"IRI სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს ემსახურება"
30-03-2015
"IRI სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს ემსახურება"
"კონსერვატორ რესპუბლიკელებს "ნაციონალური მოძრაობის" მოდერ­ნიზაცია სურთ, ოღონდ
სააკაშვილის გარეშე"


გასულ კვირას მე­დიასაშუალებე­ბ­მა გაავრცელეს საერთაშორისო­ რეს­პ­უბლიკური­ ინსტიტუტის (IRI)  კვლევის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს­ შეეხებოდა. რეი­ტ­ინგებს ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ დაგვიკავშ­ი­რდა ქართველი ექსპერტი, წარსულში ცნობ­ილი პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო წლებში იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მსგავს კვლევებს ატარებენ, წამყვან თანამდებობებს იკავებდა. გვთხოვა,­ პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.


- IRI  თავად არ ატარებს კვლევას, ადგი­ლობრივ ორგანიზაციებს უკვეთს. ეს უფრო
ხელსაყრელია, რადგან თემის გამწვავების­ შემთხვევაში, შესაძლებლობა გეძლევა, ადგი­ლობრივ კონტრაქტორს გადა­აბრალო უზუ­სტობები. არის მოსაზრება, თითქოს ადგილ­ობრივი კონტრაქტორი კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ­ ინსტიტუტში არ არიან ისეთი ადამიანები, რომ წლების მანძილზე არასწორი კვლევები "ჭამონ". მათ ადგილობრივი­ კონტრაქტორი­ ობიექტურ მონაცემებს აწვდის, ხოლო მისი დამუშავება ინსტიტუტის­ ადგილობრივი­ ხელმძღვანელის საქმეა.
ჩემი ინფორმაციით, საბოლოო დასტური ციფრებსა თუ რეიტინგებზე ვაშინგტონში ევრაზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა გასცეს. არ არის რეალობას მოკლებული მოსაზრება,­ რომ რეიტინგებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია ქრისტიან­-დემოკრატების პროექტი, რომელიც შაშკინ­ის იდეა იყო და ის ჯერ სააკაშვილს შესთა­ვაზეს, შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტიტუტის შტაბბინამაც მოიწონა ვაშინგტონში. იმ დროს საჭირო იყო მართვადი ოპოზიციის შექმნა, რომელიც საპროტესტო ელექტორატს თავისკენ წაიყვანდა, ამიტომ­ ხელოვნურად იბერებოდა ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგები.­ შაშკინმა ამ პროექტის გამო სააკაშვილისგან მინისტრის პორტფელიც დაიმსახურა. 2012 წელს ეს პროექტი ჩაფლავდა და ინსტიტუტის შტაბბინაში (დახარჯული რესურსების გამო) სერი­ოზული გარჩევაც იყო.

ჩემი ინფორმაციით, IRI სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს "ეხმარება". ადრე ასეთი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან-დემოკრატები", ახლა - ალასანიას პარტია და ნაკლები დოზით "ნაციონალები".­ კონსერვატორ რეს­პუბლიკელებს­ "ნაციონალური მოძრაობის" მოდერ­ნ­იზაცია სურთ, ოღონდ სააკაშვილის გარ­ეშე.­ თუმცა, ამას ვერ ახერხებენ, რადგან სააკაშვილი ფლობს მედიას და დიდძალ ფულს, რომელზეც უარის თქმა "ნაციონალ­ებს" უჭირთ...

ზაზა ფირალიშვილი, ექსპერტი: - მკვლევრები ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკ­ურ ინტერესთან­ თუ ჯგუფთან არიან დაკავშირებული, რაც მათდამი უნდობლობას განაპირობებს. მეორე მხრივ, ნებისმიერი კვლევა დამაჯერებლ­ო­ბის რაღაც საზღვრებში უნდა მოთავსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს დაკარგავს. ამდენად, ნებისმიერი კვლევა, თუ ძალიან ოდიოზური არ არის, რაღაც ვითარებაზე მიანიშნებს და რეალობასაც მეტ-ნაკლებად ასახავს. IRI -ს კვლევებსაც ამ თვალით შევხედავ, რომელიც, ასე თუ ისე, სინამდვილ­ესთან მიახლოებულია. ჩემთვის მოსალოდნელი იყო "ქართუ­ლი ოცნების"­ რეიტინგის დაწევა. ასევე "თავისუფალი დემოკრატების" ისეთი რეიტინგი, როგორიც IRI-მ წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძალის მიმართ მოლოდინი­ ჯერაც შენარჩუნებულია, თუმცა, "თავისუფალი დემოკრატების" მოქმედებები ერთგვარ პათოსს, ენერგიას მოკლებულია. ჯერჯერობით ისინი ვერ პასუხობენ ხალხის მოლ­ოდინს. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი საკმაოდ დაცემულია და ამას "ნაც­იონალების" გარდა, ყველა გრძნობს. მათი მარგინალიზაცია ძალიან სწრაფად მოხდა. უახლოეს პერიოდში ათპროცენტიან ზღვარს ძნელად თუ გადალახავენ. ამიტომაც­ ცდილობენ, საპროტესტო განწყობილების ავანგარდში იყვნენ. ამ გზით თანამებრძოლებს გაუძლიერებენ რწმენას, რომ კვლავაც ცოცხლობენ. სინამდვილეში, "ნაცმოძრაობა" "ქართული ოცნებისთვის" მეხამრიდის როლს თამაშობს.

IRI-ს კვლევით...

მედიამ მოიპოვა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ჩატარებული IRI-ს მორიგი კვლევის შედეგები და გამოაქვეყნა. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 36% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას", 10% - "თავისუფალ დემოკრატებს", 6% - ლეიბორისტულ პარტიას. "პატრიოტთა ალიანსისა" და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ კი არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს. გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრებას, ევროკავშირში შესვლა კი 85%-ს სურს. გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს­ რუსეთთან ურთიერთობას დადებითად, 85% ამას უარყოფითად აფასებს. ყველაზე დიდი ნდობით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ - ორივეს ნდობის 62%-იანი მაჩვენებელი აქვს. მესამე ადგილს თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს 57%-იანი მაჩვენებლით. მეოთხე ადგილს, 56%-ით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყოფენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით