მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
30-06-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
შენი უძველესი ნაწილი მოგესალმები!

მართალია, ევროპულ ცივილიზაციასთან უკვე ანტიკური ეპოქიდან ვართ დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი დასავლური კურსი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე პირველად მაინც მირიან მეფემ განსაზღვრა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ 337 წელს, კონსტანტინოპოლის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან რამდენიმე წელიწადში, ქართლში იმავეს გაკეთება მირიანის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო. მირიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ სამუდამოდ დავუკავშირდით დასავლურ, ქრისტიანულ სამყაროს, როგორც კულტურულად, ისე პოლიტიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გორგასალი ნახევრად ირანელი გახლდათ, ქართველებს დაგვიბარა: გიყვარდეთ
ბერძნებიო. მაშინდელი დასავლური სამყაროს ცენტრი სწორედ აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია იყო. იგივე არჩევანი, ცოტა უფრო გვიან, ეგრისმა გააკეთა. გახსოვთ, პირველი პოლიტიკური დებატები, რომელმაც ჩვენამდე დოკუმენტურად მოაღწია, სწორედ საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხებოდა ფარტაზსა და აიეტს შორის და ისიც გეხსომებათ, რომ ამ დებატებში სწორედ დასავლური კურსის მომხრემ
გაიმარჯვა. მართალია, შემდეგ ჩვენი და ბიზანტიის ურთიერთობა ცვალებადი გახლდათ (მაინც იმპერია იყო) და ჩვენ ხშირად ბალანსის პოლიტიკას მივმართავდით (ეს პოლიტიკა, მგონი, ჩვენი მოგონილია), მაგრამ ბოლოს მაინც მას ვუბრუნდებოდით. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეები სწორედ ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდნენ.

დასავლეთთან ჩვენს მჭიდრო კავშირს წერტილი 1453 წელს დაესვა, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა და ჩვენსა და ევროპას შორის თურქები ჩადგნენ. ჩვენ ისლამური იმპერიებით გარშემორტყმული აღმოვჩნდით, ევროპის ცენტრმა კი ნელ-ნელა სულ უფრო დასავლეთით იწყო გადანაცვლება და ჩვენ უკვე მათგან ძალიან შორს ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენი მეფეები მუდმივად ცდილობდნენ დასავლეთთან ძაფების გაბმას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სულხან-საბა "ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა" და ხელცარიელი გამოუშვეს, მივაპყარით მზერა ჩრდილოეთისკენ. საბოლოოდ რუსეთიც ჩვენთვის ფანჯარა იყო ევროპაში, საიდანაც მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ევროპული ცივილიზაცია შემოდიოდა, თუმცა, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთმა იზოლაციონიზმი აირჩია და ჩვენ ისევ მოვწყდით ევროპას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მრავალი ტანჯვა გამოვიარეთ, რომ ისევ უკან, ჩვენს სახლში დავბრუნებულიყავით, და ამ გზაზე ყველა ხელისუფლებამ თავისი აგური დადო: გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შევარდნაძემ, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან კეკლუცობას თავი ანება, ქვეყანა დასავლეთისკენ პირველმა მოაბრუნა, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ჩაერთო, სტამბოლში რუსეთის ბაზების გაყვანას მოაწერა ხელი და საჯაროდ განაცხადა, რომ ნატოს კარზე აკაკუნებდა; სააკაშვილმა ეს კურსი კიდევ უფრო განამტკიცა, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა!

ამიტომ ზღაპარია ყველანაირი ლაპარაკი ჩვენს აზიელობაზე ან რუსეთთან მრავალსაუკუნოვან კავშირზე. რა არის 200 წელი იმ დროსთან შედარებით, რაც ჩვენ და ევროპას გვაკავშირებს? ამიტომ გამარჯობა, ევროპა, შენი უძველესი ნაწილი მოგესალმები!

ნატო და რუსეთუმეები

რატომ ისევ პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვა! რაღაც ახალ პაკეტს მოგცემთ, ოღონდ MAP-ს - ვერაო! რა იქნება ეს ახალი პაკეტი, არავინ იცის - MAP-ზე უკეთესი თუ უკეთესზე უკეთესი. ამ გაურკვევლობით და ნატოს გაუბედაობით კარგად სარგებლობენ საქართველოში არსებული ანტიდასავლური ძალები და პროპაგანდისთვის იყენებენ. აი, ხომ ხედავთ, ნატო მაინც არ გვიღებს კარს და ჯობია ისევ რუსეთთან დავამყაროთ კარგი ურთიერთობა. იმ ორგანიზაციის გამო, სადაც ცხვირს არ გვაყოფინებენ, პრობლემებს რატომ ვიქმნითო. ამიტომ მაინტერესებს, რა მოხდება, თუ საქართველო ოფიციალურად გამოაცხადებს (არა კულუარულად გააბამს პუტინთან ამაზე ვაჭრობას, როგორც ამას მიშა აკეთებდა თურმე, თავისივე აღიარებით), რომ იგი მზად არის, უარი განაცხადოს ნატოზე, თუ რუსეთი უკან წაიღებს თავის აღიარებას და მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას (ანუ მხოლოდ მზადყოფნას გამოვთქვამთ, უარს კი არ ვიტყვით)? სულაც არ მგონია, რომ რუსეთი ამაზე დათანხმდება, მაგრამ პუტინს მოესპობა ანტიქართული პროპაგანდის მასალა, რომ აი, საქართველო ამერიკელებს მიეყიდა და მზად არის, რასაც ისინი უბრძანებენ, ის გააკეთოს და რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნატოში შევიდეს; ასევე მოესპობათ (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) პროპაგანდის მასალა ქართველ რუსეთუმეებს, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, თუ ნატოში არ შევალთ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება და  აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც დავიბრუნებთ. ჩვენ რა დაგვაკლდება ამით, მაშინ, როცა MAP-საც ვერ გვაძლევენო?

ვაზუსტებ: შენ ამ ნაბიჯით უარს კი არ ამბობ ნატოზე, უბრალოდ, მზადყოფნას გამოხატავ, რომ ვიტყვი უარს, თუ დამიბრუნებ და სანამ არ დამიბრუნებ, გავაგრძელებ ნატოსკენ სვლას. რუსეთი ამაზე თუ დათანხმდა, მაგას რა ჯობია, მაგრამ ამის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მაშინ გამოდის, საკუთარ მოკავშირეებს უნდა უთხრას, რომ ჩემი აღიარება და თქვენ გვერდში დგომა არაფერს ნიშნავს და შემიძლია, როცა დამჭირდება, თხასავით გაგყიდოთო; ხოლო თუ არ  დათანხმდება (და ასეც მოხდება), ჩვენი რუსეთუმეები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩებიან. ეს კი სულაც არ არის პატარა საქმე.

რაც შეეხება აზრს, რომ ასეთი მზადყოფნის გამოხატვის შემთხვევაში დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, სრული სისულელეა! უკრაინამ მარტო მზადყოფნა კი არ გამოხატა, საერთოდ უარი თქვა ნატოზე, მაგრამ დასავლეთი მაინც მხარში უდგას, ევროკავშირთან ასოცირებას სთავაზობს და იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე ჩვენ 2008 წელს დაგვეხმარა. ჩვენ გამო რუსეთისთვის მაშინ სანქციებიც კი არ დაუწესებიათ! თან შეიძლება ეს ყველაფერი წინასწარ შევათანხმოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან! ავუხსნათ, რომ ნატოს გაუბედაობით საქართველოში პრორუსული ძალები სარგებლობენ. ასე კი ყველა დაინახავს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემა მხოლოდ ნატო სულაც არ არის, რომ მას სულ უფრო მეტი უნდა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ნეიტრალიტეტის სანაცვლოდაც კი არ დაგვიბრუნებს, როგორც არანაირი შეღავათი არ გაუწია უკრაინას ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდ.
გასაგებია, რომ საკამათო მოსაზრებაა, მაგრამ ვიკამათოთ, სხვა რა დაგვრჩენია?!
luxo
11 ივლისი 2014 11:03
ხვალ რა იქნება?
”საქართველო სქილასა და ქარბიდას შორის”
ცხადზე ცხადია, ეპოქები ისე დამოკლდნენ,
გზა და მანძილი ცის და მიწის, ისე მცირდება,
ხვალე რომ, მთვარის აივნიდან მართლა გადმოვდგეთ,
”მერედა და რაო” ზოგს ესეც არ გაუკვირდება,

იცვლება წესი, იცვლება ზნე, ფიქრიც იცვლება,
ვჩქარობთ ხვალის დღე, დღეს გავხადოთ უკვე საჩინო,
კაბის ზომები მსოფლიოში, ისე დამოკლდნენ,
მალე იქნება, სარცხვინელიც გამოვაჩინოთ.

. . . მაცდურს ვერიდოთ ქართველებო, რაც უნდა მოხდეს,
მადლობა უფალს! ჯერაც გული მაგრად გვიცემსო,
მრავალი ერი გადაგვარდა, მრავალი მოსპეს,
ჩვენც, მაზაკვალის არტახები, მაგრად გვიჭერსო.

. . . საბა მიგვიძღვის, ფეხდაფეხ კი რუსეთი მოგვდევს,
უნდა მოვასწროთ, ევროპაში შევაბიჯოთო,
მაგრამ გვახსოვდეს ქართველებო! რაც უნდა მოხდეს,
მარად და ყველგან, ქართველებათ დავრჩეთ ბიჭებო!
*
lukho
11 ივლისი 2014 10:49

arsad arvis uTqvams. . .
“gangebam, ori ram agvikrZala qrTvelebs: erTi piris qona da uzomo
gamravleba.”
ucnauri xalxi varT, ucnauri eri,
arc yvelaze Wkviani, arc yvelaze Steri.
rac sxvasa sWirs isa gvWirs, naklebi Tu bevri,
magram cota raRaciT, cota sxvagvar feri.

rac gviyvarda is gviyvars, isev gaxelebiT,
lxinSi camde avdivarT, WirSi vimduRrebiT,
sxvisTvis ia-vardi varT, ZmisTvis nar_eklebi,
ucnauri xalxi varT, gqvia qvrTvelebi.

mtkavel miwas ar mivcemT, mezobels da moZmes,
moyvris jibrze moviyvanT gadamTiel moymes,
Tundac, Tvalis amomgdebs, erTianad momTxrels,
ucnauri xalxi varT, rac arunda moxdes,
Cven lodic rom dagveces, mas kenWic ar moxvdes.
arc Zalian vmravldebiT, arc mTlad amovwydebiT,
ufali rom gvibrZanebs, mters zed SevakvdebiT.
yvelas mefoba gvinda, Tu migviwvdaA xeli,
SegviZlia kidevac,_ heri biWo heri.
kargi gamogvereva, misi SuriT vskdebiT,
cocxals_ saSvels ar mivcemT, mkvdars zed gadavyvebiT,
asi wlis moxucebic dedas vificebiT
saflavs Tundac mtrisas, fexiT ar SevdgebiT,
ucxos, karSi Semosuls, RviniT xelSi vxvdebiT,
ra vqnaT Zveli xalxi varT, veRar SevicvlebiT.
_babilonis godolic, rom ar ganmeordes,
qaTvelebs gvekrZaleba, erTi piri gvqondes.
. . . .
qals vadidebT odiT, qals mSobels da dedas,
eris gadamCenels, Cven dedaSi vxedavT,
saficars da nanatrs, rac ki aris qveynad,
qalis saxels varqmevT da veZaxiT dedas.
miwas, da did qalaqs, uxv da did mdinares,
kacsac guTnis dedas_ ofl Camomdinares,
. . .deda boZsac, mzesac, qalis saxiT vxedavT,
rac gviyvars da mogvwons Cven vuwodebT_ dedas.
da_Zma, gogo_biWi, col_Svili, col_qmari.
mudam qaliT viwyebT, qali, qali, qali!
ZmasTan, casTan, kacTan mas pirvelsa vxedavT,
da lazares eniT, imis Tqmasac vbedavT,
rac aravis uTqvams, arc ersa da arc bers,
arcerT eniT, arsad, aTasidan arcerTs,
qals dedas da mSobels_ uwodebdes qal_RmerTs!
mxolod enam qarTulma, SesZlo eTqva aseTi:
kacs RmerT_ kaci uwoda, qals ki, qals ki, qal_RmerTi.


iqneb mkrexelobad CagviTvalos vinmem,
ra vqnaT, Cveni ena iarsebebs vidre,
veRar SevicvlebiT, axals ver daviwyebT,
Cven, lazares enis anabanas mivdevT.
uTvalav wels iTvlis,
Cveni navTsayudari,
Cveni wminda mamebis
locviTa da mudariT,
sad videqiT, iq vdgevarT,
da xvalac aq vidgebiT,
radgan, deda_dedoflis,
wilxvedrilad viTvlebiT.
. . . . . . .
arsad arvis uTqvams, vambobT qarTvelebi:
_ RmerTo!_ dagviloce Rirseuli mtrebi!
ჯავახელი
09 ივლისი 2014 11:53
არა რა...კომენტარს არ მიქვეყნებთ ცუდათ, არც უხამსობა იყო და არც არავის შეურაწყოფა და რა გინდათ?
მოკლედ ჩემო მერაბ ერთს გეტყვი, არც ნატოს ვუყვარვართ, არც რუსეთს ყველას ჩვენი გადაყლაპვა უნდა..(თურქეთსაც, სომხეთსაც და აზერეთსაც)
ნატო ნატოო და ვერ ნახე რა დღეში ჩააგდო რუსეთმა? ეგა დაგვიცავს? არაა ჩემი მტერი...
პ.ს. მე რო მკითხოთ (ვიცი არ მკითხავთ,მაგრამ მაინც) ნატოში შესვლა არ გვჭირდება. ვიყოთ ევროკავშირში და შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი..დაე ხოცონ ერთმანეთი დანარჩენმა მსოფლიომ!

რედაქტორის რჩევით