თავის მართლების ხელოვნება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
20-04-2015
თავის მართლების ხელოვნება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ხელისუფ­ლება და პროკურატურა დგანან და თავს იმართლებენ: ჩვენი რა ბრალია,­ რომელ­იღაც უცნობმა ქვეყანამ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის­ სტატუსი მიანიჭა და ამიტომ ამოიღეს. ჯერ ქვეყანაც ვერ დავადგინეთ, მაგ­რამ დავადგენთ და იქ გავასაჩივრებთ. ეს ინტერპოლის ახალი რეგულაციებია და ადრე არ იყოო. მოკლედ, ჩვენი ბრალი არააო. ირაკლი სესიაშვილმა კი, ჩვენი ხელისუფ­ლება უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საზ­ოგადოება, ამიტომ ჩვენგან დიქტატორული მეთოდებით ითხოვენ დამნაშავეებთან ანგარიშსწორებასო.

მოკლედ, ყველაფერზე­ მიდიან, რომ შეცდომები არ აღიარონ. არადა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონა­ლური
მოძრაობა" "ოცნებას" ყველაფერში­ ერთი ნაბიჯით ასწრებს და ეს არის მთავარი პრობლემა. ­იმათ უკეთ იციან მუშა­ო­ბა,­ ვიდრე ამათ. ახლაც ადეიშვილის ადვ­ო­კატმა განმარტა, ლამის ყოველთვე ვაწვდიდით ინტერპოლს ახალ მასალებსო.­ პროკურატურა კი გაიძახის, ინტერპოლს არც უცნობებია, ისე მოხსნა მოუ­ლოდნელადო. განსხვავება სწორედ ეს არის: თქვენ არც იცოდით, რას აკეთ­ებდა
ინტერპოლი, "ნაციონალები" კი მასთან მუშაობდნენ.
ის კი არა, "ოცნება" თავის გამართლ­ებასაც ვერ ახერხებს, თორემ რომელ ხელისუფლებას არ ჩავარდნია კოვზი ნაცარში ძებნილების ჩამოყვანის საქმეში? განა "ნაცებს" ჩამოჰყავდათ ყველა? მაგალითად, დღემდე იძებნება შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია, რომელსაც საა­კ­აშვილის ხელისუფლება კორუფციაში­ ადანაშაულებდა. ასევე ეძებდნენ ლევან მამა­ლაძეს, ბიძინა გიორგობიანს, მაგრამ ვერ ჩამოიყვანეს...

ბასილ­ია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს აფარებდა თავს და იქიდანაც ვერ ჩამოიყვანეს "ნაცებმა". დაუდე ეს ფაქტები ყოფილ­ ხელისუფლებას, დღეს რომ ამტკიცებ, იმიტომ ვერ ჩამოგყავთ ძებნილები, რომ მთელი მსოფლიო ფიქრობს, აქ მათ პოლიტიკურად დევნიანო. მაგრამ "ოცნებ­აში" ლაპარაკიც არ იციან. ხშირად დებატებსაც პირწმინდად აგებენ! ერთადერთი­ კაცი, ვინც ამ დღეებში "ოცნებიდან" სიმართლეს თვალი გაუსწორა, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აღმოჩნდა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: "ისა და, ეს ინტერპოლი, ალბათ, ფიქრობს, ჩვენ რას გვაწვალებთ და გვაღადავებთ, ადეიშვილზე ძებნას რომ გვაცხადებინებთო. ძებნა ხომ მას სჭირდება, ვინც დაკარგულია ან იმალება? ამდენს დავდივ­ართ კიევში _ პრეზიდენტი გინდა, ჩემო ბატონო, ორჯერ მაინც იყო, პარლამენტის თავმჯდომარე გინდა (მალე მიემგზავრება). სხვებიც იყვნენ ბოლო პერიოდში და ყველამ ვიცით, რომ ეს ჩვენი პატარა მუს­ო­ლინი ლამის ჩვენივე სასტუმროს რომელიღაც ლუქსში ცხოვრობს­, ყოველდღე სასტუმროში ქართველ ექსპერტებს დებრ­იფინგებს უტარებს და ჩვენი მეგობარი ქვეყნის მეგობარი ხელისუფლება კი მას თავზე ევლება (ჯერჯერობით). ჰოდა, ამასობაში... ამ ჩვენი ვიზიტების დროს მის გადმოცემას კატეგორიულად ვინმე ითხოვს? ­რას ვერჩით ინტერპოლს? არალოგიკურია ჩემი შეკითხვა?"

