მძიმე ფონი და არასწორი საკადრო პოლიტიკა
06-04-2015
მძიმე ფონი და არასწორი საკადრო პოლიტიკა
ბოლო ორ თვეში უკვე მეორე ადამ­იანს­ კლავენ, ვინც ქვეყანაში სამართლ­იანობის აღდგენას ითხოვდა! რაღაც საოცარი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ორივე შემთხვევაში დაღუპული ახლოს იყო სამართლის პოვნასთან: ვაზაგაშვილის საქმეც ბოლოში გადიოდა, როცა მამამისი მოკლეს, ბესო ხარძიანსაც სასამართლოში ერთი საქმე მოგებული ჰქონდა­ და სააპელაციოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა! იქმნება შთაბეჭდილება,­ რომ ვიღაცები, როგორც კი მარცხის სუნს გრძნობენ, ცდილობენ, შური იძიონ ან პრეცედენტი არ დაუშვან, რადგან თუ ერთმა ადამიანმა მოახერხა სამართლის პოვნა, მერე სხვები გაათმაგებული ენერგიით მოითხოვენ
იმავეს! თუმცა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება,  არასერიოზულია რაიმეს მტკიცება. მანამდე მხოლ­ოდ­ იმ მძიმე ფონზე შეგვიძლია ვისაუბ­რ­ოთ,­ რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. ვცდ­ილობ, ყველაფერს ცივი გონებით შევხედო, მაგრამ ასეთ დროს რთულია, რადგან­ უკვე ბევრი ადამიანი­ მხვდება, ვისაც­ დაუცველობის განცდა გაუჩნდა, მათ შორის - პოლიტიკოსებიც. ადრე ხალხს ეშინოდა, რომ
შეიძლებოდა პოლი­ტიკური თუ სხვა მოტი­ვებით ნარკოტიკი ჩაედოთ და ციხეში­ მოხვედრილიყო, მაგრამ ახლა სიკვდილის­ შიში გაუჩნდათ,­ ამ ქვეყანაში ხომ ძალიან მარტივია, დაიქირავო მკვლელი, რომელსაც გადაუხდიან და ვისაც ეტყვიან, იმას გააგორებს! შეიძლება ეს რთული არც სხვა ქვეყანაშია, მაგრამ ჩვენთან ასეთი ამბები­ დიდი ხანია აღარ მომხდარა. ვიცი, ახლა მეტყვით, რომ სააკაშვილის რეჟიმი თავად იყო კრიმინალური და თავად სჩადიოდა დანაშაულს და ა. შ., მაგრამ მათთვის, ვინც ახლა დახოცეს, რა შეღავათია?!

ხელისუფლების პასუხისმგებლობა აქ მარტო ზოგადი პრინციპიდან კი არ გამომდინარეობს, რომ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, ის აგებს პასუხს, არამედ­ მისი კონკრეტული შეცდომებიდან; პირველ რიგში - საკადრო შეცდომებიდან. თინა ხიდაშელმა პირდაპირ განაცხადა, ჩვენი დიდი შეცდომა ის იყო, სამარ­თლი­ანობის აღდგენა არჩილ კბილაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს რომ მივანდეთო.­ კარგი დროსია! გასაგებია, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ხიდაშელს არ ჰკითხეს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა ასეთი სახე რომ მიიღო, ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს; პირველ რიგში­ კი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებდა. კბილაშვილი შეიძლება არც არაფერს აშავებდა, მაგრამ ვერც ვერაფ­ერი გააკეთა, ნაცვლიშვილზე კი იმდენ საოცრებას ჰყვებიან, ნახევარი მაინც თუ მართალია, ციხეში უნდა იჯდეს! საერთ­ოდ, ივანიშვილმა ორი ადამიანი დააწი­ნაურა, ვინც მანამდე რესპუბლიკური პარტიიდან იყო გაშვებული: ნაცვლიშვილი­ და მურმან დუმბაძე და ორივემ ისეთი საქმე­ უყო...

ივანიშვილს ბევრი საკადრო გადაწყ­ვეტილება შეეშალა! როგორც ამბობენ, ახლაც ბევრი პრობლემაა ამ მხრივ ზედა, საშუალო თუ ქვედა დონეებზე და სიტუაცია კარდინალურად თუ არ შეიცვალა, თუ თანამდებობებზე სუფთა წარსულისა­ და სწორი ხედვის პირები არ შეირჩა, სიტუაცია შეიძლება კიდევ დამძიმდეს! უკვე საჯაროდ ასახელებენ კონკრეტულ გვარებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უკანონობაში არიან ეჭვმიტანილი, მაგრამ რეაგირება არ ხდება. სიჩქარეა­ საჭირო, თორემ თუ ჯინი ბოთლიდან ამოვიდა, მერე ვეღარ ჩააბრუნებენ!

დაუფიქრებელი განცხადებები კლავს პოლიტიკურ კარიერას!

ამ მთავრობას საკადრო პოლიტიკის გარდა, დაუფიქრებელი განცხადებები­ დაღუპავს! ჯერ ხადურის განცხადებაზე­ ატყდა ერთი ამბავი "პალიტრა TV-სთან ინტე­რვიუში რომ თქვა, შოკი კი არა, ჩვენს ეკონომიკას პატარა შოკუნიები სჭი­რსო, მერე, კვირის ბოლოს, თავდაცვის მინ­ისტრმა "ორიგინალურად" ახსნა, რატომ არ დაესწრო აგვისტოს ომში დაღ­უპული ჯარისკაცების ნეშტების დაკრძა­ლვას და ამას მოჰყვა დიდი აურზაური. ღარიბაშვილმა ჯერ პრეზიდენტს უქნია თითი, მთავრობის საქმეში ნუ ჩაერევიო, პარასკევს კი საერთოდ საოცარი რამ ქნა: იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამა­რთლოს თავმჯდომარე დაინტერესდება­ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმ­ით, რომელსაც, მისი თქმით, 4.500 ლარის დავალიანების გამო დაედო ყადაღა.­ პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საქმის­ განმხილველმა მოსამართლემ პასუხი უნდა აგოს უსამსახუროდ დარჩენილი 2500 მუშის წინაშე და განმარტებები გააკე­თოს=. აქ მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, რომ მაღალი თანამდებობის პირების ასეთი განცხადებები ზეწოლად აღიქმება, ან რომ ამ ორ კერძო კომპანიას შორის დავაა ქონებაზე და პრემიერი თავ­ისი განცხადებით ცალსახად ერთის მხარეს იჭერს, არამედ ის, რომ მან კანონი არ იცის და ჰგონია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქცია კონკრეტული მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებებში გარკვევა და რეაგირებაა! თუ მოსამართლეს რამე გადაცდომა­ აქვს, ამისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო არსებობს. ღარიბაშვილს ამდენი მრჩეველი რომ ჰყავს, ხომ შეიძლება, ვიდ­რე განცხადებას გააკეთებს, ვინმეს აზრი ჰკითხოს? ასე რომ მოქცეულიყო, სასამა­რთლოზე ზეწოლის ბრალდებას თავიდან აიცილებდა.

ზოგჯერ შეიძლება მართალს ამბობდე,­ მაგრამ ისე არასწორად გამოთქვა, რომ შენს ოპონენტებს საკბილო მისცე. ასე ხშირად ემართებათ პაატა ზაქარეიშვილს, ნოდარ ხადურს, რომლებსაც უკვე ისე მიეწებათ რაღაც იარლიყები, რომ მათი მოშორება გაუჭირდებათ. აი, მაგალითად, ხადურისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი სულაც არ იწვევს აგრესიას. რატომ? იმიტომ, რომ მუდმივად თავს კი არ იმართლებს ხადურივით, არამედ ზოგჯერ შეცდომებსაც აღიარებს და ამით მის მიმა­რთ სიმპათიას იწვევს. იმავე პრემიერისგან განსხვავებით, განცხადებებს დაკვირვებით და მოზომილად აკეთებს­ კალაძე. საერთოდ, როგორც პოლიტიკოსი, ახალ სახეებს შორის ის ყველაზე მეტად გაიზ­არდა! ერთადერთი, რაც მის კარიერას ჩრდილს აყენებს, მისი 23 წლის ცოლისძმის­ თბილისის მერიის ერთ-ერთი­ სამსახურის უფროსად დანიშვნაა.

სიტყვას დიდი ძალა აქვს, ერთმა არასწორად ნათქვამმა შეიძლება მთელი შენი კარიერა შეიწიროს, მით უმეტეს, როცა პოლიტიკოსი ხარ!
rezo
29 აპრილი 2015 20:51
აბა მიდით ეხლა,ყველაზე წარუმატებელი მინისტრის და სამინისტროს პრობლემები ნაცებს შეტენეთ და დააბრალეთ!იმის მაგივრად რომ გააკრიტიკოთ ეს სამინისტრო, ნაცებს აბრალებთ ყველაფერს და ხადურის ღიპს კიდე აპრავებთ.ოოოო წმინდაო ბიძინა შენ დაიფარე ყველა შენი ბრმად მორწმუნე!
:(
14 აპრილი 2015 15:27
ისე ფინანსთა სამინისტრო მართლა სანაცეთად დარჩა. კატასტროფაა რა.
ალექს
06 აპრილი 2015 19:09
ხადურს და ნაცმოს ნათლია ყავთ ერთი-მოქკავშირი,ესაა ახსნა !

რედაქტორის რჩევით