რა პრეტენზიები აქვთ ქუთაისელებს გუბაზ სანიკიძესთან
23-02-2015
რა პრეტენზიები აქვთ ქუთაისელებს გუბაზ სანიკიძესთან
"კარგი რა, ბატონო გუბაზ, თქვენ ბრმა და ყრუ გგონივართ ქუთაისელები?"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე "თავისუფალ დემოკრატ" ზურაბ აბაშიძეს უმრავლესობის წევრი, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე შეცვლის. შეგახსენებთ, რომ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია და პარლამენტის სხდომაზე მაინცდამაინც დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. Iინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გუბაზ სანიკიძე ვიცე-სპიკერად ინიშნებოდა, ქუთაისელი ამომრჩევლის ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათ უკვე დიდი ხანია აქვთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩევლების მიმართ უყურადღებობას იჩენს და
მათი პრობლემებით არ ინტერესდება.

ლაშა ლიპარტელიანი: - გუბაზ სანიკიძეს 2013 წლის აპრილში “აუჭედეს დეპუტატის ბიუროს კარი. იმიტომ, რომ არ კადრულობდა ამომრჩეველთან შეხვედრას. ამ ამბის გახმაურების შემდეგ კი ამტკიცებდა - ეს აქცია „"ნაციონალების"“ მოწყობილი იყო, ჩემზე ხშირად ხალხს არავინ ხვდებაო.
კარგი რა, ბატონო გუბაზ, თქვენ ბრმა
და ყრუ გგონივართ ქუთაისელები?
თეა ხელაია:­- ქუთაისს მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავს.  თამამად გეტყვით, გუბაზი არ უყვარს ქუთაისს. ეს არის კაცი, რომელსაც პიარიც კი  არ ეხერხება.

წინასაარჩევნო კამპანიისას წიწილის ბარკლებზე რომ ილაპარაკა, მას მერე თვალით არ გვინახავს, არადა, ომახიანად გვპირდებოდა, „ოქტომბრის ნახევრიდან თქვენ გაგინახევრდებათ გადასახადები, იმიტომ, რომ ეს არის მიშას “ქურდული წილი. დენი  შვიდ-რვა თეთრზე მეტი არ უნდა ღირდესო.
ნელი ქიტიაშვილი: - რამდენჯერაც გუბაზ სანიკიძესთან შეხვედრა მოვინდომე,  იმდენჯერ მიპასუხეს, გასულიაო. სად დადის? ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, ალბათ, ერცხვინება, საარჩევნო დაპირებებიდან არაფერი რომ არ შეასრულა და იმალება-მეთქი. ძალიან დასანანია მისი ვიცე-სპიკერად დანიშვნა. გუბაზ სანიკიძის ვიცესპიკერობა იმას ნიშნავს, რომ უსუფაშვილს ერთით ნაკლები მოადგილე ეყოლება.

კამილია მინდაძე:
- არც ქუთაისელებისთვის გაუკეთებია რამე და არც იმ კომიტეტისთვის, რომელსაც ვითომ ხელმძღვანელობდა. ემიგრანტების თემაზე მაგის ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მაჩვენოს ვინმემ. ან ერთხელ მაინც თუ შეხვდა უცხოეთში მცხოვრებთ და მათი სატკივარი მოისმინა?
არჩევნების წინ რომ მართლა ყოველი ბუჩქის წინ იყო ატუზული და ითხოვდა ხმის მიცემას, ხმების მოპოვებასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც დაკარგა?

ჩვენ ვცადეთ ქუთაისელი მოქალაქეების პრეტენზიებზე გუბაზ სანიკიძის კომენტარის ჩაწერა, თუმცა, უშედეგოდ.
ცნობილი ფაქტია, რომ მას მობილური ტელეფონი თან არ დააქვს. დეპუტატის ქალაქის ნომერზე კი არავინ პასუხობდა.  თუმცა, რამდენიმე დღის წინ სანიკიძემ  ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რა გააკეთა დეპუტატად არჩევის შემდეგ, ასე უპასუხა:”

- ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არა მგონია, სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ. აუცილებლად მოვიწვევ პრესკონფერენციას და ვფიქრობ, ხანგრძლივი საუბარი მოგვიწევს. ჩამოთვლა რომ დავიწყო, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება.
ქუთაისელების პრეტენზიებზე კი გუბაზ სანიკიძის თანაგუნდელ ანი მიროტაძეს გავესაუბრეთ.

ანი მიროტაძე: - ქუთაისი დიდია, აქ 150 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს და შესაძლოა, გუბაზ სანიკიძემ ვერ მოახერხა ყველა მათგანთან შეხვედრა. თუ ამ ადამიანებს ჰქონდათ მცდელობა, შეხვედროდნენ და ვერ შეხვდნენ, ძალიან ცუდია.

რამდენადაც ვიცი, მუშაობს  მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და მას ყოველთვის აყენებენ საქმის კურსში, თუ მოქალაქეებს შეხვედრა სურთ. ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად სამართლიანია პრეტენზიები ამომრჩეველთა მხრიდან. ზუსტად იმის თქმა შემიძლია, რომ გუბაზ სანიკიძე ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს, არ იქნება იმის თქმა  სწორი, რომ ის არ ზრუნავს ხალხზე. ძალიან ბევრი საკითხი გადაუწყვეტია. ჩემი თანდასწრებით მოუწერია ხელი ძალიან ბევრ შუამდგომლობაზე თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროსთან.
marina
26 თებერვალი 2015 04:45
მამამის საბოლოოდ თავი მოსჭრა.კიდევ კარგი,რომ ვერ მოესწრო ასეთ უვარგის და შემარცხვენელ შვილს.წაიკითხავს კომენტარებს და იტყვის ნაციონალები წერენო,ისე აგიდგა ეგ გვერდები შენ.ყველამ თავისთავში ეძებოს უნდა პრობლემა,მაგრამ ამას ჭკუა უნდა,რომელიც მას არა აქვს
elguja
25 თებერვალი 2015 11:00
ქვეყნის უბედობით გულდამძიმებულს ჩათვლიმა... ალბათ აბჯარ ასხმული მწვადების ანიმაციები ელანდება.
ძია
24 თებერვალი 2015 13:08
გუბაზ სანიკიძე არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი!

რედაქტორის რჩევით