"თქვენი არჩევანი ევროპაა" (ექსკლუზივი)
24-11-2014
"თქვენი არჩევანი ევროპაა" (ექსკლუზივი)
"ევროკავშირი მართლაც კურნავს ბევრ სატკივარს, მაგრამ, როგორც წესი, "განკურნების" პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე და პაციენტის დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს"

"თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები" - იანოშ ჰერმანი "საქართველო 2020" - ზე


"შეიძლება იყო ღრმად მორწმუნეც და ამავე დროს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელიც და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ."

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება იმაზე, თუ რა არის ჩვენი ე.წ. "ევროპული არჩევანი", ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი კონკრეტული
პოლიტიკოსების "კოზირი" თუ ერის მიერ შეგნებულად გაკეთებული არჩევანი? საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, იანოშ ჰერმანს საქართველოს ევროპულ მომავალზე,
ასოცირების შეთანხმებაზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ 6 წლიან სტრატეგიულ გეგმა "GEORGIA2020"-ზე და ქვეყანაში ევროპასა და ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოსტიდან გათავისუფლება საქართველოს ევროპულ კურსზე იერიშის მიტანად შეაფასა. შეიძლება ერთი პოლიტიკური ფიგურის ყოფნა
-არყოფნა განსაზღვრავდეს ქვეყნის ევროპულ კურსს?

- ვფიქრობ, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები თუ საკადრო გადაადგილებები საქართველოს ევროპულ არჩევანზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ეს იმით დასტურდება, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი არჩევნებში სწორედ ევროპული კურსის ერთგულ პარტიებს აძლევდა ხმას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები საკმაოდ ხშირია. ჩვენ ვაფასებთ იმ ადამიანთა ღვაწლს, ვინც ცოტა ხნის წინ მთავრობა დატოვა. მიუხედავად ამისა, ის, რაც მოხდა, ყოველდღიური პოლიტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს.

- რა გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე? მაგალითად, დააბანდებს კი უცხოელი ინვესტორი ინვესტიციებს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები და პარტიები იმაზე ვერ შეთანხმებულან, თუ "ვის ეკუთვნის ქვეყნის ევროპული არჩევანი"?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კარგი რეპუტაცია და სტაბილურობის იმიჯის შენარჩუნება. ამიტომ, როდესაც ამ იმიჯზე ეჭვები ჩნდება, მათი გაქარწყლება აუცილებელია. რაც შეეხება ევროკავშირს, საქმე უფრო მარტივადაა: ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პროცესი სრული სვლით გაგრძელდება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამ. დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიური გზავნილი იყო ინვესტორებისთვის და, საზოგადოდ, ეკონომიკისთვის.
აქვე გეტყვით, რატომ იქნება თქვენი ეკონომიკური სტაბილურობისთვის საუკეთესო გარანტია ასოცირების შეთანხმება და მისი განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

ეს არის დეტალური პროგრამა, რომელიც ევროპული არჩევანის რეალობად გადაქცევაში დაგეხმარებათ. თუ ამ პროგრამის ყველა პუნქტი განხორციელდა, თანდათანობით მივიღებთ ეკონომიკურად მყარ, სტაბილურ სახელმწიფოს ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებით.

როგორც შეთანხმებაშია ნათქვამი, ევროკავშირი ამ საქმისთვის დიდ დახმარებას გაიღებს. ალბათ, იცით, რომ შეთანხმება საკმაოდ ბევრ ვალდებულებას აკისრებს ორივე მხარეს, ამიტომ მის განხორციელებას ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს. თქვენი არჩევანი ევროპაა - ევროპული არჩევანი კი სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიულ, ფუნქციონირებად, თანამედროვე საქართველოზე შეჩერებული არჩევანი.

- რა დრო დასჭირდება ასეთი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას და რა გამოწვევები გველოდება?

- ცვლილებები უზარმაზარია და ამას დრო დასჭირდება, თან არავინ იცის, რამდენი, მაგრამ ეს არის პროგრამა, რომელიც თქვენს ქვეყანას ძალიან წასწევს წინ. ვერ გეტყვით, რა იქნება ამ პროგრამის შემდეგი ნაბიჯი, მაგრამ გეტყვით შედეგებს: ეს უამრავ შესაძლებლობას გაუჩენს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ განვითარების 6 წლიან გეგმას? (საქართველო 2020). რამდენად შეესაბამება იგი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს?

- ჯერჯერობით "ახალი" ვარ, მხოლოდ თვენახევარია რაც საქართველოში ჩამოვედი, და გარკვეულ საკითხებს ახლა ვეცნობი. რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს იმ გზით სიარულს, რაც ამ პროექტის სრულად შესრულების საფუძვლებს შექმნის, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. საგულისხმოა, რომ თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები, თუმცა, ასევე საინტერესოა, როგორ გაართმევს საქართველო თავს ამ გრძელვადიან პროექტს, როგორ შეასრულებს და განახორციელებს მას. სოციალურ სფეროზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის პროექტების ძირითადი მიზანი, თითოული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა... ეს არის მოკლე პასუხი თქვენს კითხვაზე, თუმცა კი, ამ კითხვას უფრო ვრცელი პასუხი სჭირდება. მიუხედავად ამისა, მე გეტყვით, რომ თქვენს ქვეყანას, განვითარების ბევრად უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე გგონიათ.

- კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: ავიღოთ რიგითი ქართველი ფერმერი, რომელიც ყველს ყიდის. ალბათ, მას 10 წელზე მეტი დასჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია ევროსტანდარტებს მოარგოს. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მოუწევს გრძელვადიან სამომავლო კეთილდღეობასა და ყოველდღიურ კონკურენტუნარიანობას შორის. რითი შეუძლია ევროკავშირს ამ ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს?
- ბევრი რეფორმა შედეგს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მოიტანს. თქვენს შეკითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვცდილობთ, შევიმუშაოთ პროგრამები, რომლებიც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება. ევროკავშირიდან საქართველოსთვის გაცემული გრანტების მოცულობა ყოველწლიურად100 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს და დამატებით გრანტებზეც ვმუშაობთ. ახალი პროგრამებიც მზადდება. ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისარმა ხელი მოაწერეს რეგიონებისთვის დახმარების გაწევის 30 მლნ ევროს მოცულობის პროგრამას. ევროპული საფინანსო ინსტიტუციები სოლიდურ სესხებს გასცემენ, რათა მოხდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში ინვესტირება.

- საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი ევროკავშირს პანაცეად და ყველა პრობლემის გადასაჭრელ გზად მიიჩნევს, თუმცა, მრავლად არიან ისინიც, ვისთვისაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების გაუფასურებასთან ასოცირდება. რა კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას ობიექტური, სტერეოტიპებისა და მითებისაგან თავისუფალი წარმოდგენა ჰქონდეს ევროკავშირზე?

- კარგი იქნებოდა, ევროკავშირი პანაცეა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. მე არ მჯერა, რომ სასწაული მოხდება და ერთ წუთში ყველაფერი მოგვარდება. თუმცა, ევროკავშირი მართლაც კურნავს ბევრ სატკივარს, მაგრამ როგორც წესი,"განკურნების" პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე და პაციენტის დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. რაც შეეხება მეორე პოზიციას, ვერაფრით დავეთანხმები, რომ ევროკავშირი ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება. ეს სრულიად მცდარი შეხედულებაა. პირიქით, ეროვნული ღირებულებები და ინტერესები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ევროკავშირში. სხვა რომ არაფერი, ევროკავშირი 28 სუვერენული სახელმწიფოსგან შედგება, და მისი დევიზია "მრავალფეროვნება გვაერთიანებს".

რაც შეეხება იმ ღირებულებებს, რომელთაც ტრადიციულს ვუწოდებთ, ევროკავშირი მათ არ ზღუდავს, პირიქით, იცავს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ერთი ჯგუფის უფლებების შეზღუდვა მეორისთვის უფლებების მინიჭების ხარჯზე საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ეს ასეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი ჯგუფისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება მეორისთვის შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს. ევროკავშირში არსებობს სტანდარტები, მაგალითად, ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არ უნდა ზღუდავდეს რწმენის არჩევისა და არჩეული რწმენის აღმსარებლობის უფლებას. საგულისხმოა ისიც, რომ ასეთ მტკივნეულ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც საჯარო და ხშირად ემოციური დისკუსიები მიმდინარეობს. მე პირადად ვფიქრობ, რომ შეიძლება იყო ღრმად მორწმუნეც და ამავე დროს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელიც და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
elguja
04 დეკემბერი 2014 19:10
ბატონო იანოშ, ევროპა ქართველების არჩევანი კი არა ილუზიაა.
papa
02 დეკემბერი 2014 23:53
აკას

აგიაშვილსა ნიკასო
არ ნაყვარება პიკასო,
....გადარეულა პიკასო
რა დავუშავე ნიკასო....

გამარჯობა
რა ძალიან სწორხაზოვნად აზროვნებ, რა არის ეს?
სად და რა შეამჩნიე ჩემ პოსტებში რუსის ხოტბისა?
ან რომელია ჩემი საკუთარი ნააზრევი?? მე მხოლოდ სხისი ნათქვამები მოვიყვანე. სხვა რა არის ჩემ პოსტებში??
ისე ზემოთ ყველაფერი გასაგებად წერია და რატომ გგონია რომ იმათ ეგ სიტყვები მე ვათქმევინე?
იქაა ნაწყვეტი ... მაია ფანჯიკიძის ინტერვიუდან, მუხრანის ლექსი, ,,რეპორტიორის,, ინფორმაცია..,ნაწყვეტი გოგებაშვილის ლექსიდან, ნაწყვეტი შტაიენმაიერის ინტერვიუდან და მხოლოდ ბოლოში ვამბობ ამ ყველაფერზე ჩემს აზრს ორიოდე სიტყვით.
რაღამც ,,ჩვენი სოფლის თავჯდომარეზე,, აუგს ვამბობ ეს რა, ავტომატურად რუსის ხოტბას და რუსის აგენტობას ნიშნაავს?
იქნებ და მე მანჯურიის აგენტი ვარ, რა იცი??, მაინც და მაინც ევრაზიის მომხრე და რუსეთის მეხოტბე ვაარ?
ან რა იცი რომ რუსეთის,,კაიკაცობები,, შენზე უკეთ არ ვიცი??
ან ეგრე ადვილად აგენტის იარლიკებს რომ არიგებ, ეგ რაღა არი??
რამდენიმე დღის წინ, ლოთი ქობალიამ ამ ,,აგენტობის დარიგებაზე,, აქ ზოგ-ზოგებს შენიშვნა--საყვედური გითხრათ..ეგრე არ შეიძლებაო!!
ვის ვის და ამ აგენტობის ეგრე უპრაკუნოდ დარიგების დაუშვებლობაზე, მაგ კაცს ნაღდად დაეჯერება!!
ასე რომ გადააგდე ეგ გლახა საქმე და სხვანაირად შეხედე ნებისმიერ პრობლემას
ნუ ხედავ შენგან განსხვავებულად მოაზროვნეში მხოლოდ მტერს
თანაცაა და ნაწერიდან გემჩნევა რუსეთის,,კაი კაცობები,, შენ მხოლოდ გადმოცემებით იცი
რა იცი .... იქნებ და მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძოდი?
ან ეგ კომუნისტური მიდგომა ვინ
გასწავლა.......კომუნისტებმააა?? .... .ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენი მტერიაო....ეს იმათი ლოზუნგი იყო
ესე იგი ...ან ჩვენთანაა ე.ი ჩვენიანია ... ან ჩვენთან არააა ე.ი. მტერია....ესეეეე??
ეგრე პრიმიტიულაად??
ისე ,,ორივე,,(მტერიცა და,,მოყვარეც,,) რომ დავქინძოთ არააა??
ცუდი იქნებააა?
გეწყინებააა??
ტემ ბოლე ,,ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო,, ისეა ჩვენი საქმე და ორივეზეც ალალი იქნება.
როგოორ დავქინძოოთ??
გონებით, გონებით და ქვეყანაზე ფიქრით.
ანუ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ საუკუნეების მანძილზე --არც მაშინ იყვნენ დალხენილები,
უბრალოდ, ეტყობა, მაშინ ქვეყანა უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე დღეს.
ბოლო ბოლო ნაცარქექია ქართველის დაწერილია--აი ისე.
როგორ მოვახერხოოთ??---აი ბიჭიც მაშინ ხარ და საქმეც ის არის, მტერთან გააახერხო რაღაცა, თორემ ცუდი ისედაც გარანტირებული გვაქვს!
ამ საქართველოს(ე.ი ჩვენც)ამ ქინძვაში ხომ არავინ გვეცილება?? ეს ქინძვა ხომ ისედაც გარანტირებული გვაქვს??
ხოდა გონება უნდა, გონება და არა ის,,დედა გაეგდო დედინაცვალს ფიცულობდაო,,
თუ საქართველო არ იქნება, ყველაც ერთად აფეთქებულა თუნდაც ჩემი თამადობით
თან რა,,მაღალფარდოვან სიტყვებსაც,, ხმარობ--აუფფფ...
შენი ჭირიმეე რააა....
ანტი სახელმწიფოებრივი...მაგარია რაღა .. ..
აგენტობისა არ იყოს...იცი მაინც ეგ რა არიის??
37 წელს კომუნისტები განა სხვანაირად იქცეოდნენ?? ზუსტად მასე, ვინც კი არ მოსწონდათ კომუნისტებს ყველას ოპტომ,,ანტისახელმწიფოებრივ დამნაშაულში,, ,,ამხელდნენ,, ხოლმე..... ჯავახიშვილი და ბევრი სხვა კარგი ქართველი მამულიშვილი, სწორედ მასე გაანადგურეს
შენ კიდევ რუსეთის რუპორიო....
მახარაშვილისა არ იყოს ....... პლენ... პლენ... პლენ...
იქნებ და თქვენი საქციელებით, თქვენა ხართ რუსეთის რუპორები??...
რუსეთის რუპორი სინამდვილეში ისინი არიან, ვინც თავიაანთ საქციელებით, რუსეთისკენ ზურგით მდგომ ქართველ ხალხს, ისევ რუსეთისკენ მიერეკება..
.პუტინი აქ არაფერ შუაშია...ის ამ ხალხს ოპტომ ვერ მოისყიდის, ვერა!
2003 წელს მოსახლეობის 70 % ხომ მისცა ხმა ნატოს(ანუ დასავლეთს)?
ჰოოდა ამით ყველაფერია ნათქვამი
ეხლა რაღა დაემართათ?? რაზედ ნერვიულობ?
ან თუ რამეს,,ცუდს,,ეჭვობ კიდევ მიზეზები მოძებნე, მიზეზები.
თუ არ ეჭვობ კიდევ ზნაჩიტ ყველაფერი კარგადაა...
ამბობ ბევრს ,,ბლატაობო,, ანუ ბევრ ჩემ საწინააღმდეგო აზრებს ამბობო(ზნაჩიტ ანტი სახელმწიფოებრივსო)
ეგრეაა?
რათა??....კითხვების დასმაც არ შეიძლებააა??
ისე კი ცოტა მართალი ხარ---- მე არ ვარ აქაური, ,,სხვა უბნელი,,ვარ.(ცუდმა ხალხმა ,,უბანი დაგვიხურეს,, იმედია დროებით.) ისე როგორც სხვა უბნელმა ცოტა ბევრი ვილაპარაკე. ჰოოდა სრაზუ ბევრი ლაპარაკისთვის,,ბოდიში, აღარ გაგაბრაზებ,,..ოღონდ ამიხსენი,.. რა ვთქვი ტყუილი ან არამართალი, ან რა არ მოგეწონა??






AKA
02 დეკემბერი 2014 16:33
პ ა პ ა! რაღაც ძალიან ,,გაბლატავდი’’ და ანტი ქართულ და ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლით მკითხველს რუსი პროვოკატორებივით გონებას უბნელებ... მოგენატრა რუსი ვანიას ჩექმა და წიხლი?!
ცნობილი ჟურნალისტები ,დორენკო და პოზნერი , ,,გოვორიტ მოსკვას’’ რუპორით აჟღერებს კრემლისა და ზომბირებული ,,რუსი ხალხის“ ოცნებას საქართველოს ისევ რუსეთის მარწუხებში დასაბრუნებლად. სამწუხაროდ ამას, ქართველების დიდი ნაწილი ეთანხმება. ,,ევრაზიული ინსტიტუტის „ მეთაურობით. ალბათ თქვენც......
პოზნერი და დორენკო დამამცირებელი ცინიზმით ამბობენ: ,,საქართველო რუსეთის მშვენებაა და ქართველები დიდი, მხიარული ბავშვები არიან, რომლებიც სადღეგრძელოებისთვის არიან გაჩენილი". მეტი არაფრისთვის!? (გიხაროდეთ ქართველებო ასეთი შექება.) და კიდევ: საქართველოს აქვს შანსი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ერთი პირობით - შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში.“ ,,ჯალათი „ სააკაშვილის და შევარდნაძის ბნელ დროს, ამის თქმას ვერ ბედავდნენ. მაშინ მხოლოდ ომით შეიძლებოდა საქართველოს რუსეთთან მიერთება. (1991–92 და 2008 წლები). ეს დამამცირებელი განცხადება მიმართულია , ,,დაჩოქილ საქართველოს“ ეხლანდელ მთავრობის გასაგონად.
როგორც მიშა იტყოდა ,,ვერ მოგართვით“ ამას ოკუპანტი რუსეთი ვეღარ ეღირსება.. ავად თუ კარგად საქართველო უკვე 22 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სზღვრები სცნო მსოფლიოს ყველა ქვეყანამ, გარდა ერთმორწმუნე ოკუპანტმა რ უ ს ე თ მა . დამოუკიდებლობის მოყვარულმა ხალხმა უნდა გაუძლოს ყოველმხრევ შემოტევას და თუ დაკარგავ მისია ღდგენა ძალიან გაჭირდება.
ხშირად გაიგონებთ ვაი ქართველებისგან , რომს,: ,, რუსეთმა ბევრჯერ გადაგვარჩინა და ამას ვერ დავუკარგავთ! „ რუსეთუმე ქართველ მედროვეებს მინდა შევახსენო, რამდენჯერ ,,გადაგვარჩინა’’ რუსეთმა: 1921 წლის ოკუპაციას შეეწირა ათასობით პატრიოტი ქართველი, რუსეთთან ,,შეერთების“ შემდეგ რუსეთმა ჩამოაჭრა საქართველოს : ტაო კლარჯეთი, საინგილო , დვალეთი , ლორე. 1937 რეპრესიების წლებში გააქრეს მიხელ ჯავახიშვილი და მრავალი ცნობილი და უცნობი პატრიოტი ქართველი , 1941 წლის რუსეთ გერმანიის ომში დაღუპული 300 000 ქართველი, 1956 წლის 9მარტს ,,მერვე პოლკმა,,დახვრიტა ასობით ახაალგაზრდა. 1989 9აპრილი,დიდი მსხვერპლით, ისევ ახალგაზრდები. 1991–92 წლის ომი სადაც დაიღუპა ათასობით საქართველოს მოქალაქე ორივე მხრიდან, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი. და მრავალი უბედურება რაც დაატყდა საქართველოს. რუსის ჯარი ისევ საქართველოშია. !!! გონებას მოუხმეთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები