ჩინური ფაქტორი, ანუ საქართველოს განვითარების პერსპექტივები
20-04-2015
ჩინური ფაქტორი, ანუ საქართველოს განვითარების პერსპექტივები
ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება საქართველოს ინვესტიციებისთვის საოცრად მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ბევრ ქვეყანას გაუჩნდება სურვილი, ჩადოს ინვესტიციები საქართველოში, აწარმოოს ქართული პროდუქცია და ისარგებლოს ჩვენთვის ბოძებული შეღავათებით. დიდია თურქეთის, ჩინეთის, ირანის ინტერესი. განსაკუთრებით მომხიბლავია ეს შეღავათები "ევრაზიული კავშირის" წევრი ქვეყნებისთვის.

განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა ჩინეთი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ღერძად შეიძლება იქცეს უახლოეს ათწლეულებში. უახლოეს დღეებში შეიძლება ლამის ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდეთ: ჩინეთში იქმნება "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი", 50-მილიარდიანი საწყისი კაპიტალით.
საქართველო ჰოლანდიასა და ბრაზილიასთან ერთად მიწვეულია ამ ბანკის ერთ-ერთ თანადამფუძნებლად. ეს ყველაფერი ჩინეთის ხელისუფლების ინიციატივის„"ახალი აბრეშუმის გზის" ფარგლებში ხორციელდება და ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ამ გზის გასწვრივ ქვეყნებში და მათ შორის - საქართველოში. ეს ჩვენთვის უდიდესი შესაძლებლობების ეპოქას ხსნის.
ირანისთვის დასავლეთის სანქციების მოხსნა ამ ქვეყნის
უზარმაზარ საინვესტიციო კაპიტალს სხვა ქვეყნებისკენ მიმართავს. ირანის ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალზე მაღალია და ეს კიდევ ერთი შანსია, ფინანსურად და ეკონომიკურად საჭირონი გავხდეთ რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის.
ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა  ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო სივრცის არსებობასთან ერთად, იძლევა იმის შანსს, რომ  საქართველოში ჩინეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ქვეყნების, რუსეთის ინვესტიციების გადაკვეთისა და მომგებიანი თანაარსებობის ადგილი გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონის უდიდესი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინტერესები მოითხოვს, მიაღწიონ კონსენსუსს საქართველოს მშვიდობიანი განვითარების თაობაზე. ესეც თქვენ, ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილური ეკონომიკური ზრდის, დასაქმების პრობლემის გადაჭრის ყველაზე მყარი საფუძველი!
თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რომლის რეალიზაციას საქართველოს ხელისუფლების უზარმაზარი შრომა სჭირდება.

საჭიროა ამოქმედდეს ინვესტორებისთვის "ერთი ფანჯრის" პრინციპი, „იუსტიციის სახლების“ მსგავსად, სადაც მიიღებენ ყველა სახის ნებართვას, ლიცენზიას თუ საჭირო კონსულტაციას.
ინვესტორები ხშირად უჩივიან საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტს და ამ მიზეზით იძულებულნი არიან, გარედან შემოიყვანონ მუშახელი. რეგიონებში უნდა შეიქმნას პროფესიული გადამზადების ცენტრები ან უკვე არსებულები მოერგონ თანამედროვე მოთხოვნებს.­ ეს ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.
საქართველომ დაჩქარებული ტემპით უნდა აწარმოოს მოლაპარაკება ყველა პოტენციურ ინვესტორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ყველა შესაძლო რისკისა და მოგების გათვალისწინებით, რაც გააუმჯობესებს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. საქმე ის არის, რომ ევროკავშირი, იმისათვის, რომ საქართველოში წარმოებულად აღიარონ პროდუქცია, სხვადასხვა მოთხოვნას აწესებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყნებს ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ, წარმოებაში ჩართულია ორზე მეტი ქვეყანა, პროდუქტი კი ითვლება იმ ქვეყანაში დამზადებულად, სადაც საბოლოო გადამმუშავებელი სამუშაო ჩატარდა.

საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა განსაზღვროს ჩვენი ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებები და თავად შესთავაზოს ინვესტორებს, მაგალითად, მაღალი ტექნოლოგიების წარმოება და ა.შ.
ამ უზარმაზარი პერსპექტივების ფონზე ყოვლად აუხსნელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ:
რატომ არაფერს ეუბნება მოსახლეობას ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გახსნილი ამ უზარმაზარი შესაძლებლობების შესახებ, მაშინ, როცა სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება საზოგადოებაში, რა სარგებლობა მოაქვს დასავლეთს საქართველოსთვის?
რატომ არ წარმოაჩენს საჯაროდ ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უკვე მიღწეული შეთანხმებების უდიდეს მნიშვნელობას?
რამ ჩაუგდო ენა მუცელში, მაშინ, როცა საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენები ედავება უნაყოფობასა და უსუსურობას?

და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების სისტემა უნდა მოექცეს ცივილიზებული სახელმწიფო  სისტემის ფარგლებში. ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტურად მოუქნელი და აუხსნელი მექანიზმი, როცა გადაწყვეტილების მიღება "გასულია მომსახურების ზონიდან". როცა შვეიცარიის ელჩი იძულებულია, გასცდეს დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებს და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, შეაჩერეთ უსამართლო გადასახადები და მექრთამეობაო, რა ინევსტიციების მოზიდვაზეა ლაპარაკი? ეს ხომ საგანგაშო სიგნალია ყველა ქვეყნის ინვესტორისთვის. ამიტომაც არის, რომ ზემოხსენებული პოტენციური ინვესტორების ჩამონათვალში ევროპა არ ფიგურირებს. თუ საქართველოს ხელისუფლებამ სისტემური მიდგომებისა და სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება არ დაიწყო, ხელიდან გაშვებულ შანსებზე ის იქნება სრულად პასუხისმგებელი.
ალექს
11 მაისი 2015 03:54
გლახუნა,აგერ ჩამოვიდა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი,ჩვენი მინისტრი ოთარ დანელია მასპინძლობს და ცდილობს დაარწმუნოს თითომ თითო ბოთლი ქართული ღვინო,ხილის წვენი,ბორჯომი და სხვა წყლები,თითო კილო ჩვენი ხილბოსტნეულბაღჩეული ისიამოვნონ წელიწადში ერთხელ მაინც,არ ავნებთ,სამაგიეროდ ჩვენც მაგათსავით მოვმრავლდებით.
ვიღაცამ თქვა ჩვენზე აფსუსია თუ ესენი გადაშენდნენ,მაგრამ უბედურებაა თუ ძალიან მომრავლდნენო,
მტრები გვყავს ,მტრები შინ და გარეთ!
lil
08 მაისი 2015 14:50
ევროპასტან უვიზო რეჯიმის სჰემოგების სჰემდეგ საკარტველო დაიცლება დატავისუპალ ვაცჰრობას ალბატ ტურკი და ცჰინელი ტუ აცარმოებს
ალექს
24 აპრილი 2015 09:14
გლახუნა,როგორ ვაიძულოთ ყოველი ჩინელი დღეში ერთი თეთრი ჩაგვირიცხოს ?
სამაგიეროდ იარონ ჩვენთან,ხნან და თესონ ჩვენს მაგივრად ?
ჰა ჰა ერთი მილიონი,ჰა სამი შემოვლენ,პადუმაეშ,მოვიდა ჩინგიზიც-წავიდა,მოვიდა ლენგი-წავიდა,ეგენიც მოვლენ წავლენ,ჩვენ დავრჩებით,აქ ჩვენს გარდა არაფერი და ვერაფერი ვერ ხარობს.
იფიქრე სერიოზულად,როგორ ვაიძულოთ ყოველი ჩინელი თვეში თითო თეთრი ჩაგვირიცხოს !!!

რედაქტორის რჩევით