ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე
16-03-2015
ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ  ითამაშებს პარტიას ბოლომდე
"ბევრზე, ვინც დღეს პარლამენტშია, მომავალი არჩევნებისთვის ფსონის დადებას­ აღარ აპირებენ..."

ხალი საარჩევნო ციკლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, პოლ­ი­ტიკური პროცესებიც წინასა­არჩევნო მზადების რეჟიმში ნელ-ნელა გადავა. ასეა თუ ისე, წარმატების მისაღწევად როგორც სახელისუფლებო ძალას, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე­ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, მოუწევთ მნიშვნელოვანი გადახალისება და გადაჯგუფება. იწყება პოლიტიკური ბანქოს ახალი პარტია.

კულუარულად უკვე არაერთი სავარაუდო ალიანსი განიხილება.­  
ვარაუდობენ, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური ალიანსის შექმნას შეეცდება ალასანიას "თავისუფალ­ დემოკრატებთან", რომლებიც
შეს­ა­ძლოა პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო გაერთიანდნენ. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:


- სავარაუდოდ, "ნაციონა­ლური მოძრაობა" შექმნის ალი­ანსს ისეთ ფიგურებსა და ძალებთან, როგორიც არიან გია თორთლაძე, პაატა დავითაია, ედპ და "ახალი მემარჯვენეები".­ ეს სჭირდება იმისთვის, დასავლ­ელ პარტნიორებს აჩვენოს,
რომ მას მხარს უჭერს სხვადასხვა პოლიტიკური­ ძალა, თუმცა, კარგად ვიცით, რომ ისინი ძალიან მცირერიცხოვანი არიან და არანაირი გავლენა არა აქვთ. სამწუხაროა, რომ "ახალი მემარჯვენეები", რომელიც თავის დროზე კარგი სასტარტო მდგომარეობის პარტია იყო, დღეს ასეთ მდგომარეობაშია. ბოლო ხანს ხშირად ისმის კითხვა: რას იზამენ "თავისუფალი დემოკრატები", შევლენ თუ –არა "ნაციონ­ა­ლურ მოძრაობასთან" ალიანსში?­ ჩემი აზრით, "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლება მარგველაშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. "ნაცმოძ­რაობასთან" თანამშრომლობით ისინი ბევრ მხარდამჭერს დაკარგა­ვენ, მათ შორის - რეგიონებში. ეს­ კარგად იციან პარტიაში, თანაც პარტიის მთავარ კომ­იტეტში არის რამ­დენიმე­ ფიგურა, რომლებიც­ "ნაცმოძრაობასთან" აბსოლუტურად­ შეურიგებელნი არიან.

არ გამოვ­რიცხავ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ითანამშ­რომლონ იმ ჯგუფთან, რომელიც ჯერ არ გააქ­ტიურებულა, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს. ვგულისხმობ ნიკა რურუასა­ და მათ, ვინც წინა ხელისუფლების წევრები კი იყვნენ, მაგრამ საზოგადოება მათ ნაკლებად უკავშირებს "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებს.
ერთადერთი, რურუას ხშირად უკიჟინებენ "მხედრიონულ" წარსულს. ასეთ კონფიგურაციას არ გამოვრიცხავ.
შესაძლოა, ამგვარი ალიანსი პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო­ ჩამოყალიბდეს.
რამდენად ეფექტიანი იქნება­ ასეთი გაერთიანება, ვერ გეტყვით, ვფიქრობ, ის უპირველესად "ნაცმოძრაობას" გაუყოფს ხმებს...

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე რა კონფიგურაციით წავა მმართველი კოალიცია?
- დღევანდელ "ქართული­ ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციაში მუშაობს 20-25 კაცი, დანარჩენები კი საკუთარი კეთილ­დღეობის მოწყობით არიან დაკავებული. 2012 წლის არჩევნებისთვის სიებს ადგენდნენ ნაუცბადე­ვად, ფორსმაჟორულ­ ვითარებაში, ხშირად ტერორის თანხლებით. შედეგად, ბევრი ღირსეული­ მოქალაქე მოხვდა პარლამენტში,­ მაგ­რამ ბევრი ისეთიც გაძვრა, რო­მელთა ადგილი იქ ნამდვილ­ად­ არ არის. ვიცი, რომ პარტია "ქართული ოცნების"”ხელმძღვანე­ლობა ცდილობს, რაც შეიძლება­ მეტი პროფესი­ონალი მიიზიდოს, ბევრზე, ვინც დღეს პარლამენტშია, მომავალი არჩევნებისთვის ფსონის დადებას­ აღარ აპირებენ...

- კოალიცია ერთიანობას შეინარჩუნებს?

- დღეს აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები­ ემზადებიან, რომ მომავალ საპარ­ლამენტო არჩევნებზე მარტო წავიდნენ, თუმცა, არჩევნების მოახ­ლოების ჟამს ეს გადაწყვეტილ­ება შეიძლება შეიცვალოს. გასათვ­ალისწინებელია, არჩევნებამდე­ ეს პარტია როგორ მოახერხებს­ პარტიული სტრუქტურის­ დალაგებას... კოალიციის და­ნ­არ­ჩენ პარტიებს,­ მაგალითად, "ეროვნულ ფო­რუმს", "მრეწველებს", კონსერვატორებს, კოალიციაში ყოფნის გარდა, სხვა შანსი არა აქვთ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, შეეცდება ბოლო მომენტამდე­ კოალიცი­აში დარჩეს. თუ გავა, დაკარგავს პარლა­მე­ნტის თავმჯდომარის პოსტს, რაც ნამდვილად არ უნდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რეგი­ო­­ნებ­ში რესპუბლიკელების გავ­ლენა 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდისგან განსხვავებით გაიზარდა, ეს მაინც არ არის ის პარტია, რომელსაც შეუძლია დამ­ოუკიდებლად მიაღწიოს შედეგს. ისინი ტრადიციულად, ვიღაცასთან­ არიან ალიანსში. ჯერ ვერ ვხედავ წინა პირობას, რომ რესპუბლიკელები გაემიჯნონ კოალიციას და შევიდნენ ალიანსში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან "თავისუფალ დემოკრატე­ბთან".”აქ გასათვალისწინებელია უსუფაშვილის ფაქტორი, არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ როგორც გონებაგახსნილი პოლიტიკოსისა... თუ უსუფაშვილი არ იქნება რესპუბლიკურ პარტიაში, მაშინ შეიძლება პარტია ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს...

- "რესპუბლიკელებს­ მიგ­ვითი­თეს­­ კიდეც, იქნებ კოალიციიდან­ წახვიდეთო, მაგრამ კოალიციის დასატოვებლად სხვი­სი მითითება­ არ გვჭირდება. ჩვენი პას­უხია - თვითონ წავიდნენ! - ეს სიტყვები­ რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელმაც კულუარულად­ გავრცელებულ ინფ­ორმაციაზე, რომ "ქართული­ ოცნების" გასაძლიერებ­ლად ივანიშვილი უსუფაშვილს "რესპუ­ბლ­იკური პარტიის" დატო­ვებას სთხ­ო­­ვდა, განაცხადა: "წარმოგიდგ­ე­ნიათ, უსუფაშვილი "რეალიდან"­ ქუთაისის "ტორპედოში"­ გადავი­დეს.­ რომელიმე ევროპული პა­რ­­ტია მაინც ეთქვათ?"
- როგორც ვიცი, უსუფაშვილს პარტია "ქართულ ოცნებაში"­ გადასვლა ნამდვილად შესთავაზეს... რესპუბლიკურ პარტიაშიც არის შიდა წინააღმდეგობები,­ მაგრამ ეს თვალსაჩინო ნაკლებად არის, თუნდაც იმიტ­ომ, რომ პარტიას დიდი გამოცდ­ილება აქვს, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომლის შიგნით მცირე დაპირისპირებაც კი საჯარო განხილვის თემად იქცევა ხოლმე.

კიდევ ერთ სავარაუდო ალ­ი­ა­ნსზეა ლაპარაკი. ეს არის ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული­ მოძრაობა" და "პატრიოტთა ალ­ი­ანსი". ამ უკანასკნელმა საკმა­ოდ­ მყარი ელექტორატი შეიძინა­ ტრადიციული ფასეულობების დამცველის პოზიციის წყალობით. რატომღაც მისი ბურჯანაძის პარტიასთან თანამშრომლობა ძნელად წარმომიდგენია.

- ეს ძალები პრორუსულ ძალებად განიხილება. ვარაუდი, რომ ისინი ალიანსს შექმ­ნიან, ამას ემყარება...

- ბურჯანაძეზე დაბეჯითებით ვერ ვიტყოდი, რომ პრორუსული განწყობის პოლიტიკოსია.
ის კარგად იყენებს შექმნილ სიტუაციას და თავს წარმოაჩენს მრავალვექტორიანი პოლიტიკის მომხრედ, მათ შორის - რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხ­რედაც, რითაც მან თავისი ნიშა იპოვა. ბურჯანაძესთან, სავარაუდოდ, ალიანსის შექმნას კახა კუკავა და მისი პარტია შეეცდებიან... თუმცა, ეს ვარაუდებია. ფაქტი ერთია, გაერთიანების გარეშე ბევრ პოლიტიკურ ძალას არჩევნებში წარმატების შანსი არა აქვს.ისიც ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ ბანქოში გადამწყვეტი როლი ბიძინა ი\ვანიშვილს ეკუთვნის და სწორედ მასზეა დამოკიდებული, ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე.

ნათია დოლიძე

ალექს
17 მარტი 2015 20:28
ჰო შაგრენის ტყავივით დაპატარავდა შევარდნაძის უნივერსალური სია,რომელიც სახლში რომ წავიდა ,მაშინ დარჩა ერთი ასლი,მიშამ მიაგნო,მეორე ასლი კრემლშია,და ორიგინალი სახეზეა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში,რა ახალი მამუკა,რის ახალი,რა ალიანსი და ბლოკი,ყველანი ერთად ისტორიული სანაგვისაკენ,იარ ,ერთი ორი სამი....
kaxi
16 მარტი 2015 20:50
ედპ და ახალი მემარჯვენეები მკვდარი პარტიებია, მათი რეიტინგი ნულის ტოლია. რაც შეეხება გია თორთლაძეს და პაატა დავითაიას ისინი პოლიტიკური გვამები არიან.
vaso
16 მარტი 2015 20:27
Davijero vinme tortladzes mistsems Xmas?mashin ki unda daiktses es qvekana tu padoshaze dagvidga Jeri.ikneb egrets jobdes DA axlis sheneba davitskot isev,Ar gvexerxeba tu gamotsdileba Ar gvakvs mitingomaniis?

რედაქტორის რჩევით