"კარგი იქნებოდა, ევროსაბჭოს დეპუტატებს ფარული ჩანაწერები ენახათ"
02-02-2015
"კარგი იქნებოდა, ევროსაბჭოს დეპუტატებს ფარული ჩანაწერები ენახათ"
გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნაწილმა საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს  30 დეპუტატი აწერს, პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის, გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობას ეხება. დეპუტატები "ხშირ და დაუსაბუთებელ წინასწარ პატიმრობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშშიც იყო საუბარი. მმართველი გუნდი  კი ამას კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" პიარკამპანიას უწოდებს და ირწმუნება, რომ ოპონენტები ევროპელ პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - მომავალში ასეთ პარტიზანულ ქმედებებს
უფრო მომზადებული შევხვდებითო. ექსპერტები კი კითხულობენ - აქამდე რით ვეღარ მოემზადნენო.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:
"ეს ტრადიციად ქცეული ქმედება გახლავთ შედეგი "ნაციონალური" მოძრაობის" პოლიტიკური აქტივობისა; მეორე მხრივ, თვალნათლივ ჩანს უსუსურობა დღევანდელი მმართველი ძალისა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს საერთაშორისო პარტნიორები. ვცხოვრობთ, ერთი მხრივ,
გიორგი კანდელაკის აქტივობისა და მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის ფონზე. თუ არ გვინდა, მმართველი ძალის სიმართლე გაიგონ საერთაშორისო წრეებმა, კი ბატონო, მათი მოვლა-პატრონობა გადავაბაროთ ბატონ კანდელაკს, რომელიც ამას მშვენივრად ახერხებს, ოღონდ - სათავისოდ. ვიყუროთ ცაში, ოცნებას არა აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ოცნებებისგან პირდაღებული რომ დავრჩებით, უდავოა". 

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:
- ეს არის 30 დეპუტატის ხელმოწერილი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც არ გამოხატავს ევროსაბჭოს პოზიციას. განცხადებაში ნახსენებია საკითხები, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში ყოველ ოთხშაბათს წამოჭრის ხოლმე. ვფიქრობ, ეს არის ევროსაბჭოს კონკრეტული დეპუტატების სუბიექტური მიდგომა. ვურჩევ ჩამოვიდნენ, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს. კარგი იქნება, თუ ნახავენ იმ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც უკანონოდ იქმნებოდა ჩვენს თანამოქალაქეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე.

- ასეთი ჩანაწერები კვლავ არსებობს? როგორც ვიცით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა...
- ახლა არ არსებობს, მაგრამ კარგი იქნებოდა, თავის დროზე ენახათ გაუპატიურებისა და წამების უმძიმესი კადრები და ასეთ დასკვნებს აღარ გააკეთებდნენ.

- ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელსაც თუკი კვლავ მიანიშნებთ, რომ ევროპელი დეპუტატები შეცდომაში შეჰყავთ, ჩნდება კითხვა - ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ ახერხებთ მათთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას?

- ანგარიშები, რომლებიც ქვეყნდება, თუნდაც "ჰუმან რაითს ვოთჩის" მიერ, აღარ არის ხელისუფლების მიმართ ისეთი კრიტიკული... იქ აღარ არის საუბარი პატიმრების წამებებზე, მანიფესტაციების დარბევაზე, ჟურნალისტების დევნაზე...

- თუმცა, იმავე ანგარიშში საუბარია ნუგზარ წიკლაურისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტების არაეფექტურ გამოძიებაზე...

- ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით დადგენილია პირი, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს განაჩენიც არსებობს.  წიკლაურის საქმეზე გამოძიება კვლავაც გრძელდება. სამწუხაროდ, ყველა საქმე გამოძიებული არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენი ხელისუფლების დროს გამოძიებული იქნა ვალერი გელაშვილის საქმე, სადაც სააკაშვილის დანაშაული იკვეთება. კარგი იქნება, თუ ამ საქმითაც დაინტერესდებოდნენ ევროსაბჭოს დეპუტატები. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 30-ზე მეტი ხელმომწერი ვერ იპოვა, სხვა დეპუტატების  დაყოლიება ვერ შეძლეს. ვფიქრობ, ამ ხალხსაც არა აქვს რეალური ინფორმაცია, ან საკითხს სუბიექტურად უდგებიან. სააკაშვილს წესად ჰქონდა, უცხოელ მეგობრები სუფრაზე თუ ქვევრთან მიეპატიჟებინა და მათი გული მოეგო.

