовых миллиардеров;
2-е место в мире по числу долларовых миллиардеров (после США);
2-е место в мире по распространению поддельных лекарств (после Китая);
2-е место в Европе по числу самоубийств на душу населения (после Литвы);
2-е место в мире по числу убийств на душу населения (после Колумбии);
2-е место в мире по числу журналистов, убитых за последние десять лет;
2-е место в мире (после Сербии) по количеству людей, ищущих убежища в развитых странах Запада;
2-е место в мире по уровню бюрократии;
2-е место в мире по количеству заключенных на 1000 человек (после США);
2-е место в мире среди стран-распространителей спама;
2-е место в мире по числу детей, усыновленных в США;
3-е место в мире по распространению детской порнографии;
3-е место в мире по количеству тоталитарных сект;
3-е место в мире по числу абонентов сотовой связи;
3-е место в мире по угону машин.


ვიყოთ ზუსტნი:
რუსეთში საშუალო პენსია, ოფიციალური მონაცემებით (რომელიც, მათივე ექსპერტების აზრით, რამდენადმე გაბერილია), დღეს არის 310 დოლარი, მაგრამ მოდით შევადაროთ იგი დასავლეთის ქვეყნებში პენსიის ოდენობას და არჩევანიც გავაკეთოთ, ვისზე ორიენტირება ჯობია?!
მერე, რუსეთის ერთ სულ მოსახლეზე (თანხაზე გადაანგარიშებით) მოდის 36-ჯერ (!!!) მეტი ბუნებრივი სიმდიდრე, ვიდრე მსოფლიოს ასევე საშუალო სტატისტიკურ ერთ მოსახლეზე (სწორედ ამიტომ დაშალეს თვითონვე საბჭოთა კავშირი, რათა უარი ეთქვათ რუსებისათვის ამ კავშირის მინუსებზე, მაგრამ ახლა სურთ შექმნან ევრააზიული კავშირი, რათა დაიბრუნონ კავშირის არსებობიდან მ ხ ო ლ ო დ პლუსები).

ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვიმსჯელოთ რუსეთში არსებულ სიტუაციაზე, სახელმწიფოებრივი მართვის ეფექტიანობაზე და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ.
ana
14 მაისი 2014 18:17
კატოს,სწორი ხარტ..არვის არ გეგონოტ ვინმემ ხმა ამოიღოს,..ევროპა უკრაინას დაეხმარა? ამერიკამ რა ქნა??დაეხმარა ?რად უნდა ცეცხლში გახვეულ ქვეყანას ფული,მატ დამხმარე ძალა ტექნიკა და პოლიტიკური კანონების დაცვის გამოყენება ჭირდებატ..ასე ვარტ ჩვენც..ვეხმარებიტ ნატოს,ვიეხმარებიტ ევროპას გაგვყავს ჯარისკაცები ერაყში აფრიკაში,და ჩვენ რომ გაგვიჭირდება და სულ მალე მოხდება ესეც, მაშინ უკანაც ვერ შემოვიყვანტ ჩვენს ჯარისკაცებს რომ საკუტარი სახლი დაიცვან.,მეც მეზარება ისევ დაბრუნება გარუსებულ წარსულში,მეც მინდ ჩემი მშობლიური ენა ბატონობდეს ჩემს ქვეყანაში, მეც მინდა დილის გატენების არ მეშინოდეს,მინდა მარჯანიშვილი ორტაჭალა ვარაზისხევი რუსტაველი ვერცხლის ქუჩა და სხვა ძველი უბნები ისევ ისეტი ტავისუფალი სუფტა და ლაღი იყოს როგორ ადრე,70-80 იან წლეებში,მინდა მეეზოვესა და მემაწვნის ხმის გაგონება ალიონზე..აღარ მიდა წვალებიტ გამოზრდილ ახალგაზრდების სიკვდილი, იარაღის ხმის გაგონება..საერტოდ რუსის ხსენება სულ აღარ მინდა,მაპატიოს უფალმა მაგრამ ნუტუ მატმა დედებმა იმისატვის გააჩინე შვილები რომ ამ უაზრო ომს შეეწიროს??ვინ იტყვის რომ ჩვენ რუსეტს წავარტვიტ რაიმე?ან ვეომებოდიტ¿¿?რისტვის ამდენი ტკივილი¿???
kato
14 მაისი 2014 13:44
ბოლო ხანია მეც ეგ აზრები მიჩნდებოდა და ამ სტატიაში დალაგებულად წავიკითხე, რაც მაწუხებდა.
მართლა მორევად იქცევა პრორუსული აზროვნება და წაგვლეკავს.
არადა როგორ აღარ მინდა ამდენი სისხლისღვრის ფასად მოპოვებული თავისუფლების დაკარგვა...როგორ მეზარება ნახევრად გარუსულებული ქართულის მოსმენა...როგორ მესიკვდილება ისევ იმ მსჯელობასი ჩართვა ,,რუსებს მაინც სხვანაირი დისციპლინა რომ აქვთ და ქართველებს რომ ყველაფრით გვჯობიან"...ნეტა რამეში მაინც ვნახულობდეთ სარგებელს მაგ ქვეყნისაგან და ჯანდაბას..მაგრამ უარეს დღეში რომ ჩაგვყრიან, ვიდრე ადრე გვყრიდნენ..ეს არის მთავარი.



რედაქტორის რჩევით