მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
09-02-2015
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ერთი მარტივი ჭეშმარიტება

იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთონ, "ოცნების" წარმომადგენლები მოსალოდნელი დესტაბილიზაციით აშინებენ ხალხს და ცდილობენ, ხალხის ყურადღება პრობლემებიდან "ნაციონალური მოძრაობის" "ბნელ გეგმაზე" გადაიტანონ, რომელიც ჯერ ფაქტებით ვერ დაადასტურეს.  მესმის, რომ "ნაციონალებს" სახელი ისე აქვთ გატეხილი, ხალხის უმრავლესობა, არცთუ უსაფუძვლოდ, მზად არის, მათზე ყველაფერი დაიჯეროს და ხელისუფლებაც ამით სარგებლობს, მაგრამ ხომ გაგიგიათ არაკი: მგელი, მგელიო! და ისიც ხომ გახსოვთ, როგორ დასრულდა?
დესტაბილიზაციაზე ბოლოს ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მერე, როდესაც
ჟურნალისტებმა რაღაცების დაკონკრეტება მოსთხოვეს, "ნაციონალები" არ მიგულისხმია, ზოგადად ვთქვი, მსოფლიოში უამრავი საფრთხე არსებობსო. ცუდია, როდესაც მინისტრი თავის საქმიანობას ისეთი განცხადებით იწყებს, რომლის უარყოფაც ლამის მაშინვე უწევს. ჭიკაიძემაც ასე დაიწყო - რაღაც საბურავებსა და უკრაინიდან მოწვეულ აქტივისტებზე ალაპარაკდა, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყვა და მისი ნათქვამი
დღემდე სალაპარაკო აქვთ "ნაციონალებს". კი ბატონო, შეიძლება მინისტრს არ ჰქონდეს კონკრეტული ფაქტები, მაგრამ ჰქონდეს ინფორმაცია და პრევენციის მიზნით გააკეთოს განცხადება, რათა მოწინააღმდეგე გააფრთხილოს, რომ მათი გეგმის შესახებ ხელისუფლებამ იცის - ეს გასაკვირი არ გახლავთ, მაგრამ ხშირი ლაპარაკი დესტაბილიზაციაზე, ჯერ ერთი, ძალიან ძველ დროს გვახსენებს და მეორეც - ინვესტორებს აფრთხობს! ვინ მოვა და ვინ დააბანდებს ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც გამუდმებით დესტაბილიზაციას ელოდებიან?!

ბოლოს და ბოლოს, დესტაბილიზაციას ყოველთვის ხელისუფლება იწვევს! თუ ხალხში საამისო განწყობა არ არის, ოპოზიცია დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს! ამიტომ საქმეს მიხედეთ! თქვენმა ხელისუფლებამ ერთი რამ ვერ გაიგო: თუ ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ახერხებ, მაშინ შენსასაც ნუ გაიუმჯობესებ. ასე მაინც აგრძნობინე საზოგადოებას, რომ მის გვერდით ხარ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს (თუმცა, ის დღე თქვენთვის მშვენიერი ვეღარ იქნება) ყველაფერს გაზღვევინებს! რად უნდა ამას "ნაციონალები"?            

"ნაციონალების" შანსი


სხვა საკითხია, შეუძლიათ თუ არა  "ნაციონალებს" არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში დაბრუნება. ვიღაცები ამბობენ, შეიძლება„"ოცნების" რეიტინგი ეცემა, მაგრამ "ნაციონალების" რეიტინგს არაფერი ემატება, ამიტომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ზღაპარიაო. მე ასე არ ვიტყოდი. ხელისუფლებაში შეიძლება ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსი აქვთ, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც საყურადღებო შედეგი აჩვენონ. როგორ? თუ 2016 წლისთვის "ოცნების" რეიტინგი დაეცა და არც ახალი ძალა გამოჩნდა, ამომრჩეველთა უმრავლესობა, უბრალოდ, შინ დარჩება,„"ნაციონალებმა"“ კი ბოლო ორ არჩევნებზე დაამტკიცეს, რომ მათი მხარდამჭერები ძალიან აქტიურები და მოტივირებულები არიან. შესაბამისად, ეს ხალხი, თუ წინა არჩევნებზე 20-22% გამოვიდა, რადგან ყუთებთან ბევრი ამომრჩეველი მივიდა, 2016 წელს შეიძლება 40%-ად იქცეს, ანუ“ შეიძლება "ნაციონალებმა" თავიანთი პროცენტული მაჩვენებელი ისე გაზარდონ, რომ რეიტინგის მომატება არც დასჭირდეთ. მე როგორც ვატყობ, საკუთარი რეიტინგის გაზრდის იმედი არც თვითონ აქვთ და მათი ძალისხმევა სწორედ იქით არის მიმართული, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დატოვონ სახლში, ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეუფლოს უიმედობის განცდა. ამისთვის ისინი ყველა მეთოდს იყენებენ; ცდილობენ, თავიანთი რიტორიკით კიდევ უფრო გააღიზიანონ მათზე ისედაც გაბრაზებული ამომრჩეველი, რომ მერე ისინი "ოცნებაზე" გაბრაზდნენ, "ნაციონალებს" როგორ "აბლატავებთო". და ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე "ოცნებაა" თავისი შეცდომების კასკადით!

უმადურობა


როგორც კი ივანიშვილმა არასამთავრობოთა ხელმძღვანელების წინააღმდეგ გაილაშქრა, უმალ გამოჩნდა ამ ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლთა მთელი არმია. არადა, ვისი ვისი და, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის თუ გულშემატკივრის მიერ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული საყვედურები უმადურობაა, რადგან სწორედ ეს არასამთავრობოები 2012 წლის არჩევნებამდე კბილებით„იცავდნენ  "ოცნების" წევრების და აქტივისტების უფლებებს, ყველა რაიონსა თუ სოფელში აღნუსხავდნენ მათ წინააღმდეგ ძალადობას თუ სხვა დარღვევებს, იცავდნენ მათ უფლებებს, იბრძოდნენ სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, დაიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება!" და მოახერხეს  მასტ ქერის“მიღება, რამაც მაშინდელი ხელისუფლების დაკრულზე მოცეკვავე საკაბელოები აიძულა, ოპოზიციური არხებიც ჩაერთოთ! მათ ანგარიშებს ეყრდნობოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როცა „"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას აკრიტიკებდნენ. ამას ისინი აკეთებდნენ არა მხოლოდ 2012 წელს, არამედ წლების განმავლობაში და თუ მაშინ მიშას ტელევიზიები მათ საქმიანობას არ აშუქებდნენ, მათი ბრალი არ არის!     

ისინი ამ ყველაფერს დემოკრატიის დასაცავად აკეთებდნენ და დღეს, როდესაც იმავე საქმიანობას აგრძელებენ, ბიძინა ივანიშვილი და "ოცნების" ზოგიერთი წევრი აღშფოთებას ვერ მალავენ! კი ბატონო, შეიძლება მათ ყველაფერში არ დაეთანხმო, შეიძლება მათი აქტიურობა გაღიზიანებდეს, მაგრამ ღვაწლი არ უნდა დაუკარგო! მათი წვლილი კი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში მართლაც დიდია! ვიღაცები მათ მთავარ ბრალდებად იმას უყენებენ, უცხოეთი აფინანსებთო. აბა, საქართველოში ფულს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არავინ იძლევა და! იმასაც საყვედურობენ - მარტო უმცირესობებს რატომ იცავთ, მართლმადიდებლები და მათი უფლებებიც დაიცავითო. ისინი იმათ იცავენ, ვისაც დამცველი არ ჰყავს, მართლმადიდებლობას კი საქართველოში იმდენი დამცველი ჰყავს, ადგილიც აღარაა!
ყველაზე მეტად ასეთი საქციელი ივანიშვილისგან მიკვირს, რომელმაც წესით, კარგად უნდა იცოდეს არასამთავრობოების ფასი - თვითონაც ამ სექტორში არ წავიდა? თუ არა?..
mitua
20 თებერვალი 2015 20:16
.ქიტესა


