პროკურატურა რამდენიმე მუნიციპა­ლიტეტში კორუფციულ ფაქტებს სწავლობს?!
09-03-2015
პროკურატურა რამდენიმე მუნიციპა­ლიტეტში კორუფციულ ფაქტებს სწავლობს?!
"გუბერნატორები ხელფასს რაში იღებენ, მგონი, თვითონაც დაავიწყდათ"

"პროექტები მხოლოდ იმის გამო არის შეჩერ­ებული, რომ ვიღაც­ საკუთარ თავზე
პასუხის­მგებლობას ვერ იღებს"


"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა რამდენიმე მუნიციპა­ლიტეტში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს სწავლობს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ განსაკუთრებული ყურადღება საეჭვო ტენდერებს მიაქცია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელისუფლების მაღალჩინოსნე­ბიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე) პირად­ საუბრებში გამოთქვამენ ეჭვს, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში "სატენდერო­ მაფია" ჩამოყალიბდა. ფული გამ­ო­ყოფი­ლია, თუმცა, საქმე არ
კეთდება, ან კე­თ­დება ზერელედ, რაც გამოყოფილი თანხის ადეკვატური არ არის. ეს ტენდენცია ქვეყნის­ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მახრჩობელასავით მოქმედებს.

ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად აუდი­ტის სახელმწიფო სამსახური 15 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა­შია შესული და რამდენიმე ანგარიში პროკურატურას უკვე გაუგზავნა.

ლაშა თორდია, გენერალური აუდიტორი: - "ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  საკმაოდ
რთული მდგომარეობაა. ზოგან, ძირითადად, ცენტრალური თვითმმართველობის ორგანოებში, ეს საკითხი შედარებით მოგვარებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში
ტენდერებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ არაერთი მასალა გავგზავნეთ პროკურატურაში.

- კონკრეტულად შეგიძლიათ დაგვისახელოთ?
- მაგალითად, ვანის, ასევე გორის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყ­იდვებთან დაკავშირებით. გავეცით რეკომენ­დაციები საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვაზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტთანაც გვაქვს კითხვები."
დარღვევები 2014 წლის პერიოდს მოი­ცავს, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებს 2015 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციე­ლება ჯერაც არ დაუწყიათ, მიუხედავად­ იმისა, რომ რეგიონული პროექტების ფონდიდან უკვე 82 მილიონი ლარია გამოყოფილი. ფინანსთა სამინისტრო რეგიონში არს­ებუ­ლ­ უმოქმედობასა და თანხების აუთვისებ­ლობას ბიუროკრატიულ ბარიერებს აბრა­ლებს.­ ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხადურს და­ავალა, წარმოადგინოს ინფორ­მაცია, რომელი რა­ი­ონები ვერ ან არ ხარჯავენ­ ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს­. "გამგე­ბლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებელი არიან. მათ აიღეს პასუ­ხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალისა და იმ ხალ­ხის წინაშე, ვინც ისინი აირჩია. ამას ვერავინ გაექცევა. თუ დაკისრე­ბულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, დადგება­ მათი პასუხისმგებლობის საკითხი"  - განაც­ხადა პრემიერ-მი­ნისტრმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - "თვითმმართველობის ორგანოებში ორგვარი პრობლემებია. ეს არის კო­რუფ­ციული რისკი, რადგან თავის დრო­ზე თვითმმართველობები არასწორად დაკომპლექტდა. პროცესში ჩართული იყვნენ ის უწყებები, რომლებსაც ამ სფეროსთან არაფერი ესაქმებოდათ. მეორე პრობლემა დაკავშირებულია კომპლექსებთან.­ კერძოდ, გამგებლებს თუ მერებს ეშინიათ პასუხისმგებლ­ობის აღების. მათ ეშინიათ, შეცდომა არ დაუშვან, უკანონობა არ ჩაიდი­ნონ და პრო­ბლემები არ შეექმნათ სამართალ­დამცავ უწყებებთან. ეს მეორე უბედურებაა. ფული არ იხარჯება, პროექტები შეჩერ­ებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც­ საკუთარ თავზე პასუხის­მგებლობას ვერ იღებს.

ორივე პრობლემა - როგორც კორუფცია, ისე არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა - რეგიონებში აქტუალ­ურია. ამას ემატება უფუნქციო გუბერნატ­ო­რები, რომლებიც ხელფასს რაში იღებენ, მგონი, თვითონაც დაავიწყდათ".
პრობლემებია თბილისის მერიაშიც. აუდი­ტის სამსახური ნარმანიას უწყებაში შესვლა­საც გეგმავდა, თუმცა, შემოწმება მერ­იის თხო­ვნით გადაიდო. როგორც ლაშა თორდია­ ამბობს, მერიამ შემოწმების გადავა­დება იმ მიზეზით ითხოვა, რომ მასალების დიდი ნაწილი პროკურატურას აქვს ამოღებუ­ლი. ნარმანიას უწყების შემოწმებას სახელმწიფო აუდიტი უახლოეს თვეებში გეგმავს(!).

ვახო ბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები