ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
23-06-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
მძიმე ალიყური

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება იყო. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ჩაყრილ თუ გაბათილებულ ბიულეტენებსა და გაყალბებულ უბნებზე, მთლიანობაში, ფაქტია, ხელისუფლებამ გაყალბების ცდუნებას გაუძლო და ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგომის გზაზე. ამის დასტურია საქართველოს 21 ქალაქსა და რაიონში და მათ შორის, დედაქალაქში გასამართი არჩევნების მეორე ტური და ამ მეორე ტურში გასული ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი. არადა, დამეთანხმებით, არჩევნების ტრადიციულად
გაყალბების ცდუნება დიდი იყო და ამას ირიბად, ალბათ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბებში ნაადრევად ატეხილი ტაშ-ფანდურაც შეიძლება ადასტურებდეს. თუმცა, ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობაო და შედეგი კი ობიექტური და გაუყალბებელი არჩევნებია, რაც, როგორც ჩანს, ისევ ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურებაა, თორემ არჩევნების შემდგომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ალოგიკური განცხადებებით
თუ ვიმსჯელებთ, ისინი ბოლომდე ვერც კი ჩასწვდნენ ამ უდიდესი აქტის: გაუყალბებელი და დამოუკიდებელი არჩევნების მნიშვნელობას, რაც მათი ხელისუფლების სახელითვე გაკეთდა.

ახლა კი ცოტა უფრო ღრმად იმ ტენდენციებზე, რომელიც ამ არჩევნებმა გამოაჩინა.
ხელისუფლებამ საზოგადოებისგან მძიმე ალიყური იწვნია გაუმართავი მენეჯმენტის, არარსებული რეფორმების, ეკონომიკური ვარდნის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართაობის, შიდა შუღლის და როგორც ვწერდით, ამ არჩევნებზე საზოგადოებისთვის შეთავაზებული უცნობი, არაპოპულარული და არაფრისმთქმელი სახეების გამო. საზოგადოება კი ამით, არც მეტი, არც ნაკლები, შეურაცხყოფილი დარჩა და გამოხატა კიდეც თავისი პროტესტი: ზოგმა შინ დარჩენით, ზოგმა კი ოპოზიციის მხარდაჭერით. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ხელისუფლება ძალიან ადრე გაუუცხოვდა საზოგადოებას, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და თავისი ვირტუალური რეალობა შეიქმნა, სადაც ყველაფერი კარგად არის. ამ არჩევნებმა კი აჩვენა, რომ საზოგადოებამ მათი თვალით დანახული რეალობა არ მიიღო. მოკლედ, ამ არჩევნებმა დაადასტურა ის, რასაც ორიოდე ნომრით ადრე ვწერდით "კვირის პალიტრაში":
ხელისუფლებამ თუ რადიკალური საკადრო განახლება არ დაიწყო, ძალზე გაუჭირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლა.

ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ საზოგადოებას არა ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური ძალა. ელექტორატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს არჩევნები თანაბარი მარცხი იყო ყველა ოპოზიციური პარტიისთვისაც. ფაქტობრივად, საზოგადოებამ პროტესტი გამოუცხადა დღეს პოლიტიკურ არენაზე მყოფ ძალებს. არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოების მხარდაჭერის რესურსი დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ რესურსს თავის პოლიტიკურ კაპიტალად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებმა საზოგადოების სიბრძნე კიდევ ერთხელ გამოავლინა, ის საფრთხეც გამოაჩინა, რომ ყველას მიმართ საპროტესტო ტალღაზე ულტრარადიკალები არ მოვიდნენ, ამაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დაეკისრება. მით უფრო, რომ არავინ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც ამ არჩევნებმა ამოატივტივა: თბილისში მთლიანობაში ანტიდასავლურმა ძალებმა 18%-ზე მეტი მიიღეს და ეს ტრადიციულად პროევროპულად განწყობილ დედაქალაქში. ვფიქრობ, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრისთვისაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს განგაშის ზარის ტოლფასი უნდა იყოს.

