"ეგ ქვეშაფსია და ომიდან გამოქცეული კაცი როგორ ბედავს და სხვას "ჩმორს" ეძახის"
17-11-2014
"ეგ ქვეშაფსია და ომიდან გამოქცეული კაცი როგორ ბედავს და სხვას "ჩმორს" ეძახის"
"ეგ ქვეშაფსია და ომიდან გამოქცეული კაცი როგორ ბედავს და სხვას "ჩმორს" ეძახის"

ექსპერტები მსჯელობენ - 15 ნოემბრის აქციის შემდეგ, რა ნაბიჯებს გადადგამს "ნაციონალური მოძრაობა". მათი ნაწილის აზრით, ამ კითხვას გარკვეულწილად სააკაშვილმა უპასუხა, როდესაც კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. "მან (ბენდუქიძემ) ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო. ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა
დავიხსნათ საქართველოო". მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ სააკაშვილი არეულობისთვის ემზადება, ამ გზით შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: - ყოფილი მმართველი გუნდი, სააკაშვილის მეთაურობით, უკვე დიდი ხანია ავლენს გეგმას, რომ ისინი არჩევნებამდე ვერ დაიცდიან. სულ ადრე, უკრაინის მოვლენების ფონზე, სააკაშვილს ჰქონდა ასეთი ფრაზაც - საქართველოში იქნება
მეორე მაიდანი. ეს განცხადებები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ სააკაშვილის გუნდი განიხილავს ხელისუფლებასთან დაპირისპირების მაიდნისეულ მოდელს და 15 ნოემბრის აქცია შესაძლოა გენერალური რეპეტიცია იყოს. რაც შეეხება ვადებს, პოლიტიკური ცვლილებების ვადა განსაზღვრულია არჩევნების თარიღით და ეს არის 2016 წელი, მაგრამ, როგორც სააკაშვილის განცხადებებით ირკვევა, ისინი არ დაიცდიან კიდევ ორი წელი. თუ რაიმე ტიპის სცენარს გეგმავენ, ამას გააკეთებენ არჩევნებამდე, რადგან იციან, არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ. ამიტომ სჭირდებათ ხელისუფლებაში მოსვლის ისეთი ფორმა, რომელიც არჩევნებს აუქცევს გვერდს. ეს შეიძლება იყოს მაიდნის ტიპის საპროტესტო პროცესების დაწყება თბილისში.

- რა ტიპის ორგანიზაციები შეიძლებოდა შეექმნა ბენდუქიძეს "ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად"?
- თუ განიხილება მაიდნის სცენარი, ასეთი ორგანიზაციები წესით არა ლონდონში, არამედ საქართველოში უნდა შექმნილიყო. შესაძლებელია საერთაშორისო იურისტების ჯგუფი სჭირდებოდეთ, რათა მომზადდეს სამართლებრივი დასკვნები პატიმრობაში მყოფ მათ თანაგუნდელებზე, რომ ისინი პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ. თუმცა ეს იქნებოდა უფრო დახმარება, და არა ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი მექანიზმი. საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე თვეში უნდა დავიხსნათ საქართველო ხელისუფლებისგან, სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მიუთითებს.

ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი:


- არ დავიწყებ აქციაზე მისული ადამიანების წიწილებივით დათვლას, როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ჯოჯოხეთური მმართველობის დროს აკეთებდა, მაგრამ აქციებში გამოწრთობილ და მაგათი წყალობით ათას ჭირნახულ გამოვლილ ადამიანს, რუსთაველზე მისული ადამიანების რაოდენობას ვერ მასწავლიან. ვეკითხები მაგ ბატონებს, - კომფორტული და მარტივი ყოფილა ხომ "გაუმარჯოს" ყვირილი და მეგაფონებით სირბილი მაშინ, როდესაც ხელისუფლება და შს სამინისტრო შენი აზრის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას იცავენ. ხომ არ ჰგონიათ, ვინმეს დაავიწყდა, როგორ იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, მაგათი გადაცმული "ზონდერები" და "ნასედკები" როგორ სცემდნენ და აწიოკებდნენ პროტესტანტებს. აქციის დასრულების შემდეგ სახლებთან ხვდებოდნენ და იტაცებდნენ... ჩვენი გამარჯვების შედეგი სწორედ ეს თავისუფალი ველია, სადაც ყველას ეძლევა აზრის გამოთქმის უფლება.

ეს აქცია კი მაგათი პოლიტიკური მოღვაწეობის დასამარება და პანაშვიდის გადახდა იყო.
რა პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობენ, რა ვაჟკაცობისკენ მოუწოდებენ ხალხს, მაგათ არც სამშობლო აქვთ და არც ვაჟკაცობა გააჩნიათ.

ხომ ნახეთ, აღვირახსნილმა სააკაშვილმა რა სიტყვები იხმარა, მაგ მართლა "ჩმორმა" და "ბანძების" ეტალონმა. ეგ თუ ეგეთი მაგარი ბიჭია, ჩამოვიდეს, ჩახედოს ქართველ ხალხს თვალებში და ისე ილაპარაკოს. ეგ ქვეშაფსია და ომიდან გამოქცეული კაცი როგორ ბედავს და სხვას "ჩმორს" ეძახის.

როდესაც საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ, ვის გულისხმობენ, მაგათგან დაბეჩავებულ, მიწასთან გასწორებულ, ქონებაწართმეულ და ციხეში გაუპატიურებულ ადამიანებს? ეს ის ხალხია, ტყვიის გავარდნის გარეშე რომ ჩააბარეს კოდორის ხეობა, როგორც მაგათ უწოდეს, ზემო აფხაზეთი, რითაც შეასრულეს იმ სახელმწიფოს დავალება, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ანექსია მოახდინა. როდესაც უნამუსო სააკაშვილი ამბობს, რომ წმინდა გიორგი უნდა გაუძღვეს წინ, ეს სამარცხვინო სპეკულაციაა. ეს უღმერთოები ეკლესიას და წმინდა გიორგის როგორ ახსენებენ?!

მამუკა არეშიძე,  ექსპერტი: - დღეს ლაპარაკი იმაზე, არიქა, აფხაზეთს ანექსია ემუქრებაო, ცოტა უხერხულია. აფხაზეთის ანექსიაში დამნაშავე რუსეთია, მაგრამ მათ "ნაციონალებიც" "დაეხმარნენ"...
რუსეთი რომ აფხაზეთის ანექსიას აგრძელებს, ისედაც ვიცით. იმის მტკიცება კი, თითქოს საქართველო ევროპას შორდება, უბირი ადამიანების ემოციურ აღტყინებას ისახავს მიზნად.

ლევან თარხნიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა":
- "უახლოეს თვეებში საქართველოს დახსნაში" იგულისხმება ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. მიმდინარეობს აფხაზეთის ანექსია, რასაც მოჰყვება ცხინვალის რეგიონის ანექსიაც. ამიტომაც საზოგადოება უნდა გაერთიანდეს - ვაჩვენოთ, როგორც ჩვენს ხელისუფლებას, ისე პუტინის რუსეთს, რომ საქართველო ამას არ შეეგუება. საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეიცვალოს ხელისუფლების პოლიტიკა და შემდგომ დემოკრატიული გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ნურავის ექნება ილუზია, რომ ასე მარტივად და წყნარად ჩააბარებენ საქართველოს".

ვახო ბერიძე
aleko
25 ნოემბერი 2014 18:43
რა თქმა უნდა ლეონიდ ილიასძე ბრეჟნევის დროს უფრო კარგად დადიოდით სოხუმშიც და ჯავაშიც, 37 ლარად მოსკოვშიც.
რა ვქნა ბატონებო თქვენ კომუნისტური საბჭოთა საქართველო მოგწონდათ და მისი ნოსტალგია გაქვთ
,,ბინდი ჩამოწვა არხოტის მთაზე,
ხადუს ბანებზე ნადირნი ხტიან......"
dato gogidze
23 ნოემბერი 2014 13:16
aleko-ს. ბიჭო 2003 მდე სანამ სააკაშვილი " დევგმირი" და მისი იდიოტთა ცერეუშნიკები მოვიდოდნენ ცხინვალში ქართველები უპრობლემოდ შედიოდნენ ხალხი რაჭაში, ლეჩხუმში ცხინვალის გავლით დადიოდნენ მოსახლეობა შერიგებული იყო რაც მთავარია ერთმანეთან ბიზნესი ქონდათ და ერთმანეთს ათასებს ანდობდენ სხვა ამაზე კარგი რა უნდა ყოფილიყო მთავარია ხალI შერიგდეს და მერე ხომ ყველაფერი უფრო ადვილია. მერე ეს წკვლინტიანი ოქრუაშვილი გამომძიებელთან ცრემლად რომ იღვრებოდა და მაიტა პასტა კიდევ უნდა ვთქვა კიდევო რომ ტიროდა, მიშამ რომ დაატუსაღა, 2004-ში შევარდა,კინო ეგონა და მთელი პოლკი ტყვედ ჩაYარა მერე დაჩოქილები მთელ მსოფლიომ ნახა და მორჩა შერიგება. რაც შეეხება აჭარას შლაგბაუმი იდგა მერე ვის შექმნია პრობლემა შესვლაზე, მასე შლაგბაუმი ყველა დიდ ტეკთან იყო და რომელი დრო ჯობდა საქრთველოსთვის ქათურქებული აჭარა თუ თურქებთან ნორმალურ ურთიდრთობაში მყოფი აბაშიძე. დიქტატურაზე თუა ბაზარი აბაშიძე ანგელოზი იყო ამათან შედარებით მარტო როინ შავაძე რომ გავიხსენოთ ის ეყოფა ამ ქვეყნის დამაქცევარ ტინგიცებს.
tvalsazriss vetakmxebi!
23 ნოემბერი 2014 12:32
მიშას ნებისმიერი გამოსვლა(ძველიც, ახალიც) იმდენ ავტობრლდებას შეიცავს, რომ იგი უკვე დაკავებული უნდა იყოს.
თუნდაც ბენდუსთნ დაკავშირებული ლაპარაკი ნუთუ არაა პირდაპირი სამხილი მიშას მიზნებისა?/

მარა ესენი ისეტი უგერგიილოები არიან, საწყლები, არაფრისზ ტავი არ აქვტ მე კი მგონია არ უნდატ, რაღაც სისუელეებზე ედავებიან და ამ დროს ლომის წილზე არას ამბობენ, დააკვირდიტ, რარაც ტამაშობენ ესენი, ვერ გავიგე ამატი ვერაფერი, დაიღალა ხალხი, მალე ამატაც სანაგვეზე მოისვრის და იმას გამოგვრჩებიან ეს უნიატოები

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები