სააკაშვილი 21 მარტს საქართველოში დაბრუნდება?!
16-03-2015
სააკაშვილი 21 მარტს  საქართველოში დაბრუნდება?!
"ჩამ­ოვიდეს, თუ ვაჟკაცია"

21 მარტს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას "გაბრაზებულ ხალხს”და პოლიტიკური რეალობის შეცვლას" ჰპირდება. მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იქნება. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ 21 მარტს "ნაციონალებმა" ბევრი ხალხი შეკრიბეს, შესაძლოა, სააკაშვილი­ სარფის საბაჟოს მოადგეს და რევო­ლუციური პროცესების დაწყება­ აჭარიდან სცადოს.

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი:
"დარწმუნებული ვარ, 21 მარტს "ნაციონალებს" არანაირი­ პროვოკაცია არ გამოუვათ, თუმცა,­ იქნება ამის მცდელობა. თითიც რომ არ გაანძრიონ, მათ პროვოცირებულ არეულობას ხალხი არ
დაუშვებს... მათ ჰყავთ "ზონდერები", აქვთ ტელევიზ­ია, ფული და ჰგონიათ, ამით გააკეთებენ იმას, რაც 2003 წელს შეძლეს. მაშინ ხალხი ოცნებობდა შევარდნაძის რეჟიმის მოშორებაზე­ და ფიქრობდა, რომ "ნაციონალები" ქვეყანას გადაარჩენდნენ. ამ ძალას მაქსიმუმ 6 თვე დასჭირდება­ იმისათვის, რომ საქართველ­ოში საბო­ლოოდ დაისამაროს თავი და ნიღაბი ჩამოიხსნას უკრა­ინა­შიც. 21
მარტი არის "ნაცი­ონალების"“ინვენტარიზაციის დღე, მაქსიმუმ, 10-15 ათას კაცამდე მივიდეს დაანონსებულ აქციაზე,­ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ხალხს ფულს ჩამოურიგებენ.
წესრიგს თუ დაარღვევენ და ამაზე სამართალდა­მცველი ორგანოები რეაქციას არ მოახდენენ, "ნაციონალები" ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან.

რაც შეეხება იმას, თითქოს სააკაშვილი 21 მარტს დაბრუნდება, მას საქა­რთველოს წონა ოქრო რომ დაუდო წინ, აქ ცხვირის შემომყოფი არაა. ვპირდები სააკაშვილს, ჩამოვიდეს დაკ­ითხვაზე და მე გავხდები გარანტორი, მას არავინ დააკავებს. კი ბატონო, ჩამ­ოვიდეს 21 მარტს, თუ ვაჟკაცია". 

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი: - "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს ხალხის შესაკრებად ხარ­ჯავს ნაქურდალ, მათ მიერ გაძარცული სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფულს. ამ ორი წლის განმავლობაში "ქართულ­ ოცნებას" ნაცვლად იმისა, მოეხდინა ამ ქონების კონფისკაცია და ნაძარცვი და ნაბანდიტარი ფული კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა, წილში ჩაუჯდა "ნაციონა­ლებს". ხელი ხელს ბანსო, ასეა მათი საქმე. ერთი მხრივ, ხელისუფლებას აწყობს დაპირებების შეუსრულებლობისა და სოციალური კატასტროფიდან ყურადღება დესტაბილიზაციაზე გადაიტანოს და მიიღოს მართვადი ქაოსი, "ნაცმოძრაობას" კი ხელს აძლევს, მოირგოს ძლიერი ოპოზიციონერის მანტია. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეთანხმებულებიც იყვნენ. "ნაცმოძრაობა" ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში. მათ მაიდნის და სახელმწიფო გადატრიალების მატერიალური რესურსი აქვს, მაგრამ ხალხის რესურსი - არა.

გიორგი მაღლაკელიძე, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი: - "ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების გონიერებაზეა დამოკიდებული, განვითარდება თუ არა ქვეყანაში უმართავი პროცესები. ის ხალხი კი, ვინც რაიმე საპირისპირო აქციით აპირებს, უპასუხოს "ნაციონალების" აქციას, უნდა ეცადოს, პროვოკაციის საშუალება არ მისცეს ამ ვერაგ ორგანიზაციას. რომ იცოდეთ, "ნაცმოძრაობის" რიგებს ბევრი ადამიანი ტოვებს, რიგითი წევრები ხვდებიან, რომ "ნაციონალებს" ისინი თავისი მზაკვრული მიზნებისთვის გამოსაყენებლად უნდათ. ბევრი უარს ამბობს რაიონებიდან ჩამოსვლაზე. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი 21 მარტს ჩამოსვლას გადაწყვეტს - სასამართლოს მისი დაკავების განაჩენი აქვს გამოტანილი. თუმცა, არა მგონია, ეს გააკეთოს".

გიორგი ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი: - ჩვენი მთავარი მიზანი­ და მოთხოვნა იქნება უუნ­არობიდან მავნებლობაში გადას­ული ხელისუფლების გადადგომა. მათი განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ისინი არაადეკვატურად პასუხობენ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს თუ არა საპროტესტო აქცია, ამას 21-ში ვნახავთ.
ჩვენი მიზანი მიღწევადია, ვინაიდან ყველა­ ხედავს, რომ ხელისუფლება მორყეულია, ღარიბაშვილს ჩამორთმეული აქვს ფუნქციები და რეალურად, ივანიშვილი მართავს პროცესებს. ყველაზე სამწუხარო ის არის, ხალხს არა აქვს იმის იმედი, რომ "ქართული ოცნება" შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას.

მთავრობის გადადგომას ერთი განცხადების დაწერა უნდა და მეტი არაფერი. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს 21-შივე მოხდება, ყველაფერი ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ყველამ კარგად იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა"­ არის ის ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყნის მშენებლობაში დიდი წვლილის შეტანა და, შესაბამისად, ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი გათვლილია იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი მოქც­ეული იყოს კანონის ჩარჩოებში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების დაფინანსებულ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, ნორმალური პოლიტიკური პროცესები დაპირისპირებაში გადაზარდონ. გვაქვს გეგმა, თუ როგორ ვუშველოთ კრიზისში მყოფ ქვეყანას".

ნანა ფიცხელაური
ალექს
19 მარტი 2015 16:25
მაგ მიტინგის მიმდინარეობისას თურმე რუსატველზე ,პარალელურად ბილბორდებზე და ხმამაღლამოლაპარაკეებით გაიშვება უწყვეტად ის ფილმი და კადრები,აეცე "2 გვამი მინდა " და "ყველანი ციხეში".ხოლო მოსახლეობა გამოფენს ცოცხებს,ვისაც უნდა უყურებს ,ვისაც უნდა მოუსმენს,ვისაც უნდა გამოფენს ცოცხებს და ვისაც უნდა მივა მიტინგზე,სრული დემოკრატია იქნება.
ბი ლაინი მაგთი ჯეოსელი სმს -ბუით დათვლიან კტო ზა კტო პროტივ
www.Deehub.com ვაკეში და აშშ-ში ბილბორდზე გააშუქებს მოვლენებს
mitua
19 მარტი 2015 01:41


"ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტ/რაციო ბანაკებში..."
2015-03-18 12:53:07
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, მოზარდებისთვის ციხის კადრების შესახებ ფილმის ჩვენებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამგვარ მეთოდს ევროპაშიც იყენებენ.

„ფარისევლობა დაგვღუპავს!

ბოლო ბოლო არ ვიცი ვის რა კადრები აჩვენეს მაგრამ რომც ეჩვენებიათ "ის" ციხის კადრები ამაში ტრაგიკულს და ბოდიშის მოსახდელ მიზეზს ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ.... გაგახსენებთ რომ ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტ/რაციო ბანაკებში და არა მხოლოდ ათვალიერებენ მათ, არამედ ფოტო მასალას და ფილმებს ეცნობიან სწორედ იმისთვის რომ მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს ... იგივე ხდება როცა ტურისტად ჩადიხარ ის/რაე/ლში და დიდი პატარა აუცილებლად უნდა მიგიყკანონ " იად ვაშემის" მემორიალთან და იქ მოთავსებულ უმძიმეს გამოფენას გათვალიერებენ!.. ან კიდევ სომ/ხეთში ჩასული როცა გენოციდის მუზეუმს ეწვევა ადამიანი თუ ახალგაზრდა , რა მნიშვნელობა აქვს .. ეს არის დღევანდელი მსოფლიო სადაც არც ბავშვებს არ უფრთხილდებიან. თუ კი გვესმის რა ხდება სი/რი/აში ... ამიტომ ყველა უცხოეთის ტელევიზიები ხშირად იმეორებენ იმ ძალიან მძიმე კადრებს ამ ტ/რაგედიების ამსახველს. სწორედ იმისათვის რომ ახალგაზრდებს არ დაავიწყდეთ ბარბაროსობა და მასთან ბრძოლის აუცილებლობა... ჩვენ რა ნაზები და რა მორა/ლი/სტები გავხდით უცებ, რომ გვირჩევნია ემოცია არ გამოიწვიოს ბავშვში, ავაცილოთ მას ეს განცდები, და ავარიდოთ საერთოდ ჩვენ ქვეყნის რეალობას... როცა სულ ორიოდე წლის წინ თვითონ შეიძლებოდა კადრების მაყურებელი კი არა სხვერპლიც გამხდარიყო ან თვითონ ან მამა თუ ძმა...."- წერს ზურაბიშვილი.


და ბოლოს ....
თუ ის კადრები საჩვენებელი არ იყო, მაშ რატომღა გადაიღეს??
....მოზარდების ფსიქოლოგიას ნაცები ეხლაღა უფრთხილდებიააან?
ეხლა როცა უკვე აღარ აწყოოობთ??
ადრე სად იყვნენ??
რატომ თავის დროზე არ გაუფრთხილდნენ საქართველოს მოზარდების ფსიქოლოგიიას?/
მაგრამ ........საქმე იმაშია რომ სინამდვილეში ნაცებს მოზარდებიც და საქართველოს მთელი მოსახლეობაც სულ სირზეც ჰკიდიათ..
.მხოლოდ სკამია მაგათთვის მთავარი, სკამი
ვინ ჭამს მაგას??
სვან
17 მარტი 2015 13:01
მიჭა არ ჩამოხვიდე თორე დაგიჭერენ და აგაოხრებენ, აგაქოთბენ!

რედაქტორის რჩევით