ახლა რაც შეეხება მეორე ტურს: წუხილი "ნაციონალების" რეინკარნაციაზე, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა. 21 ქალაქიდან და რაიონიდან, სადაც მეორე ტური გაიმართება, მხოლოდ 6-ში მონაწილეობენ "ნაციონალები", ხოლო დანარჩენ საარჩევნო ოლქებში - სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ასე რომ, ეს მონაცემები სულაც არ იძლევა პანიკის საფუძველს, სულაც პირიქით: ფაქტია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში იზრდება.

ხოლო ის, თუ ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, იმ ადგილებში, სადაც მეორე ტურში "ნაციონალები" გავიდნენ, უპირობოდ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", "ნაციონალების"“მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი საპროტესტო განწყობის გამო. იქ კი, სადაც ხელისუფლებას სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატი დაუპირისპირდება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის პარტია თავისი კანდიდატის გარშემო მთელი ოპოზიციური ხმების მობილიზებას, მინუს "ნაციონალური მოძრაობა"; ანუ თუ ამა თუ იმ რაიონსა ან ქალაქში არასახელისუფლებო კანდიდატს მთელი ოპოზიციური ელექტორატი დაუჭერს მხარს, დიდი შანსი აქვს, სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხოს.

რატომ მინუს "ნაცმოძრაობა"?! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ "ნაციონალებს" იდეურად შეკრული ამომრჩეველი ჰყავს, რომლის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება დღეს ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი ყველა სხვა პარტიის ამომრჩევლის იდეებისგან. მეორე კი იმიტომ, რომ დღეს "ნაციონალების" მთავარი ამოცანაა, დასავლეთის თვალში არ დაკარგონ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური და მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი; ხოლო საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში სხვა ოპოზიციური პარტიების გამარჯვება მას ამ სტატუსს მნიშვნელოვნად შეურყევს. ამიტომაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, "ნაციონალებს" ყველგან, სადაც მეორე ტური გაიმართება, ხელისუფლების გამარჯვება ხელს აძლევთ. ისევე როგორც ბათუმის იმ რამდენიმე საარჩევნო უბანში, სადაც ყუთებში იმაზე გაცილებით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო, რაც საარჩევნო კომისიის "ნაციონალი" წევრების გარეშე ვერ გაკეთდებოდა, რადგან საარჩევნო კომისიები ამჟამად მხოლოდ ორწევრიანია: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

თუმცა, ამ არსებული თუ მოსალოდნელი ლაფსუსების მიუხედავად, არჩევნებმა ნამდვილად ცხადყო, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, მომავალი აქვს. საზოგადოებას კი მართებს თავი დაიზღვიოს რადიკალური ძალების პოპულიზმისგან და ბოლო დროს ჩვეული სიბრძნით ქვეყნის განვითარებას სწორი გეზი მისცეს.
glaxuna
28 ივნისი 2014 00:40


გილოცავთ ქართველნო...ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს,არსებულ ვითარებაში გარკვეულს თუ გაურკვეველს,იმათაც ვისაც მომავალი აფრთხობს, ტრადიციები დაგვეკარგვებაო ...შეწყვიტეთ შ ი შ ი ქართველებო,ნუ წამოეგებით რუსულ-მონღოლური ,21-ე საუკუნეშიც,მე-16 საუკუნის იმპერიის პროპაგანდას,თავისი ტოტალიტარულ-კრიმინალური პოლიტიკური სისტემით ,(სადაც აბსოლუტურად გამორიცხულია პირონვული პროგრესი )...შიში მ ო მ ა ვ ლ ი ს ა თ ვ ი ს...


არ შეგეშინდეს ქართველობავ,შ ი შ ი რუსული იმპერიის იარაღია...შიში თავისუფლებისადმი,პასუხისმგებლობისადმი,მომავლისადმი....

დასავლური
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა,სადაც სახელმწიფო სტრუქტურები ხალხს ე მ ს ა ხ უ რ ე ბ ა და სადაც კანონის უზენაესობაა განმტკიცებული...სადაც სახელმწიფოებრიობის ცხოველმყოფელობის არსი...ადამიანის უფლებებისა და ღ ი რ ს ე ბ ი ს აღიარება და დაცვაა... სადაც საზოგადოება სწავლასა და შრომაზეა ორიენტირებული,ქართველობას მენტალურად გააჯანსაღებს,შრომის უნარიანს გახდის,მეტ პასუხისმგებლობის მქონეს,პროფესიონალს თავისი საქმის...მით მამაკაცი აღიდგენს დაკარგულ ავტორიტეტს ,აღადგენს ქართულ ეროვნულ ცხოვრების წესსს,ქართველი ქალიც მეტი თავშეკავებული გახდება,მეტი ღირსეული და ...მისთვის მთავარი ისე ოჯახი და ერთგულება შეიქმნება...


უნდა გვესმოდეს,რომ
ჩვენ თავი უნდა დავიხსნათ,ს ა ბ ო ლ ო ო დ რუსულ-მონღოლური სამყაროდან,რომელმაც 200 წლის მანძილზე ძალზე დაამახინჯა ქართული,ეროვნული მენტალიტეტი...სიალალე,გულწრფელობა,სიმამაცე,კეთილსინდისიერება,შრომის მოყვარეობა (სხვაგვარად ქართველობას გეორგიად არ მოიხსენებდნენ!!!),

ერთგულება,ურთიერთმხარდაჭერა,თანადგომა ...

ანუ ეროვნული წესით ცხოვრება ,,მტერს მტრისას,მოყვარეს მოყვრისას,, ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა,ყოვლისა მოსახვეჭელსა,, ...

შეიძლება ითქვას საერთოდ გადააგვარა ქართველობა,კრიმინალურ-ფარისეველი მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა,ანუ...მოპარვა,სხვისთვის წართმევა,ცბიერება,ცინიზმი,სხვისი დაჩაგვრა,ფლიდობა,ანუ მეშჩანური ბუნება ჩამოგვიყალიბდა და იმასაც ვერ ვხდებით,რომ ეს თვისებები,ჩვენი არ ა რ ი ს !!!...ეს ყოველივე უნდა მოვიშოროთ და მოვიშორებთ,მხოლოდ და მხოლოდ რუსული სამყაროდან თავის დახსნით!!!



უნდა გვესმოდეს ,რომ მხოლოდ დასავლულ სამყაროში ქართველობა შევინარჩუნოთ ეროვნული ღირებულებებს,ფასეულობებს,ცხოვრების წესს...რისთვისაც საჭიროა უ ფ ლ ე ბ ა ,ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა,ანუ სწორედ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დანერგვა-განმტკიცება,სადაც ადამიანის,მოქალაქის,თითოეული პიროვნების უფლებები აღიარებული და კანონით მტკიცედ დაცული იქნება,მტკიცედ აღიარებული კანონის უზენაესობით (კანონი ყველასათვის,რომ თანაბაბარი იქნება!!!) ანუ უფლება მოპოვებული... პიროვნული განვითარებისა და პროგრესისა, მით ერი ხელახალი თვითგამორკვევით ,ერი მოახდენს თვითგანვითარებას ,ეროვნული ღირებულებების, და ფასეულებობის აღდგენა და გამტკიცებას...


ვულოცავ ყველა საქართველოს მოქალაქეს,ყველა ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიური რწმენის ადამიანს,ეს თქვენი დამსახურებაცაა...

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ,მხოლოდ ურთიერთ პატივისცემით,ურთიერთ დაფასებით ,სრულიად სამართლებრივ საკანონმდებლო გარემოში ღ ი რ ს ე უ ლ ი,მუდამ პროგრესირებადი (ინტელექტუალურად,მენტალურად,ეკონომიკურად,კულტურულად და აქედან გამომდინარე ...სოციალურად ) საქართველოს სახელმწიფო და ამაში წვლილი თქვენც თანაბრად უნდა შეიტანოთ!!!


განმარტებით ვთქვათ...
ევროპელობა ,ეს არი მ ზ რ უ ნ ვ ე ლ ო ბ ა ,ერთმანეთისადმი,გარემოსადმი და ქედან გამომდინარე მშვიდობისადმი!!!

იმაზე დიდი ბედნიერება რა არის?!...რომ ადამიანს თავი ღ ი რ ს ე უ ლ ა დ აგრძნობინო,თანადგომა და მხარდაჭერა დაანახო...სუსტი ... ძლიერი და თავდაჯერებული გახადო,სხვისი ღირსების ამღიარებელი და დამცველი,პასუხისმგებლობის მქონე ,უშიშარი,მამაცი კეთილსინდისიერი და მუდამ ზომიერი...ყველგან და ყველაფერში!!!


ევროპული საზოგადოება მენტალურად ამ ხარისხზეა და მიტომ დაამყარეს მშვიდობა და კეთილდღეობა,მე-2 ომის შემდეგ და ამ ღირებულებებით ცხოვრობენ ...

რუს-მონღოლები მათთან მართლა 200 წლით არიან ჩამორჩენილები,უპირატესად მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ,ისინი სწორედ სისუსტეებს ეძებენ ...ადამიანში,ერში..მეტიც სისუსტეების გაჩენის მისწრაფებები აქვთ სხვათა მიმართ,რათა მერე ამ სისუსტეებით ისარგებლონ ( სრულიად ნ ა თ ე ლ ი მაგალითები...საქართველო,უკრაინა...იმის მაგივრად,რომ მათ დაეხმარონ ადვილად გადალახონ პრობლემები...სისუსტეებით სარგებლობის მისწრაფებები აქვთ...) და ...დაპირისპირებები,ქაოსი,ანარქია,ომები შექმნას,და მით ტერიტორიები გაიფართოოს...რისთვის ?! ეს თავად არც აქვთ გ ა თ ა ვ ი ს ე ბ უ ლ ე ბ ი ,იმდენად განიცდიან მენტალურ რეგრესს...ისინი ხო,დღესაც,21-ე საუკუნეში,ჯერ კიდევ დამწერლობის არ მქონე მონღოლების მიერ შექმნილ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრობენ და აქედან თავს ვეღარც იხსნიან (ჯერ-ჯერობით მაინც!!! )

ადამიანის ღირსებისა და უფლებების მაქსიმალურად შეზრუდვის ხარჯზე,ტერიტორიების გაფართოებაზე ორიენტირებულნი...აქ რომელ პიროვნულ და მენტალურ პროგრესსზე შეიძლება საუბარი ?! და ყოველივე აქედან გამომდინარე ... რუსულ საზოგადოებას დაუძლეველი შ ი შ ე ბ ი ჩამოაყალიბდა...თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა დ მ ი,და აქედან წამოსული პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს ა დ მ ი და ამიტომაც ჩვენ არაფერი საერთო ღირებულებები არა გვაკავშირებს და არც არასოდეს გვაკავშირებდა ამ ხალხთან ...

და რაც უფრო მალე დავიხსნით თავს მათი პოლიტიკური და ცნობიერი სამყაროსაგან,მით უფრო მალე მოგვეცემა უ ფ ლ ე ბ ა ,ვიმეორებ ხელახალი თვით გამორკვევით,თვითგანვითარების, შევძლებთ ეროვნული ღირებულებების აღდგენა-განმტკიცებას,ზოგად საკაცობრიო ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთად!!!


ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ერთმანეთის ღ ი რ ს ე ბ ი ს დაცვაზე,ვიყოთ მამაცნი,კეთისინდისიერი,სამართლიანნი,შრომისა და სწავლის მოყვარე,გულწრფელი,პირდაპირნი , ალალნი და ეს ყოველივე ს ა ქ მ ი თ (და არა სადღეგრძელოებბში!!!) უნდა ვაჩვენოთ და შევიქმნებით ... ღ ი რ ს ე უ ლ ნ ი !!!

