რა უნდა დავუპირისპიროთ რუსულ გეგმას? -ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
05-01-2015
რა უნდა დავუპირისპიროთ რუსულ გეგმას? -ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

2015 წელი საქართველოს საზოგადოების საგარეო ორიენტაციის თუ პრიორიტეტების თვალსაზრისით, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს. დასავლეთ საქართველოს რაიონებში მოგზაურობისას სულ უფრო თვალშისაცემია დასავლეთის მიმართ მზარდი ნიჰილიზმის პარალელურად რუსეთის მიმართ გაჩენილი მოლოდინი. საფუძველი, ძირითადად, აქაც იგივეა, რაც აღმოსავლეთ საქართველოში: მრავალი წლის მერე მოსახლეობამ თხილიც რეკორდულ ფასად გაყიდა და ციტრუსებიც მთლიანად ჩააბარა. ლამის 25-წლიანი პროდასავლური კურსისგან ხელშესახები შედეგის არქონის ფონზე, რუსული ბაზრის შეღებული კარი საქართველოს მოსახლეობისთვის ლამის პანაცეად იქცა, ახლა კი რუსული ბაზრის დახურვა სოციალური
უკმაყოფილების ძლიერი მუხტის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

ამ ფონზე რა რესურსი აქვს პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის პროდასავლური კურსის ხელშესაწყობად?!
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს არა მარტო სოციალური, არამედ პოლიტიკური ფონიც ისეთი ხელსაყრელია რუსეთისთვის, როგორიც არასდროს ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში:

პროდასავლურ ფლანგს არ ჰყავს იმგვარი ლიდერი, რომელიც
შეძლებს, გააერთიანოს და დამუხტოს საზოგადოების უმრავლესობა; მთავარ პროდასავლურ ძალაზე პრეტენზიის მქონე "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად დისკრედიტირებულია, რომ თავის გარშემო საზოგადოების პროდასავლური ნაწილის მობილიზებას ვერ შეძლებს; მედასავლეთე პოლიტიკურ ელიტას არა აქვს მოსახლეობისთვის შესათავაზებელი ისეთივე მომხიბვლელი, კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ პარამეტრებში გამოხატული ალტერნატიული იდეა, როგორიც რუსული ბაზარია; არა აქვს დასავლური კურსის მხარდამჭერი ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა და არც დასავლეთთან მუშაობის სტრატეგია. ქართველი პროდასავლელი პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან, რომ ჯერ დასავლური იდეაა გადასარჩენი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს მათი პოლიტიკური წონა. და რა გასაკვირია, რომ ამ ფონზე რუსეთი ფორსირებულად ახორციელებდეს საქართველოს საკუთარ გავლენის სივრცეში დაბრუნების გეგმას?!

რა შეიძლება გააკეთოს თავისი მწირი რესურსებით საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ხელშესაწყობად?!
ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ზუსტად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათ დასაძლევად აუცილებელი გეგმის ჩამოყალიბებაზეც მუშაობს. ვინაიდან ეს საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესია, ურიგო არ იქნება, თუ მედასავლეთე ოპოზიციური სპექტრიც ჩაერთვება ერთობლივი ხედვის შემუშავებაში.

პროდასავლურ ფლანგზე ყველაზე ხანგრძლივი, რამდენიმე ათწლეულის ბეგრაუნდის მქონე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელისუფლების მთავარი ხიდია დასავლეთთან ურთიერთობაში და ეს რესურსიც მთლიანად არ არის გამოყენებული.
კვლავ ოპოზიციაში გადასული ირაკლი ალასანია უნდა შეეცადოს, რომ "ნაციონალების" მაგივრად დასავლეთის მთავარი პარტნიორის სტატუსი მოიპოვოს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია არა მხოლოდ მისი რეიტინგის ზრდის, არამედ საზოგადოებაში დასავლეთისადმი კეთილგანწყობის გადასარჩენად, რადგან ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელია "ნაციონალებთან" გაიგივებული დასავლეთი. ასევე, მან უნდა იზრუნოს, რომ გახდეს მიზიდულობის ცენტრი სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. რამდენად შეძლებს ის ამ ამოცანებისთვის თავის გართმევას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

ასევე, პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა აქტიურად უნდა იმუშაონ დასავლეთთან, განსაკუთრებით - აშშ-თან ქვეყნის პოზიციონირებისა და ლობირების მიმართულებით. მათ ნათლად უნდა აუხსნან დასავლეთის წამყვან პოლიტიკურ მოთამაშეებს, განსაკუთრებით - აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის ძირითად კანდიდატებს, რომ თუ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება ექსპერიმენტების მოედანი, მისგან აღარაფერი დარჩება და ორი-სამი წლის შემდეგ, როცა აშშ-ის სათავეში, სავარაუდოდ, კვლავ დაბრუნდება ბუშების ან კლინტონების დინასტია, საქართველოს და ზოგადად, კავკასიის რეგიონის დაბრუნებისთვის ბრძოლა შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, მით უფრო, თუ რუსეთმა ამ პერიოდში საქართველოზე გამავალ სტრატეგიულ მილსადენებზე გავლენის მოპოვება და ავარეთ-კახეთის გზის გახსნა შეძლო. ორივე ეს პუნქტი გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანსა და უფრო იქით, შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის, ანუ კასპიის ზღვის ყოფილი საბჭოთა შელფის ენერგორესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.

ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის, როგორც საერთო-სახალხო კენჭისყრით არჩეული და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირის როლი. მას ახალ წელს უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება უწევს - პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი არა მხოლოდ რუსეთის აქტიურობაზე ან დასავლეთის პასიურობაზეა დამოკიდებული, არამედ ქვეყნის შიდა ადამიანური რესურსების ანუ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური მედასავლეთეების შნოსა და უნარზეც. რუსეთის ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მისი სახელმწიფოს, როგორც იმპერიის, აღორძინებისთვის არის აუცილებელი, საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა კი თავი უნდა ანებოს საკუთარი სისუსტის სხვისთვის გადაბრალებას და იპოვოს ძალა, რომ საქართველოს საზოგადოებას შესთავაზოს ახალი რუსული იდეოლოგიის რეალური საპირწონე, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თითქმის არ ჩანს. ამიტომაც, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსულ პროპაგანდაზე არანაკლებ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სიძაბუნის გამოძახილია.
rieka
18 იანვარი 2015 03:50
2008წელს რამდენი ქვეყანა დაგვეხმარა ჩამოტვალეთ ოგონდ შეშფოთება არჩაათვალოთ საით მიდიხართ ხალხო გააცნობიერეთ რატო უნდა ამერიკას საქართველო ბაზების ჩადგმის მიზნით ქრისტიანობას გაანადგურებენ.. რამდენი ადამიანი დადიოდა ადრე ეკლესიაში 15წლის წინ და ეხლა მისი ნახევარიც არდადის რაც ევროპული ვითომ ცივილიზაცია შემოვიდა საქართველოში
papa
08 იანვარი 2015 13:49
მაინც და მაინც მარტო რუსეთია ოკუპანტი და ჩათლახი(არის) და ეს მეგობარიიიი??
იმისი გოთვერნობა გოთვერნოვბაა და ამისი არააა??
მტერი მტერია---გინდ თეთრი იყოს და გინდა შავი


,,თურქული გემები სოჭის ნაცვლად... სოხუმის ნავსადგურში,,
განხეთქილების ვაშლი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში - ამის შესახებ მსჯელობს თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ი. საუბარია თურქეთის სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე აფხაზეთთან.

სტატიის ავტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე 2010-2012 წლებში თურქეთთან მოლაპარაკებების პროცესში თავად მონაწილეობდა. ამჟამად, იგი აცხადებს, რომ თურქეთი მაინც ავითარებს სავაჭრო კავშირებს აფხაზეთთან და ეს იმის მიუხედავად ხდება, რაც თავის დროზე საქართველომ აკრძალა აფხაზეთთან უცხოეთის სახელმწიფოების ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა.

აფხაზეთ-თურქეთს შორის ურთიერთობამ ისე ღრმა „დატვირთვა“ შეიძინა, რომ 2013 წლის მონაცემებით, ორმხრივმა საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
Godfrey
08 იანვარი 2015 12:22
ანა,ევროპაში ჩასვლა ისე ადვილი რომ იყოს,როგორც თქვენ ამტკიცებთ,ახლა ნახევარი საქართველო იქ იქნებოდა.ფაქტია,რომ ქართველების დიდი უმრავლესობა ერთხელაც არ არის ევროპაში ნამყოფი.მე პირადად 10 წელია გერმანიიდან მოწვევებს ვიღებ,ყველა საბუთი წესრიგში მაქვს,არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ ელემენტარული დარღვევაც კი არ მაქვს.მიუხედავად ამისა,ვერაფრით ვერ მივიღე ვიზა.არავინ არ ითხოვს იმას,რომ ქურდებს და ბანდიტებს მისცენ ვიზები,მაგრამ პატიოსან ხალხს რატომ ეუბნებიან უარს,თანაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით?მერე არ უნდა უკვირდეთ ანტიდასავლური განწყობების ზრდა.

რედაქტორის რჩევით