- ანუ ქვევრთან მიპატიჟების გამო ევროპელ დეპუტატებს ვალდებულება გაუჩნდათ?
- როდესაც ასეთი ურთიერთობა გაქვს ვინმესთან, შესაძლოა, ობიექტური ვერ იყო.

- თქვენი საუბრით მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტის ამ განცხადებას მმართველი გუნდის წარმატებად მიიჩნევთ, რადგან ამ დოკუმენტზე მხოლოდ 30 დეპუტატის ხელმოწერაა...
- არა, ჩვენი წარმატება იქნება, თუკი საქმეთა გამოძიება დასრულდება და განაჩენი სამართლიანი იქნება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც წარდგებიან სასამართლოს წინაშე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ვახო ბერიძე
mitua
02 თებერვალი 2015 20:45
ამერიკელების მიერ მსოფლიო მასშტაბით ჩაწერილი 181 მლ. ფაილები, ორი წლის წინ ამერიკელებს სნოუდენმა რომ ამოუყარა (მანამდე ასანჟიმ)...ის ფაილები რა ევროსაბჭომ ნახაა რო, ჩვენი ნახოს??
ან და ვაააფშე.... ჩვენი,,ძვირფასი ზაპისები,, იმათ რაზე უნდა ნახონ?? ჯერ თავიააანთი შედევრები (181 მლ.) შეისწავლონ და მერე ჩვენი
...ბიჯოოოს!!

ისე კი ...ამ ზაპისებს რომ ერთი და იგივე მასწავლებელი ჰყავს, ეს დიდი ხანია იასნია!....
glaxuna
02 თებერვალი 2015 18:49


ქვეყანა სერიოზულ კრიზისში შედის,როგორც ეკონომიკურ,ისე ფინანსურ,მეტიც ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ და ესენი,რაზე და რის შესახებ საუბრობენ ?!

როგორ

,,ანგარიშები, რომლებიც ქვეყნდება, თუნდაც "ჰუმან რაითს ვოთჩის" მიერ, აღარ არის ხელისუფლების მიმართ ისეთი კრიტიკული... იქ აღარ არის საუბარი პატიმრების წამებებზე, მანიფესტაციების დარბევაზე, ჟურნალისტების დევნაზე...,,

ეს იმიტომ,რომ ისინი უკვე,2 წელიწადში დარწმუნდნენ,რომ ა ზ რ ი აღარ აქვს,არსებული ხელისუფლება საერთოდ იგნორირებას უკეთებს ყოველგვარ დასკვნნებს და...



აღარ არის ხო ?!
წამებები,მოწმეებზე სერიოზული ზეწოლები,ნეპოტიზმი,ციხეებში მკვლელობები,

შერჩევითი სამართალი,
პოლიტიკური დევნა?!

რაც შეეხება ჟურნალისტებს,მათ ფინანსურ პრობლემებს მიზანმიმართულად შეუქმნიან,რომ ხმა ჩ ა ი გ დ ო ნ,ვინც არ ჩაიგდებს

,,აქტიურ და მოუსყიდველი ჟურნალისტების პიროვნულ კვლელებს დაიწყებენ,,...


სუფთა,რუსული,ავტორიტარულ-ოლირარქიულ კრიმინალური მმართველობა მკვიდდრდება,სადაც რაიმე მიმართულებით პ რ ო გ რ ე ს ი გამორიცხული იქნება (რაც უფრო დრო გავა,ეს მით უფრო ა შ კ ა რ ა შეიქმნება!!! )
და ეს რომ გ ა დ ა ფ ა რ ო ნ,ამიტომ ჯერ არასამთავროებს მიადგნენ,ნაციონალების მუდმივი დისკრედიტაციის შემდეგ,

და მერე პროპაგანდით ხალხს დააჯერებენ,რომ საუკეთესო ხელისუფლება გვყავს,ესენი,რომ არა...უ ა რ ე ს ი ვითარება იქმნებოდა-ო,და....დეზორიენტირებული,დემორალიზებული ხალხი დ ა ი ჯ ე რ ე ბ ს,

(ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვთ...)

