MAPროვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე? (ექსკლუზივი)
MAPროვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე? (ექსკლუზივი)
"ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის
შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის"

"უმჯობესია სოხუმის და ცხინვალის გარეშე შეხვიდეთ ნატოში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ"(?!)


ლიტვის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ამჟამად კი ქვეყნის დელეგაციის წევრს ნატოში რასა იუკნევიჩენეს ბალტიისპირეთის ერთ-ერთი პრინციპული პოლიტიკოსის სახელი აქვს. სწორედ პონია იუკნევიჩენემ წარუდგინა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ერთ-ერთი მოხსენება საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც ალიანსს მოუწოდებს, უელსის სამიტზე
საქართველოს გაწევრების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი მიანიჭოს. ბალტიისპირული პოლიტიკის "რკინის ლედის" ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ვილნიუსში დავუკავშირდით:


- უპირველესად, მიღებული დეკლარაციის პოლიტიკურ წონადობაზე მინდა გკითხოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებსა და დეკლარაციებს არ გააჩნიათ მავალდებულებელი ძალა, რამდენად მოსალოდნელია, რომ უელსის სამიტზე დეკლარაციას "დაუჯერებენ" და მაპ-ს
მართლაც მოგვცემენ?

- თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ დეკლარაცია ლიტვის დელეგაციის წინადადებით მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს ვერ "ავალდებულებს", გზავნილს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის საკითხი უკვე "მაგიდაზე დევს", უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, ლიტველები, თქვენ გვერდით ვართ და გვჯერა, რომ ნატომ არ უნდა გადაუხვიოს გაფართოების პროცესს და ყურად უნდა იღოს იმ კანდიდატი ქვეყნების სურვილი, ვისაც ალიანსში გაწევრება სურს. სწორედ ეს არის ნატოს ღია კარის პოლიტიკის არსი.

- ღია კარისა, რომელზეც ქართველები უკვე წლებია, ვაკაკუნებთ...

- მართებული შენიშვნაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის. მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც მაშინ საქართველოს უარი უთხრეს - არ მოგვეხდინა რუსეთის პროვოცირება - აშკარაა, რომ უსაფუძვლო გამოდგა. რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც დაესხა თავს საქართველოს. შედეგად, საქართველო მაპ-ის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. აი, ამიტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუცილებელია, საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ისეთებიც არიან, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებენ - დეკლარაცია ერთხმად, ყველას მოწონებით არ მიღებულა. თუმცა, მათი მცდელობები, დეკლარაციაში ზოგიერთი შესწორება შეეტანათ, მარცხით დასრულდა. ასე რომ, მიუხედავად ამ პოზიტიური გზავნილისა, წინ საკმაოდ მწვავე ბრძოლები გელით. ვითარებას საღი თვალით შეხედეთ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მიუხედავად მისი სტატუსისა, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა ძალუძს.

- ბუქარესტის სამიტის შემდეგ საზოგადოებაში ნატოს მიმართ იმედგაცრუების შეგრძნება გაჩნდა. თუ უელსის სამიტიც "მაპ-ზე უკეთესით" დასრულდება, სავარაუდოდ, ქართველი ხალხი კიდევ უფრო გაწბილებული დარჩება და "მხსნელი" ალიანსის მიმართ ნდობას კიდევ უფრო დაკარგავს. რას ეტყოდით მათ, ვინც ამ სკეპტიკურ განწყობას იზიარებს?
- მეც შეკითხვითვე გიპასუხებთ: თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ ნატოსკენ სვლას შეწყვეტთ და გაწევრებას არ შეეცდებით? რაც შეეხება უელსის სამიტს, დარწმუნებული ვარ, მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე, საქართველოსკენ კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული.
თქვენ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად, მათ შორის - სავარაუდო იმედგაცრუებისთვისაც. ეს ის ვითარებაა, როდესაც არ უნდა დანებდეთ.

- 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობაში მთავარი როლი საფრანგეთმა და გერმანიამ ითამაშეს. როგორ ფიქრობთ, 6 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა თუ უელსშიც იმავეს უნდა ველოდოთ?
- გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ამ ქვეყნების მთავრობებთან უფრო მეტი უნდა იმუშაოთ. უნდა შეიძინოთ, რაც შეიძლება ბევრი მეგობარი, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ინტერესების ლობირებით. ამ მხრივ შთამბეჭდავი იყო თქვენი დელეგაციის მიერ საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე გაწეული შრომა - ისინი იყვნენ ერთობ აქტიურები, დამაჯერებლები და ეფექტურად ასაბუთებდნენ საკუთარ აზრს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები ერთსულოვნად იღვწოდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისათვის. ეს ქვეყნის დემოკრატიულობის აშკარა სიგნალია.

- კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხზეც ვისაუბროთ - ტერიტორიულ მთლიანობაზე. როგორ წარმოუდგენია ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მაპ-იანი საქართველო - აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ მათ გარეშე?

-  ეს საფრთხილო თემაა, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი ასე დგას - ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროთ ან ოკუპაციას უნდა შეეგუოთ, მაგრამ
ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატომ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით.

მაპ-ის მოპოვებისას რეალობას თვალი უნდა  გაუსწოროთ - ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო გადის - დღევანდელი მოცემულობა, ავია ის თუ კარგი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს აქტუალური. ოკუპირებული ტერიტორიების აუღიარებლობა, რა თქმა უნდა, ტოპპრიორიტეტია, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატოს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ.

- რუსეთის ფაქტორზე რას იტყვით? მაპ-ი ნატოს არ ავალდებულებს, კანდიდატ ქვეყნებს სამხედრო დახმარება გაუწიოს, სამაგიეროდ, საქართველოსთვის მაპ-ის მიცემას, ალბათ, უყურადღებოდ არ დატოვებს რუსეთი, რომლის საპასუხო რეაქცია შესაძლოა ღია სამხედრო აგრესიაც აღმოჩნდეს. გააჩნია თუ არა ნატოს ასეთი სცენარის პრევენციის რაიმე მექანიზმი? თუ ბუქარესტის "შიშები" უელსში გამართლდა, რას უნდა ველოდოთ ალიანსისგან, გარდა შეშფოთების გამომხატველი განცხადებებისა და ჰუმანიტარული დახმარებისა?

- რაც უნდა სამწუხარო იყოს თქვენთვის ამის მოსმენა, მხოლოდ ნატოს წევრობა იძლევა ჰარდ-უსაფრთხოების (შეიარაღებული აგრესიისგან დაცვა) გარანტიას. მაპ-ის მიღება-გაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის შემდეგაც ალიანსში გაწევრება მხოლოდ დროის საკითხია. ასე რომ, პასუხისმგებლობას ნატოც გრძნობს. ისევ ბუქარესტს გაგახსენებთ - მაპ-ი ვერ მიიღეთ, მაგრამ აგრესია მაინც იყო და დარწმუნებული იყავით,
თუ არაფერს ვიტყვით უელსში და შემდგომ სამიტებზე საქართველოს სამომავლო გაწევრების თაობაზე, სწორედ ეს იქნება ნამდვილი პროვოცირება რუსეთისათვის (იფიქროს, რომ ნატოს საქართველო აღარ აღელვებს).

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (47)
temo
15 ივნისი 2014 21:00
საქართველო მხოლოდ ბურთია ამერიკა-რუსეთის პოლიტიკურ სტადიონზე,იმ სიმართლით გაიხარონ მაგათ რა სიმართლითაც ჩვენი დარდი აქვთ.
temo
15 ივნისი 2014 20:39
ნატოში შესვლა სულ უფრო ემსგავსება ვირთხის ხაფანგში დამაგრებულ ცხიმიანი ყველის სატყუარას.საკითხავია ნატო დაგვიცავს თუ საბოლოვოდ დაგვღუპავს.
vep1963
10 ივნისი 2014 15:17
გელა-ძამიკო რუსები კი არ ეგუებიან და არც შეეგუებიან ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვას უბრალოდ ეხლ მათ უფრო სხვა პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი მათ ამ ეტაპზე ურჩევნიათ მთელი რესურსები ევრაზიული კავშირის შექმნას მოახმარონ და უკრაინა როგორმე დაიმორჩილონ.რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას რუსებმა მშვენივრად იციან რომ ვერც ჩეჩნეთი და ვერც დაღესტანი მის გარეშე შორს ვერ წავლენ და რაღატომ უნდა ჰყაროს ფული მითუმეტეს მაშინ როდესაც იცის რომ მსოფლიო არასოდეს შეურიგდება ჩრდილოეთ კავკასიაში აგრესიული ისლამის მომძლავრებას და მასთან ბრძოლაში ყოველთვის გვერდში დაუდგება.დიახ სწორედ რომ აგრესიული ისლამი და ისლამისტები არიან ამ შემთხვევაში რუსების შესანიშნავი მოკავშირეები ჩრდილოეთ კავკასიის მის მორჩილებაში და მის კონტროლის ქვეშყოფნაში;
vep1963
10 ივნისი 2014 14:39
აბა მუკი-muki- კი გინდა რომ თავი ქართველებსშორის ძმობისა და სიყვარულ ურთიერთგაგების მოსურნედ გამოაჩინო მაგრამ არ გამოგდის პატივცემულო.რატომ გგონია რომ შენთან პირისპირ ვიკანკალებდი ანაც ნაადრევი კლიმაქსი დამემართა.შეიძლება პირიქითაა პატივცემულო.გელამ ყოველგვარი აგრესიის გარეშე საკადრისი პასუხი გაგცა.მე კი ერთს დავამატებდი თუ გულზე მოგხვდა ის რაც ქვემოთ დავწერე შენც იმნაირი ვაიქართველთა რიცხვს მიეკუთვნები რომლებსაც ხელები ქართველების სისხლითა აქვს მოთხვრილი და მე შენთან და შენნაირებთან საერთო არაფერი არა მაქვს და აქ აზრთა სხვადასხვაობა არაფერ შუაშია.თქვენ რომ საშუალება მოგცეთ იგივეს კიდევ გაიმეორებთ.ფრთხილად იყავით რადგან სულ სისხლად ამოანთხევთ რაც ბოროტებები გიკეთებიათ თუ ხმას არ ჩაიგდებთ და გველივით სისინს თავს არ დაანებებთ.თურმე კიტოვანი პატრიოტი ყოფილა.
მუკის (ყოველგვარი აგრესიის გარეშე) გელასგან
08 ივნისი 2014 13:46
წერთ:

"საქართველოს რაც წაადგება ის უნდა გავაკეთოთ. ამას არც ევროპა გეტყვის და არც ამერიკა".

პირველ წინადადებაში გამოთქმულ აზრს სავსებით ვეთანხმები!

მეორე წინადადება კი, ცოტა არ იყოს, საკამათოა, რადგანაც მაშინ მარტონი აღმოვჩნდებით რუსეთის წინაშე, რომელთანაც ერთი-ერთზე დარჩენას ა რა ს ო დ ე ს ' ა რ ა ვ ი ს თ ვ ის ' ა რ ა ვ ი თ ა რ ი სიკეთე ა რ მოუტანია! საქართველოს ისტორიაც ამას გვასწავლის!!!

რუსები მაღალ დონეზეც კი არ მალავენ თავიანთ ზრახვებს (დუმაში, ანალიტიკურ ჟურნალებში).

აი, მათი საქვეყნოდ გაცხადებული, სულ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული დოქტრინა(რომელსაც ამ დღეებში მიზანმიმართულად ახორციელებენ):

"В случае вероятного ослабления европейского единства и политического усиления Германии, часть территорий Эстонии и Латвии с преобладающим русским населением отойдет России. Получит Москва контроль и над Белоруссией, которая к 2035 году станет обычной российской провинцией.

Украина - Донбасс, Южная Украина и Крым либо объявят о своем суверенитете, либо войдут в состав РФ.

Впрочем, рассчитывать на то, что наша страна будет только прирастать – не приходится. Самая больная точка России страны – Северный Кавказ – будет отпущен в свободное плавание. Что возникнет на территории Чечни, Дагестана и Ингушетии – предсказать трудно. Вероятно, будет создан какой-нибудь исламистский халифат.

В Закавказье А б х а з и я войдет в состав К р а с н о д а р с к о г о края, а Грузии (при условии установления там м а р и о н е т о ч н о г о режима) в качестве компромисса будет возвращена Южная Осетия. При этом, для установления общей границы со своим союзником в регионе – Арменией и создании транспортного коридора, Г р у з и я может быть п о д е л е н а на западную и восточную части.

В этаком случае многолетний конфликт в Нагорном Карабахе будет решен в пользу Армении. Анкаре за это могут пойти на территориальные уступки, например в Болгарии или Греции, где проживает турецкое меньшинство".

"მომხიბლავი" პერსპექტივაა არა, რას იტყვით!!!

და საერთოდ, ასეც რომ არ მოხდეს, მთლად საუუუუუუკეთესო შემთხვევაშიც კი რუსეთთან "ურთიერთობების დალაგება" ნიშნავს ჩვენს აღმოჩენას
სომხეთის სიტუაციაში!
სხვისი არ ვიცი და მე მისგან თავდაღწეული ქვეყნების (ადრე ფინეთის, ახლა - ესტონეთის) მიერ არჩეული გზა უფრო მომწონს (სხვათაშორის, შარშანწინ ფინეთი საცხოვრებლად მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანად იქნა აღიარებული, შედარებით ახლახან გათავისუფლებულ ესტონეთში კი საშუალო ხელფასი უკვე არის 1 000 ევრო, ხვალ კი 2 000 - 3 000 იქნება).

დაბოლოს, საინტერესო ისაა, რომ რუსები ეგუებიან იმ აზრს, რომ ჩრდილო კავკასიას დაკარგავენ. რატომ?!!

მუკი
07 ივნისი 2014 21:30
ვეპ1963-ს შენნაირი აგრესიული ტიპების დრო უკვე გავიარეთ და რაც მივიღეთ ვნახეთ, ახლა არის დრო ჭკუისა და გამჭრიახობისა, საქართველოს რაც წაადგება ის უნდა გავაკეთოთ ამას არც ევროპა გეტყვის და არც ამერიკა, და ჩვენ ერთმანეთი კი არ უნდა ვლანძღოთ და ვხოცოთ არამედ ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენი განსხვავებული პოზიციები გონიერად უნდა შევაჯეროთ როგორც ძმებმა, მე შენ ყველა ჩვენს კეთილ და პათხალიმ მეგობარ სახემწიფოს მირჩევნიხარ და პატივს ვცემ შენს პოზიციას თუნდაც ჩემთვის მიუღებელს, შენ კი რა დღეში ხარ და რა სიტყვებს წერ (არადა პირისპირ იკანკალებდი დამიჯერე)ნაადრევი კლიმაქსი ხომ არ დაგეწყო აზზე მოდი
givi
07 ივნისი 2014 16:15
საქართველოს და ქართველების მიზანია ქვეყნის განვითარება ჩვენი ტრადიციებს და რელიგიის პრინციპების დაცვის მიხედვით .დანარჩენი ნატო და რუსეთი დღეს არიან შეიძლება ხვალ არ იყვნენ. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის
odabade
07 ივნისი 2014 13:46
,, სიმართლე ყოველთვის შობს სიძულვილს" -პუბლიუს ტერენციუსი Publius Terentius ძველრომაელი დრამატურგი.

მეგობრებო!
06 ივნისი 2014 21:11
მეგობრებო,

მოგიწოდებთ ამ საიტზე შემომსვლელ ყველა ქ ა რ თ ვ ე ლ ს და ჩვენი ქვეყნისათვის სიკეთის მსურველ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, უბრალოდ, თითოეულ ობიექტურად მოაზროვნე პიროვნებას:
ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ ადამიანს, რომელსაც ნიკ- ნიღბად მშვენიერი მეგრული სიტყვა აურჩევია (აბა, ВВП-ს ხომ არ შეირჩევდა!), თუნდაც არ იყოს იგი მოგზავნილი და გულწრფელი იყოს ქვეყნის წინაშე თავის შეცოდებებში.

შევიცოდოთ იგი, უპირველეს ყოვლისა, - მისი შთამომავლობა და ახლობლები. ხომ არის ნათქვამი: "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო". ნუღარ დავამატებინებთ ამ ვითომდა "მეცნიერულ კამათში" ტვირთს საკუთარი, ისედაც უზომოდ დამძიმებული სულისთვის.

თუ მაინცდამაინც საჭიროდ მიგაჩნიათ რეაგირება, პასუხად ერთი წერტილი "მივწეროთ".
odabade
06 ივნისი 2014 15:13
ცნება საქართველო ახალია. ის პირველად გამოჩნდა 10-11 საუკუნეში. ცნება საქართველო-ქართველი იგივეა რაც ცნება ქართლი-ქართლელი. დღევანდელი გაგებით ცნება საქართველო რუსებმა შექმნეს. ვერც ერთ პირვეწყაროს ,ვერც ერთ საერთაშორისო დოკუმენტს ვერ დადებთ სადაც 19 საუკუნის დასაწყისში პლანეტა დედამიწაზე არის ქვეყანა საქართველო დღევანდელი გაგებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები