შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადება და ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ელჩი გულისხმობდა
27-04-2015
შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადება და ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ელჩი გულისხმობდა
შვეიც­არიულ კომპანია "ანკა ფუდს" სამეგრელოში, ადგილობრივ კომპანიასთან გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო,  სერიოზული პრობლემები შეექმნა...

რა პრობლემები ექმნებათ საქართველ­ო­ში უცხოელ ინვესტორებს? - ამ საკითხით მმართველი გუნდი შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადების შემდეგ დაინტ­ერესდა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგ­რაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, თინა ხიდაშელი და გიგლა­ აგულაშვილი, უცხოელ დიპლომ­ატს, გიუნტერ ბეხლერს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა ერთ-ერთი იმ ინვესტორის ვინაობა, რომ­ელზეც შვეიცარიის ელჩი ქართველ დეპ­უტატებს ესაუბრა. საქმე ეხება შვეიც­არიულ კომპანია
"ანკა ფუდს", რომელ­იც სამეგრელოს რეგიონში 2008 წლიდან თხილის ექსპო­რტზე მუშაობს და ადგი­ლობრივ კომპანიასთან გაჭიანურ­ებული სასამართლო დავის გამო სერიოზ­ული პრობლემები შეექმნა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ზუგდიდის­ რაიონულმა სასამართლომ კომპანიის მფლობელის, ალი რიზა კიზილდაგის, წილები­ და ქონება დააყადაღა.
გიგლა აგულაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტ­ეტის თავმჯდომარე: - რამდენიმე სიტყვით ამ თემასაც შევეხეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ელჩი ამ საკითხზე ესაუბრა­ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც, დეტალებში ჩაღრმავება აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ. სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისგან ველით ადეკვატურ გად­აწყვეტილებას.

- ბრძანეთ, რომ გიუნტერ ბეხლერი ნინო გვენეტაძესაც ესაუბრა. ხომ არ აღიქმება ეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად?
- ამა თუ იმ პრობლ­­ემაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმირება არ ნიშნავს,­ რომ ვინმე­ უკანონო გადაწყვეტილებას ითხოვს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ერთ-ერთ კომპონენტად გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვის ალბათობის გაზრდას. მომავალში მოვაწყობთ ამ ბიზნესმენებთან შეხვედრას და მათგან უშუალოდ მოვისმენთ, რა პრეტენზიები აქვთ. ზოგადად,
საკითხი ეხება გაჭიანუ­რებულ საგადასახადო შემოწმებას, ცალკეული ჩინოვნიკების, მათ შორის - სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
იმისათვის, რომ ეს საკითხები კარგად იქნეს შესწავლილი, შევთანხმდით შეხვედრაზე, სადაც მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და გადავწყვეტთ, რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე - ეს არის სისტემური თუ ინდივიდუალური...

- თქვენთვის თუ მოუმართავს რომელიმე ინვესტორს მსგავსი პრეტენზიით?
- არა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეჭვი შევიტანო ელჩის განცხადებაში. ჩვენ შევთავაზეთ ელჩს, თუ არსებობს­ საქმე, რომელიც მოითხოვს დაუყ­ოვნებლივ ჩარევას, ან მომავალში გაჩნდა ასეთი საკითხი,­ დაგვიკავშირდეს და დაუყოვნებლივ ჩავერევით.

P.S. შევეცადეთ კომპანია "ანკა ფუდთან" დაკავშირებას. საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ალი რიზა კიზილდაგი ამჟამად ციურიხშია, კომპანიის იურისტმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა, რათა ეს არ ყოფილიყო აღქმული სასამართლოზე ზეწოლად.


გიუნტერ ბეხლერის განცხადება


შვეიცარიის ელჩი ერთ-ერთ ინტერვიუში სასამართლოში წარმოებულ საქმეებზე საუბრობდა. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ უცნა­უ­რი გარ­ემო­ებებისა და მტკიცებულებების გამო.
"სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ მოსა­მართლეები გადაწყვეტილებებს იღებ­ენ­ ქრთამის და არა მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.­ თუ ეს მართალია, მე მხოლოდ შემიძლია ვთხოვო ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს, რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან შესაძლოა, გახდეს მთავარი რისკ-ფაქტორი უცხოელი ინვესტ­ორებისთვის, რომლებიც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება როგორც პარტნიორები და ნოვატორული გზამკვლევები", - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.


ვახო ბერიძე
41
29 აპრილი 2015 15:05
ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და საქართველოს მთავრობაზე და ლობირება თურქი ბიზნესმენის,ის რომ შვეიცარიის ელჩია ან თურქია არ ნიშნავს იმას რომ ანგელოზია და არ ამოძრავებდეს პირადი ინტერესები, მითუმეტეს როდესაც იმ თურქი ბიზნესმენის პარტნიორია სიძე ამ ელჩის.
hahaha
27 აპრილი 2015 15:56
ამ ელჩის პოზიცია ფრიად საეჭვოა. მითუმეტეს პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება გაპროტესტებულია.
ეტყობა ეხლა პოლიტიკური ზეწოლით ცდილობენ შედეგის მიღწევას.
არადა ხალხს რომ კითხო შვეიცარიის ელჩი უპატიოსნესი გონიათ.
ლუკას–ს
27 აპრილი 2015 14:08
საინტერესოა იგივეს თურქებზე თუ ფიქრობ?! არადა ალის შვეიცარიის მოქალაქეობა აქვს მოპოვებული, თორემ რეალურად თურქია, უბრალოდ თურქეთში ვერ ჩადის თავისი შავბნელი წარსულის გამო. ასე რომ ზოგადად შვეიცარიელი ხალხის მოწესრიგებულობა ალი კიზილდაგზე არ ვრცელდება.

რედაქტორის რჩევით