სიმპტომატური ამბავი

ძალიან სიმპტომატური და საინტერესო ფაქტია ლაშა ცანავას ამბავი. ვინც არ იცით, გეტყვით: ეს ის ბიჭია, რომელიც­ რამდენიმე ხნის წინ სამგორის გამგეობიდან სკანდალით წამოვიდა. განა­ცხადა, თბილისის მერიას სუს-ი მართავსო, მერე საკრებულოს დეპუტატს სატელეფ­ონო ჩანაწერი გამოუქვეყნა, სადაც ის სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა და ბოლოს გამო­უშვეს კიდეც. გამოუშვეს თუ არა, მაშინვე მისი დაცვა "ნაციონალების" ადვოკატებმა­ და აქტივისტებმა დაიწყეს. პარასკევს გადაცემა "რეაქციაში" კი გაირკვა, რომ ეს ცან­ავა თავის დროზე პოლიციის თანამშრომ­ელი ყოფილა და 2009 წლის 15 ივნისს სამმართველოსთან მომხდარ სასტიკ დარბევაშიც მონაწილეობდა. ნახავდით, ალბათ, პირდაპირ ეთერში დაუდეს ფოტოები ამ ყმაწვილს, როგორ სცემდა წაქცეულ 18 წლის დემონსტრანტს სამ პოლიციელთან ერთად. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო­ კი ის არის, რომ ეს ადამიანი­ სამგორის გამგეობაში კი არ დახვდა "ოცნებას", "ოცნებამ" მოიყვანა, მეტიც, პარტიის წევრი იყო. "ნაციონალების" დროინდელი პოლიციელი პარტიაში მიიღეს და მერე თანამდებობაზეც დანიშნეს! ხომ გას­აგებია, რომ თავიდანვე "ნაციონალების" შეგზ­ავნილი იყო და როცა დასჭირდათ, აამოქმედეს! ამის მერე "ოცნებას" რაზე უნდა ელაპარაკო?!

ვიცი, ახლა დაიწყებენ, ჩვენ მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, როგორ უნდა გადაგვე­მოწმებინა, ვინ ვინ არისო? მერე ხომ მოხვედით ხელისუფლებაში?! მერე გადაგემოწმებინათ! ან რად უნდა გადამოწმება იმ ადამიანებს, ვის გვარებსაც ღიად ასახელებენ, რომ წამებასა თუ უკანონო ქმედე­ბაში იყვნენ შემჩნეულნი?! ირაკლი კორძაიამ კიდევ რამდენიმე გვარი დაასახელა, ვინც ხალხს­ სცემდა და დღეს დაწინაურებულია!­ ვიდრე "ოცნება" ასეთი ხალხისგან არ გათავისუფლდება, მისი საშველი არ იქნება!­

რასაც დასთეს...

"ოცნების" ამბავი გასაგებია, მაგრამ "ნაციონალებსაც" თავისი გასჭირვებიათ. მათი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშა­ულს­ სჩადიოდნენ დაბალი თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკები, მთავარი ის იყო, რომ ამ დანაშაულს არ ებრძოდნენ, რაც იმას ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირებული იყო. დღეს კი მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ დამნაშავეებს ვერ ემიჯნებიან. არა მარტო იმათ, ვისაც სასამართლომ დაუმტკიცა ბრალი (ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას­), არამედ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასაც ვერ გაემიჯნენ. ეს კი იმას ნიშნავს, თუ ოდესმე ხელისუფლებაში­ დაბრუნდნენ,­ ყველა ეს ადამიანიც თანამდებობაზე დაბრუნდება.

