"დღეს რუსეთის ტრენდია: იფიქრე, განსაზღვრე, იპოვე და მოკალი მტერი"
02-03-2015
"დღეს რუსეთის ტრენდია: იფიქრე, განსაზღვრე, იპოვე და მოკალი მტერი"
27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. პოლიტიკოსმა და 19 წლის უკრაინელმა მოდელმა ანა დურიტსკაიამ სავაჭრო ცენტრ "გუმში", ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.  ამის შემდეგ ფეხით გაისეირნეს. კრემლის ახლომდებარე ხიდზე ნემცოვს ავტომანქანი­დან ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა. 1-ელ მარტს მოსკოვში ანტიკრიზისული მარში უნდა გამართულიყო, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ ნემცოვი იყო.

რუსეთის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა პუტინმა ეს მკვლელობა პროვოკაციად შეაფასეს. საგამოძიებო კომიტეტმა კი მკვლელ­ობის რამდენიმე ვერსია დაასახელა. ერთ-ერთი ვერსიით, ნემცოვს­ ისლამისტები ემუქრებოდნენ
პარიზში ჟურნალ "შა­რ­ლი ებდოზე" თავ­და­ს­ხ­მის დაგმობის გამო. მეორე ვერსიით,­ მის მკვლ­ელობაში უკრაინულ კვალს ხედავენ - კონფლიქტის ორივე მხარეს არიან რადიკალები, რომლებიც მზად არიან მსგ­ა­ვ­სი დანაშაულის ჩადენისთვის. მესამე ვერს­ია­ მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება, მეოთხე - პირადი მტრობა, ეჭვიანობა­...

ოპოზიციურად განწყობილი რუსი ექსპერტები ნემცოვის მკვლელობაში უფრო პოლიტიკურ
მოტივს ხედავენ.
დმიტრი ორეშკინი, პოლიტოლოგი: "ეს ქვეყანაში დაწყებული ტერორის გაგრძელებაა. მოსკოვის ქუჩებში იღუპებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები­. მაგრამ, რატომღაც არ იღუპებიან პუტინის მომხრე პოლიტ­იკოსები თუ ჟურნალისტები­. იკვეთება კანონზომიერება - პოლიტი­კური მოტივით მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პირების დახოცვა შეიძლება".

მატვეი განაპოლსკი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი: "თუ არ ჩავთვლით ხოდორკოვს­კის, რომელიც ქვეყნიდან დევნილია, და ნავა­ლნის, რომელიც დროს იზოლატორში ატა­რ­ებს, ნემცოვი იყო ჯერაც დაუპატიმრებელი ოპოზიციის ნამდვილი ლიდერი. ნიშანდო­ბლივია ისიც, რომ ოპოზიც­იური მარშის “გაზაფხულის” წინ მოკლეს. მეეჭვება, რომ პუტინს პირადად გაეცა ბრძანება­ ნემცოვის ლიკვიდაციაზე, მაგრამ თუ მკვლ­ელი იპოვეს, ის იქნება ადამიანი, რომელმ­აც გადაწყვიტა, პუტინისთვის ესიამოვნები­ნა. დღეს რუსეთის მთავარი ტრენდია - იფიქრე მტერზე, განსაზღვრე მტერი, იპოვე მტერი და მოკალი მტერი".”

ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს:

- ბორის ნემცოვი ან პუტინის დავალ­ებით მოკლეს, ან ეს მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის დაი­გეგმა. თუმცა, კითხვა დავსვათ: რაში აწყობდა პუტინს ანტიკრიზისული მარშის წინადღეს ნემცოვის მკვლელობა, როცა ოპოზიციის ლიდერი და მისი ელექტორატი­ ხელისუფლებას საფრთხეს არ უქმნიდა?!

- იქნებ პუტინი ცდილობს­ იმის დამტკიცებას, რომ ნებისმიერ მოწინააღ­მდეგეს გაანადგურებს?
- ამ მსჯელობაშიც კითხვა ჩნდება: პუტინს დისკრედიტირებული ოპოზიციის ლიდერი უფრო არ აძლევდა ხელს, ვიდრე ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელი ტალღის აგორება?

- სოციალურ ქსელში რუსი მოსახლეობა­ აქტიურად საუბრობს "მოსკოვური მაიდნის" ალბათობასა და პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისზე.

- რუსეთში მცირეა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ნემცოვის მკვლელობის გამოყენებას ხელისუფლების დასამხობად ­შეეცდებიან, თუმცა, ნემცოვის თანამებრძოლ­ებს შესანიშნავი არგუმენტი აქვთ, რომ რუსეთში დიქტატურის დამყარებაზე დამაჯ­ერებლად ისაუბრონ - ზოგი ამ მკვლელობას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამო­იყენებს, ზოგსაც გულწრფელად სწყდება გული, მაგრამ რუსეთი უკრაინა არ არის და იქ დემოკრატიულ ძალებს "მაიდნის"­ ორგანიზება გაუჭირდებათ. შესაძლოა, ამ ტალღას გარკვეული შედეგიც მოჰყვეს, მაგ­რამ "მაიდნის" ორგანიზებას სერიოზული დაფინანსებაც სჭირდება, რუსეთში კი ოპოზიციას ფულს არავინ მისცემს. ამიტომ, თუ მოსკოვში "მაიდანი" რეალურად "გახურდა", კიდევ ერთხელ დაისმება კითხვა: ნემცოვის­ ლიკვიდაცია პოლიტიკური ტალღის ასაგორებლად სხვა ქვეყნებისთვის ხომ არ იყო ხელსაყრელი?! ისე, მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიასაც არ გამოვრიცხავ - შესაძლოა, ანტიკრიზისული­ მარშის წინ აქციის ორგანიზატორი ნემც­ოვი "ნაციონალისტებმა" მოკლეს, რომლებიც რუსეთში საკმაოდ გაძლიერდნენ... ნემცოვი დემოკრატიული ძალების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ამ მოძრაობის რესურსი, განსაკუთრებით კი რეგიონებში, საკმაოდ მწირია, ამიტომ ოფიციალური მოსკოვი ნემცოვს რეალურ საფრთხედ არ განიხილავდა.

- არადა, მათ მიერ ორგანიზებული მრავალრიცხოვანი აქციებიც ხომ გვახსოვს?
- რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, უნიკალური შემთხვევა იყო, მაგრამ ამის შემდეგ უკრაინა­ში მიმდინარე მოვლენების ფონზეც კი, დემოკრატიულმა ძალებმა მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზება ვერ მოახერხეს. ვნახოთ, ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები ქუჩაში ხალხს რამდენ ხანს შეინარჩუნებენ.

- ისე, არც ის გაეჭვებთ, რომ გამოძიებამ­ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ მთავარ მოტივად ეჭვიანობა დაასახელა?

- ეს დიდი შეცდომა იყო. ჭკვი­ანი გამომძიებელი ამ ვერსიას ბოლოსთვის შემო­ინახავდა. დაველოდოთ, რას იტყვიან რუსი სამართალდამცავები, შემდეგ მკვლელობის კონტურებიც მკვეთრი გახდება.­

"მეშინია, არ მომკლას"


ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც ბორის ნემცოვმა ერთ-ერთ რუსულ გაზეთს რამდენიმე დღის წინ მისცა: "დედას სერიოზულად ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი გამოსვლებისა და აქტიურობისთვის, შეიძლება პუტინმა მომკლას, ეს სახუმარო სულაც არ არის - დედაჩემი ძალიან გონიერი ადამიანია! ამიტომ დედას პუტინის ძალიან ეშინია, მით უმეტეს, წინ არაერთი მაგალითი აქვს, იგივე ხოდორკოვსკისა და ნავალნის ამბავი. მათი ამბავი ძალიან განიცადა, მაგრამ­ ჩემზე განსაკუთრებით ნერვიულობს, ის ხომ დედაჩემია?! თქვენ წარმოიდგინეთ... ცოტათი მეშინია".

სიკვდილამდე ერთი საათით ადრე...

სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ბორის ნემცოვმა "ეხო მოსკვის" ინტერვიუ მისცა, რომელშიც პუტინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა: "პუტინმა დაარღვია ბირთვული იარაღის გადანაწილების სისტემა... ეს დანაშაულია,…ნერვიულობენ მარშთან დაკავშირებით და ყველა სატელევიზიო არხი დაგვიბლოკეს...…პუტინმა უკრაინასთან ჩვენი­ ქვეყნისთვის სასიკვდილო ომის პოლიტიკა დაიწყო...…როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, ყველაფერი კატასტროფით მთავრდება".

რუსუდან შელია
Ну и ну!
03 მარტი 2015 22:32
რა ვერაგია ეს ამერიკა!

რუსები ავღანეთში 10 წელი აომა, აფხაზეთი და სამაჩაბლო მიატაცებინა, ჩეჩნეთში ყოველი მეხუთე მცხოვრები მოაკვლევინა, პოლონეთის ელიტა გაანადგურებინა და აშ. და ა.შ., რომ ყველაფერი ეს კრემლს... დაბრალებოდა!!!

glaxuna
02 მარტი 2015 21:38


ზაზა,
მეგობარო,
როგორ ფიქრობ?!

მკითხველი ვერ ხვდება,რომ არა მარტო ზაზა არ გქვია,ქართველიც არა ხარ ?!

და როგორი ლოგიკა გაქვს ?!

პუტინი უკეთილშობილესი,კეთილსინდისიერი ადამიანია და რუსეთი... სამართლიანი,თანამედროვე დაშედეგად, მით მუდამ პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ა დ ი , ადამიანთა საყოველთაო მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის ?!


რუსეთი,რომ საკუთარ მოქალაქეებისათვის ცხოვრების დონითა და ხარისხით..68-ე ადგილზე არიან თანამედროვე სამყაროში ,კიდევ უფრო გაუარესების ,,პერსპექტივით,, ,და ეს მაშინ,როცა 2.5-ჯერ დიდი ტერიტორიებით აშშ-ზე,4-ჯერ ევროპაზე და უ მ ძ ლ ა ვ რ ე ს ი რესურსებით,

რა არის ამის მიზეზი,თუ განმარტავ ?!

დ ე მ ა გ ო გ ი ე ბ ს...აშშ-ზე,დასავლეთზე,რუსეთის მტრებზე ს ა უ ბ ა რ ს უკვე ა ზ რ ი არა აქვს,მთლად ასე უ ვ ი ც ი და უწიგნური არ არის თანამედროვე ადამიანი...


ვხედავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მათი ,,მშვიდობის მოყვარეობას,, ,,სამართლიანობას,, და ,,პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ი ს ა კ ე ნ ლტოლვას,, და რა საჭიროა?!..

აშშ,დასავლეთი კი არა...

რუსი ხალხის გენეტიკური შ ი შ ი და მ ხ დ ა ლ ი ბუნება არის მიზეზი ყოველივეს,

საუკუნეების მანძილზე მონურმა ყოფამ...შ ი შ ი გაუჩინა რუს ხალხს თვით ...თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა დ მ ი და ამაზე მეტი,თავისუფლებისაგან წარმოშობილი პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს ა დ მ ი და შედეგად.. განუმტკიცდათ მორჩილებითი,მონური სულკისკვეთება,მონური ფსიქოლოგია და მენტალიტეტი ...და შედეგად...მუდამ ბელადების,იმპერატორების,მტრების ძ ი ე ბ ა შ ი არიან,

შედეგად... რას არ აკეთებენ,რომ ეს ბუნება,ანუ მხდალი და ფარისეველი ბუნება გ ა დ ა ფ ა რ ო ნ და... აწარმოებენ : ომებს,სისხლისღვრებს,სიძულვილის პროპაგანდას,მისთვის ოდიდგანვე ,,ესაჭიროებათ,, და იყენებენ უსაზღვრო ცბიერებას,ცინიზმს,დაუნდობლობას...

მოკლედ,შ ი შ ი იქცა ამ ხალხის ,,მამოძრავებელი ძალა,,...

შ ი შ ს კი - საბოლოოდ,მხოლოდ ნგრევა მოყვება და მეტი არაფერი!!!

მიტომ არის...ტერიტიულად ყველაზე დიდი თანამედროვე ეპოქაში,და ცხოვრების დონით და ხარისხით მ უ დ ა მ ერთ-ერთი ღ ა ტ ა კ ი და უპერსპექტივო (!)...

რა აშშ,რის დასავლეთი...
მეზობლებზე აგრესიას...აშშ და დასავლეთი უბიძგებს,

მაგ,21-ე საუკუნეშიც რუს-მონღოლეთის ,,სტრანა რაბოვისა,, და ,,ტიურმა ნაროდოვის,, იმპერიას ?!!!

სხვათა შორის
შეგახსენებ აკაკის ლექსს მაგ ღ რ უ ს ე ბ ზ ე,ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის:

,,ბუნებისგან დაჩაგრული,განა შეძლებს მეგობრობას ?!

მოშხამული ცივი გული,სხვას,რას გასწევს,თუ არ მტრობას,

წლიდან წლამდე,უცნაურად ეყინება ტვინი თავში,

უნდა ძალაუნებურად,ეხვეოდეს დათვის ტყავში,,!!!

როცა რუსი ხალხი

(ისე,როგორც მთელი კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ა!!)

დ ა
ძ ლ ე ვ ს სწორად შ ი შ ი ს გრძნობას...თავისუფლებისადმი,პასუხისმგებლობისადმი,მომავლისადმი,ახალისადმი...მხოლოდ მის შემდეგ შეიქმნება შ ე ს ა ძ ლ ო ბ ლ ო ბ ა,შეიქმნას მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ი და პროგრესირებაზე ორიენტირებული სამყარო (ყოველ შემთხვევაში ევროპა-რუსეთის ტერიტორიულ სივრცეზე !) ადამიანთათვის საყოველთაო მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის!!!
tvalsazrisi
02 მარტი 2015 21:34
არსებულ ვერსიებს ჩემი ვერსიაც დაუმატეთ :D
ხმაურიანი მკვლელობების გახშირება ხომ არ უკავშირდება მედიამაგნატების ინტერესებს?!
მედიაში თითქმის ამოწურულია ყველა თემა. ერთადერთი თემა, რაც ჯერ კიდევ ეფექტის მოხდენით მოქმედებს, არის სწორედ ხმაურიანი მკვლელობები.
იქნებ, ამიტომაც ხდება ასეთი ხმაურიანი, დიდი რეზონანსის გამომწვევი მკვლელობები?
ვინ იცის
ვინ იცის
თუმცა, ამის გამოძიება იქნება უძნელესი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები