ბაბილონის გოდოლი - შინ და გარეთ
16-03-2015
ბაბილონის გოდოლი - შინ და გარეთ
ბოლო ხანს ევროპის ლიდერების განცხადებებმა იმდენი ზიანი მოუტანა საქართველოს პროდასავლური კურსის მოიმედე მოსახლეობას, რამდენიც ვერ შეძლო ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში სრულიად ლაგამმიშვებულმა რუსულმა პროპაგანდამ. უფრო მეტიც, შედეგის მიხედვით ისე ჩანს, რომ რუსულ საქმეს რუსებზე მეტად ევროპელი ლიდერები აკეთებენ: ევროპიდან ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ნატო“ აღარ უნდა გაფართოვდეს; რომ ახლო მომავალში, ანუ რიგის სამიტზე, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს; ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე უარის
თქმა - ყველაფერი ეს ერთად აღებული საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმს დღითი დღე ამძაფრებს და დასავლეთი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი, ბურუსით იფარება. ევროპელი ლიდერების ასეთი განცხადებები დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს და შესაბამისად, მათი ამომრჩევლების რაოდენობაც იმატებს, დრო მათზე მუშაობს. სიტუაციის
ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში შემდეგ არჩევნებზე იმედგაცრუებული პროდასავლელი ამომრჩეველი ორ ნაწილად გაიყოფა: ნაწილი ანტიდასავლური ძალებისკენ გადაინაცვლებს, მეორე ნაწილს ნიჰილიზმი დაეუფლება და სახლში დარჩება. ორივე ერთად კი სწორედ დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ ფონზე რაღა გასაკვირია, რომ მმართველი კოალიცია თავს უფლებას აძლევს, ფრთა შეასხას ოცნებას და გოგი თოფაძის პირით საჯაროდ განაცხადოს, რომნატო“ არ არის "ქართული ოცნების" პრიორიტეტი და არც ლაიტმოტივი.

ბრძოლა ევროპისთვის და ამერიკის თავს წამომჯდარი ირანი

თანამედროვე დასავლეთი ისე ჩანს, რომ იმაზე არანაკლებ განიცდის ინტელექტუალურ კრიზისს, ვიდრე დღევანდელი საქართველო. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ადამიანური რესურსების ასეთი ნაკლებობა ევროპას ბოლო 25 წელია არ ჰქონია. ევროპული პოლიტიკური გონი დღეს არა მხოლოდ ისვენებს, არამედ დეგრადაციას განიცდის: სწორედ თანამედროვე ევროპის ლიდერების უხერხემლობა და საკუთარი კომფორტით ტკბობა აღმოჩნდა ის ნოყიერი ნიადაგი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, ევროპა გაეხლიჩა, ხოლო ამერიკა იძულებული გახადა, ევროპის გაერთიანებისთვის ბრძოლა უკრაინაში ეწარმოებინა. ფაქტობრივად, ის, რაც უკრაინაში ხდება, სწორედ რუსეთსა და ამერიკას შორის ევროპისთვის ბრძოლაა. თუ ამერიკამ შეძლო და ევროპელებს დაანახა, რომ რუსეთი სერიოზული საფრთხეა კომფორტში ჩაძირული და გონებადაბინდული ევროპისთვის, მაშინ ის გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, თუ არადა, გამარჯვების სასწორი რუსეთს დარჩება, დროებით მაინც. თუმცა, სანამ ამერიკას დღევანდელზე გაცილებით ძლიერი ლიდერი არ ეყოლება, ამ კონფლიქტს ბოლო არ ექნება, რადგან დღევანდელი, პრობლემებში ჩაძირული  ამერიკა, არცთუ ისე საშიში მეტოქეა რუსეთისთვის.

მით უფრო მაშინ, როცა ამერიკა თმობს­ პოზიციებს კიდევ ერთ რეგიონში: ბოლო ინფორმაციით, ირანის არმია შევიდა­ ბოლო დროის ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის „"ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაპყრობილ, ერაყის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ თიქრითში. დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბოლო თვეებში აშშ-მა, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ერაყზე, მას შემდეგ, რაც ამერიკელების გაწვრთნილმა ერაყის არმიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, რომლებიც ერაყის ქალაქებს ერთმანეთზე მიყოლებით იპყრობდნენ. აშშ იძულებული გახდა, ირანი გაეხადა პარტნიორად "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში და ერაყის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციების სიმძიმე ირანმა აიღო თავის თავზე. შედეგიც სახეზეა. თუმცა, ამერიკისთვის ირანის მიერ კონტროლირებადი ერაყი არანაკლები ტრაგედიაა, ვიდრე „ისლამური ტერორიზმის“ გავლენის გაფართოება. ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის შემყურე, აშშ-ის ყოფილი ძლევამოსილი პრეზიდენტები სიმწრისგან, ალბათ, საფლავში გორავენ და ცოცხალიც და გარდაცვლილიც, ყველანი ერთად ელოდებიან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც იქნებ მორიგი რეიგანი მოიყვანოს აშშ-ის სათავეში. ერთი, რითიც ამერიკის დღევანდელმა მმართველმა ელიტამ ნამდვილად შეიძლება იამაყოს, ეს მათი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობაა: გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებიც დოლარის გამყარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზე ნოყიერ ნიადაგს ქმნის. იქნებ ეს გახდეს საფუძველი და სტიმული ამერიკის გავლენის აღმავლობისა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე.

ხოლო ევროპიდან ერთადერთი დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც ბოლო დროს მოვისმინეთ, ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ იუნკერის ინიციატივაა ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის შესახებ. ეს იდეა, რომელიც წინა წლებში რამდენჯერმე უარყო ევროკავშირმა, ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს: ევროპის ერთიანი არმიის შექმნა წერტილს დაუსვამს ევროპის გახლეჩისა და მასზე სულ უფრო მზარდი გავლენის მოპოვების მოსურნე რუსეთის ამბიციებს. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ იცის, ამჯერად მაინც თუ აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი იუნკერის ეს ინიციატივა.

ჰოდა, დასასრულ, "ისევ ჩვენს ბატებს­ რომ მოვუბრუნდეთ", ამ ყველაფრიდან, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოგებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაცაა: საზოგადოება იმედგაცრუებულია და აბსოლუტურ ნიჰილიზმში ჩაძირული, რადგან პატრონი არც შინ ეგულება და აღარც - გარეთ; ოპოზიცია - გამარგინალებული; დასავლეთი - მორყეული და დისტანცირებულია. ჰოდა, ბურთიც მისია და მოედანიც. ასე რომ, სულ ტყუილია ის ალიაქოთი და ბაქიბუქი, რაც როგორც "ოცნების", ასევე "ნაციონალების" მხრიდან ახლავს 21 მარტის დაანონსებულ აქციას: როგორი ქაოსურიც უნდა იყოს შიგნით "ოცნება", ამდენი სუსტი ოპონენტის ფონზე, დღეს ის მაინც ყველაზე ძლიერია და ასე იქნება კარგა ხანს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავდგეთ და ვიქექოთ "ბაზალეთის ტბის" სანახებში, მორიგი "მზეჭაბუკის" გამოჩეკის იმედად.
ako
08 აპრილი 2015 23:55
ბარბაროსული ძალები არ დაგვავიწყდეს და არის ორთოდოქსი რუსეთი.ძველ ევროპელებს არ მოსწონთ ამერიკელები.წერთ რაღაც ზღაპრებს.ქართველ ემიგრანტებს კითხეთ ევროპელი ხალხის განწყობა.არ დაიწყოთ ეხლა რუსეთის აგენტი და......
mitua
22 მარტი 2015 23:24
,,ყველაზე კოშმარული სცენარი ის იქნება, თუკი დასავლეთმა საქართველოში წინა ხელისუფლება დააბრუნა,,!

ესე იგი ამის სპასობნები არიაან ხომ??

და მიუხედავად ამისა, ამ დასავლეთზე კიდევ რაიმე იმედების დამყარება შეიძლებააა??
-------------------------------
რიჩარდ ნორლანდი - მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება

ე.ი ამათ დაჟე ცივი ნიავიც არ უნდა მივაკაროთ და კომფორტიც უნდა მოვუწყოთ ხომ?

კი მაგრამ ჩვენ რომ 9 წელი დედას გვიქინძავდნენ და დაჟე ტუპიკ-ტუპიკ დაგვდებდნენ,... ის როგორ იყო?? მაშინ რაააა... ვერაფერს ვერ ხედავდნეენ და ყრუები იყვნეენ??
მაშინ ერთხელ მაინც გამოეთქვათ ჩვენზე ამის მსგავსი განცხადება მაინც და შეშფოთება?/
შეშფოთებას ვინ ჩივის 26 მაისი დაჟე გააპრავეს კიდეც.

,,ბოლო ხანს ევროპის ლიდერების განცხადებებმა იმდენი ზიანი მოუტანა საქართველოს პროდასავლური კურსის მოიმედე მოსახლეობას, რამდენიც ვერ შეძლო ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში სრულიად ლაგამმიშვებულმა რუსულმა პროპაგანდამ. უფრო მეტიც, შედეგის მიხედვით ისე ჩანს, რომ რუსულ საქმეს რუსებზე მეტად ევროპელი ლიდერები აკეთებენ,,
-----------------------------
21 რიცხვის მიტინგი, ეს მარტო ნაცების პრავერკა არაა...ეს ,,მეგობრების,,ნამიოკიცააა--- ჩვენ მთავრობას ეუბნენიან ბევრს ნუ ახურებთ, განდაგანას ცეკვას თავი დაანებეთო

--ბოლო დროს რაც ეს მთავრობა რუსეთთან მოლაპარაკებაზე ალაპარაკდა და ანტი დასავლური ლოზუნგები მთავრობის მხრიდანაც უკვე ღიად გაისმა(თოფაძე), ამერიკელებს ეს ვითარება რა თქმა უნდა, არ მოეწონათ--ან კი როგორ მოეწონებოდათ?
ვთქვათ და მართლა შესდგა ეს მოლაპარაკებები და იქიდან რაღაცა საჩვენო გამოცხვა(ღმერთმა ქნას?)...ეს ხომ უკვე საქართველოში მაგათი 9 წლიანი პოლიტიკის სრული კრახი იქნება??
...ისედაც მაგათი ავტორიტეტი საქართველოში ,,დღეებსღა,, ითვლის და ამ მოლაპარაკებებით რომ, ჩვენთვის მართლა ოდნავ მაინც რაღაცა სასიკეთო გამოვიდეს(თუნდაც პერპექტიული იმედები), მაგათ ეს მოეწონებაათ??..ამით ხომ საქართველოში რუსეთი ფაქტიურად საბოლოოდ გაიმარჯვებს??
არადა ამერიკელების ჯინაზე (და არა ჩვენი სიყვარულით) რუსეთმა შეიძლება რაღაცა,,კამფეტი,, მართლა გადმოგვიგდოს
ჰოოდა,... აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამერიკელებმა ბიძოს ნაჟიმებ--ნამიოკები დაუწყეს.... ბევრს ნუ ახურებ, თორემ ამ ნაცებს როცა გვინდა მაშინ აგიფეთქებთო..
მაგათვის ნაცები ხომ ამ ხელისუფლებაზე ზემოქმედების უებარი საშუალებააა? იმიტომაცაა ამ ნაცებს სასათბურე პირობებს რომ უქმნიან და ერთობ უფრთხილდებიან კიდეც---სჭირდებათ, ისევ სჭირდებათ-სხვა გამოკვეთილი ,,მედასავლეთელები?,, არა ჰყავთ და მაშ რა ქნან? მთლად ღიად ხომ არ აიღებენ ჩვენზე ხელს და ბოლომდე ხომ არ მიგვიშვებენ ნებაზე??
რუსეთისა არ იყოს მაგათაც ქართველები კი არა, მხოლოდ საქართველო-ტერიტორია სჭირდებათ, ისიც რუსეთთან საჩხიკინოთ
ეგ სიტყვითაა რომ იძახიან--- რუსეთთან ურთიერთობა თავად მოაგვაროთო, თორემ სინამდვილეშიიი??.... კი ვხედავთ როგორც უნდათ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის მოგვარება
(თითქოს უმაგათოდ კი გადასარევი ურთიერთობა გვქონდეს)




mitua
19 მარტი 2015 21:50
როგორ?
უნიკალური სამართლებრივი მოწყობით,რომელიც დასავლურის იდენტური იქნება,მაგრამ ღია და საინტერესო აღმოსავლეთისათვის,მათთვის ევროპა და ამერიკა ჩვენ უნდა ვიყოთ,გადმოვიტანოთ უნდა ევროპა და ამერიკა სამართლებრივად აქ,და "ვატაროთ" აღმოსავლეთი ბიზნესისა და დასვენება გართობისათვის აქ,ფულები ხარჯონ აქ და არა ტყვია წამალი.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურათა (მუსიკას , ცეკვას,ლიტერატურას და ხატვას არ ვგულისხმობ,მთელ სულიერ შემეცნებით საზოგადოებრივ ფასეულობებს ვგულისხმობ ერთად, რელიგიიანად )შერწყმის ბუნებრივი ადგილი,და ასეთად დავრჩებით დასავლეთისაკენ სამართლებრივად გადახრილი, აღმოსავლეთის კარი კი ღია დავტოვოთ,დაე იარონ ჩვენთან ,მაგრამ ორივე სამყაროს დაპირისპირების კი არა ,საქართველო საომარი ლელო,არამედ დავითისეული თანამშრომლობის და ინტეგრაციის ველად ,მათი საომარი საშუალებებისგან თავისუფალი ,ოღონდ საქართველო ძლიერი სამხედრო ეკონომიკური თვალსაზრისით,დავითისეულად ,გუთნით და ხმლით ერთდროულად, საკუთარი თავდაცვის საშუალებების მქონე სახელმწიფო,ანუ პოლიტიკურად ეს სამხედროაქტიური ეკონომიკური ნეიტრალიტეტია,მე იარაღი მაქვს,მაგრამ არ ვომობ სხვის ტერიტორიაზე,მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე თქვენს მოტანილ თქვენს ეკონომიკურ საკუთრებებს დავიცავ და ჩემსას გასარგებლებთ, და მათ ერთად დავიცავ,მათ შორის თქვენგანაც ,სხვისგანაც,ჩემგანაც.
ეს არის კავკასიურ ქართული საყოველთაო სარგებლობის „მშრალი სუეცის და პანამის არხი“,სახმელეთო სამართლებრივი ლენდბრიჯის იდეა,იმპერიათა შეიარაღებული დაპირისპირების ნაცვლად ეკონომიკური ინტეგრაციის არეალი,საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი იმპერიებისგან დემილიტარიზებული ზონა, ოღონდ საკუთარი შეიარაღებით და იმპერიათა კოლექტიური დაცვის ობიექტი.
არ გამოვა ?
გამოვა!


ზუსტად მაგასაააა მეც რომ ვამბობ ხოლმე

გამოვა ... გამოვა ....
გონი უნდა მაგას და ყველაფერიც გამოვა!!
ორივესთან უნდა გამოვნახოთ საერთო
არ გამოვნახავთ და ..კი ვართ ასე შუაში გაჩხირულები

რედაქტორის რჩევით