რა “სიურპრიზს” ჰპირდება ღარიბაშვილი ალასანიას – “ყველაზე სკანდალური საწვავის საქმე იქნება”(ექსკლუზივი)
06-11-2014
რა “სიურპრიზს” ჰპირდება ღარიბაშვილი ალასანიას – “ყველაზე სკანდალური საწვავის საქმე იქნება”(ექსკლუზივი)
“როგორც ვიცი, სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მარნეულის ბაზის გარემონტების პერიპეტიებმა”

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის”



საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მოსახლეობა კიდევ ბევრს სიურპრიზს გაიგებს  ირაკლი ალასანიას შესახებ.

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ალასანიამ ღარიბაშვილს ასე უპასუხა: "რაც უნდათ ის აკეთონ, პროკურატურას ბოლო დროს მუქარის გარდა არაფერი გაუკეთებია,
ვერანაირად ვერ შეაჩერებს “თავისუფალი დემოკრატების” გეგმებს. “

როგორც “კვირის პალიტრას” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სავარაუდოდ, პრემიერი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული  ტენდერების შესახებ ახალი სკანდალი ატყდეს და საქმეც აღიძვრეს. მისი ინფორმაციით, პროკურატურა სულ 12 ტენდერის ჩატარების პერიპეტიებს სწავლობს:
“მათგან გამოვყოფდი საწვავის საქმეს, ჯარისკაცების კვებით
უზრუნველყოფის ტენდერის საქმეს და ბაზების რემონტის საქმეს. როგორც ვიცი, სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მარნეულის ბაზის გარემონტების პერიპეტიებმა.  ჩემი ინფორმაციით, ყველაზე სკანდალური საწვავის საქმე იქნება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში  ზემოთ ჩამოთვლილი ტენდერებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას გააკეთებს”.
არსებული ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში სულ 1,010 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 167.826.000 ლარი შეადგინა.

აქვე შეგახსენებთ,  რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე(კაბელების საქმე)  მასალები გადაუგზავნა. ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე.

“ასევე პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვინით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მიერ მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებისა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობის შემოწმება", - აღნიშნულია  პროკურატურის განცხადებაში.
ნუცა
09 ნოემბერი 2014 17:24
ალასანიას გაცეცხლება მიგვანიშნებს რომ ვერააქვს კარგი საქმეები ნაკეთები. რა ეგონა შეეშინდებოდა პროკურატურას? ძალიან მომწონს ჩვენი პრემიერი, ყველა მართალი ადამიანი ასე მოიქცეოდა
glaxuna
09 ნოემბერი 2014 01:41


რა გჭირთ ქართველობამ,
რა დაგემართათ,

რამ დაგავიწყათ რეალური მ ტ ე რ ი ,
აფხაზეთი,სამაჩაბლო..
მხოლოდ იმიტომ,რომ ქართველობამ 200 წლოვანი ნანატრრი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა აღადგინა..

იქ ქართველთა ეთნოწმენდები,

ოკუპაცია და დღეს სრული ანექსიის მცდელობები..


ნუთუ მართლა ფიქრობთ,რომ აშშ-ს და დასავლეთს ეშინია რუსული ძალების საქართველოში არ მოვიდნენ ?!

მათ არანაირი ს ა ფ რ თ ხ ე არ ემუქრება მით,
უ დ ი დ ე ს ი,მხოლოდ
საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა ს და მისი ტერიტორიული მთლიანობის ემუქრება. მხოლოდ...

დაიხურავენ ქუდს, თუ ასე გააგრძელეს მეოცნებეებმა ,(არამყარი სახელმწიფო სტრუქტურებით მმართველობა,მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ...)

ძალიან მ ა ლ ე ,თავაზიანად დაგვემშვიდობებიან და შეწყდება...ფინანსური,პოლიტიკური,სამხედრო მხარდაჭერა საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ა თ ვ ი ს (რაც გრძელდება უკვე 24 წელია.) ,შედეგად...

რუსეთი სომხეთთან საზღვრების გაყვანაზე უკვე მსჯელობს,კრიმინალური გუბერნიებად საქართველო, უკვე გადააქციეს და მიტომ,უკვე ღ ი ა დ დაიწყეს საუბრები...

2012 წელს ქართველობა გ ა ა ბ რ ი ყ ვ ე ს (აღიარეთ ,ყ ვ ე ლ ა მ ,რომ გ ა მ ო გ ი ყ ე ნ ე ს ,თქვენი არასახელმწიფოებრივი აზროვნებისა და უპასუხისმგებლობის გამო და რაც უფრო ადრე გააკეთებს თითოეული პიროვნება და ძალა,მით უფრო მალე გავერთიანდებით,და ერთობით შეცდომებს ნაკლებად დავუშვებთ,ასე გამოჩნდება პერსპექტივები...)

და დღეს კრემლის სტრუქტურები უკვე თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურებში მომძლავრდნენ და მ ო შ ა ლ ე ს შიგნიდან სახელმწიფო,(უკრაინის და იანოკოვიჩის მაგალითი,სრულიად თვალსაჩინოებისათვის...) სწორედ 2012 წლიდან,შ ი გ ნ ი დ ა ნ სახელმწიფოს უშიშროების ინუნიტეტი და ...
... ... შედეგებიც ძალიან მალე ა შ კ ა რ ა იქნება!!!


თუ ახლაც ვერ ა ზ რ ო ვ ნ ე ბ თ ,მაშინ ...


შედით მაგ რუს-მონღოლეთის იმპერიაში,მეტის ღირსი მაინც არ ვიქნებით და ვიცხოვრებთ,ს ა მ წ უ ხ ა რ ო თ ,

ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემაში,ანუ სრულიად უ ს ა მ ა რ თ ლ ო გარემოში, თან პირობას გაძლევთ,რომ 68-ე ადგილიდან ცხოვრების დონით და ხარისხით ვერასოდეს აცდებით და ხალხი ერთმანეთს რ ე ა ლ უ რ ა დ მხოლოთ...შიშებით,სიძულვილით,ცბიერებით,ცინიზმით,ფარისევლებით,დაუნდობლობით გ ა ბ ო რ ო ტ ე ბ უ ლ ე ბ ი უყურებენ და იცხოვრებს,როგორც მუდამ რუს-მონღოლეთში...

სადაც გამოირიცხება რაიმე მიმართულებით პოგრესირება --ინტელექტუალური,მენტალური,კულტურული,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ რ ი ვ ი ,სოციალური და...


ნუთუ ყოველივე თავიდან უნდა დაიწყოს პ ა ტ რ ი ო ტ მ ა ქართველობამ,თ ა ვ ი ს --- უ ფ ლ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს ,ანუ პ რ ო გ რ ს ი რ ე ბ ი ს უფლებისათვის ?!

მარიამ
09 ნოემბერი 2014 00:32
"სილქნეტ"-თან ხელშეკრულების დადებამდე სრულ ინფორმაციას ფლობდა შსს, ეკონომიკის სამინისტრო, კონტრდაზვერვა, უსაფრთხოების სამსახური(ოდეერი), თავად პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ ხელშეკრულებაზე თანხმობა განაცხადა. ეხლა რა ხდება, რატომ ატყდა ჟივილ-ხივილი? რა თქმა უნდა პოლიტიკაა. ღარიბაშვილის განცხადებები კი ნამდვილად უკანონოა. კონკრეტული საქმეების წინასწარ გაცხადება მიუთითებს შეკვეთაზე.

რედაქტორის რჩევით