უნიათო ხელისუფლება?
26-01-2015
უნიათო ხელისუფლება?
მკვლელობაც არის და მკვლელობაც - ადამიანის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქება; იმ შვილის, ვისი დაღუპვის საქმის გამოძიებისთვის იბრძოდა ბოლო რამდენიმე წელი... იური ვაზაგაშვილისადმი შეიძლება საზოგადოებაში განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდა, მაგრამ ის, რომ ასე თავდადებით იბრძოდა დამნაშავეების დასასჯელად, ნამდვილად იმსახურებს დაფასებას, მით უმეტეს, რომ ამ საქმეს შეეწირა კიდეც! ამან ბევრი რამ შეცვალა: ის, ფაქტობრივად, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას შეწირული გახდა. ხოლო ის, რომ ამ ბრძოლას დღესაც ადამიანი ეწირება, უკვე ახალი ხელისუფლების დანაშაულია. ყველაზე ხშირად
დანაშაული სწორედ უმოქმედობაა, ხოლო ხელისუფლების უმოქმედობა ორმაგი დანაშაულია, რადგან ამას გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვება, ვიდრე ჩემს ან თქვენს უმოქმედობას. ვაზაგაშვილის დაღუპვის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა: შოკირებული ვარ ამ მკვლელობითო. დროზე რომ გამოგეძიებინათ მისი შვილის საქმე, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა! მთავარი დამნაშავე კი ჭიკაიძე ყოფილა!

ის მფარველობდა
თურმე სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს! ვინმე ფიქრობს, ზემოდან რომ პოლიტიკური ნება ყოფილიყო და ყველა ეჭვმიტანილი პოლიციელი თუ პროკურორი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს ჩამოშორებოდა, ჭიკაიძე წინააღმდეგობას გასწევდა? ან პროკურორებს ვინ მფარველობს, რომლებზეც ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი და დღესაც პროკურატურაში მუშაობენ, ზოგს კიდევ აწინაურებენ?! მიდგომა, რომ ის პირები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენას ან უკანონო ბრძანების შესრულებას ედავებიან, თურმე პროფესიონალები არიან და ყველას თუ გავუშვებთ, სისტემა დაინგრევა, ამიტომ საშუალო რგოლს ხელი არ უნდა მოვკიდოთ და მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირები დავიჭიროთო, დამღუპველია! ეს ვერ გაიგო ამ ხელისუფლებამ, რომ არ შეიძლება დამნაშავე  დაუსჯელი დარჩეს, მით უმეტეს, თანამდებობაზე! დამნაშავე, რომელიც ერთხელ დაუსჯელი დარჩა, სხვა დროსაც იმავეს გააკეთებს! მერე უკვე შენ ხდები მათი მძევალი და აუცილებლად გადაგიყოლებენ! ამ ხელისუფლებას კიდევ იმაში უმართლებს, რომ არც მთავარ პროკურორად და არც შს მინისტრად არ ჰყავს ადეიშვილისა და მერაბიშვილის კალიბრის ფიგურა, შესაბამისად, მათ იოლად ხსნის თანამდებობიდან და ხალხს უქმნის ილუზიას, რომ რაღაცას ცვლის. აბა, მიშა ვერც ადეიშვილს ხსნიდა და ვერც მერაბიშვილს, რა დანაშაულიც უნდა ჩაედინათ!

მაგრამ ასეთი ფასადური ცვლილებებით დიდხანს ვერ გაქაჩავ. ქვეყანაში ხალხის დიდი ნაწილი უკვე ნიჰილიზმმა მოიცვა. სულ უფრო ხშირად ისმის, რომ უნიათო ხელისუფლება გვყავს. უკვე წულუკიანმაც კი აღიარა ეს და განაცხადა, ვერ ვიტყვით, რომ ძლიერი ხელისუფლება ვართო. ისინი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს თავგამოდებით ებრძოდნენ, ახლა ამ ხელისუფლებას ემუქრებიან. ზოგი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, რომ იქნებ როგორმე გამოაფხიზლოს ესენი. აქეთ ლარის კურსის ვარდნა უქმნის ხალხს არასტაბილურობის განცდას, ჩვენი მთავრობა კი დავოსიდან აკეთებს კომენტარებს.

მოკლედ, სანამ მთავრობა ნებივრობს დავოსში, ქვეყანა ჩაეშვას ლამის ქაოსში.

P.S. ვიდრე სათაურში გამოტანილი სიტყვების შემდეგ კითხვის ნიშანია დასმული, რაღაც შანსი კიდევ აქვთ. ძახილის ნიშანს რომ დასვამს ამომრჩევლის უმეტესობა, მერე ნახვამდის!
.
04 თებერვალი 2015 21:01
კი მარა მერაბ ამ დამანაშვეა დამნაშავეას რომ გაიძახი სულ ხალხი მთელი ცხოვრებაა ამ კუთხით იღებს სპეციალურ განათლებას და მათ ვერ გაურკვევიათ ვინ დამანშავეა ვინ არა, შენ რა იცი ამდენი?
jemali
29 იანვარი 2015 13:31
ძვირფასო თბილისელებო ძალიან მიკვირს მთვარ მიზეზს რატომ არ წერთ, ყველას მორჩილი კადრი უნდა, ნიჭიერი კაცი არასდროს მორჩილი არ იქნება, მე 55 წლის ვარ და მიფიქრია რატომ არავინ ჩამაყენა სამსახურში, თუმცა საავადყოფოა, ღვინის ქარხანაა თუ რამე დაწესებულება, სერიოზულ ტექნიკას, ექოსკოპიებს წვენების და ღვინის ჩამოსასხამ დანადგარებს მე მაკეთბინებენ, მიზეზსს მივხვდი, ზედმეტ სიტყვას არავის უთმობ. უცხო ენები, კომპიუტერი,ფიზიკა, რაც თანამედროვე სპეციალისტს ჭირდება კარგად ვიცი, ბევრჯერ სუფრაზე თანამდებობის პირები ცოდნით დამიჩაგრია და უხერხულობაში ჩამიგდია, მაშინ როცა მინისტრები დედალ მამალ ძროხას ამბობენ, ხის ჯიშებს ვერ ცნობენ, ალჯაზირას და ალქაიდას ერთმანეთში ურევენ, აი ეს არის მთავარი მიზეზი, ვერ გაიგეს რომ შინაური სუფრაზე დასვან, ხოლო მცოდნე თნამდებობაზე, თუნდაც ვერ იტანდე მის ხასიათს.
ერთ მაგალითს გეტყვით, ვორონეჟში ვმუშაობდი, იაპონელები ვიდეოს ქარხანას აშენებდნენ, რუსებს აბრაზებდნენ, როცა იაპონიაში თევზი ილევა, ოკეანეში გავდივართო, როცა თქვენ თევზი გინდათ თათბირს იწვევთო ასეა საქართველოშიც.
DINO_ZAUR
27 იანვარი 2015 16:44
ამ ყველაფრის მიზეზია უსუსური და მავნებლური საკადრო პოლიტიკა.


კონკურსები ცხადდება კონკურსის ჩატარებისთვის!!1 კადრები წინასწარ შერჩეული და ზოგი უკვე დანიშნულიცაა ხოლმე. და ეკონომისტის ადგილზე ნიშნავენ ზოოლოგს, იურისტის ადგილზე-ექიმს, პარლამენტში უდიპლომო ხალზი, თანამდებობებზე ატესტატამდე ჩამოწეული კონკურსი (სპეციალურად "იმ ერთისთვის") და რავი....

კონკურენცია სამუშაო ადგილებზე, კონკურენცია ბაზარზე, კონკურენცია სწავლის დროს და ყველაფერში კონკურენციაა საჭირო.


რედაქტორის რჩევით