"მთავრობა - მუდმივი თავის მართლების რეჟიმი"
23-03-2015
"მთავრობა - მუდმივი თავის მართლების რეჟიმი"
ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ განმარტების გაკეთებამ იმ თემაზე, თუ რა მიზნით შეიძინეს მთავრობის კანცელარიისთვის რბილი ავეჯი. განმარტება კი  "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა, რომელთაც მთავრობა პირადი კომფორტის მოწყობისთვის დიდი ოდენობით თანხების ხარჯვაში დაადანაშაულეს ("ნაციონალებმა" განსაკუთრებული ყურადღება პრემიერისთვის შეძენილ ზამბარებიან საწოლზე გაამახვილეს). პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ კიკნაძის აზრით, ის, რომ ხელისუფლება "ქამრების შემოჭერაზე" საუბრობს და პარალელურად, მორიგი “ავეჯის სკანდალი" ტყდება, მეტყველებს - მთავრობას საინფორმაციო ომის მოგებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

-
დღევანდელი საინფორმაციო ომის პირობებში პიარი დიდ როლს თამაშობს. ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მოწინავე სოციალური სახელმწიფოები არიან, ამისთვის დიდ თანხებს ხარჯავენ. ამ მხრივ ჩვენი წინა ხელისუფლება გამოირჩეოდა - პიარი ისე ძლიერად მოქმედებდა, რომ მოსახლეობა კარგა ხანს ინფორმაციის საშუალებებით შექმნილ ილუზორულ საქართველოში ცხოვრობდა. ნაწილს ისიც კი სჯეროდა,
რომ წაგებული ომი მოვიგეთ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბიზნესგარემო, მოკლედ, ჩვენი ქვეყანა კამპანელას "მზის ქალაქი"­ იყო. ხშირად გამიგონია: სააკაშვილმა საქართველო მსოფლიოს გააცნო­ და სი-ენ-ენის საინფორმაციო გამოშვებები საქართველოზე რეპორტაჟებით იწყებოდაო. იმას კი აღარავინ ამბობს, რომ ამ პოპულა­რობის საფუძველი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო, რომელსაც ჩვენი ბიჭების სიცოცხლე და ტერიტორიები შეეწირა.

დღევანდელი ხელისუფლება მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი. გატარებული ღონისძიებების შესახებ მოქალაქეები­ შემთხვევით იგებენ. მთავრობა მუდმივი თავის მართლების რეჟიმშია და მისი არგუმენტებიც ხანდახან უსუსურია. მუშაობისთვის რომ ნორმალური პირობებია საჭირო, არავინ და­ობს, მაგრამ დახარჯული თანხები რომ ადეკვატური არ არის ისეთი ქვეყნისთვ­ის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწ­ი­ლი სიღარიბის მიღმაა, ფაქტია.

- განა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ოპო­ზიცია ამ ფაქტებს მშვენივრად გამოიყენებს?
- რასაკვირველია, საზოგადოებას აღიზიანებს, ერთი მხრივ, განცხადებები აკეთო "ქამრების შემოჭერის" აუცილებლობაზე, მეორე მხრივ კი, თავს ფუფუნების უფლება მისცე.  შესაძლოა, საქმე გვაქვს შიდაშეუთანხმებლობასთან, თავმოუბმელო­ბასთან, სრულ ქაოსთან სახელმწიფო უწყებებში, რასაც ემატება უუნარობა,­ არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა.

თუმცა, ვფიქრობ, ყველაფრის თავიდ­ა­თავი ხელისუფლების მეტისმეტი თავდაჯერებულობაა... ჩვენი მთავრობა დარწმუნებულია, რომ "ნაც­იონალური მოძრა­ო­ბა" ვეღარასდროს დაბრუ­ნდება ხელის­უფლებაში, ამიტ­ომ მოდუნებულია.­ არადა, "ნაცმოძრ­აობა" მუხლჩაუხრელად მუშაობს, მასობრივი ინფ­ორმაციის საშუალებებს ისეთ ფაქ­ტ­ებს­ აწვდის, რომ გაუარესებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ცალსახად ხელისუფლების უუნარობას მიაწერს.

ხელისუფლებაში მყოფი პირები უნდა აცნობიერებდნენ იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც მოსახლეობაა და ხალხისადმი მეტი თანაზიარობა უნდა გამოიჩინონ.­..

და კიდევ, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმ სისტემის დასანგრევად, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა. არ შეიძლება ნახევრად გატარებული ზომებ­ით მიზნის მიღწევა. ბევრ დაწესებულე­ბაში მნიშვნელოვან პოსტებზე ისევ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები რჩებიან, არ გამო­ცვლილა დიპლომატიური­ კორპუსი, ასევე,­ სამართალდამცავების­ დიდი სპექტრი...

საჭიროა აქტიური ქმედებები, რადგან სულ უფრო იმატებს ხელისუფლების­ ინერტული პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვი და მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგო­მარეობის ფონზე ეს შეიძლება სარისკო იყოს.
kaa
26 მარტი 2015 13:33
რა დიდი მტკიცება უნდა იმას რომ დღევანდელი მთავრობა არაპროფესიონალია? დორბლიანი ერთ წიტიან შადრევანს ისეთი ზარზეიმით ხსნიდა იფიქრებდი მთელი ქალაქის წყალმომარაგება შეცვალაო. ესენი მუშაობენ, აკეთებენ და ხალხამდე მოტანას ვერ ახერხებენ.. ისიც ვერ მოუხერხებიათ ვინმე უგვანს რომ დააპატიმრებენ თავის მართლება კი არ დაიწყონ, თქვან კარგად ვიმუშავეთ და გამოვავლინეთო.. ზოგადად კი იმას ჰგავს რძალ დედამთილს შორის სავარცხელი რომ დაიკარგება... ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან და სამომავლოდ იმაგრებენ პოზიციებს. რაც იყო იმასთან შედარებით მე კარგი ვარო. საძაგლობაა და დამღლელი. ზოგადი სურათი ასეთია: წავიდნენ საზიზღრები და მოვიდნენ შტერები. შევარდნაძისეული ქართველი გამნაღმველის კარიკატურას ჰგავს; ყურებში თითით, მაგრად დახუჭულლი თვალებით ფეხის ფრთხილი მოძრაობით დავეძებთ ნაღმებს...
gavazelo-s
25 მარტი 2015 13:24
კი მასეა.ამერიკაში მეორე პარტიის მოსვლისას,მთავრობაში 90 პროცენტი იცვლება.ახლა გაიგე?თუ მთავრობამ დროული ზომები არ მიიღო,მაშინ არჩევნებზე სამარცხვინოდ დამარცხდება.გლეხუჭამ თავის გლეხუჭური აზრები უნდა შეცვალოს.ექვს თვეში თუ მან გამოსავალი ვერ ნახა,მაშინ მან ხალხი უნდა მოისყიდოს,რომ ნაცები მაინც არ მოცუნცულდნენ.მართალია შანსი ნოლის ტოლია,მაგრამ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება.განსაკუთრებით მშიერი კაცის.ახლა რომ ფულის შოვნის ადგილად გადაიქცა მთავრობაში მუშაობა და არა აყვავების ადგილად,ყველა ხედავს.ეს ხალხი გამიზნულად ერთი პერიოდის მთავრობად მოვიდა,მათ ხალხი და ქვეყანა ფეხებზე კიდიათ.ასეთ მდგომარეობაში,ამდენ ღალატში ღარიბაშვილი ვერაფერს გახდება.თან როცა "მთავარი", პირადი ფულის მოგება-ამოღებაზეა გადართული.ასე რომ შევეგუოთ ან შეუტიოთ და ნაცებთან ერთად მოვაშოროთ ყველა.ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი,რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და მოცემული დროისთვის,სათავეში ჩაუდგება ქვეყანას.
gavazeli
23 მარტი 2015 14:34
"არ გამო­ცვლილა დიპლომატიური­ კორპუსი, ასევე,­ სამართალდამცავების­ დიდი სპექტრი"

ნეტავი ამერიკაში დემოკრატებს რომ რესპუბლიკელები ცვლიან, ყველა დემოკრატ პოლიციელს ან ელჩს სამსახურიდან უშვებენ? ამ ხალხის ტვინში როდის ჩავა, რომ ნაცებსა ან ქოცებს, მიშას ან ბიძინას კი არა, ქვეყანას უნდა ემსახურონ? ვის უმტკიცებენ ერთგულებას და რისთვის იკლავენ თავს? ნაცების გაყრით და ქოცების მოყვანით რას მოიგებს ქვეყანა?

რედაქტორის რჩევით