"მაშინდელი ორჯონიკიძე და ბერია დღევანდელი ადეიშვილ-სააკაშვილია"
12-01-2015
"მაშინდელი ორჯონიკიძე და ბერია დღევანდელი ადეიშვილ-სააკაშვილია"
"მეხუთე კოლონა გეოგრაფიული ტერმინი არ არის.
"სახელოვნებო სამყარო ფარისევლების თავშესაფრად იქცა."

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს, თუმცა, "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებებს ქვეყნის კურსის ცვლასთან დაკავშირებით  არ ეთანხმება. არც ოპოზიციის დაანონსებული მასშტაბური გამოსვლების სჯერა. "კვირის პალიტრასთან" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პოეტი დავით მაღრაძე აფასებს.

- 2014 წელი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გათავისუფლების მოთხოვნით დაასრულეთ. თქვენი განცხადება ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ მხარდაჭერად უნდა აღვიქვათ?

- ჩემი განცხადება პოლიტიკური მხარდაჭერა არ არის, უბრალოდ, ხელისუფლებას ლოიალობისკენ მოვუწოდებ.
არასწორია, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები საბჭოთა პროკურორებივით აცხადებენ, საქმე განვიხილეთო. საკითხავია, როცა ადვოკატებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მასალებს უმრავლესობის წევრები რატომ ეცნობოდნენ?

- 2015 წელს საპარლამენტო უმცირესობა, ფაქტობრივად, რევოლუციის გამეორებას აანონსებს, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ვადამდე არჩევნებისთვის ემზადება...

- საბედნიეროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავს ოპოზიციად
ასაღებენ, ხალხი არ ენდობა. სხვათა შორის, "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ პოტენციალი, ოპოზიციის ნიშა დაიკავონ.
იმისათვის, რომ ხელისუფლება არ გაირყვნას, ქვეყანას ნამდვილი ოპოზიცია სჭირდება.
თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერა დაკარგა, რაც, ჩემი აზრით, ნიჭიერების ნაკლებობის შედეგია.

- ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ხომ არ ელოდებით?
- "ქართული ოცნება" მიზიდულობის მუხტს კი კარგავს, მაგრამ მისი მხარდამჭერები სხვა პოლიტიკური ძალის მომხრეები არ ხდებიან. სამწუხაროდ, დღეს ქართულ პოლიტიკას პროფესიონალიზმი აკლია. პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს მთელი სიმძაფრით გვეხება. არჩევნებზე დავდივართ, მაშასადამე, პროცესშიც ჩართული ვართ. არ ვეკუთვნი იმ ხელოვანთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანას მხოლოდ საკუთარი საქმის კეთებით ემსახურებიან. სახელოვნებო სამყარო ფარისევლების თავშესაფრად იქცა.
როგორც საკუთარ ცოლ-შვილს არ ეტყვი, სახლში შემოვარდნილი ყაჩაღებისგან თავი თქვენ დაიცავით, მე ჩემს პროფესიას ვემსახურებიო, განსაცდელში ქვეყანასაც არ უნდა უთხრა, ნოტებით თუ მოლბერტით გემსახურებიო.

- ვის გულისხმობთ ფარისეველ ხელოვანებში?
- ამ ადამიანებს იმდენ პატივს ვერ დავდებ, მათი გვარები თქვენი გაზეთით ვახსენო.

