ვინ შეიტყაპუნა ლტოლვილების ფული?!
01-09-2014
ვინ შეიტყაპუნა ლტოლვილების ფული?!
ლტოლვილთა და განსახლების ახალი მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით, ობიექტებზე, სადაც დავით დარახველიძის მინისტრობისას დევნილები შეასახლეს, მონიტორინგი ჩატარდა, რის შემდეგაც  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დასკვნა მოამზადა და სამართალდამცავ ორგანოებს შესასწავლად გადასცა. რა დარღვევები აღმოჩნდა აახალაშენებულ ობიექტებზე და როგორ  პასუხობს სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ბრალდებებს ყოფილი მინისტრი, ამის გარკვევა ვცადეთ.

ნანა კანკია, ტყიბულის დევნილთა საცხოვრებელში შესახლებული: "წელიწადიც არ არის, რაც აქ ვცხოვრობთ. აქაურობას ნესტი ჭამს, კედლები რამდენჯერაც უნდა შეღებონ, არაფერი შველის.
ონკანიდან შავი წყალი მოდის. არც ჭერი ვარგა, არც იატაკი. მეტიც, როცა  დავდივართ, იატაკი ტორტმანობს".  

მარინა ადამია, ტყიბულის დევნილთა საცხოვრებელში შესახლებული:
"აქ შემოვედით, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. თუმცა, მალე მილებიდან წყალმა გამოჟონა. კარის გაღება-დაკეტვაზე  კედლები იბზარება და თაბაშირი ცვივა. როცა ქარია,  ჭერი ადის და ჩამოდის".

ნონა
ხვადაგიანი, ქუთაისში დევნილთა ობიექტზე შესახლებული:
"კედლები უკვე დასკდა და დაიბზარა. ბათქაშიც ცვივა, ერთ ოთახში  კედელი ოთხი ფერით არის შეღებილი. სანტექნიკას ხომ მუდმივად ვაკეთებთ და მაინც მწყობრიდან გამოდის. ელექტრობა ისეა გაყვანილი, მადუღარას ჩართვასაც ვერ უძლებს".

"კვირის პალიტრა" სოზარ სუბარის პირველ მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს  ესაუბრა:
- კომპანია "ენბიჯიმ" ნაკისრი ვალდებულება სანახევროდაც ვერ შეასრულა, ამიტომ მასთან  ურთიერთობა შევწყვიტეთ და შესყიდვების სააგენტოს ამ კომპანიის "შავ სიაში" შეყვანა ვთხოვეთ.

- საზოგადოებამ ამ ფაქტების გასაჯაროება ამჟამინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის წინამორბედ მინისტრთან, დავით დარახველიძესთან დაპირისპირებად აღიქვა.
- ახალი მინისტრის დავალებით, პირველივე დღიდან დაიწყო მონიტორინგი  და აღმოჩნდა, რომ  ზოგიერთ ობიექტზე პრობლემები არა მარტო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უპასუხისმგებლობით იყო გამოწვეული, არამედ უკონტროლობითაც. შესაბამისად, ორი დეპარტამენტის და ერთი  სამმართველოს უფროსი, ასევე რამდენიმე თანამშრომელი დავითხოვეთ.

- ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა რატომ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები?
-  ტენდერებში მონაწილე კომპანიები გამარჯვების მიზნით სახელმწიფო უწყებებს სამუშაოების იაფად შესრულების პირობებს  სთავაზობდნენ და იმარჯვებდნენ, შემდეგ კი სანახევროდაც ვერ ასრულებდნენ სამუშაოს. თუმცა, დაგვპირდნენ, რომ ხარვეზებს საკუთარი სახსრებით აღმოფხვრიან.

- ამასობაში ლტოლვილები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, საკმაოდ სოლიდურია თანხები, რომლებიც კომპანიებმა მიიღეს.

- გეთანხმებით, და ამიტომაც დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. ისინი თავად განსაზღვრავენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ვინმეს თუ მხოლოდ დისციპლინური.…

დავით დარახველიძე, ექსმინისტრი: "რეგიონებს, მშენებლობებისა და განსახლებების ჩათვლით, კურირებდა ჩემი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც რამდენადაც ვიცი, დღესაც იმავე თანამდებობაზეა. მინისტრის ყოველდღიური მოვალეობა არ იყო მშენებლობების გაკონტროლება. 

ყველა ობიექტზე, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა, არსებობდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც  ხარისხსაც ეხებოდა და  სამუშაოების მოცულობებსაც. არც ერთ შემთხვევაში დასკვნა უარყოფითი არ ყოფილა. ამიტომ ამ თემაზე პირადად მე კომენტარს აღარ ვაკეთებ. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნახევარიც კი არ არის მართალი".


ცნობისთვის

ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში მდებარე ობიექტის (ბინები 62 დევნილ ოჯახს გადაეცა) რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ენბიჯიმ" განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 1.158.000 ლარი შეადგინა. შენობაში დევნილები 2014 წლის მაისში შესახლდნენ.

