"5-6 წელ­იწადში საქართველო მაპ-ს მიიღებს" (ექსკლუზივი)
02-03-2015
"5-6 წელ­იწადში საქართველო  მაპ-ს მიიღებს" (ექსკლუზივი)
"სარკოზიმ­ 1,5 მილიარდ დოლარად გაყიდა (მისტრალების კონტრაქტი) საქართველოს ტერიტორიული­ მთლიანობა."

"თბილისი კავკასიის ცენტრი აღარ არის - ათასწლეულების მანძილზე მოპოვებული ფუნქციის 20 წელიწადში გაფლანგვა დასანანია."

"ივანიშვილის დასახელება პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯომარედ გაანეიტრალებდა ყველა უხერხულ კითხვას"

"ღარიბაშვილს თუ ჩააბარეს დაზგა, მას დენიც უნდა შეუერთონ და შეძლებს უფრო მეტის გაკეთებას."


გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს რკინიგზის წილი შეიძლება გაიყიდოს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყოფილ პარლამენტართან, საერთაშორისო ურთიერთ­ობის სპეციალისტსა და უკრაინის ექსპრეზიდ­ენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილ
მრჩეველ ირაკლი გოგავასთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.

- საქართველოს რკინიგზის მინორიტარული წილის გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ გაყიდ­ვით შემოსული თანხა რკინიგზის ტვირთგამ­ტარობის გაზრდასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვას მოხმარდეს, რაც ნიშნავს შემო­სავლების ზრდასა და დამატებით სამუშაო ადგილებს. რუსეთი იყიდის 25%-ს თუ სვაზი­ლენდი, მნიშვნელობა
არა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მთავარია, შენარჩუნდეს რკინიგზაზე სახელმ­წიფო კონტროლი, ანუ მინიმუმ 51%-იანი წილი, რათა არ მოხდეს ის, რაც თბილისის აეროპორტს გაუკეთეს თურქებმა, ანუ განვით­არების დაბლოკვა. თუ ეს დაკავში­რებულია აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებას­თან, მე ამას მივესალმები...
დროა, ქართველმა პოლიტ­იკოსებმა კალკულატორით იარონ და ნებისმ­იერი გადაწყვეტილება მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების მიხედვით მიიღონ. მხოლოდ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოუტანს ქვეყნას მინიმუმ 300 მილიონ აშშ დოლარს ყოველწლიურად.

ცხადია, აზერბაიჯანი ოვაციებით არ შეხვდება რუსეთისა და სომხეთის ერთმანეთთან რკინიგზით დაკავში­რებას,­ ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა აკრძალოს თავის ტერიტორიაზე რუსული­ სამხედრო ტვირთების მოძრაობა. სხვა მხრივ, აზერბაიჯანთან პრობლემა არ უნდა წარმოიშვას, ჩვენ ისედაც სიმბო­ლ­ურ ფასად ვქაჩავთ მათ ნავთობს ევროპისკენ.­ თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ აზერბაიჯანი წარმოადგენს ყველაზე სწრაფად მზარდ სახელმწიფოს კავკასიაში. ჩვენი მოკავშირეა, თუმცა შეიმჩნევა ბოლო დროს ერთგვარი დაბნეულობა ბაქოში. ამის მიზეზები იყო ჩვენი განცხადებები გაზის ფასზე, იმ დროს, როცა აზერბაიჯანი ჩვენ უფრო იაფად გვაძლევს გაზს, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას, ასევე განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მიზანშეწონილობაზე, მაშინ როდესაც ქართულ მხარეს მისი მშენებლობა თითქმის არაფერი უჯდება. აზერბაიჯანთან უნდა გაგრძელდეს მეგობრობის განმტკიცება, უნდა შეიქმნას მყარი გარანტიები აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის. დაუწერელი კანონი მოქმედებდა ორ ქვეყანას შორის, რომ უნდა შედგეს ორი უმაღლესი დონის ვიზიტი ყოველ წელს. ეს ტრადიცია სამწუხაროდ დარღვეულია. თანაც, ბაქოსთვის უჩვეულოა ქვეყნის მოწყობის ის მოდელი, როცა პრეზიდენტი ნომინალური ძალაუფლების მქონეა და ვერ გაერკვნენ ვისთან უნდა ჰქონდეთ საქმე ქართული მხრიდან.

- საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა უარყოფითად შეაფასა უკრაინაში­ "ნაციონალების" თანამდებობებზე დანიშვნა.
- "უკრაინაში უცხოელების თანამდ­ებობებზე დანიშვნების წინააღმდეგია უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტი.
ერმა თავი შეუ­რა­ცხყოფილად იგრძნო, ამას პოროშენკოს არავინ აპატიებს.

- საქართველოში უახლოეს მომავალში ნატოს­ საწვრთნელი ცენტრიც გაიხსნება. მიუხედავად ამისა, ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად რეალურია ალიანსში გაწევრების პერსპექტივა და რამდენად მიზანშეწონილია, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი ვექტორი ბრიუსელისკენ იყოს მიმართული.
- ნატოს ბოლო მინისტერიალი ცალს­ახად პოზიტიურია. უელსის სამიტის გადაწყვ­ეტილებით, საქართველოში იქმნება ნატოს საწვრთნელი ბაზა და სამხედრო სასწავლებე­ლი, რაც ფორმალურს გახდის ნატოს სამხე­დროების გარკვეული კონტინგენტის ყოფნას­ საქართველოში ინსტრუქტორებისა და სამხე­დრო ექსპერტების სახით. ურთიერთობის არსე­ბული დინამიკა ნიშნავს, რომ 5-6 წელ­იწადში საქართველო მიიღებს მაპ-ს.
ბევრმა შეიძლება ჩემი განცხადება გადამ­ეტებულ ოპტიმიზმს მიაწეროს, მაგრამ მიუხ­ედავად გამოწვევებისა და მრავალი დაბრკო­ლებისა, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხო­ების გარანტია დღეს არსებული სისტემები­დან არის ნატო. ეკონომიკური კეთილდღეობის მზარდი და სტაბილური სისტემის შექმნა ყველაზე რეალურია, თუ მივა­ღწევთ ევროკავშ­ირის წევრობას და ამავე დროს, მაქსიმალ­უ­რად ავითვისებთ რუსეთისა­ და ყოფილი საბჭოთა სივრცის ბაზარს. ამგვ­ა­რი კონფი­გუ­რაციის მიღწევა რთულია, მაგ­რამ­ შესაძლებელი. ეს მოახერხეს ბალტიის ქვეყნებმა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს: რუსეთის ექსპანსიონიზმის შეჩერება მხოლოდ ნატო-ს წევრობით არის შესაძლებელი, რუსეთისგან მიღებული ნებისმიერი გარანტია იქნება თავის მოტყუება. ამის დასტურია: გეორგიევსკის ტრაქტატი, 1920 წლის ხელშეკრულება, 1992-93-94 წლების შეთანხმებები, 2008 წლის სარკოზი-მედვედევის შეთანხმება. რუსეთის ბაზარზე პრეფერენციების სანაცვლოდ, შესაძლებელია ნატო-ს წევრობის იმგვარ ფორმებზე ფიქრი, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები არ იქნება საფრთხის ქვეშ მოქცეული საქართველოს მხრიდან: სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე უარის თქმა, ნატოს სხვა წევრი სამელმწიფოების მძიმე შეიარაღების ლიმიტირება, სხვა თავდასხმითი შეირაღების კვოტირება, საზღვაო სანაპიროს დემილიტარიზაცია, მხოლოდ სასაზღვრო დაცვის ფლოტილიის და სანაპირო თავდაცვის საშუალებების არსებობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შეშფოთებები კავკასიაში საკუთარ უსაფრთხოებაზე გარკვეულწილად ლეგიტიმურია. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ძალზე მყიფე სუვერენტიტეტი, იქ მცხოვრები ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, საერთო საზღვაო სივრცე არამეგობრულ სახელმწიფოებთან და ისლამური რადიკალიზმის ფაქტორი, რომელსაც დაემატება ნატო-ს წევრ საქართველოსთან სახმელეთო და საზღვაო მეზობლობა ნამდვილად წარმოადგენს რუსეთისთვის სახიფათო გეოპოლიტიკურ "ვინეგრეტს".

- თქვენ მიერ ნახსენები მაპ-ის მიღწევის ვადა - 5-6 წელი საზოგადოებაში გაოცებას და,­ ალბათ, უნდობლობასაც გამოიწვევს...

- მთავარი დაბრკოლება, რუსეთის გარდა, არის საფრანგეთისა და გერმანიის სკეპტ­იკური პოზიცია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს წევრობა ნატოს აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების გამო დაძაბუ­ლობას მოუტანს. ამ პოზიციის გამო გერმანია­ და საფრანგეთი იღებენ გარკვეულ ეკონო­მიკურ პრეფერენციებს რუსეთისგან. ასეთი პოლიტიკის მაგალითი იყო, როცა სარკოზიმ­ 1,5 მილიარდ დოლარად გაყიდა (მისტრალების კონტრაქტი) საქართველოს ტერიტორიული­ მთლიანობა.

გერმანიისა და საფრანგეთის სკეპტი­ციზმის დაძლევა შესაძლებელია ერთი გზით: აფხაზებსა და ოსებთან დავდოთ­ თავდაუსხმელობის შეთანხმება და უარი ვთქვათ ამ კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერ გზებზე. ამავე დროს, აფხაზებსა და ოსებთან შევთანხმდეთ სავაჭრო ურთიერთობის დაწყე­ბაზე: სატრანსპორტო, მათ შორის, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე, ჰუმანიტარული პრობლემების ეტაპობ­რივ მოგვარებაზე. კონფლიქტების თემის ხელიდან გამოცლის შემდეგ, საფრანგეთსაც და გერმანიასაც შეახს­ენებენ, რომ მათი უსაფრთხოების ხარჯების ნახევარზე მეტს აშშ იხდის. მნიშვნელოვანია სამხრეთ ევროპის ქვეყნებთანაც მუდმივი მუშაობა, რათა არ მივიღოთ მათი ნეგატიური­ პოზიცია ნატოს გაფართოებაზე. ამ რეგიონის ქვეყნებსაც ჩვევიათ რუსეთისგან ეკონომიკური სარგებლის მიღება პოლიტიკური საკითხებში დათმობების სანაცვლოდ.

- ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს რეგიონალური ლიდერის იმიჯი დაუმკვიდრდა. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, როგორი უნდა იყოს ქართული საგარეო პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?
- რა რეგიონალურ ლიდერობაზეა საუბარი? თბილისი კავკასიის ცენტრი აღარ არის, საქართველო ნელ ნელა კარგავს თავის ფუნქციას, როგორც რეგიონის ტრადიციული ცენტრი. ათასწლეულების მანძილზე მოპოვებული ფუნქციის 20 წელიწადში გაფლანგვა დასანანია. მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს აქვთ იმის უნარი და გამოცდილებაც, რომ შექმნან საერთო კეთილდღეობის სივრცე სამხრეთ კავკასიაში.
თურქეთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა უზარმაზარი თურქული ექსპორტის სანაცვლოდ საქართველო ვერ ღებულობს ადეკვატურ პრეფერენციებს თურქეთისგან. თურქეთი აგრესიულია სახმელეთო გადაზიდვების, თევზჭერის დარგში, პრობლემატურია თურქული კომპანიის მიერ თბილისის და ბათუმის აეროპორტების მართვის ის მოდელი, რომელიც არსებობს - იბლოკება თბილისის აეროპორტის საერთაშორისო საავიაციო ჰაბად ქცევა, საჰაერო სატვირთო გადაზიდვები აუთვისებელია და მგზავრთა ნაკადების მაქსიმალური მობილიზაცია სტამბულის მიმართულებით მიდის. ეს პრობლემები რეაგირებას საჭიროებენ, თუმცა ქართული დიპლომატია დუმს.

ზემოთხსენებულ აფხაზეთის რკინიგზასთან ერთად, საინტერესო იქნებოდა ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი მაგისტრალური გაზსადენიც, სარკინიგზო შტო ადლერი-თბილისი-ერევანი-თებრიზი, რომელმაც რაციონალური მიდგომის პირობებში შეიძლება შეიერთოს თურქმენეთის, პაკისტანის, ინდოეთის და ერაყის ტვირთები ევროპის მიმართულებით და პირიქით. მსგავსი პროექტები გაზრდის რუსეთის დაინტერესებას კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებით და საშუალებას მოგვცემს შევქმნათ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საჭიროებაც უკვე ათწლეულებია დგას. ეს კი ასეულობით მილიონი დოლარია ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტში.

- რა უშლის მთავრობას ხელს ასეთ პროექტების რეალიზებაში?
- ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სისუსტეზე ბევრი ითქვა. არის პრობლემა კომპეტენტურობის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კოალიცია, რომელმაც თავისი როლი შეასრულა 2012 წელს, ტვირთად იქცა.
კოალიცია წინასაარჩევნოდ შეიქმნა და ერთმანეთს დაუკავშირეს სრულიად გასხვავებული მენტალობის ხალხი, 2012 წლისთვის ეს ადვილად ასახსნელი იყო, მაგრამ დღეს კოალიცია წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს ქართული ოცნებისთვის. თავიდანვე საგარეო სფერო, კვოტის მიხედვით, სამართავად გადეცა კოალიციის სუბიექტს - ამ შეცდომამ გამოიწვია ორი წლის განმავლობაში საგარეო უწყების ინერტული მდგომარეობა. არ არსებობდა გზავნილების გენერაციის მწყობრი სისტემა, შრომის განაწილების დინამიური მოდელი და რაც მთავარია კონტროლი.

მეორე მხრივ, ხშირია დელეგაციებში გამოუცდელი ადამიანების მივლინება, რომელთა უმრავლესობა საერთოდ დუმს ან ვერ აგებინებს ქვეყნის გზავნილს უცხოელ პარტნიორებს. ამის მიზეზი ნეპოტიზმია, როცა ასაქმებენ ახლობლებს და არა პროფესიონალებს. ნებისმიერ დელეგაციას სჭირდება სპეციალურად მომზადებული სასაუბრო - ეს უნდა იყოს აუცილებელი ატრიბუტი. ამერიკელი კონგრესმენებისგან ვისმენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ლანძღვას ანდომებენ კონგრესმენებთან შეხვედრის ძირითად დროს, როცა ამერიკული მხრიდან არის მოლოდინი მოისმინონ თუ რა გეგმების განხორციელებას აპირებენ. მესიჯები უნდა მუშავდებოდეს ყოველ დღე და მთელი გუნდი უნდა იმეორებდეს ერთი და იგივეს, სანამ მესიჯი არ შეიცვლება.