- რა შეიცვალა ხელოვანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გარდა იმისა, რომ პარლამენტში მუშტებს იქნევენ?
- არა მგონია, მათ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება მოსწონდეთ. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩათვალეს, პოლიტიკაში აქტიურად ჩართულიყვნენ... დეპუტატები დავალებებს იღებენ, უხამსი სიტყვებით ისაუბრონ, რათა ქაოსი შექმნან და უცხოელს დაანახვონ, რომ მეხუთე კოლონის შემოსასვლელად ნიადაგი მზადდება. მეხუთე კოლონა გეოგრაფიული ტერმინი არ არის და მაშინდელი ორჯონიკიძე და ბერია დღევანდელი ადეიშვილ-სააკაშვილია. დიდი განსხვავებაა ხალხის ხელისუფლებასა და სხვა ქვეყანაში მომზადებულ პროექტს შორის. "ნაციონალური მოძრაობაც" ასეთივე პროექტია, მაგრამ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმი კრახისთვის განწირული უსუსური პროვოკაციაა. ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. გამწარებული ადამიანების აგრესია კი რთული შესაკავებელია. ხალხს აწუხებს, რომ სანთელ-საკმეველმა საკუთარი გზა ვერ იპოვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ორი წლის განმავლობაში მოხდა, საარსებო სივრცის გათავისუფლებაა. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი კურსი გაჩნდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას არ არსებობდა. ეს კურსი რუსეთთან ომის გარეშე ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს. ირაკლი ალასანიას და მის გუნდს სწორედ ამ საკითხში არ ვეთანხმები. წლების განმავლობაში საგარეო კურსი საერთოდ არ არსებობდა და რა უნდა შეცვლილიყო? ამერიკის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, უბრალოდ, პოლიტიკურ წრეში გაჩნდა ტენდენცია - თუ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, უკრაინის შემდეგ მეორე ფრონტს საქართველოში გახსნის. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჩრდილოელ მეზობელს მსხვერპლად შეეწიროს, რათა დასავლეთს სანქციების გამკაცრების შესაძლებლობა გაუჩნდეს. "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ საქართველოს მსხვერპლად შეწირვის პოლიტიკას ახორციელებდა.

არსებულით კმაყოფილება არ ვარგა, ისევე, როგორც უმადურობაა გაუმართლებელი. ის, რაც კულტურის სამინისტროში ხდება, არ მომწონს - უწყება იურისტებითა და ეკონომისტებით გაივსო, ხისტმა პოლიტიკამ კი საყდრისის აფეთქებამდე მიგვიყვანა. გული მწყდება, რომ ხელისუფლებამ ეს შეცდომა მოიწონა.
არავის ვურჩევ საზოგადოების მოსაზრებების უგულებელყოფას.

საერთოდ, ქართველებმა თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. რა უნდა მოვითხოვოთ, ისიც უნდა ვიცოდეთ. მუდმივად მესმის, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ დღემდე საქმე ვერ დავინახე. თუმცა, იმედს ახალგაზრდა თაობა მაძლევს - ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში გახლდით, სადაც სამკითხველო დარბაზში თავისუფალი ადგილი არ იყო...

რუსუდან შელია
magda
18 იანვარი 2015 22:17
"ნაციონალური მოძრაობა" სწორედ საქართველოს მსხვერპლად შეწირვის პოლიტიკას ახორციელებდა."(დ. მაღრაძე)


ძნელია, არ დაეთანხმო ამ სიტყვებს.

ოღონდ, მსხვერპლებში თავად არ მოიაზრებდნენ თავებს.
მდიდრდებოდნენ საქართველოს მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე და იყვნენ მხიარულად.
ბიბი
17 იანვარი 2015 19:24

ბრიყვო შენ რა იცი თავისუფლების ფასი შენ უნდა მომკვდარიყავი საბჭოთა კავშირში მესერში გაკვეხებული ღორივით. თქვენ რად გინდა თავისუფლება კომუნიზმში დაბინძურებულ ადამაინებს. გამსახურდია იყო ხომ გიჯი /???? მაგის მოპოვებულ თავისუფლებაზე დგახარ დღეს ,სისხლით მოპოვებულ თავისუფლებაზე. სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და პოლიტბიუროს წევრს. როგორ გადაუხადა მადლიერმა შევარდნაძემ ინტელიგენციას მადლობა იარაღის ხელში აღებისთვის. როგორ და ვისთან ერთად მოიარა თბილისის ძველი უბნები, დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭომ რომ შეცვალა, სწორედ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას და ვიდრე აფხაზეთში "შევარდნაზე" გადავალ, მინდა, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმისა და მისი წევრების ვინაობა შევახსენო მკითხველს. სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; ჯაბა იოსელიანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დრამატურგი, პროფესორი; თენგიზ სიგუა, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ კიტოვანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე; ვახტანგ გოგუაძე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; ირაკლი ანდრიაძე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. რაც შეეხება სახელმწიფო საბჭოს წევრებს, მის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენციის, კულტურის, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. მათ სიას (რეგალიების გარეშე) სრულად გაგაცნობთ: ვალერიან ადვაძე, ლევან ალექსიძე, მერაბ ალექსიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ აჯიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, აკაკი ბაქრაძე, გურამ ბერიშვილი, დავით ბერძენიშვილი, იგორ ბოგომოლოვი, კოტე გაბაშვილი, თამაზ გამყრელიძე, გურამ გეგეშიძე, ნაირა გელაშვილი, არჩილ გოგელია, ვასილ გოცირიძე, რომან გოცირიძე, გურამ თევზაძე, ალექსანდრე კავსაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, პაატა კოღუაშვილი, რაულ კუპრავა, დავით კუპრეიშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ნოდარ ლომოური, მირზა მაშოვი, ლევან მესხი, ზურაბ მურვანიძე, გურამ მუჩაიძე, მიხეილ ნანეიშვილი, თევდორე ნინიძე, თემურ ნერგაძე, იზა ორჯონიკიძე, თედო პაატაშვილი, დავით პატარაია, ზურაბ ჟვანია, თემურ ჟორჟოლიანი, ვიქტორ რცხილაძე, ირინა სარიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, გიორგი სიგუა, თემურ ფიფია, თორნიკე ფიფია, ირაკლი ქადაგიშვილი, ლანა ღოღობერიძე, რევაზ შავიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, თეიმურაზ შაშიაშვილი, გივი შაჰნაზარი, გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამარ ჩხეიძე, ვახტანგ ძაბირაძე, ნიკო ჭავჭავაძე, გიორგი ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი, თამაზ ჯანელიძე.
ნიკა
16 იანვარი 2015 14:33
ქურდს ქუდი ეწვისო ამაზეა ნათქვამი.საარსებო-საოცნებო სივრცე გაჩნდა რაც ოცნება მოვიდა მთავრობაშიო.(შემოქმედს და ზოგადად პიროვნებას არ ჭირდება მთავრობისგან ბოძებული სივრცე ის ყველანაირ სივრცეში თავისუფალია ციხეშიც კი).ჩვენი "სასიხადულო" "ინტლიგენციის" სენია თუ მთავრობა მათზე არ ზრუნავს და ბიუჯეტიდან მათ მუქთახორობას არ აფინანსებს ის მთავრობა საზიზღარია.მერა რა რომ საყდრისი ააფეთქეს, ვის არ მოსვლია საბედნიოროთ საარსებო სივრცეა.შევწუხდეთ მსუბუქად და გავაგრძელოთ ცხოვრება.მიშას დროს პირიქით იყო. ვინმე უკაცრავად და გაზებისგან რომ დაცლილიყო მთავრობას ბრალდებოდა და იყო ერთი ვაი უშველებელი უსაგნო ქაქანი.იციან ინტლიგენტებმა საარსებო სივრცისთვის ბრძოლის წესები და რა ქნან? დასანანია რომ ხალხიც აყვება ხოლმა მათ და თავისი საკუთარი სარსეებო სივრცეს ბედნიერი სახით დაუთმობს ხოლმე ფსევდო "ინტლიგენციას".
ორჯონიკიძის და ბერიას შედარება ყოფილ მთავრობასთან უვიცობის კულმინაციაა.ენას ძვალი არა აქვს.არც ის არც ეს მთავრობა არ არიან "მაგნები". მაგრამ საშიში ტენდეციაა ერთი. 1918-21 წწ-ში მენშევიკებმა არაფერი არ გააკეთეს იმისთვის რომ ამ ჯოჯოებს არ დაეპყროთ საქართველო (ნეიტრალიტეტი ჰქონდათ გამოცხადებული).დღევანდელი მთავრობაც ჟორდანიას მთავრობისდაგვარად საჭურისივით იქცევა.არც კაცია არც ქალია მოკლედ ჟელეა, უფორმო და ტყლარწი.ასე რომ ბერიები,სტალინები გზაში არიან (ურდოს უყვარს შეშინებული უპრინციპო მეზობლების მიერთება) თუ ასე გაგრძელდა მალე მოვლენ და მერე ვაი ჩვენი ტყავის ბრალი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები