ალასანიას ავანტიურა?!
29-09-2014
ალასანიას ავანტიურა?!
"ისედაც ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს დასავლეთის მოკავშირეობას გაესვას ხაზი
და ნამეტანს ნუ ვიზამთ"

"აფხაზეთში უკვე გამოჩნდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ემისრები, რაც საგანგაშო სიგნალია..."


ამერიკული გამოცემა Foreign Policy იუწყება, რომ თბილისმა აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ის ინკოგნიტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და დასტურად საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე მოჰყავს. Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა,
რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. არჩილ გეგეშიძის განცხადებით კი, ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო. შეთავაზება უარყო საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმაც. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკელების მისამართით თბილისის მხრიდან გარკვეული შეთავაზება მართლაც იყო და ამას ადასტურებს ისიც, რომ ანალოგიური ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
გაავრცელეს "როიტერმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა".

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი:
- შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ სირიელი ამბოხებულების გარკვეულ ნაწილს გამოიყენებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ისინი ასევე ებრძვიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ასადს კი სერიოზული მხარდაჭერა აქვს რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება სირიის ოპოზიციას - ის გაყოფილია ორ ნაწილად: რადიკალურ და შედარებით პოზიტიურ ოპოზიციად, რომელიც მისაღებია დასავლეთისთვის. რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს "ისლამური სახელმწიფო", რომლის მებრძოლები (ძირითადად სუნიტები) საშინელებას სჩადიან სირიასა და ერაყში, დაიპყრეს უზარმაზარი ტერიტორიები და მიადგნენ თურქეთის საზღვარს. საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად - "ისლამური სახელმწიფო" მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციაა, მისი წევრები არიან არა მარტო ჩვენი მეზობლები ჩრდილო კავკასიიდან, არამედ ჩვენი თანამემამულეებიც პანკისის ხეობიდან.

- თუ თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მეამბოხეების გაწვრთნაზე, ეს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. თუმცა ფაქტია, ინფორმაციამ პრესაში გაჟონა...
- თუ იყო მსგავსი შეთავაზება, ამ საიდუმლო ინფორმაციის პრესაში გაჟონვას შესაძლოა, ტერორისტებმაც შეუწყვეს ხელი. "ისლამურ სახელმწიფოს" უზარმაზარი ბიუჯეტი და დიდი აგენტურული ქსელი აქვს. რაც ნაკლები ქვეყანა ჩაერთვება ანტიტერორისტულ ოპერაციაში, მით უკეთესია მათთვის... ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ - შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებიც გახდნენ ტერორისტების მსხვერპლნი, საქართველო კი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. შესაძლოა, საქართველომ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა ლოგისტიკის კუთხით (აეროდრომების გადაცემა) მიიღოს, დაეხმაროს სირიელ თუ ერაყელ დევნილებს და ა.შ. თუმცა ჩვენთან რაღაც ფორმირებების გაწვრთნა არასწორი იქნება - მით უმეტეს, სირიის დღევანდელ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. Aამ ფორმირებების სამიზნე ხომ ასადის ხელისუფლებაც გახდება?! ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას რუსეთთან ურთიერთობაში. Aაქვე შეგახსენებთ, რომ ასადს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია... აქვე ვიტყვი ერთსაც - მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ თუ გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო და ირაკლი ალასანია მთავრობის ხელმძღვანელობისგან ფარულად აწარმოებდა მოლაპარაკებას ვაშინგტონთან მეამბოხეების გაწვრთნაზე, ეს დიდი ავანტიურა და კატეგორიულად მიუღებელია.
ტერორიზმი არის ისეთი საკითხი, სადაც სერიოზულ გადაწყვეტილებებს ქვეყნის პირველი პირები უნდა იღებდნენ, მათი შეთანხმების გარეშე სერიოზული ნაბიჯის გადადგმა დანაშაულია.

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევის კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი: - დღეს სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ 14-მდე დაჯგუფება იბრძვის, აქედან 13 ისლამისტურია. ამიტომ საინტერესოა, რომელი მეამბოხეების მომზადებაზეა საუბარი?! როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბრები ნამდვილად იყო - ასეთი სერიოზული გამოცემები ტყუილებს არ წერენ. ამერიკულ პრესაში ორი ვერსია ვრცელდება: 1. ამერიკელებმა სთხოვეს ქართულ მხარეს საწვრთნელი ცენტრის შექმნა და 2. ინიციატივა ქართული მხარისგან მოდიოდა. Aამიტომ გასარკვევია, ვინ ვის შესთავაზა. ისე, ამერიკასთან თუ ვინმე აწარმოებდა მოლაპარაკებას, ეს ალბათ თავდაცვის სამინისტრო იყო და იმედია, მთავრობის ხელმძღვანელობა საქმის კურსში გახლდათ.  მივიჩნევ, რომ საქართველოს, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთ რთულ რეგიონში მდებარეობს, უ
ფლება არ აქვს, რაღაც მეამბოხეების გაწვრთნის ფორმით ჩაერთოს მსოფლიო დაპირისპირებაში.
მაშინ, როდესაც ტერორისტებისა და ისლამისტების სამიზნეა ჩრდილო კავკასია და ჩვენ აქ მეამბოხეების გაწვრთნას დავიწყებთ (რა მიზნებით, არ აქვს მნიშვნელობა), ხომ არ გამოვა ისე, რომ ჩვენ შეუგნებლად ტერორისტებს ვეხმარებით?!

ისედაც ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს დასავლეთის მოკავშირეობას გაესვას ხაზი და ნამეტანს ნუ ვიზამთ. არ დაგვემართოს ისე, საქონელი დაკლეს და ქათამი ზედ დააკლესო. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ასადთან დამოკიდებულებას, ამ ფაქტს მოსკოვი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი:


- დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების გარკვეული ფიგურების, კერძოდ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას არაკოორდინირებულ ქმედებასთან. როგორც ჩანს, ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელის საქართველოში ვიზიტისას, ალასანიამ მას შესთავაზა აქ სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა. ქვეყნის ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე ასეთი შეთავაზებები სუფთა წყლის ავანტიურაა. 

- თქვენი აზრით, რატომ უნდა მოქცეულიყო ასე ალასანია?
- ჯერ ერთი, თვითპიარის გამო - ალასანია უკვე დიდი ხანია მუშაობს საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე და ამისათვის სახელმწიფო რესურსებს იყენებს. მეორე - იგი ამერიკელების წინაშე ქულებს იწერს და მათ წინაშე თავს წარმოაჩენს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა.

მისი მხრიდან ასეთი სერიოზული ვალდებულების აღება ქვეყნის პირველი პირისგან დაუკითხავად დაუშვებელია. თუმცა, ერთია შეთავაზება და მეორეა ის, რომ ასეთი საკითხები მაინც ვერ წყდება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით პრემიერისთვის ცნობილი გახდა ზემოხსენებული შეთავაზების შესახებ და ამერიკელებმა ვერ მიიღეს საბოლოო პასუხი - მზად იყო თუ არა საქართველო რაღაც ფორმირებების გაწვრთნისთვის. ამერიკელები იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ "სიგნალური დიპლომატიის" მეთოდი - მესიჯის გაგზავნა, ამ შემთხვევაში, Foreign Policy-ს მეშვეობით. როგორც გამოცემა წერს, მას ეს ინფორმაცია თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

ამერიკელებმა თვითონ გაამჟღავნეს საიდუმლო ინფორმაცია და ამით საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ დაუსვეს საკითხი - უერთდებით თუ არა ანტიტერორისტულ კოალიციას ამ ფორმითო.
მართლაც, ფრთხილად უნდა ვიყოთ - არ არის გამორიცხული, "ისლამური სახელმწიფო" ჩვენც მოგვწვდეს. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში უკვე გამოჩნდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ემისრები, რაც საგანგაშო სიგნალია.

ნანა ფიცხელაური
jemali-s
05 ოქტომბერი 2014 01:08
გაიხარე სიმარტლის ტკმისტვის!!!!!!!!!!!

ისე ჩვენ მოსახლეობე ტუ არ მოვეგეტ გონს და ერტ მუშტად არ შევიკარტი არაპერი გამოვა. როგორ მრცხვენია ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი ტაობის წინაშე( ტუ არაპერი ვიღონეტ). ეჰ..მარტლა რამდენი სისხლი დაუღვრიატ ნამდვილ, კაცურ კაცებს საკარტველოში, და ეხლა ვინ ტლაპას საკარტველოს???? გამყიდველები, უსულო ხალხი( ნამუსს შეგნებულად არ ვახსენებ, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აკვს ამატ :ნაც-კოცებს).
mmg
04 ოქტომბერი 2014 17:11
სწპრია, მაინც არაფერი არ ჭრის მაგათთან, ჩაჩნებივით გვექცევიან (ორმაგი სტანდარტებით)! "და პაშლი ანი"...
jemali
03 ოქტომბერი 2014 22:38
საქართველოს ისტორიას გადახედეთ, ვიბრძოდით მონღოლების, ყიზილბაშების, თურქების, რუსების მხარეს , მათი ინტერესებისათვის და რა მოგვიტანა ასეთმა მართლაც უანგარო დახმარებამ სისხლისა და სიკვდილის გარდა.ეხლა კი ამერიკისათვის(მსოფლიო უსაფრთხოებისათვის არა ტორტი) საკუთარი ქვეყნისათვის ვერ მოგვივლია , ეკონომიკა გაცამტვერებულია, გინდა ნაციონალების გაუმაძღრობითა, გინდა ქოცების უვიცობით.ბანკებმა გადაყლაპეს ქვეყანა,მათ შორის ქართუმაც,როგორც გინდა ისე გაიგეთ.გულანთებული ხალხი გამოგვიყენეს და 200-250 ე.წ. პოლიტიკოსის ცხოვრება ავაწყვეთ,ერთ კაცს კი მილიარდები გადავურჩინეთ,რომელსაც სააკა მაგრად წველიდა.ეხლა კიდევ სხვის ომში უნდათ ჩაგვითრიონ.საკუთარი დაკარგული ხომ უკვე დავიბრუნეთ.აუ რამდენი დამიწერია და კიდევ 1000 ამდენი დასაწერია.ყველანი დიდი ჟ-ჯოხებითა ხართ გასაყრელი.
რეზიუმე-ძაღლი სახლში არ ვარგოდა,სანადიროდ გარბოდაო

რედაქტორის რჩევით