ქართულ-იტალიური ვიპკომფორტი ძველი და ახალი ხელისუფლებისთვის
23-03-2015
ქართულ-იტალიური ვიპკომფორტი ძველი და ახალი ხელისუფლებისთვის
გასულ კვირას "ნაციონალურმა მოძრა­ობამ" ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაა­დანაშაულა პირადი კომფორტის მოწყო­ბ­ა­ში. შესაძლოა, კრიტიკა საფუძვლიანია,­ თუმცა, ფაქტია,­ რომ თავად "ნაცმოძრაობა" ხელისუფლე­ბაში ყოფნისას გაცილებით მეტ თანხას ხარჯავდა ქვეყნის პირველი პირის კომფორტისთვის. "კვირის პალიტრისთვის" ცნო­ბი­ლი გახდა სააკაშვილის რამდენიმე­ რეზიდე­ნ­ციის მოსაწყობად დახარჯული­ თანხების ხარჯთაღრიცხვა.

სანამ ამ ციფრებს გაგაცნობთ, შეგახ­სენებთ­ "ნაცმოძრაობის" ოფისში გაკეთებულ განც­ხადებას პრემიერ-მინ­ის­ტრისთვის­ შეძენილი ავეჯის შესახებ. ოპოზიციის ინფორ­მ­ა­ციით, ღარიბაშვილმა ორ იტალი­ურ კო­­მ­პანიას LIFE STYLE-სა და ITAL DESIGN-ს რბილი ავეჯი შეუკვეთა,­ მათ შორის 24.132
ლარის ღირებულების­ საწოლი ბატუტით და 1.980 ლარად ღირებული ორთოპედიული ზამბარიანი მატრასი. "საერთო ჯამში, ეს ავეჯი საქარ­თველოს მოსახლეობას,­ ბატუტზე მხტუნავი­ პრემიერ-მინისტრისა­ და მცურ­ავი­ ლარის კურსის პირობებში,­ 181.401 ლარი დაუჯდა. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურ­ებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე­ შესაძლებელია ეკონომიკური კრიზ­ისის მო­გვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს
თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე­ უარი თქვას", - განაცხადა "ნაციონალ­ური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, რომელსაც მთავრ­ობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტ­იშვ­ილმა უპასუხა, - ავეჯი მთავრ­ო­ბის­ კანცელარიამ არა პრემიერ-მინისტრ­ის­თვის, არამედ მაღალი რანგის­ სტუმრების­ მისაღებად შეიძინაო. რაც შეეხება საწოლს, ცქიტიშვილის თქმით, ის ნამდვილად მთავრობის­ ხელმძღვანელისთვის შეიძინეს. თუმცა, დასძინა,­ რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას არასწორი ციფრები მიაწოდა.

"ვიყიდეთ საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო, ანუ 2.200 ლარი და გათვალისწინებულია პირველი პირისთვის,­ რომელსაც ხშირ შემთხვევაში დილის ოთხ საათამდე მუშაობა უწევს", - ამბობს ცქიტიშვილი.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ღარიბაშვილის მსგავსად სააკ­აშვილიც, ძირითადად, იტალიურ ავეჯს ამჯობინებდა, თუმცა, გაცილებით ძვირად ღირებულს. მაგალითად, ავლაბრის რეზიდენციისთვის შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" რამდენიმე საძინებლის, მისაღები ოთახის, სამზარეულოსა და სხვა სივრცეებისთვის დიდი ოდენობით ავეჯი შეიძინა.­

ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვი­ლს­ 8.600-ლარიან საწოლში­ ეძინა, პრეზ­ი­დენტის კამოდი 2.508 ლარი დაჯდა, ტუმბო - 967 ლარი, 2 ცალი სავარძელი­ - 9.172 ლარი, ჟურნალების მაგიდა - 1.815, კარადა კი 12.793 ლარი. საძინებელ ოთახს ახლავს აივანიც, სადაც განთავსებული გახლდათ 5.682 ლარად ღირებული 3 სავარძელი და 3.105-ლარიანი მაგიდა. ავლაბრის რეზიდენციის ეზოში­ 5 ცალი ქოლგა 2.687 ლარი დაჯდა, ერთი საქანელა კი - 3.702 ლარი.

შთამბეჭდავია პრეზიდენტის ლიკანის რეზიდენციაც, რომლის რბილი ავეჯით გაწ­ყობის მიზნით "სახელმწიფო უზრუ­ნველ­ყოფამ" ხელშეკრულება შპს "იტა­ლდ­იზაინთან" გააფორმა. ლიკანის რეზიდენცი­აში სააკაშვილის საწოლის ფასი - 4.742 ლარია, მატრასი - 1.916 ლარი, 2 ცალი ტუმბო - 4.215 ლარი, კარადა - 8.382 ლარი, სეკრეტერი - 6.466 ლარი, 2 ცალი სავარძელი - 4.790 ლარი, კამოდი - 4.550 ლარი,  სარკე - 694 ლარი. ამავე რეზიდენციის სამზარეულოს მოსაწყობად ნაყიდია 25.866 ლარის ღირებულების სკამი, საბილიარდოსთვის რბილი ავეჯი კი 13.172 ლარი დაჯდა.

სააკაშვილის წეროვნის რეზიდენციის რბილი ავეჯით მომარაგება საერთო ჯამში­ ბიუჯეტს 350 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. მხოლოდ საბავშვო ოთახისთვის DEDALO-ს კომპლექტი 14.585 ლარი დაჯდა.
"სახელმწიფო უზრუნველყოფამ" პრეზიდენტისთვის ასევე შეიძინა VITRA-ს ფირმის 35 საოფისე სკამი, რაც ბიუჯეტს 110.506 ლარი დაუჯდა. 19.477 ლარია გადახ­დილი­ ტრენაჟორში, ჰიდრომასაჟორებში­ კი –22.803 ლარი. პრეზიდენტისთვის PIAZZA DI SPAGNA-ს საწოლის შესაძენად ბიუჯეტმა 5.501 ლარი გაიღო, უნიტაზი კი გადასახადის გადამხდელებს 4.442 ლარი დაუჯდათ. "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" ­გერმანულ საათში 45.586 ლარი გადაიხადა,­ შვეიცარი­ული წარმოების ეზოში გასაშლელი­ 3 ქოლგა კი 16.716 ლარი დაჯდა. რეზიდენციისთვის ასევე შეძე­ნილია 24 ცალი ხალათი, საერთო ღირებულებით 13.751 ლარი.

ეს არის არასრული ხარჯი იმ ძვირად ღირებული ავეჯისა, რომელიც პრეზიდენტის სხვადასხვა რეზიდენციისთვის ბიუჯეტის თანხებით შეიძინეს. ამ ფონზე, ღარიბაშვილის ზამბარებიანი საწოლი შეიძლება­ არცთუ დიდ ფუფუნებად მოგეჩვენოთ, თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლ­ებას ამ საქმეში წინამორბედთან შეჯი­ბრებას არ ურჩევს და სავალუტო კრიზისის ფონზე დაპირებულ "ქამრების შემოჭერას" შეახსენებს.

ვახო ბერიძე
kaa
23 მარტი 2015 17:01
ამათ ერთი რამ აქვთ საერთო: ყველა ეს თანხა ჩვენი ჯიბიდანაა ამოღებული. და არანაირი სხვაობა არაა მიშა ამომაცლის თუ გრიშა..
ინგას --- ერთი საქმის კარგად გაკეთება არ იძლევა ინდულგენციას რომელიმე სხვა დანაშაულზე. რაც კარგია უნდა ვთქვათ და ცუდიც იქვე ვახსენოთ რომ სხვას აღარ მოუნდეს გამეორება.
DINO_ZAUR
23 მარტი 2015 16:26
ვავაა, გამათხოვრებულო საქართველოოვ... ამაზრზენია ეს ფულების ფრიალი , გულის ამრევია!
inga
23 მარტი 2015 12:21
სააკაშვილმა 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი, ამათმა 3 მილიარდით გაარღვიეს, არის განსხვავება?

რედაქტორის რჩევით