ვინ ვის - რუსული დათვი თუ ამერიკული არწივი?
06-04-2015
ვინ ვის - რუსული დათვი თუ ამერიკული არწივი?
რუსეთისა და აშშ-ის შერკინების მწვავე ფაზა კარგა ხანია გასცდა უკრაინის საზღვრებს და როგორც ჩანს, სხვადასხვა ინტენსივობით მოიცავს ჩვენს უახლოეს სამეზობლოს, მთლიანად ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეს თუ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელ წევრებს, სხვა რეგიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პირველი და თვალში საცემი რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობაში ერთგვარი დაძაბულობის გაჩენაა. სომხეთში განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს რუსეთ-აზერბაიჯანის დაგეგმილი სამხედრო თანამშრომლობა, რაც აზერბაიჯანისთვის იარა­ღის მიყიდვას ითვალისწინებს. ამასთან, სომხეთში კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ არ მიიწვიეს მათი პრეზიდენტი, სერჟ
სარგსიანი, თუნდაც 20 მარტს ასთანაში რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, სადაც ახალშექმნილი "ევრაზიული კავშირის" სავალუტო პრობლემებზე ისაუბრეს და სადაც რუსეთის პრეზიდენტი სავალუტო კავშირის შექმნის იდეით გამოვიდა. ღიაა საკითხი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სარგსიანი„ევრაზიული კავშირის სახელმწიფო მეთაურთა მომავალ სამიტშიც. სომხეთში იზრდება უკმაყოფილება იმითაც, რომ მათივე
შეფასებით, "რუსული სახელმწიფო კომპანიები: "გაზპრომი", "როსნეფტი" და "რაო ეესი" სომხეთის ეკონომიკას სისხლს სწოვენ". 

რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგიის მორიგი სამიზნე ამჯერად საქართველოა - უკვე კარგა ხანია რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მონოპოლია საქართველოს ენერგეტიკაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ფარული ზეწოლა კიდევ უფრო გამწვავდება.

თუმცა, მივუბრუნდეთ ისევ სომხეთს. სომხეთში მიმდინარე პროცესებით არც რუსეთია კმაყოფილი. მაგალითად, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი პირდაპირ ადებს ხელს„სომხეთის 350 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ისინი სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებისთვის და "ევრაზიული კავშირის" წინააღმდეგ აშკარა პროპაგანდას ეწევიან. კოსაჩოვი იმასაც ამბობს, რომ საკითხის ასე დასმამ - ან რუსეთი, ან ევროკავშირი -უკვე დაანგრია უკრაინა და შეუძლია დაანგრიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც ასე პრინციპულად დააყენებს საკითხს. ფაქტია, რუსეთს აშფოთებს დასავლეთის, უფრო ზუსტად კი, აშშ-ის გავლენის შესაძლო ზრდა სომხეთში, მაგრამ, იმავდროულად, უარს ვერ ამბობს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზეც, რადგან რუსეთის ახალ სტრატეგიაში აზერბაიჯანისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება შედის. ამიტომ იმავე ბაქოსთან რუსეთი "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკას ერთდროულად აწარმოებს: იარაღის მიყიდვის პარალელურად აქტიურად უწყობს ხელს ალიევის ოპოზიციის დაფინანსებას, რომელიც, ძირითადად, აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ოლიგარქებისგან შედგება.

თუმცა, უკრაინაში შეჭრამ და ექსპანსიონისტურმა განცხადებებმა რუსეთს ტრადიციულად მისადმი ლოიალურად განწყობილ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებშიც შეუქმნა პრობლემები, რითიც, ბუნებრივია, სარგებლობს ამ რეგიონში გავლენის გაზრდით დაინტერესებული ამერიკა.

ყაზახეთში აქტიურად განიხილება განათლების სისტემის რეფორმის თემა, რომლის თანახმადაც, უფროს კლასებში ყველა საგანი ინგლისურად უნდა ისწავლებოდეს. ყირგიზეთში ითხოვენ, რომ რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი ჩამოერთვას. თუმცა, ყველაზე საინტერესო თურქმენეთისა და აშშ-ის დაგეგმილი სამხედრო თანამშრომლობაა, რომლის თანახმადაც, ამერიკამ თურქმენეთს უნდა გადასცეს საზღვრის გასაკონტროლებელი სპეციალური აღჭურვილობა. თურქმენეთმა აშშ-ს დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც დადასტურდა ინფორმაცია თურქმენეთის მოსაზღვრე ავღანეთის რეგიონებში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებების არსებობის შესახებ. რუსეთს ეშინია, რომ შესაძლოა, თურქმენეთმა უარი თქვას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე.

ასე რომ, რუსეთს თავსატეხი საკმარისზე მეტი აქვს, თუმცა, თავადაც არანაკლებ მტკივნეულ დარტყმებს აყენებს დასავლეთს არა მარტო ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ „ევროკავშირისა“ და ნატოს შუაგულში. მოსკოვი აცხადებს, რომ არ დაუშვებს„ნატოს შეიარაღებული ძალების განთავსებას ბალტიისპირეთში. დასავლური პრესა წერს, რომ რუსეთი ვერ ხედავს არსებით სხვაობას უკრაინასა და ბალტიისპირეთს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი„ნატოს წევრები არიან.

დასავლეთი ელოდება, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე ესტონეთი, ლიტვა და ლატვია იქნებიან, სადაც მოსკოვი ფართოდ გაშლის თავის საბრძოლო არსენალს, დაწყებული სამოქალაქო დესტაბილიზაციის პროვოცირებით და დამთავრებული კიბერშეტევებით.

ესტონეთი, ლიტვა და ლატვია რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისთვისაც ემზადებიან და ცდილობენ თავდაცვის განმტკიცებას:„"მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნები თავად იყვნენ მზად, დაიცვან საკუთარი ქვეყნის საზღვრები და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი, ითხოვონ დახმარება და დაელოდონ, სანამ მათ დაეხმარებიან ნატოს პარტნიორი წევრი-ქვეყნები. უპირველესად ჩვენი ხალხი უნდა იყოს მზად თავისი ქვეყნის დასაცავად", - მოუწოდებს მოსახლეობას ლიტვის პრეზიდენტი.
რუსეთის აქტიურობა იგრძნობა სერბეთში, კვიპროსსა და უნგრეთშიც, რომელთაც რუსეთი თავის პარტნიორებად აცხადებს და ახლა ცდილობს, მათ რიგებს საბერძნეთიც შემატოს.ევროკავშირი შიშობს, რომ კვიპროსისა და უნგრეთის მსგავსად, საბერძნეთიც გამოეთიშება სანქციებს.­ უფრო შორს მიმავალია ნატოს შიშები, რომ უნგრეთმა და საბერძნეთმა უკვე ნატოში არ შეკრან„პრორუსული“ ბლოკი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რუსეთი აქტიურად აფინანსებს დასავლეთის ქვეყნების ოპოზიციურ პარტიებსა თუ მედიას.
რა ტაქტიკა უნდა აირჩიოს საქართველომ, რომ ამ გეოპოლიტიკური ბრძოლებიდან „მშრალი“ გამოვიდეს, ანუ სულ მინიმუმ, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც დღეს გვაქვს? - ეს არის დღევანდელობის ყველაზე საჭირბოროტო საკითხი.
ალექს
08 აპრილი 2015 20:27
ჩვენი კართაგენია 1921-2015 წლების პერიოდში თავსმოხვეული პოლიტიკური წყობის სამართლებრივი პრინციპები ,ის კლანურია,ბოლშევიკური და ძალადობრივია,ამჟამად ფსევდოდემოკრატიულ ფაზაშია და ის უნდა დაინგრეს,აიგოს უნდა სამართლებრივი დიდი კედელი ბოლშევიზმის პროკომუნისტურ სამშობლოსთან, ოლიგარქიულ რუსეთთან ,დსთ-სთან ,სამართლებრივ მენტალური ევოლუციაა ამის გზა,ამისათვის ხალხი მზადაა,ეს არ უნდა ხელისუფალს,მას ეშინია თავისუფლების!
glaxuna
07 აპრილი 2015 16:01


ვისაც არ ესმის,ან ვერ ათვითცნობიერებს ,ან არ დადის...მათი ინტელექტუალური და მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე ,რომ მხოლოდ შეურიგებელ ბრძოლას მოძალადესთან,შეუპოვრობას მტერთან (და არა ფარისევლურ და შემგუებლურ დამოკიდებულებას!!!) შეუძლია შეუნარჩუნოს ერს: ინდივიდუალური ბუნება,ეროვნული ღირებულებები და ფაეულობები,ანუ ს ი ც ო ც ხ ლ ი ს უნარიანობა,შედეგად იქმნება შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ა...აღადგინოს, განავითაროს და განამტკიცოს და მით დაიკვიდროს საკუთარი თავი თანამედროვე ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ საზოგადოებაში,მათთვის...

,,თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლასა და შრომას,ყოვეთვის აქვს აზრი და შედეგი,, !!!

ბრძოლაში-მტერთან,იგულისხმება როგორც იარაღით,ასევე მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი ...

პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ,სანამ ქვეყნის ხელისუფლება რ ე ა ლ უ რ ა დ არ გადაიქცევა ხალხის,მოქალაქის მ ს ა ხ უ რ ა დ,ვის უფლებებსაც უდიდესი მოკრძალებითა და ღ ი რ ს ე ბ ი ს პატივისცემით (სწორად მოქალაქის )დაიცავს!!!

სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ე რ ი გადაიქცევა:საშოვარზე გადაგებულ,გათითოკაცებულ ნახირად,ანუ მხდალ და მესჩან ბრბოდ,

რომლის ადგილი მხოლოდ ადამიანთა შიშებზე,სიძულვილზე,ძალადობასა და უსამართლობაზე დაფუძნებყულ სამყაროშია,

რითაც უკვე 5 საუკუნეა ს ა ზ რ დ ო ო ბ ს ჩრდილოელი მეზობელი,მუდამ ,,სტრანა რაბოვი,, და ,,ტიურმა ნაროდოვი,, და მით მუდამ ღ ა ტ ა კ ი,მუდამ ომებისა ,დაპირისპირებისა და სისხლისღვრით ინსპირატორი !!!

აქ თავისთავად, აბსოლუტურად გამორიცხულია რაიმე მიმართულებით საზოგადოების:ინტელექტუალური,მენტალური,კულტურული,სახელმწიფოებრივი,აქედან გამომდინარე სოციალური,ადამიანთა საყოველთაო მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის!!!

აქ ჩვენი თანამემამულეები დღესაც ვერ ხედავს,ან არ უნდათ დანახონ,ან უბრალოთ...უკვე მე-3-ე წელია,მტერთან ე.წ. ,,დალაგების,, ანუ რ ე ა ლ უ რ ა დ კორაბორაციონიზზმა უკვე მოიტანა ის,რომ...

მძვინვარებს ნეპოტიზმი,
კრიმინალი ისევ აღორძინდა,

მკვიდდრდება შერჩევითი სამართალი,

და იქმნება პირობები:ავტორიტარულ,ოლიგარქიულ-კლანური,ანუ კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემის,

რაც ძლიერ აკნინებს სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებას,შედეგად სახელმწიფოებრიობას,

და ხდის ყოვლად უსუსურ წარმონაქმნს,რომლის დაქუცმაცებასა და კრიმინალურ გუბერნიად გადქცევის მისწრაფება აქვს საქართველოს ისტორიაში,საქართველოს სამეფო-სახელმწიფოებრიობის ყველაზე დაუნდობელ ჩრდილოელ მეზობელს,

აქ რომელი სახელმწიფოს შენარჩუნებაზე შეიძლება საუბარიც კი ?!

და ძალიან გთხოვთ,ან ი მ ს ჯ ე ლ ე თ ანალიტიკურად,ან საერთოდ შ ე ე შ ვ ი თ...დ ე მ ა გ ო გ ი ე ბ ს,მტრის ინტერესებებისათვის!!!

ცივილიზებული დ ა ს ა ვ ლ ე თ ი...სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან,24 წელიწადიაა,უდიდესი ფინანსურ,პოლიტიკურ და დღეს უკვე სამხედრო დ ა ხ მ ა რ ე ბ ა ს (შეადარეთ 2003 წლამდე ,,კეტებიანი და ლაგარტკებიანი,, თავდაცვის სამინისტრო და დღეს...) გვიწევს,რომ როგორმე შედგეს თანამედროვე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო,მუდამ პროგრესირებადი ყველა მიმართულებით...

და თუ მას ვერ ვახორციელებთ ,ეს მ ხ ო ლ ო დ ჩვენი თანამედროვე მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი მდგომარეობის მიზეზად,ძალიან შორს ჯანსაღი ქ ა რ თ უ ლ ი მენტალიტეტისაგან,ჩამოყალიბებული 200 წლოვან ტოტალიტარულ იმპერიაში ყოფისაგან ,კრიმინალურ-ფარისეველ მენტალური მდგომარეობისაგან,შეპარული შ ი შ ი თ არა იმდენად მოძალადესთან,მტერთან...მ ო მ ა ვ ლ ი ს ა და ყოველივე ახალის მიმართ (!!!) და რისგანაც ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დავიხსნათ და მას..

ფ ა რ ი ს ე ვ ლ ე ბ ი თ ვერასოდეს შეძლება,პირიქით მეტად,მტერს ხახაში თავად უნებურად უვარდები ხ ო ლ მ ე...ამას დ რ ო ც და განვითარებელი პროცესების,თუნდაც ბოლო 25 წლის ანალიზი ადასტურებს,ამიტომ ვ ი მ ე ო რ ე ბ:

,,თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლასა და შრომას,ყოვეთვის აქვს აზრი და შედეგი,, !!!
goca
07 აპრილი 2015 14:16
უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა.საერთოდ ჩავკეტოთ საზღვარი ყაზბეგი-ლარსის გამშვები პუნქტი. გავაძლიეროთ ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია.უნდა ვეცადოთ რომ მთელი ევროპის ტვირთები გადიოდნენ საქართველო აზერბაიზანით შუა აზიაში.ასევე საქართველოს უნდა ქონდეს თავისი საზღვაო გემები. უნდა დაინიშნოს პირდაპირი საბორნე გადასვლა ქართული გემებით ბულგარეთში და რუმინეთში.რომ არ ვიყვნეთ დამოკიდებულები არც თურქეთის უკრაინის და რუსეთის ტრანზიტზე.რაც შეიძლება მეტი ყურადგება ეკონომიკას ბიზნეს და ფულის შემოდენას ქვეყანაში. როცა ძლიერი ხარ საფრთხეები თვითონ მოიხსნება.

ამას უნდა მთავრობის (ხელისუფლების )ნება.

მაგრამ სანამ შადიმან ბართაშვილი იქნება საქართველოს მართველი მანამდე ვიქნებით რუსეთის იმპერის ვასალები.............

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები