"არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კახა კალაძე იყოს" - ვინ იქნება შემდეგი?!
10-11-2014
"არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კახა კალაძე იყოს" - ვინ იქნება შემდეგი?!
"გამოძიების ფინალი ალასანიასთვის ბრალის წაყენებაა"

"საუბარი იმაზე, რომ მყარი უმრავლესობა აქვს "ქართულ ოცნებას", არაადეკვატურია"


ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელის, ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, სადაც კორუფციული სქემები არსებობდა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში არაერთი კორუფციული სკანდალის მოწმენი გავხდეთ.

- თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებშიც არსებობს კორუფციული სქემები, რასაც ხელს უწყობენ ამავე უწყების პირველი პირები. დადგება დრო, როდესაც ეს სქემები გამოვა სააშკარაოზე. ამ ეტაპზე არ
მინდა კონკრეტული ბრალდებების გახმოვანება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ მთლად ისე არ არის საქმე, რომ მხოლოდ ალასანიას უწყებაში ტრიალებდა უბედურება.
ძალიან ბევრ უწყებაში ჩანს რაღაც-რაღაცები. ზოგიერთ თანამდებობის პირს ჰგონია, მისი
დრო არ დადგება, არადა, მინდა მათ ვუთხრა, ვინც ამ სქემებს ლობირებენ, ეს დრო ყველასთვის დადგება.  ხშირად ისმის კითხვა: ვინ იქნება შემდეგი? არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კახა კალაძე იყოს. არის რაღაც გარიგებები, სადაც პირადად მინისტრის მონაწილეობა იკვეთება. 

კალაძე საკმაოდ სერიოზულ ბიზნესებს ფლობდა, მათ შორის - ენერგეტიკის სფეროში და ცხადია, ლობირებას გაუწევს თავის კომპანიებს. პირდაპირი ფორმით მას ბიზნესში მონაწილეობა ეკრძალება, თუმცა, არსებობს სხვა საშუალებებიც. სავარაუდოდ, სწორედ კალაძე იქნება მათ შორის, ვინც არცთუ ისე გვიან ალასანიას ბედს გაიზიარებს(!)

- თქვენ იცით, რომ ენერგეტიკის სამინისტროზე პროკურატურაში აქვთ კონკრეტული მასალები?

- პროკურატურაში იციან ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ პროკურატურა გარკვეულწილად დამოკიდებულია მთავრობაზე. ეს რომ ასეა, "ქართულ ოცნებას" ვერ დავაბრალებთ, რადგან თავის დროზე, სააკაშვილმა ჩამოაცილა პროკურატურა მართლმსაჯულების სისტემას და ის მთლიანად დამოკიდებული გახადა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

რატომ ინარჩუნებენ დღემდე სააკაშვილის შექმნილ მოდელს, ეს თავად ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. პროკურატურა ამ მასალებს წამოწევს, როცა საჭიროდ ჩათვლის ხელისუფლება.

- რაც შეეხება ალასანიას... გაქვთ მოლოდინი, რომ მას ბრალს წაუყენებენ?
- რა თქმა უნდა, გამოძიების ფინალი ალასანიასთვის ბრალის წაყენებაა. ყველა გზა მასთან მიდის. ვისაც ესმის გამოძიების ტექნოლოგიები, ამას ადვილად შეამჩნევდა. შეიძლება ეს ამჟამად არსებული ცეცხლის ფონზე, არ გააკეთონ, მაგრამ, როგორც კი შედარებით დაწყნარდება სიტუაცია, ეს გარდაუვალი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, ეს გამოიწვევს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში?

- ბატონი პრემიერი კი აცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ის ინარჩუნებს მყარ უმრავლესობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი მყარი უმრავლესობა არ არსებობს. პირველი კრიზისი მათ გადალახეს ყოფილი "ნაციონალების" ხარჯზე. საუბარი მაქვს ჯგუფზე, რომელიც ჩამოყალიბდა მაჟორიტარების ფრაქციად და ისინი უმრავლესობაში გაწევრდნენ. არადა, ეს ადამიანები "ნაციონალების" სახელით მოხვდნენ პარლამენტში. რამდენად მისაღებია "ოცნებისთვის" ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ნაციონალების" კადრებთან გარიგება, ეს თავად კოალიციის გადასაწყვეტია. ეს არ არის იმის გარანტია, რომ კოალიცია სტაბილური იქნება. ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკელების პოზიცია, რომ თანამშრომლობა იქნება თემატური და არა პოლიტიკური. საუბარი იმაზე, რომ მყარი უმრავლესობა აქვს "ქართულ ოცნებას", არაადეკვატურია.
მოსალოდნელია შიდა წინააღმდეგობები, რომელიც აუცილებლად მიიყვანს კოალიციას დაშლამდე.

ვახო ბერიძე
.
13 ნოემბერი 2014 17:59
თუ ჭკვიანად არ იქნება.....
vena@xi
11 ნოემბერი 2014 21:18

http://www.youtube.com/watch?v=yxHo0v16sUg
"უჩემოდ ვინ იმღერეთა" სჭირს ზოგს
10 ნოემბერი 2014 23:32
კალაძე,წესით, ექს-პრეზიდენტისგან უნდა ითხოვდეს წანართმევის დაბრუნებას, რას ერჩით კალაძეს?
რაც ააწყო, ყველაფერი მიშამ გადაუყლაპა.
მაშინ რატომ არ იღებდით ხმას?

მეორეც, მგონი, "უჩემოდ ვინ იმღერეთა" სჭირს ზოგს და მზადაა ტალახი ესროლოს ნებისმიერს, ვინც მისი აზრით, მის ადგილს იკავებს მაღალ ეშელონებში.

რედაქტორის რჩევით