ამასთანავე, სავალალოა ზოგიერთი საელჩოს მოქმედებაც. მაგალითად გამოდგება დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო. უშუალო ორგანიზატორისგან ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტი ("ჩეტემ ჰაუსი")აწყობდა დისკუსიას კავკასიის საკითხებზე, სადაც სურდათ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის მიწვევა, რათა წარმოედგინა ქვეყნის პოზიციები. ორი კვირის განმავლობაში საელჩოს ტელეფონს არავინ პასუხობდა, ელ.ფოსტას პასუხს არავინ სცმედა და ჩვეულებრივი ფოსტით გაგზავნილ მოსაწვევსაც არავინ გამოეხმაურა. ასე ჩატარდა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტში დისკუსია კავკასიის საკითხებზე საქართველოს წარმომადგენლის გარეშე.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მთავრობის სტრატეგია საგარეო პოლიტიკის კუთხით?
- საგარეო კუთხით ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს: ნატოსა და ევროკავშირში წევრობა, მაგრამ ტაქტიკაში უჭირთ. შედეგად, საქართველოს პოზიციები შესუსტდა მთელი რიგი მიმართულებებით, ამას თან ერთვის წინა მთავრობის მძლავრად დაფინასებული ლობისტური აქტივობები აშშ-ში და ევროკავშირში. შენელდა ინტერესი საქართველოს მიმართ, აღარ ხდება მაღალი დონის ვიზიტები ისე ინტენსიურად. ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების ვიზიტებს ვერ ჩავთვლით საგარეო უწყების დამსახურებად, რადგან ეს ვიზიტები ევროკავშირის დავალებაა ამ ქვეყნების მიმართ, რათა საქართველოში განახორციელონ რეგულარული ვიზიტები, იმის საჩვენებლად, რომ რუსეთთან მარტონი არ ვართ.
ეს თავად მთავრობამაც იგრძნო და შექმნა საგარეო ურთიერთობების საბჭო პრემიერთან. იმედია, ეს საბჭო გამოაცოცხლებს მიძინებულ საგარეო სფეროს. ამასთან, მთავრობას აქვს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. იმის გამო, რომ გადაწყვეტილებები კვირებისა­ და თვეების განმავლობაში ჰაერშია გამოკიდებული, მინისტრები, დეპარტამე­ნტის უფროსები ამჯობინებენ, არ გამოი­ჩინონ ინიციატივა და წყნა­რად შეასრუ­ლონ თავიანთი ბიუროკრატიული საქმე. პოლიტიკოსობას მინისტრების უმრავლე­სობა ერიდება იმის შიშით, რომ რისხვა არ დაიმსახუროს საკუთარი განცხადებების გამო. ღარიბაშვილს თუ ჩააბარეს დაზგა, მას დენიც უნდა შეუერთონ და შეძლებს უფრო მეტის გაკეთებას. საერთო პრობლემატიკას ემატება ისიც, რომ მმართველი ძალა არ არის წარმოჩენილი, როგორც ერთი გუნდი. ეს ჩანს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ პირველ დილემად იქცა საკითხი, ვინ რომელ ვიზიტზე წავა. ეს არ მოსჩანს სერიოზულად და მას ბოლო უნდა მოეღოს.

-ხელისუფლებას ჰყავს დაქირავებული ლობისტური ფირმები აშშ-ში და ევროპაში, ისინიც ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს?
- ლობისტებად დაიქირავეს უდიდესი ფირმები. ერთი შეხედვით, ლოგიკურია, მაგრამ ვინც იცის აშშ-ს პოლიტიკური სამზარეულოს სპეციფიკა, მათთვის ცხადია, რომ საქართველოსთვის უმჯობესია საშუალო ზომის ლობისტების დაქირავება, რადგან მათთვის ექსკლუზიური კლიენტი ხარ. დიდ ფირმებს კი შენს გარდა დღის წესრიგში მაიკროსოფტი, კოკა კოლა და შანხაის საფონდო ბირჟა აქვთ კონგრესმენებთან განსახილველი. ლობისტების დაქირავება ევროპაში რესურსების არარაციონალურად გამოყენებას ნიშნავს. ევროპაში სხვა კულტურაა - ლობისტებს ალმაცერად უყურებენ ევროპელი პოლიტიკოსები და მათი სანდოობის ხარსიხი დაბალია, შედეგად ეფექტიც დაბალია. ევროპაში სხვა მუშაობაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც იმ ექსპერტებთან იქნება მუშაობა გაწეული, რომლებიც პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებების ვარიანტებს უმზადებენ. ეს არც თუ ისე რთულია, თუკი მცოდნე ხალხი იქნება შეკრებილი.

- საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს "ევროპის სახალხო პარტია", რა მიდგომა­ უნდა გამოიჩინოს ოფიციალურმა თბილისმა ამ ძალის მიმართ?
- "ევროპის სახალხო პარტიის" ანტივირ­უსი ევროპელი სოციალისტებია. ამ ჯგუფ­ე­ბთან სისტემური მუშაობა გაანეიტრალებს "ევროპის სახალხო პარტიის" არაობიექტურ კრიტიკას.

- სწორედ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრებისა და სხვა კონსერვატორების მიერ შემდგარმა­ 30-კაციანმა ჯგუფმა მოაწერა ხელი ევროსაბჭოს 29 იანვრის დეკლარაციას, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ...
- იმ ხალხს, ვინც ამ დეკლარაციის პოლიტიკურ არგუმენტად გამოყენებას ცდილ­ობს, შევახსენებდი, რომ "ნაციონალების" სასარგებლო დეკლარაციის ავტო­რია კონსერვატორი პარლამენტარი კრისტოფერ ჩოპი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მხილე­ბულია პარლამენტის კუთვნილი 136.000 გირვანქა სტერლინგის გაფლანგვაში, საიდანაც 10.000 გირვანქა სტერლინგი საკუთარი სახლის სახურავის შეკეთებას მოანდომა, თანაშემწედ კი მეუღლე ჰყავს გაფორმებული, რომელიც ბიუჯეტიდან 50.000 გირვანქა სტერლინგს იღებს წლიურად. ბატონი ჩოპი პოლიტიკაში მხოლოდ იმით არის ცნო­ბილი, რომ მოითხოვა დიდი ბრიტანეთის­ პარლამენტის ბუფეტის გაიაფება, მინიმალ­ური ხელფასის ცნების გაუქმება და უღარიბესი ქვეყნების დახმარება დაბლოკა. მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ დეკლარაციის ლობისტებს­ შორის არის უკრაინელი დეპუტატი ვლადიმირ არიევი, რომელიც ცოლთან ერთად პოლონელებს ჰყავდათ დაკავებული ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. ეს დეკლარაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს "ქართული ოცნების" დელეგაციის პასიურობაზე.

- კრიტიკოსები მთავრობას არც ოკეანისგაღმა აკლია - ახლახან სენატორმა მაიკ ტერნერმა ინტერპოლს საგანგებო წერილით მიმართა, სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ აღძრულ საქმეებს ყურადღება არ მიაქციონ...
- ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებთან" აგებს ლობისტურ ომს აშშ-ში, ასევე ადასტურებს იმას, რომ "ნაციონალები" კვლავაც დიდძალ ფულს ხარჯავენ ლობისტებისთვის. სააკაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტ კონგრესმენებთან, მაიკ ტერნერი სწორედ ამ წრის წარმომადგენელია; სხვათა შორის, ამერიკულმა ორგანიზაც­იამ "მოქალაქეები ეთიკისა­თვის" ტერნერი დაასახელა­ ყველაზე კორუმპირებულ კო­ნგ­რ­ესმენთა შორის. ტერნერის ჯგუფს აინტერესებს უკრაი­ნის ფორმა­ტში მიაღწიოს გარკვეული სამხედრო შეკვ­ეთების მიღებას, როგორც ვიცით, პოროშენკ­ომ სააკაშვილს ჩააბარა აშშ-სთან იარაღზე საუბარი და აშშ-ში მისი პოზიციების დაცვა.­ ამ­ის გათვალისწინებით, ტერნერს დამატები­თი სტიმული­ აქვს სააკაშვილის დასაცავად.

-დასავლეთში ხშირად აკრიტიკებენ ექს-პრემიერ ივანიშვილს ჩარევას პოლიტიკურ პროცესებში, მთავრობის და პარლამენტის საქმიანობაში. რამდენად მართებულია ასეთი კრიტიკა?

- ამერიკელი ან ევროპელი პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება უბრალო მოქალაქეს, თუნდაც ყველაზე მდიდარს, ჰქონდეს ტოტალური გავლენა მთავრობის მოქმედებაზე, საკადრო საკითხებზე. უცხოელ პოლიტიკოსს ვერ აუხსნი, რომ ამ კაცმა ქვეყანას მოახმარა საკუთარი უზარმაზარი რესურსი, დაამარცხა კრიმინალური ხელისუფლება და ამის გამო საზოგადოება არ აპროტესტებს მის გავლენას. ივანიშვილის დასახელება პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯომარედ ახსნიდა მის მონაწილეობას მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებების მომზადებაში და გაანეიტრალებდა ყველა უხერხულ კითხვას ამ თემაზე.

ვაჟა თავბერიძე
tvalsazrisi
07 მარტი 2015 23:06
ყველაფერზე კარგად და საღად მსჯელობს. მე კი ის მომეწონა, რაც ბ-ნ ბიძინასთან დაკავშირებით თქვა და რასაც მეც ვფიქრობდი და ვწერდი: ანუ, ბ-ნ ბიძინას დაუწესდეს პარტია "ქ/ო"-ს საპატიო თავმჯდომარის სტატუსი.
ამით მის გამკრიტიკრბლებს(ნუ ერევა საქმეშიო, ვითომ თავად მარკუს ავრელიუსები იყვნენ) აღარ ექნებათ მისი შენიშვნებისადმი ალერგია.

vep1963
06 მარტი 2015 22:15
tekla-სრულიად გეთანხმებით.ტაქტიკა შეცვალეს რუსის მონებმა.ეხლა კალკულატორით უნდა ვიაროთო.კი ბატონო ვიაროთ მაგრამ ისე არა სინდის ნამუსის გაყიდვით.თორემ ისე მოხდება ამ კალკულატორს ერთ ადგილას გაგვირჭობენ როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.აფხაზეთის რკინიგზის გახსნას აფხაზებს ვინ ეკითხება ამაზე რატომ არ ამბობს გოგავა.ტან რუსებს უნდა გაუკონტროლოს ტვირთები.ვაი შენს პატრონს.რუსი რასაც უნდა იმას გადაიტანს და თან შიგ ცხვირსაც არ ჩაგაყოფინებს.მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ეს გააკეთა მაშინ დარწმუნებული ვარ გოგაძის ნაირ ხალხს გააკეთებინებს თან ისე რომ ამაში საკმაო დოლარებსაც დადაუხდის რათა ვერაფერი საეჭვო აღმოაჩინონ.ფუი თქვენი სისხლი.
სანდრო
04 მარტი 2015 17:43
სკეპტიკოსების გასაგონად: ძალიანაც ნუ პროფესორობთ რა! ამ კაცის ნათქვამი კიდეც გავიგე და აზრიც გამოვიტანე. ვინ გეუბნებათ უკეთესად, ან თუ გეუბნებათ და რომელი საქმით ამყარებს თავის ნათქვამს? ვინ გყავთ უკეთესი? მითხარით, იქნებ არ ვიცი. ბურჯანაძე-კუკავები თუ გირჩევნიათ, ეგ თქვენი პრობლემაა. ირაკლი გოგავასნაირი მომზადებული კადრები გვჭირდება ზუსტად. გაყიდულ-გამოყიდული პოლიტიკოსები რითი ვეღარ მოგბეზრდათ, თუ მეხსიარების პრობლემა გაქვთ?! ამ მთავრობას ჭკუა რომ ჰქონდეს, ასეთ ახალგაზრდებს უნდა ეხვეწებოდეს გვერდში დგომას, მაგრამ ნეპოტიზმს რომ მიაქვს მთელი საქართველო, ამაშია პრობლემა და საქმეზე ორიენტირებულობა = 0.

რედაქტორის რჩევით