კომუნიზმის აშენებასაც ,რომ დაპირდნენ...

მალე ხალხი გ ა მ ო გ ი ტ ა ნ თ განაჩენს მეოცნებე რუსეთუმეებს,თანაც ს ა ბ ო ლ ო ო დ,

და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცება!!!







საერთოდ რა გააკეთეთ 2 წელიწადია ?!

რას შეგიძლიათ და რაც შეგეძლოთ იმას აკეთებთ და მერე...

თქვენმა კორაბორაციონიზმმა კრახი რომ განიცადა,ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში, ეს უკვე ს რ უ ლ ი ა დ აშკარა და გარკვეულია!!!

ერთადერთი რაც დ ა გ რ ჩ ა თ...ისევ სიძულვილის ნთხევა და მისი საზოგადოებაში დამკვიდრება,

რომ სიძულვილით დ ა ბ რ მ ა ვ ე ბ უ ლ ი ქართველობა,როგორმე მართოთ და რ ე ა ლ უ რ ა დ ისევ რუსულ ცნობიერ სამყაროში ე ტ ა პ ო ბ რ ი ვ ა დ დააბრუნონ,მით 1921 წელი სრულყოფილად განმეორდება,

ანუ მუდამ ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს დამკვიდრება,მით
ისევ ქაოსისა და ანარქიის შექმნა,

დ ე ს ტ ა ბ ი ლ ი ზ ა ც ი ე ბ ი ს შექმნისათვისაც კი ძალებიც გააჩნიათ...

და ესეც გ ა რ კ ვ ე უ ლ ი ა ვინ და რა ძაკლები!!!

მით დაპირებების ხალხისათვის სრულიად გადავიწყება...

მხოლოდ ასე შეიძლება შეინარჩუნონ რუსული,მტრის ფ უ ლ ი,

რას და როგორ არ აკეთებენ,მოვლენები ასე რომ განვითარდეს...

ახლა ფ ი ლ მ ე ბ ი ს გადაღებები დაიწყეს,როცა ხალხი მიხვდა... რა რუსულ ძალებს,იმპერიულ კრემლის ,,მუშნი ზარანდიებს,, აკავებდნენ ,,ნაციონალები,,..

და მით როგორმე სახელმწიფოებრიობას ავითარედნენ

(რასაც ა ღ ი ა რ ე ბ ს მთელი დასავლეთის სამყარო!!!) ...

და როცა მაინც მოვიდნენ ხელისუფლებაში,რა თქმა უნდა კრემლის დახმარებით და დ ე მ ა გ ო გ ი ე ბ ი თ, ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ 2 წელიწადში უპერსპექტივო ვითარება შექმნეს ,

,,ერთადერთი გამოსავალი,, ისევ რუსული აზიური კავშირი ,,აღმოჩნდება,, !!!

მაგრამ ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა ბრიყვი არ არის და აფხაზეთისა და სამაჩაბლოში,ტერიტორიული მთლიანობისათვის და სახელმწიფოს ღ ი რ ს ე ბ ი ს ა თ ვ ი ს თავდადებულ ქართველობას შეურაცყოფას არ მიაყენებს და ასეთ რუსეთუმეებს პოლიტიკურ სანაგვეზე ს ა ბ ო ლ ო ო დ მოიშორებს!!!

დ ა ა ნ ე ბ ე თ მონობას თავი და შეიქმენით ქ ა რ თ ვ ე ლ ნ ი,თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის შეუპოვარი მებრძოლნი,

და ძველი ქართველებივით მტერს მტერი დაარქვით და ,,მტერს მტრისას და მოყვარეს მოყვრისას,,!!!


რამდენჯერ არის ნათქვამი მეოცნებე რუსეთუმეებო საქართველოს ჰიმნში თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა და რატომ ,

ერთხელ მაინც თუ დ ა ფ ი ქ რ ე ბ უ ლ ხ ა რ თ ?!



რედაქტორის რჩევით