ანუ ევროპული ოჯახის წევრი !!!
glaxuna
26 ივნისი 2014 14:47


რას მიედ -მოედებით ერთი თანამედროვე ქართველი ჟურნალისტები ?!?!

მით უმეტეს ანალიტიკურ ჟანრში მოღვაწეები...

ისაუბრეთ პირადაპირ,ეძიეთ საქართველოში არსებული ყოველგვარი პრობლემების მიზეზთა-მიზეზები,საფუძველთა საფუძვლები და ნათლად წარმოაჩინეთ ხალხისათვის,რათა ხალხი,საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს ანალიზის,განსჯის პროცესში,რაც ბუნებრივად განავითარებს ანალიტიკური აზროვნების უნარს ,მით საგრძნობლად აიწევს საზოგადოების ინტელექტუალი ხარისხი,განავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას ,მით მასობრივბად ჩაერთვება სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში,და მიზნათ დაიდებს...ერის ი დ ე უ რ გაერთიანებას

(და არა მუდმივი და მიზანმიმართული სიძულვილის ენის საუბარს და პროპაგანდას,(განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან )ვიმეორებ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 200 წლოვანი მტრის,რუს-მონღოლეთის სასარგებლოდ,რომ ქართულ საზოგადოება მუდამ გათიშული და დაპირისპირებული ყავდეს,და მით მტერმა იმპერიული ინტერესებები დაიკმაყოფილოს...არ შედგეს,არ განვითარდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, პირიქით,დაქუცმეცებულ კრიმინალურ გუბერნიებად გადააქციონ...ადვილად მართვადი შეიქმნეს))

,რაც ერთ-ერთი მძლავრი ფუნდამენტია...ქართველობამ თანამედროვე,მუდამ პროგრესირებადი,ღირსეული ეროვნულ-სამართლებრივი სახელმწიფო შექმნას!!!


...

ერთი გადახედეთ ბიძინას გამოსვლას საქართველოს პარლამენტში პირველად ...რა თქვა და როგორ ?! და დღეს რა ხდება და რატომ ?! ამაზე იმსჯელეთ და მიეცით ს ა შ უ ა ლ ე ბ ა ხალხს იმსჯელონ და მხოლოდ მით გააკეთონ დასკვნები!!!...

სისულელეები კი არ წეროთ და მით ხალხის ემოციებზე კი არ ითამაშოთ...

არადა პატრიოტი მილიარდელი,ერის , ერის ღირსების დამცველი და ქართველი ერის მოყვარული ასე მოიქცეოდა ...

თუ საგარეო პლიტიკაში არც ინტელექტი, არც ჯკუა და არც განსწავლულობა არ ყოფნის,საქართველო სახელმწიფოს ღ ი რ ს ე ბ ა დაიცვას და სახელმწიფოებრიობის ავტორიტეტი განამტკიცოს მსოფლიო პოლიტიკაში !!!


ასე დაიწყებდა...
ერთი მილიარდით

ევროპული არქიტექტურის ბინებს აუშენებდა, ევროპული კომპანიების მოწვევით !!! ( მინიმუმ 3 ოთახიანებს,ფართე აივნებით...) ასი-ათასამდე საქართველოს მოქალაქეს (პირველ რიგში სოციალურად დაუცველებიდან და იპოტეკარიდან დაზარალებულებიდან დაიწყებდა...) ...

(მით დიდი მოცულობის სამუშაო ადგილებსაც შევქმნიდა!!!)

მათ გულს გაახარებდა და აგრძნობინებდა, რომ ღ ი რ ს ე უ ლ ა დ გრძნობს თავს თავის სამშობლოში და თავს ღირსეულად აგრძნობინებდა...
(მით დანარჩენ მოსახლეობასაც ოპტიმიზმს ჩაუნერგავდა!!!)