ის კი არა, ჯერ არ დაბრუნებულან და უკვე იმუქრებიან. მიშა თუ ამბობს, როცა მოვალ, მარტო ერთ კაცს დავსჯიო,  ვანო მერაბიშვილმა, ყველას პირადად დავსჯი, ვინც პოლიციელები ციხეში ჩასვაო! მოკლედ, მათი გამოსწორება არ იქნება! ვერ გაიგეს, რომ პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვის დასჯის. ამას სასამართლო წყვეტს! უგულავამ კი სასამართლოს სულ ივანიშვილის "ჩმორი" ეძახა და მოსამართლეს მოუწოდა, მანტია ჭილოფად არ აქციოს. ერთ "ფიქრებში" დავწერე, რომ მეც არ მომწონს უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება და ეს კონსტიტუციური პრინციპის დარღვევად მიმამჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში გიგის ერთი მარტივი რამ უნდა ვუთხრა: ეჰ, გიგი, თუ ამბობ, რომ სასამართლო ან რომელიმე მოსამართლე "დაჩმორებულია", ბარემ ისიც გეთქვა, პირველად ვინ "დააჩმორა". იქნებ მაშინ გეყვირა, რომ მოსამართლის მანტია არ გადაქცეულიყო ჭილოფად და ახლა ციხეში არც ყოფილიყავი?! თუ მაშინ მოგწონდა ჩმორი მოსამართლეები? მგონი, სწორედ ამაზეა ნათქვამი, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.
ბიკა
29 აპრილი 2015 10:58
მიფიკრია მიფიკრია და დასკვნაც გამომიტანია მატ კიდევ ბევრი უნდა მისვა გვერტიტ ტკვენის ჩატვლიტ ციხეები რომ გაავსეტ მოზარდებიტ და სკოლის მოცწა ვლეებიტ ტანაც ზოგი ნახმარი საბურავის კურდობისტვის ზოგი დზეხვის და ასე შემდეგ კარგატ მახცოვს მოზარდმა 6 ნახმარი საბურავის მოპარვისტვის შე რჩევიტი სამარტლის საფუდზველზე 9 წელი რომ მიუსაჯეტ გავაგრდზელოოოოოოოოოოოო
ელენე
22 აპრილი 2015 13:16
თქვენ უნდა ნახოთ რა ხდება ოზურგეთის სასამარლოში, რა განაჩენები გამოაქვთ, ამას ვინ უნდა მიხედოს?! გაოგნებული ვარ და საშინლად გულნატკენი.

lamzira
21 აპრილი 2015 00:08
თითქოს მე დამეწეროს, ბ-ნო მერაბ.
ჩემ გარდა, ბევრის სათქმელი თქვით.
თან არა მტრის, არამედ მეგობრის, კეთილისმსურველის პოზიციიდან.

ნაცები კოზირი მუდამ იყო დ რ ო !
ანუ, დროის სწორად გამოყენება სათავისოდ.
დასწრების და აქტიურობის ნიშნით.
ამაზე გამარჯვების პირველივე დღეებში ვწერდი "ოცნების" გასაფრთხილებლად.

"ოცნებას" უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ნაცები ადვილად არ გაჩერდებოდნენ და პირველივე დღეებიდან უნდა მიეღო ქმედითი ზომები ამის საწინააღმდეგოდ.
"ოცნებას" კოაბიტაცია თავზე მოახვიეს განგებ!
ნაცების გადარჩენის გათვლით! ანუ ნაცებს პატრონებმა მოაგებინეს მთავარი,-დ რ ო !

ნაცები და ნახევარი მსოფლიო შეკრული მაფია იყო და ნაცების პასხისმგებლობა გამოიწვევს ნახევარი მსოფლიოს პასუხისმგებლობას. აი, რატომ აფარებენ ხელს მამა-მარჩენალები ნაცებს.

მაგრამ სიმართლე და კანონი ისეთი ძალაა, ვერვინ დაამარცხებს.




რედაქტორის რჩევით