..გეთანხმები ჩვენ კამათს თითქმის აზრი არა აქვს...
მაინც იმას იმეორებ რუსეთიო..
მაინც იმას ცდილობ რუსეთის დამცველად გამომიყვანო და მხოლოდ ის იძახი რუსეთს რბილად აგინ--ეფერებიო
არა... შენ არც რუსეთი იცი და ვერც იმას იგებ მე რას და რისთვის ვამბობ
თითქოს ჩემთვის რამე ახალს მეუბნებოდ--მიხსნიდე....
მარტო წერეთელი ყვიროდა ნატოვო ..
ჰოოდა... მეც იქ ვიყავი..
შენ კიდევ ეგ ყველაფერი მხოლოდ ეხლაღა გაიგე,... დგეხარ და მიმტკიცებ მაწონი თეთრიაო..
მაწონი თეთრი იყო და მარადაც თეთრი იქნება.
.შენი მხრიდან ასეთი გაჯიუტებული მტკიცება რომ რუსეთი ცუდია(არის)მხოლოდ თემიდან გაქცევის მცდელობააა და მეტი არაფერი.
ისე ჩვენი დროის,,ყველაზე დიდი რუსეთურმე,, კოსტავას ცნობილი წერილი რუსეთზე იციიი?? გაგიგიაააა??
თუ გინდა გააახლებ, (ერთი ორჯერ დავდე ამ საიტზე)მაგრამ .... იმასაც ვერ გაიგებ, რატომ გეუბნები ამას
ასე რომ აღარც იმ ჩემი პოსტით მოგაწყენ, შეპირებული რომ ვიყავი ..თუმცა კი ვიპოვე .
......აჰყევი .აჰყევი თანამედროვე პროპაგანდას...უფრო თანამედროვედ გამოჩნდები!
.მე კი ისევ,,ჩემ სახლში,, გადავბარგდები და ისევ ისე გავაგრძელებ მჭედელობას როგორც აქამდე ვმჭედელობდი
შენ კი ჩათავალე რომ 37 ევროდ პუტინისაგან ინსტრუქციების ასაღებად წავედი, თან რუსს ნაშებშიც გავიგულავებ
ჭირმა მალა თავი, მალა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ დამალაო...
ერთმა შუახეველმა ძმაკაცმა მასწავლა,,ვაჟკაცურად წაქცევაც(დაცემაც) ვაჟკაცობაააო,,ჩათვალე რომ მე დავეცი და შენ კი ისევ გმირულად დგეხარ
ჰოოო მართლა.....ლევან ვასაძე რუსეთურმეააა???...
ან კიდევ როგორ გგონია ეს უკრაინელები ამ ნაცბანდას თავისი სურვილით ისვამენ თავზეეე??
თუ შინაგანი ხმა ეუბნებათ ასე ქენითო???

mituas!
20 თებერვალი 2015 14:09
მიტუა, კამათს რომ აზრი ჰქონდეს, მხარეებმა თავიანთი პოზიციები ნათლად უნდა ჩამოაყალიბონ, თავიანთი არჩევანი არგუმენტებითაც განამტკიცონ და მხოლოდ ამის მერე ეძებონ სისუსტეები მათთვის მიუღებელ მოსაზრებებში, ამასთან, ზოგჯერ მოპაექრის არგუმენტიც გაიზიარონ და შემოთავაზებაც (ესეც ზოგიერთი) გაითვალისწინონ!

ისე, ვიმეორებ, კამათს ა რ ა ვ ი თ ა რ ი ა ზ რ ი ა რ ა ა ქ ვ ს, მით უფრო, ასეთ „არგუმენტებზე“ დაყრდნობილს:
„დასავლეთი ჩათლახია და ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს თ ა ვ ი დ ა თ ა ვ ი ისინი არიან. “
რაღაც არ ესადაგება ობიექტურობისადმი ხარკის მოხდის მიზნით (?!!) გულნატკენი კაცის მიერ რუსეთის მეტად რბილ კრიტიკას:
„დღე არ გავა სოლოვიოვთან გადაცემაში აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე არ წაგვკბინონ და გული ძაან არ გვატკინონ“!

ეჰ, ჰკითხეთ ერთი რუსების მიერ ა თ ა ს ო ბ ი თ მხეცურად, წამებით მოკლული ადამიანის ახლობლებს, სამშობლოდან გამოყრილი ა ს ი ა თ ა ს ო ბ ი თ გამოყრილ ქართველს, „რამდენად ეტკინათ გული“ !

ნუთუ ფიქრობთ, რომ მათ ამ სიტყვებით მოუფონავთ გულს:
„დასავლეთი ჩათლახია და ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს თ ა ვ ი დ ა თ ა ვ ი ისინი არიან. “

სხვათაშორის, როცა ეს ამბები ხდებოდა, იმ პერიოდში დასავლეთში უმრავლესობას საქართველოზე წარმოდგენაც არ ჰქონდა და იგი ჯორჯიას შტატში ეშლებოდა!

გამოსავალი რომ ვერ ნახა, ამ მ მხეცობების შემდეგ მიაშურა საქართველომ დასავლეთს, თორემ გწერდით (და ისეც გეცოდინებოდათ), რომ არც გამსახურდია და არც არავინ ნატოში შესვლას არ აპირებდა (მარტო ერთი წერეთელი ყვიროდა - ნატოო!).

დღეს კი ნატო ე რ თ ა დ ე რ თ ი გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი ა ! ! !

რ ა ტ ო მ ?!!

ა ი, ამ რუსული გ ე გ მ ე ბ ი ს გამო:

В Закавказье Абхазия войдет в состав Краснодарского края, а Грузии (при условии установления там м а р и о н е т о ч н о г о режима) в качестве компромисса будет возвращена Южная Осетия. При этом, для установления общей границы со своим союзником в регионе – Арменией и создании транспортного коридора, Грузия будет поделена на западную и восточную части.

В этаком случае многолетний конфликт в Нагорном Карабахе будет решен в пользу Армении. Анкаре за это могут пойти на территориальные уступки, например в Болгарии или Греции, где проживает турецкое меньшинство.

კრემლის გეგმების შესახებ კიდევ ბევრის რამის დაწერა შეიძლებოდა და არა მარტო საქართველოსთან მიმართებით!!!
ამის გამო დღეს მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ - ნუ ვისურვებთ ბუჩქებიდან „მშვიდად“ სეირის ყურებას, „რა მოხდება წყნარ ოკეანეში“, მაშინ, როცა რუსები ფოთშიც იქვნენე შემოსულნი და სწორედ იმ „ჩათლახი დასავლეთის“ მოთხოვნით და და ნატოს არსენალის მობილიზების გამო იძულებულნი შეიქნენ დაეტოვებინათ ფოთი, ზუგდიდიც, გორიც და ხაშურიც!

mitua
20 თებერვალი 2015 02:17
გამარჯობა ქიტესა...
(ნიკი გაააააქვს....ჩემსას სჯობია) .

გითხრა...... არ გითხრა... არ ვიცი, მაგრამ მაინც გეტყვი
...დამიჯერე .... რუსზე ყველაფერი კარგად ვიცი და გამომიცდია კიდეც ეგენი
ასე რომ ...არ გათეთრდება ყორანიო.
.ეგენი ვიცი და ახალს ვეღარაფერს ვერ მეტყვი...
შეკითხვა მაქვს .მართლა გჯერააა რომ ვინმე რუსეთში დაწერილი პროგრამებით მოქმედეეებს? (დიდ ,,შიშკებს,, არ ვგულისხმობ)
თუნდაც აააქ საიტზეე? (აქ ერთი გლახუნა ვიცი რომ ხელფასს იღებს და სამსახურია მისთვის ეს ყველაფერი, თორემ დანარჩენზე..მაგნაირი არავისთვის არაფერი შემიმჩნევია..)
ან რომ ბანკებში ფულებს ურიცხავს პუტინი ხალხს და ესეთი რაღაცეებიი?
ესე ამარტივეეებ საქმეეეს??
კიდევ ...რაღამც თავს,,მამართლებინებ,,გეტყვი პატარას..
2003--ში ვარდების დროს ერთი მე ვიყავი ე.წ. მედასავლეთე და დანარჩენი მთელი ჩემი ახლო სამეგობრო კი...,,რუსეთურმე,,(როგორც ეხლა ეძახიან)..კამათში დასავლეთის სასრგებლოდ სუ ყველას ბოლს ვადენდი..თან როგორ ხალხს და რა გზა გამოვლილეებს .... იციიიიი??
...........................................
ეხლაააა??
მეუბნებიან გახსოვსოოოო??
..ვერაფერს ვერ ვეუბნები
ან რათ უნდა დასავლეთის აუარება შეცდომების დანახვას, რუსეთში დაწერილი პროგრამები?? გადი გარეთ... მიიხედე ..... მოიხედე...მერე??
დასვი კითხვები... რატომ?.. საიდან?? .. რისთვის?? მოძებნე მიზეზები და შენც მიხვალ,,რუსეთში დაწერილ პროგრამებთან,,..მე რაა, ესენი კი არ დამსიზრმებია??...
მაგათ საქართველოში,,რუსის წყალობით,, 200 წლის მანძილზე მათთვის მუქთად დაგროვებული, მართლა დიდებული ავტორიტეტი, მისას წყალობით და თავიაანთი უტვინობით ....სუ ერთბაშად ტ-აკში აიფეთქეს
და ..თან როგორ თაობებში დაკარგეს ავტორიტეტი...ვინც ყველაზე ძაან ელოდა მაგათ შემოსვლას საქართველოში...
რათაააა?? რათ უნდოდა მაგას რუსის პროგრამა?
რუსმა უთხრა მაგათ ეგრე უტვინოდ მოიქეცითოოო??
კიდევ
მიზეზ-შედეგობრიობის კანონი ხომ გაგიგია??
მიზეზის გარეშე შედეგი არ არსებობს---იყო მიზეზი არის შედეგი, არააა მიზეზი და არაფერიც არ ხდება.
არ მითხრა ეხლა ..როგორც ასეთ საუბარში აქ ერთმა მიპასუხა .... რა, ქართველი რომ ასეთია... ისეთია ეგ რა მეგობრების ბრალიაოოოო..
არ გინდა რაააა ეგეთები..... იმათ რაშიც ვამტყუნებ ძაან კარგად ხვდები
...შეგეკითხე ხათუნა ლაგაზიძის ბოლო წერილი წაიკითხე მეთქი.(ფორ.ჯი--ზე იყო).
.წაიკითხე... იქ ჩემს საპასუხებელ პასუხებაც ნახავ(ისე ეგ ქალი ძ ა ა ნ მაგარია.. დასკვნებში ვეკამათები ხოლმე, თორეეეემ ..ისეეე,,პირდაპირ ჯიბიდან ისვრის,,)
აბა დროებით....
.იმ შეპირებულ პოსტს აუცილებლად გამოგიგზავნი
შემოგივლი ხოლმე... .

რედაქტორის რჩევით