მეორე მილიარდს ...

ჯანდაცვის სფეროში ანგარიშშს შექმნიდა და აბსოლუტურად ყველა ავად მყოფი ბავშვების,მოხუცების და საერთოდ ყველა მოქალაქის ოპერაციებს დააფინანსებდა...

(რას ფიქრობთ ხალხო ?!,ამდენ განცხადებებს ტელევიზიებით,რომ აცხადებენ ანგარიშებს... მილიარდელის პატრონმა რა უნდა გააკეთოს ?!...)



მესამე მილიარდით სოფლის მეურნეობაში ,

გლეხებს 10 წლით უფასოდ გადაცემდა ყველა საჭირო სასუქებს,დასავლეთიდან სოფლის მეურნეობის ტექნიკას მასობრივად შეიძენდა და ასე გ ა ნ უ რ ჩ ე ვ ლ ა დ დაურიგებდი სოფელში მცხოვრებლებს !!!


მე-4 მილიარდით ... ტოტალურ მშენებლობებს დაიწყებდი მთიან რეგიონებში და საქართველოს იტალიური,ფრანგული არქიტექურის ისეთ ვილებს აუშენებდა მოსახლეობას,თავისი ინფრასტრუქტურით ,რომ ქალაქებიდან მთებში გარბოდეს ქართველობა საცხოვრებლად ...და საქართველო შვეიცარიის,იტალიისა და საფრანგეთის მთიანეთს დაემსგავსოს,დახატულ კავკასიას!!!

მე-5 მილიარდით ...

სამგზავრო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობებს დაიწყებდა,რომ ერთი დაბაც კი არ დარჩეს,სადაც უაღრესად კომფორტული ვაგონები არ მივა (ყველაზე თანამედროვე შვეიცარიული და ფრანგული ვაგონები,უაღრესად კეთილმოწყობილი !!!) ,როგორც ევროპაშია...მით მოსახლეობა მასობრივად დაიწყება მატარებლებით მგზავრობას ,რაც ძალიან შეამცირებს ავტომაგისტალების გადატვირთვასაც და ბუნებისათვისაც ძალზე კარგი იქნება...
თავისი ინფრასტუქტურით ...აბა განსაჯეთ რამდენი ასეულ-ათასობით სამუშაო ადგილებს შექმნიდა ?!

ამას ყოველივეს დაიწყებდა და
ყოველივე ამისათვის სახელმწიფოს მინიმალურად დაიხმარებდა,მაგრამ სხვა კერძო ბიზნესსაც მოიწვევდა და ყოველივეს დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით გააკეთებდა,სუფთა ქართული მენტალიტეტით (არა საბჭოთა-რუსულ ეპოქაში ჩამოყალიბებული ,,ტრადიციების,, შესაბამისად...არა კრიმინალურ-ფარისევლური მენტალიტეტით) და ცხოვრებისეული ლოზუნგით...,,სჯობს სახელოსა მოხვეჭა,ყოვლისა მოსახვეჭელსა,,!)


და არა მლიქვნელებს,ნაკომუნისტარ -ნაფლიდარი საბჭოთა ,,ინტელიგენციას,, და ყოფილ კომუნისტური ნომენკლატურის ხალხს დაუნიშვდა მაღალ ხელფასებს თუ პენსიებს და ხალხის გასაბრიყვებლად ... ეკლესიები აშენოს ..(ეკლესიები მმართლმადიდებელ ე რ მ ა ხალხიდან აკრებილი ფინანსებიდან უნდა ააშენოს,მადლიანია და ტაძრებს, აღდგენისათვის დასავლეთის შესაბამისი საფინანსო ორგანიზაციებიც!!!) ...


და დღეს რატომ ?!

როცა შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები 2012 წლის არჩევნების შემდგომ...ანუ სიძულვილის და ბოღმის ნთხევის ნაცვლად საქმის კეთებაზე გაეკეთებინათ აქცენტი მის მიერ მოყვანილ ..ოცნების,, ხელისუფლებას,ორიენტირება ...სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით სახელმწიფოებრიობა განევითარებინათ...მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო აეწიათ მსოფლიო პოლიტიკაში და მით ფინანსურად და ეკონიმკურად ახალი ,მძლავრი შესაძლებლობები გაეჩინათ...

რატომ ასე არ მოხდა?!,სხვის გადაბრალება ცბიერების მანიშნებელია მხოლოდ და მეტის არაფრის, და რაში სჭირდებათ ც ბ ი ე რ ე ბ ა ?!!!

მომავალშიც

ადვილად დასაშვები ხო არ არის ?! ,რომ რ ე ა ლ უ რ ა დ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მისი ,,ოცნების,, ხელისუფლება თითქმის არაფერს გააკეთებს მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ა დ ,საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და დასავლურ შესაბამის ინსტიტუტებს ძლიერ დაუახლოვდნენ,რომ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა განვითარდეს და განმტკიცდეს,და მით ხალხში პ ე ს ი მ ი ზ მ ი გააჩინონ ..მიზანმიმართულად,. ვნახოთ ...


ჯერჯერობით ოლიგარქიულ-კრიმინალურ მმართველობის სტილის განმტკიცების მცდელობებს ვხედავთ,სადაც ვიმეორებ მძვინვარებს ნეპოტიზმი და შერჩევითი სამართალი...
ვიმეორებ შედეგად უკვე ერთი მილიარდის დეფიციტი გვაქვს,ლარის კურსი 2,40 მიუხლოვდა,ეკონომის განვითარებისათვის არანაირი გათვლილი პროგრამა- პროექტი არ რასებობს, თუნდაც, ქართველ ბიზნესმენებს დაეხმარონ,რომ გაუადვილდეს ევროპულ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება,ანუ ეკონომიკა რ ე ა ლ უ რ ა დ მოძრაობაში მოიყვანონ...

ეს უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის,რუსეთის ინტერესებებში ხო არ შედის,ასეთი მმართველობა ეტაპობრივად დაასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და სახელმწიფოებრიობის იმუნიტეტს!!!

რაც კი არ დაახლებს საქართველოს ევროკავშირთან,რასაც ითვალისწინებს ეს ასოცირების ხელშეკრულება,პირიქით დააშორებს ევროპულ სტრუქტურებთან (ვიმეორებ,რა მიზანიც აქვთ,საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერს,რუსეთს!!! საქართველოს კიდევ უგრო დ ა ქ უ ც მ ა ც ე ბ ი ს ა თ ვ ი ს ,როგორც ფაქობრივად,ასევე იურიდიულად) ...


ვნახოთ , კიდევ ვიმეორებ! ,ხალხი ბრიყვი არ არის!!!

თუმცა იმედი ვიქონიოთ,საერთოდ არასწორად ვმსჯელობ და ასე არ არის და ასე არ განვითარდება მოვლენები და ...მეოცნებეები როგორმე საქართველოს სახელმწიფოებრიობას განავითარებს და განამტკიცებს..მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ,როცა მ ი ხ ვ დ ე ბ ი ა ნ და სიძულვილით საუბარს აბსოლუტურად შეწყვიტავენ (უკვე წელიწად ნახევარია ხელისუფლებაში მოვიდნენ,დღესაც ამ ენით საუბრობენ (?!)) და მათი მიზანი უპირველესად ერის ი დ ე უ რ ი გაერთიანება გახდება,და მერე...დასავლური პოლიტიკური სისტემის განვითარება,დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციისათვის!!!

ეროვნულ-სამართლებრივი,მუდამ პროგრესირებადი,თანამედროვე,ღირსეული სახელმწიფოს შექმნისათვის!!!

ხო , ბოლოს,მხოლოდ 50 მილიონს დაიტოვებდა 5 მილიარდიდან, (ესეც ბევრია!!!) შვილ-მომავლისათვის, ყოველ შემთხვევაში!!!






რედაქტორის რჩევით