ტყიბულში, გამსახურდიას #42-ში მდებარე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კი შპს "ს.ე.ნ."-ი აწარმოებდა, პროექტის ღირებულება 755.934 ლარი იყო. შენობაში სულ 35 ბინაა. დევნილები აქ 2013 წლის ივნისში შესახლდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადების გადაცილების გამო კომპანია 3.897 ლარით დაჯარიმდა. "ს.ე.ნ."-მა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა სამტრედიაშიც, 79-ბინიან ობიექტზე. პროექტის ღირებულებამ 1.519.602 ლარი შეადგინა. შენობაში დევნილები 2013 წლის ივნისში შესახლდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადების გადაცილების გამო კომპანია 7.373 ლარით დაჯარიმდა.
jabas
10 სექტემბერი 2014 17:24
რა შუაშია ნაცები? წადი აბა ნახე ნაცების დროს აშენებული ლტოლვილების სოფლები, რომელი სახლი ინგრევა ან რომელს ჭამს ნესტი, იმავე თანხებშია აშენებული ბევრად უკეთესი ხარისხის სახლები. რამდენი გონებაჩლუნგიც ახალ მთავრობაში გამოერევა და სისულელეს იზამს, ნაცებს უნდა ვაბრალებდეთ? ასეთი მიდგომით ნაცებზე უარეს მონსტრებს მივიღებთ.
ჯაბა
05 სექტემბერი 2014 00:19
კახას, ვერ გავიგე სახელმწიფო არ უნდა ითვლიდეს რა ჯდება ის თუ ეს ობიექტი? მაგრამ ამას თავი უნდა რაც უკვე დიდი დეფიციტი გახდა საქართველოში, სად არის ლოგიკა ვიღაც იტყვის მე ას ლარად სახლს აგიშენებო და შენც გახარებული თანხმდები. მე ვფიქრობ აქ ისევ ნაცების სტილია, ის ფულიც დაახარჯინე რაც მიეცი და მერე დააჯარიმე ან დაიჭირე და გააყიდინე თუ რამე აქვს, აბა დავფიქრდეთ, მე მგონი უფრო რეალობა ასეა.
ana
03 სექტემბერი 2014 05:58
ვის აჯავრებს საკუტარ ქვეყნიდა ისევ საკუტარ ქვეყანაშივე გამორეკილტა ბედ-იღბალი?არავის.. ძველ და ახალ მტავრობის წარმომადგენელტა ოჯახები 300 და მეტ კვადრატუ მეტრ ფარტში ცხოვრობენ.ზოგიერტებს სასახლეები აქვტ ცჰვენი მშობლებისა და ბაბუების შრომიტ აშენებული,სხვადასხვა დანიშნულებისატვის,შემდგომ კი კაპიკების ფასად ტიტო ვაუჩერად შესყიდული სასახლეები სამ და ოტხ სულიან ოჯახს უჭირავს. გაივლიან მაგალ დაბურულ მინებიან ჯიპებიტ და ვერ ხედავენ სიგარიბის ჭაობში ჩაძირულ საკუტარ ხალხს. არჩევნების დროს კი გამორეკილტა კარებზე ერტმანეტს ასწრებენ ,სასაჩუქრებიტ ხელ დამშვენებულები მიდიან,საჩუქრებიტ რომელიც მატ ერტი შამპანურის ფასი უჯდებატ.უკან დასდევენ ვაი ჟურნალისტები და არის ერტი ალიაქოტი.მერე?მერე ყველაფერი ავიწყდებატ..ერტხელ ტუ ვინმემ დასტმო და არ მიტვისა გამორეკილტა ტანხები? იმ ტანხებიტ ხომ რამოდენიმე ატას ოჯახს ჭერი ექნებოდა?ტუ რამ გაკეტდა უსახური და უხარისხო,ისევ ასაშენებელი ტავიდან.გამორეკილების დიდ ნაწილი ვეგარ უდზლებს ამ სიდუხჭირეს,ზოგი 40 წლის ასაკამდე ვეგარ აღწევს,და კვდება.ასაკოვან ხალხს კი სიკვდილი ოცნებად ექცატ,თუ ვინმესგაუმარტლა და ვაი საცხოვრებელი მისცეს,გამორეკილები ისევ იმიტომ რჩებიან იქ რომ კარს მომდგარ სიკვდილს საკუტარ ,,ვიტომ ჭერ ქვეშ შეხვდეს,.სუბარი არც ადრე ექნა ღმერტს სადაც იყო და არც აქ ვარგია რამედ.. ვიდრე ფურცლებიტ იფრიალებენ ვიტომ სიმარტლის დასადგენად,და დამნაშავის დასასჯელად ჩვენ აგარ ვიქნებიტ ცოცხლებს შორის. ..მერე რამდენიც გინდატ წაიგეტ სახლში ჩვენი კუტვნილი გროშები,მიიტვისეტ ბინებიც..იქნებ დაძღეტ..უფალი ყველას ერტ დღეს განიკიტხავს ..

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები