"პასუხისგება მოუწევთ იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა"(ექსკლუზივი)
24-11-2014
"პასუხისგება მოუწევთ იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა"(ექსკლუზივი)
"არანაირ პოლიტიკურ ერთობაზე "ნაციონალებთან" საუბარი არ იქნება"

"მიმდინარეობს კონცენტრირებული შეტევა პოტენციურ პოლიტიკურ ოპონენტზე"

"გული მწყდება, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრი."


ე.წ. კაბელების საქმის გარშემო, რომელმაც ირაკლი ალასანიას თანამდებობა შეიწირა, დღემდე არ ცხრება აჟიოტაჟი, თავად ირაკლი ალასანია კი კვლავ პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და აბსურდულად მიიჩნევს იმ ბრალდებებს, რომლებიც მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან გაისმა.


-პოლიტიკის კეთება  ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ორი წელი დარჩა მომავალ არჩევნებამდე. პოლიტიკური ძალები
ახლა იმაზე უნდა იყვნენ გადართული, რომ ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ საზოგადოების წინაშე 2012 წელს, შევასრულოთ.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა დადგეს თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, რომ ქუჩის აქციებს მიმართოთ?

- ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და არა ქუჩაში დაძაბულობის შესაქმნელად. არასტაბილურობა უპირველესად დაარტყამს თითოეულ
ჩვენს მოქალაქესა და საინვესტიციო გარემოს.

- რომელ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში  შეიძლება გიხილოთ 2016 წლის არჩევნებზე? "ნაციონალურ მოძრაობასთან" რა ფორმით წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა? ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თანამშრომლობა შესთავაზოთ თქვენს ძველ პარტნიორს, "ახალ მემარჯვენეებს"...
- არანაირ კოალიციურ პარტნიორობაზე საუბარი არ არის. ამაზე საუბარი თეორიულად შეიძლება დაიწყოს, როდესაც მივუახლოვდებით არჩევნებს. ამ ეტაპზე "თავისუფალი დემოკრატების" მთავარი საზრუნავი საკუთარი ძალების გაძლიერებაა. ბუნებრივია, ჩვენ გავხსენით პარტნიორობის სივრცე და მთავარ პარტნიორად და მოკავშირედ ჩვენი საზოგადოება გვეგულება. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენი გუნდი პოლიტიკაში სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, არანაირ პოლიტიკურ ერთობაზე "ნაციონალებთან" საუბარი არ იქნება.

- გასულ კვირას პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისა და იქ ღარიბაშვილის მიერ  გაკეთებული განცხადებების  შემდეგ ძალაში რჩება თუ არა თქვენი ეჭვები საგარეო კურსის შესახებ?
- ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ქვეყანამ აღებული კურსიდან გადაუხვია, ჩვენ ვამბობთ, რომ შეიქმნა საფრთხე ამ მიმართულებით.

დემოკრატიული განვითარების საფრთხე უპირველესად არის ის, რომ პროკურატურა დარჩა პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად. როდესაც მიმდინარეობს კონცენტრირებული შეტევა პოტენციურ პოლიტიკურ ოპონენტზე, რა თქმა უნდა, ეს არათავსებადია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლითაც გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. როდესაც ყველაზე წარმატებულ და რეფორმისტულ სამინისტროზე ახორციელებ ასეთ შეტევას, ბუნებრივია, შენ პირდაპირ ურტყამ იმ ჯაჭვს, რომელიც ყველაზე მეტად გაკავშირებს ნატოსთან.

- სხვათა შორის, "ნაციონალები", როდესაც მათი მთავრობის დროინდელი მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბრობენ, პოლიტიკურ დევნაზე აკეთებენ აქცენტს.
- "ნაციონალები" 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ძალიან ბევრი უკანონობა პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხდებოდა. მე არა ვარ ჩახედული კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ველოდებოდით, რამდენად ეფექტურად იმუშავებდა პროკურატურა. კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების უდანაშაულობაში. რატომ გახდა აუცილებელი მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც არსად გაქცევას არ აპირებდნენ? რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემ მიერვე გადაგზავნილი საქმე?

- თუკი ეს საქმე თქვენ თავად გადაგზავნეთ პროკურატურაში, გამოდის, რეალურად არსებობდა გამოძიების დაწყების საფუძველი...

- მოხდა ფაქტი, რამდენიმე ჯარისკაცმა ცუდად იგრძნო თავი. აღიძრა საქმე, ჩატარდა გამოძიება და, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რატომ წამოსწიეს ეს საქმე ახლა? არ გიჩნდებათ ეს კითხვა? მე გამოძიების წინააღმდეგი არა ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხისგება მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა.

- ე.წ. კაბელების საქმეს ორი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ "სილქნეტს" ავანსად თითქმის სრული თანხა გადაერიცხა.

- ეს მიღებული პრაქტიკაა. ის დაინტერესებული იყო ამ გამოძიებით და ამიტომაც მიღრმავდება ეჭვი ამ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე. 

- გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია საბურავების შესყიდვის დროს არსებულ დარღვევებზეც. ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ავტომობილების საბურავებისა და აკუმულატორების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მხოლოდ ტენდერის გამოცხადების შემდეგ საქართველოში დარეგისტრირდა სომხური კომპანია "არპანივი", რომელმაც გაიმარჯვა, თუმცა, ის არ არის მწარმოებელი კომპანია და გაირკვა, რომ მას შესასყიდი საქონელი რუსეთიდან შემოაქვს...
-  ჯერ ერთი, ყველა ტენდერის საქმის კურსში ვერ ვიქნებოდი. თავდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი უწყებაა და შესაბამისად, ყველა ტენდერის დეტალები მე არ მეცოდინება. ეს თუ ღია ტენდერი იყო, ელექტრონული სახით, შეგიძლიათ თქვენვე შეამოწმოთ. თავდაცვის სამინისტროში თავის დროზე ჩემი თხოვნით შემოვიდა აუდიტის სამსახური, რადგან ჩვენ დაგვხვდა სერიოზული სისტემური პრობლემები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებდა შესწავლას.

- ფიქრობთ, რომ გამოძიების კვალი თქვენამდე მოვა?
- ნაკლებსავარაუდო მგონია, რომ ასეთ ავანტიურაზე წავიდნენ. ასე შორს წასვლას არ ველი და ამაზე არც ვფიქრობ.

- პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თქვენ ლობირებდით "ნაციონალურ მოძრაობას". მანამდეც ბევრს საუბრობდნენ თქვენი და თუნდაც გიგა ბოკერიას ახლო მეგობრულ ურთიერთობებზე...
- მართლაც კომიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვლობირებდით "ნაციონალებს". შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოალიციიდან წამოსვლის შემდეგ იქ გაწევრდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და შეიქმნა ერთგვარად "ნაციონალური ოცნება". გული მწყდება, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრი.

ვახო ბერიძე
luxo
27 ნოემბერი 2014 14:35
rac unda ganrisxebuli da gaborotebuli iyo Seni modgmis, naTesavisa da moyvasis mimarT, eSmakebi mainc ar unda moixmo TanadgomisaTvis radgan, Sens modgmaze gamarjvebiT gaamayebulebi, aRarc Sen dagindoben; `imaTi jiSisa xaro.~
*
dali
27 ნოემბერი 2014 12:05
გულით მეცოდები შვილო,ირაკლი!
glaxuna
24 ნოემბერი 2014 17:10



ნიკას და რუსეთუმეებს,

რატომ ეწევით დ ე მ ა გ ო გ ი ა ს,თან ტ ო ტ ა ლ უ რ ს ,რისთვის?!


გგოგიათ მაგას აზრი აქვს ?!

და ქართველობა ვერ ხვდება ვინ და რა ძალები ხართ და რატომ ?!

რატომ ცდილობთ,სრულიად ქართველობის დეზორიენტირება,დემორალიზება,დეგრადირებას,

რომ რუსულ-მონღოლური ახალი იმპერია,რომ შექმნათ ?!

რა თქმა უნდა მუდამ ძალადობასა და უსამართლობაზე დაფუძნებული და აღზევებული ?!
და მით
და ადამიანთა ცხოვების დონით და ხარისხით 68-ე ადგილზე ?!

კიდევ უფრო უკან წასვლის მუდმივი ,,პერსპექტივებით ?!...


არა მგონია ქართველი იყო,

ან უბრალოდ მტრისგან ,,ნასწავლი,, საქართველოს ,,ისტორიითა,, ხარ გაბრუებული,

ან ქართული გვარის ,მაგრამ რუსული მენტალიტეტით და მით ყოველგვარ რ ე ა ლ ო ბ ა ს მოწყვეტილ-ნი !

რადგან ნებისმიერმა ჯანსაღი სულისკვეთების,განათლებულმა ქართველმა იცის,რომ
200 წელიწადია რუს-მონღოლები ქართველთა მტერია და მათი ერთადერთი მიზანი...ქართველობის სრულიად გადაგვარება,ეროვნული ღირსებისა და სულისკვეთების,ჯანსაღი ,ეროვნული მენტალიტეტის საბოლოოდ ამოძირკვა,ლოზუნგით ,,ქართულ სხეულში,რუსული სულით,, ანუ კრიმინალურ-ფარისეველი,ანუ ავადმყოფური მენტალიტეტით გაჟღენთვაა,რომელიც ჩანასახშივე ახშობს ...ყოველი მიმართულებით პ რ ო გ რ ს ი ს მოთხოვნილებას,შესაბამისად სახელმწიფოებრიობის მე-3-ედ და საბოლოოდ ლიკვიდაციაა!


და მისთვის რას და როგორ რას არ აკეთებენ!

ქართველობის მტრების,რუს-მონღოლები არიან !!!


და არა ა შ შ და დასავლეთ ევროპა,რომელიც უკვე 25 წელიწადიაა,საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან...უდიდეს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აცხადებენ,რომ როგორმე შედგეს ,თანამედროვე,მუდამ პროგრესირებადი ,ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი და მით მშვიდობის მყოფელი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო,

და უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად გვიზიარებენ ყველა მიმართულებით გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა ს,

და ეს ... ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ მტრისაგან ნახევრად გადაგვარებულ,არასახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პასუხისმგებლობას მოკლებულ,კრიმიმინალურ -ფარისეველი მენტალიტეტის მქონე,მით არაჯანსაღი სულისკვეთების ,თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში....

თან მუდამ ჩრდილოელი მტრის შანტაჟის პირობებში,

თორე აღმოსავლეთ ევროპის მრავალმა ერმა და ქვეყანამ,სწორედ აშშ და დასავლეთ ევროპის მხარდაჭერით ადვილად დაძლიეს პრობლემები და აშკარა პროგრესირების გზაზე დგანან,ყველა მიმართულებით და საკუთარი სახელმწიფორბის უ შ ი შ რ ო ე ბ ა ც საკმაოდ უზრუნველყოფილი...

აზრი არა აქვს თქვენს გემაგოგიას!


ქართველი ერი,
მხოლოდ მამაცი წინაპრების ცხოვრებით-აც კი იმსახურებს,სამყაროს ღ ი რ ს ე უ ლ ერთა შორის დადგეს,სამართლებრივ და მით მშვიდობიან სამყაროსა და გარემოს შექმნის მიზანსწრაფვის მქონე ერებთან ცხოვრობდეს,სადაც ა ღ ი ა რ ე ბ უ ლ ი და დაცული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, ადამიანის,ერის ღ ი რ ს ე ბ ა და უფლებები,ინსტიტუციურად და სტრუქტურულად და...

არ და არასოდეს დაუბრუნდეს,რუს-მონღოლურ იმპერიასა და ცნობიერ სამყაროს,21-ე საუკუნეშიც,კი,რომ მე-16 საუკუნის მენტალიტეტით ცხოვრობენ,ტოტალიტარულ-კრიმინალური პოლიტიკური სისტემითა და მით...მუდამ შიშში და შანტაჟის მოლოდინში ,სახელმწიფო სტრუქტურების და მათ მიერ კონტროლირებადი კრიმინალური კლანების თუ სამყაროსაგან,და მით მუდამ... სიძულვილით,ცბიერებით,ცინიზმით,გაუტანლობით,დაუნდობლობით,ფარისევლებით...ცხოვრობდნენ ადამიანები, (შესაბამის ცხოვრების დონით და ხარისხით...)

რაც ,ვიმეორებ,ჩანასახშივე ახშობს,ყოველი მიმართულებით პ რ ო გ რ ე ს ს...ინტელექტუალურ,მენტალურ,კულტურულ,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ,აქედან გამიმდინარე..სოციალურ!!!

ალბათ გაუგებარია თქვენთვის,რას ვსაუბრობ ?!

მით უმეტეს თუ რუსეთში ცხოვრობთ,იქ ხომ ხალხი დიდი ხანია დეზორიენტირებულ-დეგრადირებულები ყავთ კრემლის პროპაგანდისტულ საშუალებებს,ტვ-ს,

და დღესაც გონიათ,რომ უკრაინაში ფაშიზმი არის,და ,,გარვნილი,, ევროპა და აშშ...რუსეთის მტრებია ?!...
და რუსეთი როგორი ქვეყანაოო ?!

აი 3-4 წელი და სანქციების შედეგად,იქნებ ხალხი ,უბრალო მოქალაქეები მაშინ მაინც დაფიქრდნენ და მიხვდნენ,იქნებ ბოლო-ბოლო ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა დაიწყონ და გაარკვიონ,რომ...რუსი ხალხის მტერი,საკუთარი ხელისუფლება, კრემლია,რომელიც მუდმივ და დაუცხრომელ ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდას ეწევა უპირატესად საკუთარ მოსახლეობაში,რომ მისგან წამოსული არაჯანსაღი ემოციები რ ე ა ლ უ რ ა დ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და ვიმეორებ,დღესაც მე-16 საუკუნის იმპერიის დღეგრძელობისათვის გამოიყენონ,და არა

... დასავლეთი,ვინც რა, არ გააკეთეს,როგორი ფინანსური და ეკონომიკური ხელშეკრულებები არ დაუდეს რუსეთის ხელისუფლებას,ჩართეს გლობარულ ეკონომიკურ პოლიტიკაში,რომ როგორმე რუსული საზოგადოება სოციალურად და ფინანსურად მომძლავრებულიყო ,რომ ა მ ა ვ ე დროს ეცნო და დაეცვა ყველა საერთაშორისო სამართალევრივი ნორმები და მით უზრუნველყო სამყაროს მშვიდობიანი განვითარება , მით ადამიანთა საყოველთაო მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევისათვის ერთობლივად...მაგრამ ისევ...
მუდამ,ყოვლად უსამართლო,
აგრესიულ და გაუმაძღარ ,მუდამ კრემლის რუსულ იმპერიულ-შოვინისტური პოლიტიკის შედეგებს,304 წელიწადში ,ამჯერად რუსი ხალხი ნ ა თ ლ ა დ იგრძნობს და მერე შეიძლება გონება გაეხსნათ...
და მერე მაინც გაარკვიონ,ვინ არის მტერი და ვინ,თანამდგომი მეგობარი ძალები...


რედაქტორის რჩევით