"ე.წ. ხალიფატი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს" - ინტერვიუ თურქეთის ელჩთან (ექსკლუზივი)
20-04-2015
"ე.წ. ხალიფატი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს" - ინტერვიუ თურქეთის ელჩთან (ექსკლუზივი)
"მნიშვნელოვანია იმ მიზეზების გამოვლენა, თუ რატომ სწირავენ პანკისელი ახალგაზრდები საუკეთესო წლებს
ისეთ მონსტრს, როგორიც ე.წ. ხალიფატია"


ახლახან პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდების ამბავმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა - რადიკალური­ ექსტრემიზმი გადაუდებელ ყურად­ღებას საჭიროებს. "კვირის პალიტ­რა" ექსკლუზიურად ესაუბრა საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევ­ენთ გუმრუქჩუს.


- ახლახან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დასავლეთს შეიძლება­ ბაშარ­ ალ-ასადთან მოლაპარაკებამ მოუწიოს. თუ გავიხ­სე­ნებთ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში­ თეთრი სახლის განცხადებებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორ ფიქრობთ, რასთან
გვაქვს­ საქმე, ორმაგ სტანდარტებთან ხომ არა?

- ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. რაზე უნდა მოილაპარაკო რეჟიმთან, რომელმაც სიკვდილისთვის გაწირა ასიათა­სობით მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთ­არი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა? არ მჯერა, რომ დასა­ვლეთში ვინმე იყოს ასადთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მსურველი. მაგრამ, მეორე მხრივ,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კრიზისი, ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრას, თანაც მშვიდობიანი გზით. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ახლანდელი მთავრობა წავიდეს და ჩამოყალიბდეს სირიის ახალი მთავრობა, რომელიც­ გააერთიანებს მთელ ქვეყანას. ეს, რა თქმა უნდა, თავის დროზე უნდა გაკეთებულ­იყო, როცა კრიზისი ის-ის იყო იწყებოდა, ახლა ბევრად რთულია... ­

რაც სირიაში ხდება, იმაზე მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობაა პასუხისმგებელი. საერთაშ­ორისო უსაფრთხოების ის მოდელი, რაც ახლა გვაქვს,­ არ არის ეფექტური მსგავს კრიზისებთან საბრძოლველად.
ამით იმის თქმა მინდა, რომ უსაფრთ­ხოებაზე პასუხისმგებელ ზოგიერთ მხარეს არ შეუძლია ან არ სურს საკ­უთარ ინტერესებზე მაღლა საერთა­შორისო კეთილდღეობა დააყენოს.

- არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ათეულობით ახალგაზრდა პანკისელმა სირიასა და ერაყს მიაშურა "ისლა­მური სახელმწიფოს" დროშით საბრძოლვე­ლად, დერეფნად კი თურქეთს იყენებენ. თქვენი აზრით, რა უნდა იღონოს საქართველომ ამ პრობლემის გადასაჭრელად?

- საუბედუროდ, საკმარისად არის ხალხი,­ ვინც ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას, განსაკუთრებით მუსლიმებს, გავაგებინოთ, რომ იმას, რასაც ე.წ. ხალიფატი აკეთებს, საერთო არაფერი აქვს ისლ­ამთან; რომ პირიქით, ეს უპირველესად ისლამს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, აუცილებელია, მათთან ბრძოლაში გააქტიურება. თუ მხოლოდ იმ რეგიონებს დავუპირისპირდებით, რომელთაც ისინი აკონტროლებენ, ეს დროებითი გამარჯვება იქნება.

საჭიროა მათი ძირფესვიანად ამოძირკვა, ეს კი მხოლოდ სირიის კრიზისის მოგვარებით გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება თურქეთს, მინდა ვთქვა, რომ ექსტ­რემისტები სხვა ქვეყნებსაც იყენებენ სირიაში მოსახვედრად: ლიბანს, იორდანიასა და ერაყს. მეორე მხრივ, სირიასა და თურქეთს­ შორის საზღვრის სიგრძე 911 კმ-ია და შეუძლებელია 100%-იანი კონტროლის დაწესება­. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო ჩვენთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა იმ პირთა შესახებ, რომელიც პოტენციური ექსტრემისტები არიან და შედეგად, სირიაში­ თურქეთიდან გადამსვლელთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. რაც შეეხება პანკისსა და საქართველოს, მე შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარული ვარ, რომ მზად არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად. იმავდროულად, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმ მიზეზების გამოვლენას, თუ რატომ სწირავენ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო­ წლებს ისეთ მონსტრს, როგორიცაა ე.წ. ხალიფატი. ეკონომიკური მიზეზებია თუ ინტეგრაციის ნაკლებობა, საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს. ისინი ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს არ არის ისლამი. ამასთან, მუშაობენ პანკისში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

ვაჟა თავბერიძე
digmeli - s
21 აპრილი 2015 17:23
ასეთი "ღრმა" გაოპოლიტიკური ანალიზი არ მომისმენია არავისგან, შენ გაიხარე ჩვენი გახალისებისთვის :D :D :D
digmeli
21 აპრილი 2015 14:16
ყველამ იცის რომ თურქეთი ისლამური სახელმწიფოს მოკავშირეა და კობანის ბრძოლების დროს ნატოც ფეხებზე დაიკიდა და ამერიკაც. დღეს როდესაც რუსეთიც ინგრევა, ევროკავშირიც იშლება და არც ამერიკას აქვს უკეთესად საქმე, თუ მსოფლიოში უმართავი პროცესები წავა და დიდი ომი დაიწყება საქართველოსთვის არავის ეცლება. საინტერესოა მერე ვიღას შეეტენება ჩვენი "ბნელიტა". ნაც-ქოცები ალბათ ჩალმებს დაიხურავენ თავზე, მაგრამ ხალხს რა ეშველება არ ვიცი. აი მაშინ გავბრწყინდებით ჯოჯოხეთში...
isari
21 აპრილი 2015 01:17
არ არის სწორი უკრაინაში სისხლისღვრის წაქეზება; ან ეს რა სირეგვნეა რუსებს ომს ვუცხადებთ ირიბად? დაღუპული მეომრების ცხედრებზე პოლიტიკოსები დააბიჯებენ და პიარს იკეთებენ.

რედაქტორის რჩევით