"სააკაშვილმა კლიჩკოც "გადააგდო" (ექსკლუზივი)
05-01-2015
"სააკაშვილმა  კლიჩკოც "გადააგდო" (ექსკლუზივი)
"სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არის პოროშენკოს ხარკი, გაღებული სააკაშვილისთვის, რომელმაც გაუწია მას ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ის დასახელებულიყო საპრეზიდენტო კანდიდატად"

"ოლქების მილიციის უფროსის მოადგილეებად ინიშნებიან ზღულაძის კადრები, რომლებიც მას საქართველოდან მიჰყავს"

"მთელი ეს ჰოსპიტალური საკუთრება საბოლოოდ აღმოჩნდება პოროშენკოსა და სააკაშვილთან დაახლოებული კომპანიების ხელში"


საპარლამენტო ფრაქციის "ალიანსი - ახალი საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი გოგავამ 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიტიკური კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ არჩია. 2007-08 წლებში იყო  IRI-ს, ამერიკის
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მართვის პროგრამის დირექტორი ერაყში, 2009-2010 წლებში კი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საველე ოპერაციების მენეჯერისა და უფროსი პოლიტიკური კონსულტანტის მოვალეობებს ასრულებდა. 2014 წლამდე ამერიკულ ღია დემოკრატიის კომიტეტის პროგრამას ედგა სათავეში, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დავიწყეთ.


ირაკლი გოგავა:

- უკრაინა საქართველოს ტრადიციული პარტნიორი და მოკავშირეა და ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვისაც დიდი ტრაგედიაა. ჩვენ გვყავს ერთი ოპონენტი, რომელსაც უნდა თავის გავლენაში მოაქციოს როგორც უკრაინა, ასევე საქართველო. აქედან გამომდინარე, საქართველომ უკრაინას ასპროცენტიანი დახმარება უნდა აღმოუჩინოს - როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული. საქართველოს მთავრობის მთავარ ამოცანად კი აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემების უკრაინის კონფლიქტების სიბრტყეზე გადატანა უნდა იყოს. რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციები და ნავთობის ფასის მართული ვარდნა არის უმძლავრესი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ადრე თუ გვიან, კრემლს აიძულებს, დათმობებზე წავიდეს. ეს სიტუაცია საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავის სასიკეთოდ, მაგრამ ამის დიპლომატიურ მცდელობას, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. უნდა ითქვას ისიც, რომ უკრაინაში ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, 2008 წელს დასავლეთს მეტი ნებისყოფა რომ გამოეჩინა და რუსეთის აგრესიისთვის სათანადო პასუხი გაეცა.

- როგორ ფიქრობთ, 2008 წელს დასავლეთმა ვერ გათვალა, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას?

- სამწუხაროდ, დასავლეთმა ვერ გამოიჩინა პრინციპულობა, თუმცა, გვიხსნა შემდგომი ოკუპაციისგან, როცა რუსეთის ჯარი მზად იყო თბილისის ასაღებად. სხვა მხრივ, ევროპელებმა უკან დაიხიეს და პრინციპულობაზე მაღლა პრაგმატული სარგებელი დააყენეს, რომელიც შეიძლება მიეღოთ - ამის კონკრეტული მაგალითია კონტრაქტი "მისტრალებზე", რომელშიც საფრანგეთმა მილიარდ-ნახევარი დოლარი აიღო და ეს მოხდა პირადად სარკოზის აქტიურობის ხარჯზე. ასევე, თურქეთმაც მიიღო გარკვეული პრეფერენციები რუსეთისგან. ერთადერთი, რამაც რეალურად გადაარჩინა საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრინციპული პოზიცია.

- ისევ დღევანდელ უკრაინას რომ დავუბრუნდეთ, იმ პერიპეტიების ფონზე, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ხომ არ დახურდავდა ეს ყველაფერი და ხომ არ იქცა ბანალური პოლიტიკური დაპირისპირების მონეტად?

- მე მესმის, რატომ ხდება ამ მოვლენების ანგაჟირება გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ. "ნაციონალური მოძრაობის" სტილშია ყველაფრის საკუთარი პიარისთვის გამოყენება. ეს არის ძალა, რომელსაც მორალური პრინციპები ნაკლებად ადარდებს და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს, რომ დარჩეს აქტუალური და საქართველოს მოსახლეობას თავი შეახსენოს. მაგრამ შეგნებული და განათლებული ადამიანი მათ  პოლიტიკურ მაქინაციებს არ უნდა აჰყვეს.

- რა შეიძლება ეწოდოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ქართველების დანიშვნას - დიპლომატიური ჩავარდნა, როგორც თედო ჯაფარიძემ უწოდა, თუ ქართული რეფორმების ნოუ-ჰაუს უფრო დიდ ასპარეზზე გატანა, როგორც ამას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ?

- ამის გასაანალიზებლად ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორ მოხდა ხელისუფლების ცვლილება უკრაინაში - სამწუხაროდ, ისევ დატრიალდა კარუსელი და ერთი ოლიგარქიული კლანი მეორემ ჩაანაცვლა. სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არის პოროშენკოს ხარკი, გაღებული სააკაშვილისთვის, რომელმაც გაუწია მას ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ის დასახელებულიყო საპრეზიდენტო კანდიდატად. თუ გახსოვთ, უშუალოდ მაიდნის მოვლენების შემდეგ, 2013 წელს უკრაინაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, სახელდებოდა ვიტალი კლიჩკო, პოროშენკოს კი 5-6 პროცენტამდე რეიტინგი ჰქონდა. ისიც გეხსომებათ, როგორ დაჰყვებოდა ვიტალი კლიჩკო მიშას კუდში, ხან კიევში, ხანაც თბილისსა და ევროპაში - საქმე ის არის, რომ თავიდან კლიჩკომ სთხოვა სააკაშვილს, მისთვის გაეწია ლობირება შტატებში, რათა კლიჩკო გამხდარიყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, და მას ყველა შანსი ჰქონდა ამისთვის - ის იყო ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი მაიდნის ბანაკიდან. მაგრამ უეცრად ხდება დრამატული ცვლილება და ყველა რეიტინგსა თუ გამოკითხვაში პოროშენკო გამოდის პირველ ადგილზე. სწორედ ეს იყო სააკაშვილის წარმატებული ლობირების შედეგი - პრინციპში, მან კლიჩკო "გადააგდო" და კლიჩკოსა და პოროშენკოს შორის არჩევანი ოლიგარქზე გააკეთა. პოროშენკოსთვის კი სააკაშვილის ლობირება ფასდაუდებელი იყო - როდესაც გაქვს კონფლიქტი რუსეთთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა.

პოროშენკოსა და სააკაშვილს ერთობლივი ბიზნესაქტივობების გამოცდილებაც აქვთ - თუ გავიხსენებთ უვარგის ავტობუს "ბოგდანს", რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ პოროშენკოსგან შეიძინა.
ავტობუსები არ გამოირჩეოდა ხარისხით, მაგრამ იმის გამო, რომ პოროშენკოს ქარხანაში მზადდებოდა, საქართველოს ბიუჯეტს აყიდვინეს.

რაც შეეხება კონკრეტულად დანიშვნებს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნა - კვიტაშვილის პრაქტიკული რეფორმები საქართველოში არავის ახსოვს. რეალურად მისი როლი და დანიშნულება იყო ტოტალური გაყიდვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების, მათი ღირებულების 10-15 პროცენტად. მათ შორის იყო რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ნაცვლად 30-35 მილიონისა, რაც წარმოადგენდა მის საბაზრო ღირებულებას, 6 მილიონ ლარად გაიყიდა. ახლა კი სახელმწიფო ცდილობს, როგორმე დაიბრუნოს და ნაციონალიზაცია მოახდინოს ამ და სხვა ქონებისა, რომლებიც კაბალური ხელშეკრულებით გაყიდეს.

უკრაინაშიც მალე გამოაცხადებენ, რომ საჭიროა დიდი პრივატიზაცია და სახელმწიფოსთვის არახელსაყრელი პირობებით გაიყიდება ის საავადმყოფოები, რომლებიც უზარმაზარ მიწის ნაკვეთებზე, მსხვილი, მილიონიანი ქალაქების ცენტრშია განლაგებული.

კიევის ცენტრში, მაგალითად, არის ალექსანდროვის სახელობის უზარმაზარი სამედიცინო კლინიკა, რომელსაც 9 ჰექტარი მიწა უკავია. ასეთი ქონების ერთ ლარად გადაცემას მიჩვეულ სააკაშვილს და მის კადრებს, რა თქმა უნდა, ხელი წაუცდებათ. ასევე ეჭვს გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ მთელი ეს ჰოსპიტალური საკუთრება საბოლოოდ აღმოჩნდება პოროშენკოსა და სააკაშვილთან დაახლოებული კომპანიების ხელში.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ეს ხალხი, ვინც ახლა უკრაინაში მოვიდა, შეეცდება ფასადური რეფორმების გატარებას და არ გამოვრიცხავ, რომ ეკა ზღულაძემ მართლაც ჩაატაროს უკრაინაში ის რეფორმები, რომლებიც მანამდე საქართველოში გატარდა.

თუმცა, ერთ რამეს უნდა დავუფიქრდეთ - თვით პატრულიც კი მხოლოდ შსს-ს კეთილსინდისიერი ფასადია, რეალურად კი ყველამ ვიცით, საქართველოს ამ ფასადის მიღმა რა კეთდებოდა - რა ხდებოდა ციხეებში, რომელსაც რეალურად შსს მართავდა. იგივე გაკეთდება უკრაინაში, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ ხალხმა, ვინც მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში, შეძლოს რეალური, სიღრმისეული რეფორმების გატარება - ეს ხალხი ამისთვის მზად არ არის, მით უმეტეს, როდესაც მათ კონსულტაციას უწევს სააკაშვილი, რომელიც ქვეყანას უდგებოდა როგორც საკუთარ შპს-სა და ბიზნესს.

- კიდევ ერთი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ადეიშვილის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ხმები უფრო ჰოლივუდის კრიმინალური დრამის სიუჟეტს ჰგავს. ადამიანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დანაშაულებრივი სისტემის შექმნას მიაწერენ, სხვაგან ხდება სწორედ ამ დანაშაულებთან მებრძოლი ბიუროს ხელმძღვანელი. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადეიშვილი მართლაც ვიხილოთ უკრაინის მთავრობაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მას ინტერპოლი ეძებს?

- სიმართლეს თვალებში რომ შევხედოთ, სააკაშვილის ხალხის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის გაწნილი სილა. მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ამაში "წვლილი მიუძღვის" ჩვენი საგარეო სამსახურის დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს მარტო უკრაინაში არ ხდება - საგარეო უწყებას სერიოზული პრობლემები აქვს, არ არის სწორი მიდგომები, არ იგზავნება საჭირო გზავნილები, არ ხდება საელჩოებისა და დიპლომატების ქსელის სათანადო კოორდინირება.
მაგალითად, როდესაც ევროფორუმებზე მიდის საქართველოს დელეგაცია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლობა დუმს,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი აქტიურობენ. ამის მიზეზი კი სურვილისა და სათქმელის არქონაზე მეტად, გამოცდილებისა და კომპეტენციის უქონლობაა. იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც -

მთავრობას დაქირავებული ჰყავს უმსხვილესი ლობისტური კომპანია Patton Boggs-ი, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ერთი რიგითი კლიენტია, მაშინ, როდესაც მიშას დაქირავებული ჰყავდა Podesta Group-ი, რომლისთვისაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექსკლუზიური კლიენტი და საფლაგმანო პროექტი იყო.

ისევ კითხვას რომ დავუბრუნდეთ - პოროშენკომ განაცხადა, რომ 14 იანვარს გახდება ცნობილი ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის ვინაობა. თუ ეს იქნება  ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ადეიშვილია, ეს აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობას საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უკრაინაზე მეტად ჩვენ დაგვაზარალებს.

- უკრაინის მთავრობის წევრების შესაძლო კანდიდატებად სახელდებიან ასევე გიორგი ვაშაძე და გიორგი უგლავა...

- ამ ჯგუფისთვის ეს უკრაინული დანიშვნები არის ერთგვარი საერთაშორისო აღიარება მათი ღვაწლისა, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ევროპელები ერთობ უკმაყოფილონი არიან ქართველების დანიშვნის გამო უკრაინაში. მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისათვის ეს არის ერთგვარი ნიშა - ზოგიერთი მათგანი ჭკვიანი ხალხია და მშვენივრად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ამიტომ ეძებენ საკუთარ ადგილს. უკრაინა კი იყო ოპტიმალური ადგილი, რომელიც მათ საკუთარმა ლიდერმა გამოუძებნა და დაასაქმა. გარდა ამისა, ქართველები ინიშნებიან საოლქო თანამდებობებზეც, მაგალითად, ოლქების მილიციის უფროსის მოადგილეებად ინიშნებიან ზღულაძის კადრები, რომლებიც მას საქართველოდან მიჰყავს.

- პოსტების დასაკავებლად ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა უწევთ. შესაბამისად, როგორ აპირებენ ისინი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას?

- ეს არის ზნეობრივი საკითხი. ისეთი თემები, როგორიცაა დროშა, გერბი, პასპორტი - თუ მათ აღიქვამ როგორც უბრალოდ ქსოვილის ნაჭერს, ნახატს და ქაღალდის ნაგლეჯს, შესაბამისად, არა გაქვს მორალური ბარიერი, მათზე უარი თქვა. როცა ამ სიმბოლოებზე უარს ამბობ, ეს ზნეობრივი პრინციპების დეფიციტზე მეტყველებს. მომავალი ამ ხალხს საქართველოში, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში, რა თქმა უნდა, აღარ აქვს, მაგრამ სააკაშვილი შესაძლოა ემზადება რევანშისთვის - მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება და თუ ასეა, იგი უკრაინულ კოზირს აუცილებლად გაათამაშებს.

- დაბოლოს, ალბათ, ყველაზე მტკივნეული საკითხი. ქართველი სამხედროების უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა ხშირად ხდება პოლიტიკური დებატების საგანი. აპელირება ხდება სამართლებრივ კუთხეზეც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს უფლება არა აქვს დაქირავებული მებრძოლის რანგში მონაწილეობა მიიღოს სხვა ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებში. ხმაური მოჰყვა თავდაცვის სამინისტროს განცხადებასაც ალექსი გრიგოლაშვილის გარდაცვალების თაობაზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას?

- ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში ქართველების მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და მართული პროცესი, მაგრამ თუ ვინმე მოხალისეა და სურს იდეის გამო იბრძოლოს, სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს, მათ შორის შემაშფოთებელი პოლიტიკური განცხადებებით. უკრაინელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უდავოდ სამართლიანი ბრძოლაა, მაგრამ სააკაშვილის მოწოდება ქართველი ოფიცრებისადმი, რომლებიც ქართულ ჯარში მსახურობენ, ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჯია. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ჩემი აზრით, ასეთი ლაფსუსები გამოწვეულია რამდენიმე მინისტრის პოლიტიკური გამოცდილების კრიტიკული ნაკლებობით. საერთოდ, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკოსი ჭირს. როგორც პარტიაში, ასევე მთავრობაში, პოლიტიკოსებს ერთეულებს თუ ვუწოდებთ. გასაგებია, რომ გამოუცდელობით მოუვიდა მინისტრს, სურდა, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოხმაურებოდა, სადაც სააკაშვილის მოწოდება ავანტიურად შეფასდა, მაგრამ ამისთვის შეუფერებელი კონტექსტი აარჩია.

ვაჟა თავბერიძე
çççççç
07 იანვარი 2015 19:31
თუ ამერიკა სააკაშვილის დაკრულზე ცეკვავს, დაუჩქარონ მოქალაქეობის მიღება, შეცვალონ კონსტიტუცია(რომელიც ოდნავ შესწორდა 2OO წლის(!) განმავლობაში) და კონსტიტუციით დაუშვან ახალმოქალაქეობამიღებული ინდივიდის გაპრეზიდენტება.

რაღა საქართველოში და უკრაინაში ატარებენ ექსპერიმენტებს? პირდაპირ ამერიკიდან დააწყებინონ "რეფორმები" მაგ გიჟუას.

და კიდევ: უკრაინა სააკაშვილსთვის (და მისი პარტიული დედმამიშვილებისთვის) არის ერთგვარი ტრამპლინი, საიდანაც ახტება და სად ჩახტება, ეშმაკმაც არ იცის!!!!

დააბით!
დააბით!

ანადა მიეეცით ბირთვული პულტი და დატოვეთ კრება მხიარული :(((((
:)
07 იანვარი 2015 08:26

ისე ამ მიშას და მისიანებს თავი რომ დავანებოთ და ქართული სახელმწიფო გავაძლიეროთ, დასაქმების პირობები რეალურად შევქმნათ და რაც კავკასიურ გარემოს სჭირდება ისეთი პოლიტიკა რომ გავატაროთ? დავისჯებით ამისთვის? რამდენი ხანია უკეთესობის მოლოდინში ვართ, ერთხელ მაინც არ უნდა დადგეს საშველი? ამოვიდა ყელში ემ მიშა და გრიშები. უკრაინელები მეცოდებიან, მაგრამ რას გავაჭყობთ, უნდა საკუთარ ზურგზე იწვნიონ და მერე მონახავენ გამოსავალს. მაგრამ ქართველობა შეძულებული ეყოლებათ უკვე.
glaxuna
07 იანვარი 2015 03:51


,,ახალი სახე,, ...



ეეე,რაღა დაგრჩენიათ... მუდამ სიძულვილზე, ძალადობასა და უსამართლობაზე დაფუძნებული,მით მუდამ ღატაკ ,,მმართლმადიდებელი,, ჩრდილოეთ იმპერიის მეხოტბეებს ?!

კრემლი...აშშ-ს ,დასავლეთს,ევროპას,,ანგლო-საქსებს,, ,,რეპტილოიდებს,, ლანძღავენ და აგინებებ და ასე...მალე მე-16 საუკუნეში ამოყოფენ თავს.

,,ქართველი,, (ანუ გვარით და არა მენტალურად) მათი მეგობრები...

მიშას და ,,ნაციონალებს,, და ... მალე სახელმწიფოს ბიუჯეტი ისევ,მაქსიმუმ 3 მილიარდამდე ,რომ დავა,90-ან წლების სრულ ქაოსსა და ანარქიაში...
მერე ... ა ბ ო ლ ე თ და აბოლეთ ხალხი,
ეს იმიტომ,რომ მ.სააკაშვილი და ,,ნაციონალები,, როგორი ,,ცუდები,, ი ყ ვ ნ ე ნ ო ...


(მალე მარტონი დარჩებით ,,ქართულ,, მედიაში და სრული თ ა ნ ხ მ ო ბ ა გექნებათ...როგორი ცუდები ი ყ ვ ნ ე ნ და არიან...დასავლეთი და ,,ნაციონალები,,...)


წადით რუსეთუმეებო რუსეთში და იცხოვრეთ,რა გინდათ თქვენ...დასავლეთში,ევროპაში საშინელი და გარყვნილი მონსტრები ცხოვრობენ და ხალხი...მონებივით ყავთ,მ შ ი ვ რ ე ბ ი და უსახლკაროები დაძრწიან და კვდებიან,მედიცინა იქ არ არის და სწავლა-განათლება,უწესრიგობას და სიბინძურეს მიაქვს ყველაფერი,მოკლედ ევროპა ა დ ა მ ი ა ნ თ ა თ ვ ი ს ჯოჯოხეთია და...რუსეთი მმართლმადიდებელი ხო ?!

წ ა დ ი თ რუსეთში ,რატო არ მიდიხართ,რას ერჩით ამ საქართველოს ?!

ნეტავ როდის მოიშორებთ... ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ს და განათლებას დაეწაფებით,იქნებ სახელმწიფოებრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა გაგიჩნდეთ...ო დ ე ს მ ე !!!

რედაქტორის რჩევით